თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2013, 13:55
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2939,
კომენტარები: 25
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
ბებემ ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა
“რიო ავეში“ იჯარით მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ბებე, აღიარებს, რომ „მანჩესტერში“ ცხოვრებას სერიოზულად არ ეკიდებოდა და ფერგიუსონის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
ბებე „იუნაიტედს“ პორტუგალიური „ვიქტორიადან“ 2010 წლის აგვისტოში 7.4 მილიონ ფუნტად შეუერთდა და გუნდს არც ისე კარგად მოერგო - პრემიერ ლიგაში „წითლებთან“ ერთად ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

დებიუტი: ბებე კარლინგის თასის მატჩში "ვულვზის" წინააღმდეგ ცვლილებაზე შევიდა და ფერგიუსონის გამოცდა ვერ ჩააბარა

ახალგაზრდა ვინგერი ამჟამად იჯარის წესით პორტუგალიურ კლუბ „როპ ავეშია“. Maisfutebol-თან მიცემულ ინტერვიუში მან ფერგიუსონთან ურთიერთობაზე და „მანჩესტერში“ გატარებულ დროზე ისაუბრა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვალეობებს სერიოზულად არასოდეს ვეკიდებოდი და ფერგიუსონის ნათქვამ ერთი სიტყვასაც ვერ ვიგებდი.
ვიფიქრე, მე უკვე აქ ვიყავი, ყველაფერს კარგად ვაკეთებდი და უკეთესად მუშაობა არ მჭირდებოდა. ეს ჩემი შეცდომა იყო. გარშემო ყველაფერს ვაფუჭებდი.“

ბებეს როგორც ჩანს მწვრთნელთან კომუნიკაციის სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა.
“ერთხელ მის ოთახში შევედი. ფერგიუსონი მიყურებდა და მაკვირდებოდა. მან მითხრა, რომ ვარცხნილობა უნდა შემეცვალა, ასე უკეთესი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, იმავე დღეს თმები შევიჭერი. მომდევნო ვარჯიშზე ის არ მამჩნევდა. რამდენიმეჯერ წინ გავუარე, მაგრამ არც დამკვირვებია.
სერ ალექსი ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც ამბობდა, თითქმის არაფერი მესმოდა უცნაური აქცენტის გამო.
მან ერთხელ „ბავშვი“ დამიძახა, მე კი ვუპასუხე, რომ ასე არ იყო.
მოთამაშეებზე ყვირილით ფერგიუსონი მათ დიდ დახმარებას უწევს, რადგან ასეთ მომენტში ფეხბურთელს უჩნდება განცდა, რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, ის ხშირად უყვიროდა ნანის, ყოველთვის პოულობდა პრობლემას ამ ფეხბურთელში. ალბათ იმიტომ, რომ ფერგიუსონი ფიქრობდა, ის შეიძლებოდა გამხდარიყო ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორიც რონალდოა.“

“ერთხელ, ვარჯიშზე რაიან გიგზს ბურთი ფეხებშუა გავუძვრინე. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დედაშენთან წადი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“
ბებე მადლობას უხდის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას პირველივე კვირაში ენის ათვისებაში და კლუბში დამკვიდრებაში დაეხმარნენ.
„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

“დაუჯერებელი იყო. კლუბის წევრები ძალიან მეხმარებოდნენ, აქ ძალიან ბევრი ვისწავლე. პირველი კვირა რთული იყო. ვნერვიულობდი და არავისთან საუბარი არ მინდოდა. უბრალოდ მარტო ყოფნა და სხვებზე დაკვირვება მსურდა.
ყველაზე მეტად ანდერსონი, ევრა და ნანი დამეხმარნენ, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მათ პორტუგალიური ენა იცოდნენ. ორი თვე ანდერსონთან ვცხოვრობდი. მან კლუბი და ქალაქი გამაცნო, მათი ამ საქციელით ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“

ბებემ ასევე თქვა, რომ პირველად, როცა მას აგენტი დაუკავშირდა და „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა შესთავაზა, ხუმრობა ეგონა.
“ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. ჩემს ძველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, კლუბს პრეზიდენტმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი ჩემი აგენტის სახლში.
როცა მივედი, მენდესმა (აგენტმა) მითხრა: „გინდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა? კი? წავედით.“ მისი არ მჯეროდა, ვიფიქრე ხუმრობდა.
არ ვიცი ჩემში გადახდილი თანხა სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ მისტერ ფერგიუსონი ენდო იმ იმფორმატორს, რომელმაც ჩემზე ცნობები მიაწოდა.
მინდა, რომ „მანჩესტერში“ დავბრუნდე და ყველაფერი გამოვასწორო. მაგრამ თუ სათამაშო შანსები არ მექნება, ალბათ სხვა კლუბში წასვლას ვამჯობინებ, რადგან მე განვითარება მჭირდება.
“იუნაიტედის“ მწვრთნელებს ხშირად ვესაუბრები. მათ აინტერესებთ როგორ ვთამაშობ. ეს დამატებით მოტივაციას და იმედს მაძლევს.“
- დაასრულა ბებემ.

ბებეს საფეხბურთო სტატისტიკა:

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა

„ნუ მეძახი ბავშვს!“ ბებე აღიარებს, რომ „ოლდ ტრაფორდულ“ კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა


წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Amanda Seyfried
19 აპრილი 2013 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გიგზმა მაგრად უთხრა
0
№22
ავტორი: Vodafone
20 აპრილი 2013 02:30
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
One day I passed the ball through Giggs’ legs. And Sir Alex told me: ‘Go on, go tell your mother you did this to Ryan Giggs’.”

geubnebit fergim utxra :D
0
№23
ავტორი: Jubo
20 აპრილი 2013 12:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Vodafone,
კაცურად ეგ სად წაიკითხე? :დ დეილი მეილზე ნახე, საიდანაც გადმოვთარგმნე არაა ფერგი ნახსენები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№24
ავტორი: Vodafone
20 აპრილი 2013 13:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
sxva ckaroze vnaxe da deilimeilze radgan araa naxsenebi vin tqva, aq ceria da mende ra :D shenc xo ici gigzi ar iko magis mtqmeli :D
0
№25
ავტორი: KoMa
20 აპრილი 2013 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
“ერთხელ, ვარჯიშზე რაიან გიგზს ბურთი ფეხებშუა გავუძვრინე. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დედაშენთან წადი და უთხარი, რომ ეს რაიან გიგზს გაუკეთე.“ megustamucho
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top