თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 22:40
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 22
ევრა: "რობინის მსგავსად გოლს ვერ ავღნიშნავ"
ევრა რობინ ვან პერსის გატანილი ბურთის აღნიშვნაზე....
ევრა:
ფრანგმა მცველმა აღიარა, რომ გუნდს ძალიან გაუხარდა ის ფაქტი, რომ ვან პერსიმ გრძელი მშრალი სერიის შემდეგ მოახერხა ბურთის გატანა, მაგრამ აქვე დასძინა, რომ თვითონ ვერასდროს ვერ აღნიშნავს გოლს რობინის მსგავსად. ევრამ განაცხადა, რომ ვან პერსის მშრალი სერიის დასრულება თანაგუნდელების სწორი მიდგომის დამსახურებაცაა. "ეს პერიოდი რობინისთვის ძალიან რთული გამოდგა. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებდით მას. ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში რობინს ამოსუნთქვის საშუალებასაც არ ვაძლევდით".- ხუმრობს ევრა manutd.com-თან ინტერვიუს დროს. "თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან ემოციური მომენტი იყო. მას ვერ გაჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. ასეთი ემოცია მისგან ადრე არასდროს გვინახავს. სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელი მთლიანად იხარჯება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ კლუბში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს. ამაშია ჩვენი ძალა". მატჩის შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა, რომ რობინმა თითქმის "მოკლა ის სიხარულისგან". სწორედ ამიტომ ვერ გაბედავს ევრა გოლის ამგვარად აღნიშვნას. "არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მე შევძლებ იგივეს გამეორებას. შეიძლება ასეთი რამ თანაგუნდელებს გავუკეთო, თუმცა მენეჯერთან ამას ვერ გავბედავ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შეიძლება ვერ განსვზაღვრო ძალა და ფერგი მოედანზე დავაგდო, რის შემდეგაც კლუბიდან გამიშვებს. არა, მე ვერ შევძლებ ამის გამეორებას. ჩვენი ბოსი გამარჯვებულია. მან განაცხადა, რომ ჩვენ დარჩენილ მატჩებში დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ. "სტოკთან" მატჩამდე, მან თქვა, რომ სეზონი ჩვენთვის ახლა იწყება. ამით ის ამჟღავნებდა უდიდეს სურვილს მეოცე ტიტულის მოპოვებისა. ახლა ჩვენი მიზანია დარჩენილი მატჩების მოგება. ეს არაა იოლი, თუმცა მწვრთნელს ძალიან უნდა, რომ ეს გავაკეთოთ". - დაასრულა ევრამ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Amerigo
17 აპრილი 2013 16:58
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
აი აი ევრუშ!
0
№22
ავტორი: m-an-united
17 აპრილი 2013 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
hahahah wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top