თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2013, 13:55
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2939,
კომენტარები: 25
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
ბებემ ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
“რიო ავეში“ იჯარით მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ბებე, აღიარებს, რომ „მანჩესტერში“ ცხოვრებას სერიოზულად არ ეკიდებოდა და ფერგიუსონის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
ბებე „იუნაიტედს“ პორტუგალიური „ვიქტორიადან“ 2010 წლის აგვისტოში 7.4 მილიონ ფუნტად შეუერთდა და გუნდს არც ისე კარგად მოერგო - პრემიერ ლიგაში „წითლებთან“ ერთად ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

დებიუტი: ბებე კარლინგის თასის მატჩში "ვულვზის" წინააღმდეგ ცვლილებაზე შევიდა და ფერგიუსონის გამოცდა ვერ ჩააბარა

ახალგაზრდა ვინგერი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ კლუბ „როპ ავეშია“. Maisfutebol-თან მიცემულ ინტერვიუში მან ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვალეობებს სერიოზულად არასოდეს ვეკიდებოდი და ფერგიუსონის ნათქვამ ერთი სიტყვასაც ვერ ვიგებდი.
ვიფიქრე, მე უკვე აქ ვიყავი, ყველაფერს კარგად ვაკეთებდი და უკეთესად მუშაობა არ მჭირდებოდა. ეს ჩემი შეცდომა იყო. გარშემო ყველაფერს ვაფუჭებდი.“

ბებეს როგორც ჩანს მწვრთნელთან კომუნიკაციის სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა.
“ერთხელ მის ოთახში შევედი. ფერგიუსონი მიყურებდა და მაკვირდებოდა. მან მითხრა, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა, ასე უკეთესი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, იმავე დღეს თმები შევიჭერი. მომდევნო ვარჯიშზე ის არ მამჩნევდა. რამდენიმეჯერ წინ გავუარე, მაგრამ არც დამკვირვებია.
სერ ალექსი ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც ამბობდა, თითქმის არაფერი მესმოდა უცნაური აქცენტის გამო.
მან ერთხელ „ბავშვი“ დამიძახა, მე კი ვუპასუხე, რომ ასე არ იყო.
მოთამაშეებზე ყვირილით ფერგიუსონი მათ დიდ დახმარებას უწევს, რადგან ასეთ მომენტში ფეხბურთელს უჩნდება განცდა, რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, ის ხშირად უყვიროდა ნანის, ყოველთვის პოულობდა პრობლემას ამ ფეხბურთელში. ალბათ იმიტომ, რომ ფერგიუსონი ფიქრობდა, ის შეიძლებოდა გამხდარიყო ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორიც რონალდოა.“

“ერთხელ, ვარჯიშზე რაიან გიგზს ბურთი ფეხებშუა გავუძვრინე. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დედაშენთან წადი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“
ბებე მადლობას უხდის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას პირველივე კვირაში ენის ათვისებაში და კლუბში დამკვიდრებაში დაეხმარნენ.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

“დაუჯერებელი იყო. კლუბის წევრები ძალიან მეხმარებოდნენ, აქ ძალიან ბევრი ვისწავლე. პირველი კვირა რთული იყო. ვნერვიულობდი და არავისთან საუბარი არ მინდოდა. უბრალოდ მარტო ყოფნა და სხვებზე დაკვირვება მსურდა.
ყველაზე მეტად ანდერსონი, ევრა და ნანი დამეხმარნენ, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მათ პორტუგალიური ენა იცოდნენ. ორი თვე ანდერსონთან ვცხოვრობდი. მან კლუბი და ქალაქი გამაცნო, მათი ამ საქციელით ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“

ბებემ ასევე თქვა, რომ პირველად, როცა მას აგენტი დაუკავშირდა და „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა შესთავაზა, ხუმრობა ეგონა.
“ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. ჩემს ძველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, კლუბს პრეზიდენტმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი ჩემი აგენტის სახლში.
როცა მივედი, მენდესმა (აგენტმა) მითხრა: „გინდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა? კი? წავედით.“ მისი არ მჯეროდა, ვიფიქრე ხუმრობდა.
არ ვიცი ჩემში გადახდილი თანხა სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ მისტერ ფერგიუსონი ენდო იმ იმფორმატორს, რომელმაც ჩემზე ცნობები მიაწოდა.
მინდა, რომ „მანჩესტერში“ დავბრუნდე და ყველაფერი გამოვასწორო. მაგრამ თუ სათამაშო შანსები არ მექნება, ალბათ სხვა კლუბში წასვლას ვამჯობინებ, რადგან მე განვითარება მჭირდება.
“იუნაიტედის“ მწვრთნელებს ხშირად ვესაუბრები. მათ აინტერესებთ როგორ ვთამაშობ. ეს დამატებით მოტივაციას და იმედს მაძლევს.“
- დაასრულა ბებემ.

ბებეს საფეხბურთო სტატისტიკა:

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა


წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
25 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 15:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამის რაღა იმედი უნდა გქონდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: love united
19 აპრილი 2013 16:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბებე რა დაგემართა კაი რა...უნდა გამოსწორდე...
0
№13
ავტორი: Malboro463
19 აპრილი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
არა მანჩესტერის დონის ამაზე უკეთესი ახალგაზრდობა მოდის და იმათ მიხედონ ჯობია
0
№14
ავტორი: gilmour
19 აპრილი 2013 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Vodafone,
წავიკითხე თუ არა ეგ ვიფიქრე რო თარგმანშია შეცდომა. გიგზი ერთერთი ყველაზე თავმდაბალი ფეხბურთელია და ახალგაზრდები იუნაიტედში მისგან სწავლობენ. ასე რომ გამორიცხულია მასე მომხდარიყო.
0
№15
ავტორი: VaRdo
19 აპრილი 2013 16:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გიგგზე არასწორად წერია მანდ სხვანაირად იყო ასე, რომ დაწყნარდით. რაც შეეხება ბებეს ამის პირველივე დღიდან არ მჯეროდა არა და ხალხმა ამის ავატარები დაიყენეს და ათაის უბედურება. ბებე მევასებოდა მომღერალი. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: Jubo
19 აპრილი 2013 17:38
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
VaRdo,
gilmour,
Vodafone,
ბოდიშით სიჩქარეში შემეშალა. კი დირკაში გაუძვრინა მარა დეილი მეილზე არ არის დაკონკრეტებული ეგ სიტყვები ფერგიუსონმა უთხრა თუ გიგზმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: Zizou
19 აპრილი 2013 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
VaRdo,
siempe me quedara wink wink wink
0
№18
ავტორი: don_vini
19 აპრილი 2013 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ასეთი გაუმართლებელი ტრანსფერი.7.4 მილონი ფუნტი:))))))რა გიდნა ხო ნახა გიგზი.სქოულზი.რუნი. და ასე შემდეგ.თვით ფერგისთAნ მოუწია ურთიერთობა.საიდან სად მოხვდა და თან არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№19
ავტორი: Amerigo
19 აპრილი 2013 20:56
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Esi,
საღოოლ!
0
№20
ავტორი: Red Hooligan
19 აპრილი 2013 21:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
don_vini,
უნიჭო არაა მაგრამ რაც გაქვს მაგასაც განვითარება უნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top