თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 09:43
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 3005,
კომენტარები: 21
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგომ პრესკონფერენცია გამართა,სადაც თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

შედეგი
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ის კმაყოფილია გუშინდელი მატჩის შედეგით,რადგან გუნდმა გამოავლინა ჩემპიონობის ხასიათი და ბოლმდე იბრძოლა.

"ზოგადად მე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ გუშინდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.იმის მიუხედავად,რომ ჩვენ ორჯერ ვმარცხდებოდით მეტოქესთან მაინც მოვახერხეთ ჩვენი ხასიათის ჩვენება და დამსახურებული ერთი ქულა მოვიპოვეთ.ჩვენმა ბიჭებმა გამოავლინეს ჩემპიონობის ხასიათი და სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი."

"გუშინდელი მატჩით,ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით პრემიერ ლიგის ტიტულს.წინ დაძაბული 5 მატჩი გველოდება,მაგრამ სასიხარულოა,რომ აქედან სამი სახლსი გვაქვს.ჩვენ ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვება წყურიათ და ამაში არავის ეჭვი არ ეპარება.ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და არ ვაპირებთ წინა სეზონის შეცდომების განმეორებას."

"ჩვენ ვიცოდით,რომ "ვესტ ჰემი" მაღალ ბურთებზე ითამაშებდნენ და ამით შეეცდებოდნენ მეტოქის კარისთვის ხიფათის შექმნას.გუშინ ისინი ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ,მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა,რომ ეს თამაში მოგვეგო.ვფიქრობ ბოლო 20 წუთში "ვესტ ჰემის" მეკარემ გადაარჩინა გუნდი წაგებას.კმაყოფილი ვარ,რომ ამ მატჩი ერთი ქულა მოვიპოვებთ,მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა იმისთვის,რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა,მაგრამ ალბათ რაღაც დაგვაკლდა."

ენდი ქეროლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის,რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდს ენდი ქეროლს წითელი ბარათი უნდა მიეღო დევიდ დე ხეასთან შეჯახების დროს.

"ეჭვგარეშეა,რომ ენდი ქეროლმა ეს განძრახ გააკეთა.ეს ნამდვილად წითელი ბარათი იყო,მაგრამ სამწუხაროდ მთავარი არბიტრი ამ მომენტს ვერ ხედავდა.მოგვიანებით ენდი ქეროლმა ყბაში ნემანია ვიდიჩს ჩაარტყა,მაგრამ ესეც ყურადღების მიღმა დარჩა."

დევიდ დე ხეა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასევე მცირე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ გოლკიპერზე დევიდ დე ხეაზე.

"ჩვენი ესპანელი გოლკიპერი დღითიდღე აუმჯობესებს თავის თამაშს.მან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ინგლისური ფეხბურთისგან და სწორედ ეს ეხლარება კარგად თამაშში.ასევე ის გახდა ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამით აჩვენებს უმაღლესი დონის თამაშს."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№11
ავტორი: BaaBunaa
18 აპრილი 2013 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: love united
ნელ-ნელა მაზიზღებენ ფეხბურთს...მერამდენედ დაგვიკიდეს...უბრალოდ გამოდიან მოედანზე და თავის პონტში აგორავებენ ბურთს...თუ რამე აზრიანს მოაბეს თავი ვიგებთ,თუ არა მაშინ საერთოდ ყველას ნერვებს გვიშლიან...მონდომებას ვერ ვხედავ საერთოდ...არადა რა გინდათ ჩელსის რეკორდის მოხსნა როგორი გამოწვევაა?!.იმ ფანებისთვის მაინც ითამაშონ ვინც მანჩესტერიდან ლონდონში ჩავიდა სპეციალურად ამათ საყურებლად...კარგით რა...


+1111111111 აი ყველანაირად გეთანხმები
0
№12
ავტორი: buka oboladze
18 აპრილი 2013 16:28
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
love united,
გადაიღალნენ და ამის ბრალია, რას ამბობ, რომ მოგება არ უნდოდათ??? რათქმაუნდა უნდოდათ..... მოგება ყველას უნდა... მაგრამ ფიზიკური მომზადება აკლიათ... კონცენტრაცია საერთოდ დაკარგულიაქვთ და ამიტომაც უჭირთ თამაში, შემდეგ სეზონში ბაბუ იზრუნებს ამაზე.... იმედია წელს სურპრიზების გარეშე მოვიგებთ ეპლს
0
№13
ავტორი: Zizou
18 აპრილი 2013 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
გუშინ არ მიყურებია თამაშს თორემ ალბათ თქვენსავით გაბრაზებული ვიქნებოდი...

