თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2013, 22:04
ავტორი: R V P,
ნანახია: 4862,
კომენტარები: 55
გულშემატკივართა ცრემლები
რა არის საოცარი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, რაც ჩვეულებრივია სხვა, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრისთვის?
გულშემატკივართა ცრემლები
"პირველი იყო შოკი...როდესაც ერთი კვირის წინ მე გავიგე ჭორები სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ თითები გადავაჯვარედინე, ერთადერთ რაც არ მინდოდა ის იყო, რომ ეს საუბრები რეალურად ახდენილიყო. ამ დილას გავრცელებულმა ინფორმაციამ კი გულში მხოლოდ სევდა დამიტოვა, დარწმუნებული ვარ ასე იქნება ნებისმიერი "იუნაიტედის" ფანიც, სერ ალექს ფერგიუსონი იყო ადამიანი, რომელმაც დროს გაუძლო. ის არ იყო ჩვეულებრივი მწვრთნელი, სხვადასხვა გუნდებში მწვრთნელები იცვლებიან, მიდიან და მოდიან, მაქსიმუმ 4-5 წელი ძლებენ, სერ ალექსის ერას კი მე ვადევნებდი თვალყურს ბაბუაჩემთან, ხოლო შემდეგ მამაჩემთან ერთად, მთელი ოჯახი იყო მომსწრე იმ დიდებული წუთებისა, რომლებიც სერ ალექსმა ჩვენ და მილიონობით "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს აჩუქა. ის უდიდესი მიღწევები რასაც ფერგიმ მიაღწია სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი გუნდია, დიდი გუნდი, რომელშიც დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თამაშობენ კიდეც და დარწმუნებული ვარ ითამაშებენ კიდეც: რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, კრისტიანო რონალდო, ერიკ კანტონა და ბევრი სხვა ლეგენდა იყო, არის და იქნება მანჩესტერულ კლუბში, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელი მიდიოდა ამ კლუბიდან, თუმცა მისი შეცვლა ყოველთვის ხდებოდა, რადგან ეს იყო გუნდი, სადაც შეუცვლელი არავინ იყო, თუმცა აი დადგა დრო როდესაც ვერავინ შეცვლის ერთ დიდ ადამიანს - სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც თავად იყო "მანჩესტერ იუნაიტედი".

გულშემატკივართა ცრემლები

როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაზე ვსაუბრობთ, უამრავი დიდებული გუნდი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ამათუ იმ ფეხბურთელებს უკავშირდებოდა, თუნდაც 1999 წლის მსოფლიო ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, შემდეგ იყო ერიკ კანტონას ეპოქა, რომელიც კრისტიანო რონალდომ ჩაანაცვლა, ბოლოს კი გუნდი მე-20 გახდა ჩემპიონი, იცვლებოდნენ ფეხბურთელები, შეუცვლელი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო - სერ ალექს ფერგიუსონი. იგი წავიდა, დასრულდა ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა, ფერგის ეპოქა. დიდებული ადამიანები თავის სიდიადეს სწორედ ამით ადასტურებენ, ქმნიან ეპოქას, რომელიც სამუდამოდ რჩება ადამიანთა მეხსიერებაში, მასზე ლაპარაკობენ წლების, საუკუნეების შემდეგ, სწორედ ასეთი ეპოქა შექმნა სერ ალექსმა, მასზე იზრდებოდნენ თაობები, მე ტყუილად არ მოგიყვანეთ მაგალითი ჩემი ოჯახისა, თითოეულ ჩემი ოჯახის წევრს ახსოვს სერ ალექსის ეპოქა, გავა დრო და მამები საკუთარ შვილებს მოუყვებიან მის შესახებ, სამყაროს არაერთი დიდი მებრძოლი, ხელოვანი თუ სხვა ადმაიანი ახსოვს, რომელიც ისტორიაში შევიდა, მათ გვერდით თავისუფლად დადგება სერ ალექს ფერგიუსონი ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო, ადამიანი, რომელიც თავად იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" და ადამიანი, რომლის მაგალითზეც მთელი თაობები იზრდებოდნენ.

