თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2013, 13:55
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2938,
კომენტარები: 25
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
ბებემ ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
“რიო ავეში“ იჯარით მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ბებე, აღიარებს, რომ „მანჩესტერში“ ცხოვრებას სერიოზულად არ ეკიდებოდა და ფერგიუსონის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
ბებე „იუნაიტედს“ პორტუგალიური „ვიქტორიადან“ 2010 წლის აგვისტოში 7.4 მილიონ ფუნტად შეუერთდა და გუნდს არც ისე კარგად მოერგო - პრემიერ ლიგაში „წითლებთან“ ერთად ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

დებიუტი: ბებე კარლინგის თასის მატჩში "ვულვზის" წინააღმდეგ ცვლილებაზე შევიდა და ფერგიუსონის გამოცდა ვერ ჩააბარა

ახალგაზრდა ვინგერი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ კლუბ „როპ ავეშია“. Maisfutebol-თან მიცემულ ინტერვიუში მან ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვალეობებს სერიოზულად არასოდეს ვეკიდებოდი და ფერგიუსონის ნათქვამ ერთი სიტყვასაც ვერ ვიგებდი.
ვიფიქრე, მე უკვე აქ ვიყავი, ყველაფერს კარგად ვაკეთებდი და უკეთესად მუშაობა არ მჭირდებოდა. ეს ჩემი შეცდომა იყო. გარშემო ყველაფერს ვაფუჭებდი.“

ბებეს როგორც ჩანს მწვრთნელთან კომუნიკაციის სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა.
“ერთხელ მის ოთახში შევედი. ფერგიუსონი მიყურებდა და მაკვირდებოდა. მან მითხრა, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა, ასე უკეთესი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, იმავე დღეს თმები შევიჭერი. მომდევნო ვარჯიშზე ის არ მამჩნევდა. რამდენიმეჯერ წინ გავუარე, მაგრამ არც დამკვირვებია.
სერ ალექსი ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც ამბობდა, თითქმის არაფერი მესმოდა უცნაური აქცენტის გამო.
მან ერთხელ „ბავშვი“ დამიძახა, მე კი ვუპასუხე, რომ ასე არ იყო.
მოთამაშეებზე ყვირილით ფერგიუსონი მათ დიდ დახმარებას უწევს, რადგან ასეთ მომენტში ფეხბურთელს უჩნდება განცდა, რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, ის ხშირად უყვიროდა ნანის, ყოველთვის პოულობდა პრობლემას ამ ფეხბურთელში. ალბათ იმიტომ, რომ ფერგიუსონი ფიქრობდა, ის შეიძლებოდა გამხდარიყო ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორიც რონალდოა.“

“ერთხელ, ვარჯიშზე რაიან გიგზს ბურთი ფეხებშუა გავუძვრინე. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დედაშენთან წადი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“
ბებე მადლობას უხდის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას პირველივე კვირაში ენის ათვისებაში და კლუბში დამკვიდრებაში დაეხმარნენ.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

“დაუჯერებელი იყო. კლუბის წევრები ძალიან მეხმარებოდნენ, აქ ძალიან ბევრი ვისწავლე. პირველი კვირა რთული იყო. ვნერვიულობდი და არავისთან საუბარი არ მინდოდა. უბრალოდ მარტო ყოფნა და სხვებზე დაკვირვება მსურდა.
ყველაზე მეტად ანდერსონი, ევრა და ნანი დამეხმარნენ, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მათ პორტუგალიური ენა იცოდნენ. ორი თვე ანდერსონთან ვცხოვრობდი. მან კლუბი და ქალაქი გამაცნო, მათი ამ საქციელით ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“

ბებემ ასევე თქვა, რომ პირველად, როცა მას აგენტი დაუკავშირდა და „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა შესთავაზა, ხუმრობა ეგონა.
“ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. ჩემს ძველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, კლუბს პრეზიდენტმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი ჩემი აგენტის სახლში.
როცა მივედი, მენდესმა (აგენტმა) მითხრა: „გინდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა? კი? წავედით.“ მისი არ მჯეროდა, ვიფიქრე ხუმრობდა.
არ ვიცი ჩემში გადახდილი თანხა სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ მისტერ ფერგიუსონი ენდო იმ იმფორმატორს, რომელმაც ჩემზე ცნობები მიაწოდა.
მინდა, რომ „მანჩესტერში“ დავბრუნდე და ყველაფერი გამოვასწორო. მაგრამ თუ სათამაშო შანსები არ მექნება, ალბათ სხვა კლუბში წასვლას ვამჯობინებ, რადგან მე განვითარება მჭირდება.
“იუნაიტედის“ მწვრთნელებს ხშირად ვესაუბრები. მათ აინტერესებთ როგორ ვთამაშობ. ეს დამატებით მოტივაციას და იმედს მაძლევს.“
- დაასრულა ბებემ.

ბებეს საფეხბურთო სტატისტიკა:

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა


წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
19 აპრილი 2013 14:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აჰაჰაჰაჰჰაჰა მოკლე აწერა მკვლელიი!

საღოლ გიგზი! შენც ჯუბო:დ
0
№2
ავტორი: red devil
19 აპრილი 2013 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Fergis ro ar gesmoda mito xar exla rio aveshi tu rogorc aris:D:D:D sagol avtor kaia
0
№3
ავტორი: Zizou
19 აპრილი 2013 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
“ერთ დღეს, რაიან გიგზს ცუდი პასი მივეცი. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „წადი, დედაშენთან მიდი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“
no

“ერთხელ მის ოთახში შევედი. ფერგიუსონი მიყურებდა და მაკვირდებოდა. მან მითხრა, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა, ასე უკეთესი იქნებოდა.
wink

რაში გადავყარეთ 7 მილიონი
0
№4
ავტორი: Shako Jones
19 აპრილი 2013 14:18
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რავიცი რავიცი...
0
№5
ავტორი: BERDI
19 აპრილი 2013 14:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვმახოთ რას იზამს მაგრამ მგონია რო შანსი არ ექნება მგლებს რო შეეჭიდოს ბრძოლაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Luka Gelashvili
19 აპრილი 2013 14:29
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ეს და პოგბა ერთი ჩორტია :)) გიგზისგან არ მოველოდი მაგრამ მაინც საღოლ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: razma21
19 აპრილი 2013 14:56
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
რო გადმოვიდა იმ პერიოდში მოწმონდა ამის თამაშა და მეგონა რო დრო და დრო განვითარებას გააგრძელებდა... მაგრამ რა დაემართა არვიცი... გიგზს კიდე ეგეთი საქციელი არ ეკადრება!
0
№8
ავტორი: UTD-Rule
19 აპრილი 2013 14:58
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არამგონია ამან რამე გამოასწოროს ეხლა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: BaaBunaa
19 აპრილი 2013 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
არამგონია რამე სეძლოს
0
№10
ავტორი: Vodafone
19 აპრილი 2013 15:37
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არასწორად არის ინფორმაცია

“ერთხელ, ვარჯიშზე რაიან გიგზს ცუდი პასი მივეცი. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დედაშენთან წადი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“


გიგზს დირკა გაუძვრინა და არა ცუდი პასი, და ფერგიმ უთხრა წადი და დედაშენს უთხარი რომ ეს გიგზს გაუკეთეო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top