ფეხბურთს რო ელფერი დაეკარგა რათ უნდა ლაპარაკი, თვეში რო მილიონს იჯიბავენ არ კიდიათ ფანები? :)
0
№14
ავტორი: VaRdo
18 აპრილი 2013 18:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მორჩა სეზონი და შეეგუეთ. წყნარად მიჰყავთ ფინიშამდე პრემიერ ლიგა. : )) რეალმა საბოლოდ გაგვტეხა აი ეგაა პრობლემა. მომავალ ისეზონიდან უნდა გაათმაგებულად გავძლიერდეთ და უფრო სტაბილურები ვიყოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: Jubo
18 აპრილი 2013 18:41
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
და დამსახურებული ერთი ქულა მოვიპოვეთ

ეს troll football-მა არ წაიკითხოს biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№16
ავტორი: love united
18 აპრილი 2013 19:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
buka oboladze
მოგება მართლა ვის არ უნდა,მაგრამ ამისთვის ორი რამეა საჭირო-ძალა და მონდომება...ძალა რომ აქვთ მაგაზე ორი აზრი არ არის,მაგრამ მონდომებას ამჩნევ ამათში?..არა ხო?..მართალი თქვა ზემოთ "ზიზუმ", ჯიბეში იდებენ მილიონს და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებენ,რომ მაგის გარდა არაფერი აინტერესებთ...განსაკუთრებით რუნიში ვაფასებდი იმას,რომ ყოველთვის გულშემატკივრისთვის თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა და ნელ-ნელა ისიც კარგავს ამ თვისებას...ისევ ეს ახალგაზრდები თუ გვიშველიან,თამაშს მოწყურებული ბიჭები,მაგალითად ველბეკმა,ჯონსმა იგივე რეალთან აჩვენეს რომ მართლა მთელი გულით თამაშობენ...
0
№17
ავტორი: BERDI
18 აპრილი 2013 20:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
თამაშის მსვლელობისას შკარად ეტყობოდაა ფერგის უკმაყოფილება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№18
ავტორი: Amanda Seyfried
18 აპრილი 2013 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კეროლი დალეული იყო მგონი
0
№19
ავტორი: VaRdo
18 აპრილი 2013 22:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
მოგება მართლა ვის არ უნდა,მაგრამ ამისთვის ორი რამეა საჭირო-ძალა და მონდომება...ძალა რომ აქვთ მაგაზე ორი აზრი არ არის,მაგრამ მონდომებას ამჩნევ ამათში?..არა ხო?..მართალი თქვა ზემოთ "ზიზუმ", ჯიბეში იდებენ მილიონს და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებენ,რომ მაგის გარდა არაფერი აინტერესებთ...განსაკუთრებით რუნიში ვაფასებდი იმას,რომ ყოველთვის გულშემატკივრისთვის თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა და ნელ-ნელა ისიც კარგავს ამ თვისებას...ისევ ეს ახალგაზრდები თუ გვიშველიან,თამაშს მოწყურებული ბიჭები,მაგალითად ველბეკმა,ჯონსმა იგივე რეალთან აჩვენეს რომ მართლა მთელი გულით თამაშობენ...


რუნი ხასიათის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა რაც ძაან ცუდია : )) ის მონდომება კიდე აქვს, მაგრამ ერთი ელემენტარული პატარა რამე ჭორი თუ აუგორეს ძაან მოქმედებს და თამაშზეც ეტყობა ისეთი აგრესიული და მონდომებული ვეღარ არის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№20
ავტორი: Lev
19 აპრილი 2013 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ფერგი არ ამჟღავნებს თავის უკმაყოფილებას)) და სწორადაც იქცევა....ჩემპიონატს ყველა პონტში მოვიგებთ....პროსტო შემადგენლობა არ გვყოფნის..სირცხვილია ეგრე თამაში უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top