თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 22:40
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 22
ევრა: "რობინის მსგავსად გოლს ვერ ავღნიშნავ"
ევრა რობინ ვან პერსის გატანილი ბურთის აღნიშვნაზე....
ევრა:
ფრანგმა მცველმა აღიარა, რომ გუნდს ძალიან გაუხარდა ის ფაქტი, რომ ვან პერსიმ გრძელი მშრალი სერიის შემდეგ მოახერხა ბურთის გატანა, მაგრამ აქვე დასძინა, რომ თვითონ ვერასდროს ვერ აღნიშნავს გოლს რობინის მსგავსად. ევრამ განაცხადა, რომ ვან პერსის მშრალი სერიის დასრულება თანაგუნდელების სწორი მიდგომის დამსახურებაცაა. "ეს პერიოდი რობინისთვის ძალიან რთული გამოდგა. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებდით მას. ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში რობინს ამოსუნთქვის საშუალებასაც არ ვაძლევდით".- ხუმრობს ევრა manutd.com-თან ინტერვიუს დროს. "თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან ემოციური მომენტი იყო. მას ვერ გაჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. ასეთი ემოცია მისგან ადრე არასდროს გვინახავს. სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელი მთლიანად იხარჯება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ კლუბში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს. ამაშია ჩვენი ძალა". მატჩის შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა, რომ რობინმა თითქმის "მოკლა ის სიხარულისგან". სწორედ ამიტომ ვერ გაბედავს ევრა გოლის ამგვარად აღნიშვნას. "არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მე შევძლებ იგივეს გამეორებას. შეიძლება ასეთი რამ თანაგუნდელებს გავუკეთო, თუმცა მენეჯერთან ამას ვერ გავბედავ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შეიძლება ვერ განსვზაღვრო ძალა და ფერგი მოედანზე დავაგდო, რის შემდეგაც კლუბიდან გამიშვებს. არა, მე ვერ შევძლებ ამის გამეორებას. ჩვენი ბოსი გამარჯვებულია. მან განაცხადა, რომ ჩვენ დარჩენილ მატჩებში დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ. "სტოკთან" მატჩამდე, მან თქვა, რომ სეზონი ჩვენთვის ახლა იწყება. ამით ის ამჟღავნებდა უდიდეს სურვილს მეოცე ტიტულის მოპოვებისა. ახლა ჩვენი მიზანია დარჩენილი მატჩების მოგება. ეს არაა იოლი, თუმცა მწვრთნელს ძალიან უნდა, რომ ეს გავაკეთოთ". - დაასრულა ევრამ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
16 აპრილი 2013 23:50
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ევრა იუმორისტული ქვაა რა მანჩესტერში lol
0
№12
ავტორი: Hernandez
17 აპრილი 2013 00:08
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
რა გინდა მაგრა გადაობს კაცი
0
№13
ავტორი: red devil
17 აპრილი 2013 06:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Magadi kacia evrika magrad gadaobs
0
№14
ავტორი: davita
17 აპრილი 2013 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
troll მაგარი კაცია :D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№15
ავტორი: Malboro463
17 აპრილი 2013 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
თამაშI დღეს რომელ სათზეა ჩვენი დროით ?
0
№16
ავტორი: UTD-Rule
17 აპრილი 2013 09:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ევრა სულ ღადაობს biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№17
ავტორი: becks
17 აპრილი 2013 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
აღარც რობინი აღნიშნავს მასე:D:D
0
№18
ავტორი: love united
17 აპრილი 2013 12:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჰაჰაჰა... wink ეს სულ როგორ უნდა ხუმრობდეს?.. wink მასხარა...ისე რა ენაღვლება, ძირითადის ადგილი გარანტირებული არ აქვს,თუ?.. wink
0
№19
ავტორი: TrueRed
17 აპრილი 2013 14:38
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარი ხუმარააა ევრაა love
0
№20
ავტორი: RVP (20)
17 აპრილი 2013 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
მასხარაა რა biggrin2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top