თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 09:43
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2971,
კომენტარები: 21
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

შედეგი
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ის კმაყოფილია გუშინდელი მატჩის შედეგით,რადგან გუნდმა გამოავლინა ჩემპიონობის ხასიათი და ბოლმდე იბრძოლა.

"ზოგადად მე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ გუშინდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.იმის მიუხედავად,რომ ჩვენ ორჯერ ვმარცხდებოდით მეტოქესთან მაინც მოვახერხეთ ჩვენი ხასიათის ჩვენება და დამსახურებული ერთი ქულა მოვიპოვეთ.ჩვენმა ბიჭებმა გამოავლინეს ჩემპიონობის ხასიათი და სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი."

"გუშინდელი მატჩით,ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით პრემიერ ლიგის ტიტულს.წინ დაძაბული 5 მატჩი გველოდება,მაგრამ სასიხარულოა,რომ აქედან სამი სახლსი გვაქვს.ჩვენ ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვება წყურიათ და ამაში არავის ეჭვი არ ეპარება.ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და არ ვაპირებთ წინა სეზონის შეცდომების განმეორებას."

"ჩვენ ვიცოდით,რომ "ვესტ ჰემი" მაღალ ბურთებზე ითამაშებდნენ და ამით შეეცდებოდნენ მეტოქის კარისთვის ხიფათის შექმნას.გუშინ ისინი ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ,მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა,რომ ეს თამაში მოგვეგო.ვფიქრობ ბოლო 20 წუთში "ვესტ ჰემის" მეკარემ გადაარჩინა გუნდი წაგებას.კმაყოფილი ვარ,რომ ამ მატჩი ერთი ქულა მოვიპოვებთ,მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა იმისთვის,რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა,მაგრამ ალბათ რაღაც დაგვაკლდა."

ენდი ქეროლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის,რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდს ენდი ქეროლს წითელი ბარათი უნდა მიეღო დევიდ დე ხეასთან შეჯახების დროს.

"ეჭვგარეშეა,რომ ენდი ქეროლმა ეს განძრახ გააკეთა.ეს ნამდვილად წითელი ბარათი იყო,მაგრამ სამწუხაროდ მთავარი არბიტრი ამ მომენტს ვერ ხედავდა.მოგვიანებით ენდი ქეროლმა ყბაში ნემანია ვიდიჩს ჩაარტყა,მაგრამ ესეც ყურადღების მიღმა დარჩა."

დევიდ დე ხეა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასევე მცირე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ გოლკიპერზე დევიდ დე ხეაზე.

"ჩვენი ესპანელი გოლკიპერი დღითიდღე აუმჯობესებს თავის თამაშს.მან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ინგლისური ფეხბურთისგან და სწორედ ეს ეხლარება კარგად თამაშში.ასევე ის გახდა ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამით აჩვენებს უმაღლესი დონის თამაშს."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
18 აპრილი 2013 09:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ცუდია,რომ ქეროლის მომენტები ყურადღების მიღმა დარჩა crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: don_vini
18 აპრილი 2013 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მაგრატ კი ნაგლობდა ეს ცენზურა კეროლიი.იყო გასაგდები.მაგრამ ეს არაა სალარპაკო და მსაჯზე დაბრალებაა.უნდა მოეგოთ მაინც და ვსო თავის თავებს უნდა დააბრალონ.ყველა ამოვარდნილი აფორმიდან რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: Vodafone
18 აპრილი 2013 12:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
araushavs, emireitsze gamarjvebit movigot premier liga. magra minda chelsim derepani gagviketos :D.
0
№4
ავტორი: gilmour
18 აპრილი 2013 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ლამაზი თამაში მომენატრა რა, რა უბედურებაა ეს სიმწრით მოპოვებული ქულები.
0
№5
ავტორი: Malboro463
18 აპრილი 2013 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
იმედია ჩელსისაც და არსენალსაც მოვუგებთ ლიგაზე ტოტენჰემი მინდა
0
№6
ავტორი: Zizou
18 აპრილი 2013 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ყველა თამაშის მოგებაა საჭირო ჩელსის რეკორდის მოსახსნელად wink

ნუ არაუშავს, მთავარია ტიტული მოვიგოთ და რობინი ბომბარდირი გახდეს.

იმედია წელსაც ხელმოცარულები დარჩებიან სკაუზერები :)))))
0
№7
ავტორი: Lev
18 აპრილი 2013 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1519
ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა იმისთვის,რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა,მაგრამ ალბათ რაღაც დაგვაკლდა.">>>>ფერგი ნასვამი ხარ)))

ფერგი თუ იმას ვერ ხვდება რა გვაკლია ცუდადაა ჩვენი საქმე)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: love united
18 აპრილი 2013 14:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნელ-ნელა მაზიზღებენ ფეხბურთს...მერამდენედ დაგვიკიდეს...უბრალოდ გამოდიან მოედანზე და თავის პონტში აგორავებენ ბურთს...თუ რამე აზრიანს მოაბეს თავი ვიგებთ,თუ არა მაშინ საერთოდ ყველას ნერვებს გვიშლიან...მონდომებას ვერ ვხედავ საერთოდ...არადა რა გინდათ ჩელსის რეკორდის მოხსნა როგორი გამოწვევაა?!.იმ ფანებისთვის მაინც ითამაშონ ვინც მანჩესტერიდან ლონდონში ჩავიდა სპეციალურად ამათ საყურებლად...კარგით რა...
0
№9
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2013 14:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომენატრა მანჩესტერის ლაღი და ლამაზი ფეხბურთი... გუშინდელი თამაშით როგორ არის კმაყოფილი არ მესმის, მარტლა არ მესმის areyoukiddingme
0
№10
ავტორი: m-an-united
18 აპრილი 2013 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
ar miyvars eseti manchesteri what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top