გულშემატკივართა ცრემლები

დღეს ყველას უმძიმს, უმძიმს იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც რაიმე აკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან", ფეხბურთელებს, გუნდის მფლობელებს, სამწვრთნელო შტაბს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად გულშემატკივრებს უმძიმთ. ის რაც ნებისმიერი სხვა გუნდის გულშემატკივრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებმა, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მათგანმა პირველად გამოსცადა. 27 წელი არ არის ცოტა დრო, ეს ის დროა სადაც მთელი თაობა გაიზარდა, ალბათ ბევრი ნამდვილად არ იქნება ისეთ ადამიანი, რომელსაც ახსოვს "მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექსის გარეშე. სევდა, მონატრების გრძნობა, ალბათ ერთგვარად შიშიც - ეს ის გრძნობებია რასაც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები განიცდიან, თუმცა არის ალბათ უცნაური შეგრძნება, რომელსაც ვერ ახსნი, შეგრძნება იმისა რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველად 27 წლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ინიშნება, ახალი მთავარი "ეშმაკი", რომელსაც უნდა ენდოს მილიონობით გულშემატკივარი. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე რთული მომენტი გულშემატკივრებისთვის, ისევე როგორც ფეხბურთელებისთის, ენდო სერ ალექსის შემდეგ ვინმეს საკმაოდ რთულია, ალბათ არ იქნება სწორი ახლა მის შემცვლელზე საუბარი, რადგან ფერგის შეცვლა დღეს ამ გუნდისთვის არავის შეუძლია.

გულშემატკივართა ცრემლები

და რა იქნება მომავალში? ალბათ პირველ რიგში იმას უნდა შეეგუონ "იუნაიტედის" გულშემატკივრები, რომ ეს იქნება მათი საყვარელი გუნდის და თავად ფანების ყველაზე დიდი გამოცდა. როგორ შეხვდებიან ისიანი ახალ მთავარ მწვრთნელს, იქნება გამოცდა თავად ახალი მწვრთნელისაც, თუმცა ალბათ ყველაზე ნაკლებად, რადგან არავის, ვინც არ უნდა გახდეს "იუნაიტედის" ახალი წინამძღოლი არავინ მოთხოვს სერ ალექსის შეცვლას პირველსავე სეზონებში. ყველაზე დიდი გამოცდა კი ფეხბურთელებს აქვთ წინ, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფერგისთვის იბრძოდნენ, ახლა კი მათ ბრძოლა ფერგის გარეშე მოუწევთ, არის საუბრები რომ შესაძლოა ბევრი ფეხბურთელი წავიდეს გუნდიდან, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, ახლა "იუნაიტედს" ისე ჭირდება ერთიანობა როგორც არასდროს. ზემოთ ვსაუბრობდით თუ რაოდენ რთული იქნებოდა ეს პერიოდი ყველასთის, თუმცა ყველაზე რთული თავად ფერგისთვის იქნება, ადამიანისთვის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ერთ გუნდს მიუძღვნა, რთულია მასა და "მანჩესტერ იუნაიტედის" დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ როგორც მწვრთნელისა და ერთ გუნდის, ეს უფრო ოჯახური დამოკიდბეულება იყო, 27 წელი ის დროა, როდესაც ჩვეულებრივი საფეხბურთო გუნდი ერთ დიდ ოჯახათ კეთდება და ამ ოჯახის უფროსი სწორედ სერ ალექსი იყო.

გულშემატკივართა ცრემლები

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა, თუმცა რთულია სერ ალექსს მხოლოდ ისტორიის ერთი ფურცელი ვუწოდოთ, ის შეგვიძლია მდიდარ წიგნს შევადაროთ, რომლისგანაც სწავლოდბნენ სხვები. როგორც თავად განაცხადა ფერგი გუნდში რჩება, თუმცა გულშემატკივრები მას ყოველ თამაშზე ვეღარ დაინახავენ სათადარიგოთა სკამზე, რთულია ფერგის წასვლის შემდეგ ვისაუბროთ რომ ამით ყველაფერი არ სრულდება, რადგან ფაქტია რომ დასრულდა ერთი ძალიან დიდი ეპოქა, ისიც გასაგებია რომ ფეხბურთელებს სულ სხვა შეგრძნება ექნებათ როდესაც სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედავენ და იქ სერს ვერ დაინახავენ, თუმცა ალბათ დღეს ყველაზე მეტად სწორედ მათ უნდა მოინდომონ და მათ უნდა იბრძოლონ, პირველ რიგში სწორედ ფერგისთვი., გულშემატკივრებს კი წინ გადამწყვეტი გამოცდა ელით, უდავოა რომ 76 000 "ოცნებათა თეატრი" ახალი სეზონის დაწყების წინ, ახალ მთავარ მწვრთნელს ჯერ არნახული ოვაციებით შეხვდება, თუმცა თითოეულ მათგანს გული სევდით ექნება სავსე. შემდეგ სეზონამდე დარჩა მატჩი "სუონსისთან", რომელიც კვირას გაიმართება და სადაც "იუნაიტედს" მის კუთვნილ თასს გადასცემენ, ეს იქნება ცერემონიალი და ეს იქნება სერ ალექს ფერგიუსონის გაცილება - უბრალოდ ეს იქნება ყველა დროის ყველაზე ცრემლიანი დაჯილდოვება."

