თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 09:43
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2837,
კომენტარები: 21
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

შედეგი
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ის კმაყოფილია გუშინდელი მატჩის შედეგით,რადგან გუნდმა გამოავლინა ჩემპიონობის ხასიათი და ბოლმდე იბრძოლა.

"ზოგადად მე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ გუშინდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.იმის მიუხედავად,რომ ჩვენ ორჯერ ვმარცხდებოდით მეტოქესთან მაინც მოვახერხეთ ჩვენი ხასიათის ჩვენება და დამსახურებული ერთი ქულა მოვიპოვეთ.ჩვენმა ბიჭებმა გამოავლინეს ჩემპიონობის ხასიათი და სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი."

"გუშინდელი მატჩით,ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით პრემიერ ლიგის ტიტულს.წინ დაძაბული 5 მატჩი გველოდება,მაგრამ სასიხარულოა,რომ აქედან სამი სახლსი გვაქვს.ჩვენ ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვება წყურიათ და ამაში არავის ეჭვი არ ეპარება.ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და არ ვაპირებთ წინა სეზონის შეცდომების განმეორებას."

"ჩვენ ვიცოდით,რომ "ვესტ ჰემი" მაღალ ბურთებზე ითამაშებდნენ და ამით შეეცდებოდნენ მეტოქის კარისთვის ხიფათის შექმნას.გუშინ ისინი ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ,მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა,რომ ეს თამაში მოგვეგო.ვფიქრობ ბოლო 20 წუთში "ვესტ ჰემის" მეკარემ გადაარჩინა გუნდი წაგებას.კმაყოფილი ვარ,რომ ამ მატჩი ერთი ქულა მოვიპოვებთ,მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა იმისთვის,რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა,მაგრამ ალბათ რაღაც დაგვაკლდა."

ენდი ქეროლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის,რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდს ენდი ქეროლს წითელი ბარათი უნდა მიეღო დევიდ დე ხეასთან შეჯახების დროს.

"ეჭვგარეშეა,რომ ენდი ქეროლმა ეს განძრახ გააკეთა.ეს ნამდვილად წითელი ბარათი იყო,მაგრამ სამწუხაროდ მთავარი არბიტრი ამ მომენტს ვერ ხედავდა.მოგვიანებით ენდი ქეროლმა ყბაში ნემანია ვიდიჩს ჩაარტყა,მაგრამ ესეც ყურადღების მიღმა დარჩა."

დევიდ დე ხეა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასევე მცირე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ გოლკიპერზე დევიდ დე ხეაზე.

"ჩვენი ესპანელი გოლკიპერი დღითიდღე აუმჯობესებს თავის თამაშს.მან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ინგლისური ფეხბურთისგან და სწორედ ეს ეხლარება კარგად თამაშში.ასევე ის გახდა ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამით აჩვენებს უმაღლესი დონის თამაშს."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№21
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 22:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი უკმაყოფილოა ეს კაცი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top