თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 22:40
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 22
ევრა: "რობინის მსგავსად გოლს ვერ ავღნიშნავ"
ევრა რობინ ვან პერსის გატანილი ბურთის აღნიშვნაზე....
ევრა:
ფრანგმა მცველმა აღიარა, რომ გუნდს ძალიან გაუხარდა ის ფაქტი, რომ ვან პერსიმ გრძელი მშრალი სერიის შემდეგ მოახერხა ბურთის გატანა, მაგრამ აქვე დასძინა, რომ თვითონ ვერასდროს ვერ აღნიშნავს გოლს რობინის მსგავსად. ევრამ განაცხადა, რომ ვან პერსის მშრალი სერიის დასრულება თანაგუნდელების სწორი მიდგომის დამსახურებაცაა. "ეს პერიოდი რობინისთვის ძალიან რთული გამოდგა. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებდით მას. ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში რობინს ამოსუნთქვის საშუალებასაც არ ვაძლევდით".- ხუმრობს ევრა manutd.com-თან ინტერვიუს დროს. "თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან ემოციური მომენტი იყო. მას ვერ გაჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. ასეთი ემოცია მისგან ადრე არასდროს გვინახავს. სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელი მთლიანად იხარჯება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ კლუბში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს. ამაშია ჩვენი ძალა". მატჩის შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა, რომ რობინმა თითქმის "მოკლა ის სიხარულისგან". სწორედ ამიტომ ვერ გაბედავს ევრა გოლის ამგვარად აღნიშვნას. "არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მე შევძლებ იგივეს გამეორებას. შეიძლება ასეთი რამ თანაგუნდელებს გავუკეთო, თუმცა მენეჯერთან ამას ვერ გავბედავ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შეიძლება ვერ განსვზაღვრო ძალა და ფერგი მოედანზე დავაგდო, რის შემდეგაც კლუბიდან გამიშვებს. არა, მე ვერ შევძლებ ამის გამეორებას. ჩვენი ბოსი გამარჯვებულია. მან განაცხადა, რომ ჩვენ დარჩენილ მატჩებში დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ. "სტოკთან" მატჩამდე, მან თქვა, რომ სეზონი ჩვენთვის ახლა იწყება. ამით ის ამჟღავნებდა უდიდეს სურვილს მეოცე ტიტულის მოპოვებისა. ახლა ჩვენი მიზანია დარჩენილი მატჩების მოგება. ეს არაა იოლი, თუმცა მწვრთნელს ძალიან უნდა, რომ ეს გავაკეთოთ". - დაასრულა ევრამ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2013 22:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ევრა რა მასხარა ხარ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: BaaBunaa
16 აპრილი 2013 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, შეიძლება ვერ განსვზაღვრო ძალა და ფერგი მოედანზე დავაგდო, რის შემდეგაც კლუბიდან გამიშვებს. არა, მე ვერ შევძლებ ამის გამეორებას."

aaaeee aaaeee მაგარი კაცია ევრა))
0
№3
ავტორი: Z A C K™
16 აპრილი 2013 23:13
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რა კაცია გუნდიდან გამიშვებსო:D troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Jubo
16 აპრილი 2013 23:15
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სულ ღადაობს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Zizou
16 აპრილი 2013 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რაც ამას ფერგისთვის აქ გაკეთებული ჩახუტება უტყდება ახლა wink
0
№6
ავტორი: Vodafone
16 აპრილი 2013 23:26
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი კაცია ევრა.... wink
0
№7
ავტორი: tazo
16 აპრილი 2013 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ox evra ra poxuisti xar ahahaha
0
№8
ავტორი: BERDI
16 აპრილი 2013 23:33
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარია ევრა DJ ხუმარა ყველაფერია იმენა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: Luka Gelashvili
16 აპრილი 2013 23:34
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მაგარი კაცია :))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2013 23:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ევრა ყველაზე მაგარი კაცია რა love ის ვიდეო რომ არის საუდისარაბეთში რომ არიან. ტიპი რას ღადაობს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top