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
55 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
8 მაი 2013 22:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ყოველთვის სასიამოვნოა ლაშა შენი სტატიების წაკიტხვა. ბაბუზე კიდე არ ვიცი რა ვთქვა love
0
№12
ავტორი: VaRdo
8 მაი 2013 22:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R V P
ეგ უნდა მეთქვა ზუსტად 21ის ვარ მე და 1999 წლიდან მანჩეს ფანი ვარ რა გამოდის 15 წელი ხო? 15 წელი ამ კაცს ვუყურებდი და სულით და გულით ვქომაგობდი, მართლა რაღაცნაირად უკვე ოჯახის წვერი მგონია ფეხბურთელები სულ იცვლებოდნენ მაგრამ ეს მუდამ ჩვენთან იყო


ფერგიუსონი სხვა განზომილებაა ლაშ. ტყუილად კი არ ვამბობ "იუნაიტედი გუდნზე მეტია ტო" ეს ფრაზა კი არ მომწონს არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: R V P
8 მაი 2013 22:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
VaRdo

ასე მგონია ოჯახიდან ერთი მთავარი წევრი წავიდათქო : (
0
№14
ავტორი: VaRdo
8 მაი 2013 22:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R V P
VaRdo ასე მგონია ოჯახიდან ერთი მთავარი წევრი წავიდათქო : (


ეგრეა. იუნაიტედი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახიდან უფროსი წავიდა. ეგრედწოდებული "ბოსი". ადამიანი რომელიც ამ ოჯახს 27 წელი მართავდა და მას ვერავინ ვერ ახტებოდა თავზე. ადამიანი, რომელმაც უამრავი ოჯახის წევრი გამზოარდა და მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამოძერწა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: m-an-united
8 მაი 2013 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
bravo! 3d_6 yvelaferi weria statiashi raga vtqva arvicii(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№16
ავტორი: love united
8 მაი 2013 22:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჯერ როდის თქვა ბრძენმა ქართველმა წამყვანმა(ცნობილაძე იყო თუ არ ვცდები,თუ ვცდები მომიტევეთ),მიდლსბორსთან წაგებული თამაშის მერე(4-1;2004ში იყო მგონი) ფერგიუსონის მორყეული სკამი კიდევ უფრო მოირყაო... wink
0
№17
ავტორი: fergidagelodebi
8 მაი 2013 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
miyvarkhart manchestereleboo da fergii chems gulshi iqnebii samudamood:*
0
№18
ავტორი: RVP (20)
8 მაი 2013 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
ფერგის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია :(( როცა ეს ამბავი გავიგე ლამის ამეტირა 3d_6
0
№19
ავტორი: REDBOY
8 მაი 2013 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ისე მაგრად გამიტყდა რომ კომენტარის წერაც აგარ მინდა უდიდესი ადამიანი ტოვებს მანჩესტერ იუნაიტედს არ ვიცი რა ვთქვა თავი კოშმარში მგონია
0
№20
ავტორი: VaRdo
8 მაი 2013 22:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყურებს ნუ ჩამობრით ეხლა. ფერგიუსონმა დაწერა ფანებმა ისე მიიღეს ჩემი წასვლა თითქოს მოვკვდიო. ის ცოცხალია და ახალი მიზნებისთვის დაიწყებს ეს კლუბი ბრძოლას ასე, რომ ................. ფერგის დავუჯეროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top