თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2022, 17:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 25
ოფიციალურად: ერიკსენი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
მომდევნო ტრანსფერი შედგა.
ოფიციალურად: ერიკსენი
დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი "მანჩესტერ იუნაიტედს" ოფიციალურად შეუერთდა.

30 წლის ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
ერიქსენი "მანკუნიანელებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის პატივი არაერთხელ მქონია, საოცარი გრძნობა იქნება მოედანზე წითელი მაისურით გასვლა", - თქვა ერიქსენმა.

ასევე, ფეხბურთელი აღფრთოვანებულია ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელით, ერიკ ტენ ჰააგით, რომელიც მას ფანტასტიკურ სპეციალისტს უწოდებს.

გასული სეზონი ერიქსენმა "ბრენტფორდში" გაატარა, 11 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
სიახლეები
25 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2022 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
რავი უფასოდ თან ესეთი მოთამაშე მშვენიერი მშვენიერი მაგრად გამიხარდა
2
№2
ავტორი: ILoveUtd
15 ივლისი 2022 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
სასწაულ სეზონს ველოდები. უნდა გაგლიჯოთ იურგენ კოპი და გვარდიოლა და ის გნიდა ჰალანდი!!!

სასწაულ სეზონს ველოდები. უნდა გაგლიჯოთ იურგენ კოპი და გვარდიოლა და ის გნიდა ჰალანდი!!!
2
№3
ავტორი: ManchesterU
15 ივლისი 2022 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
გილოცავთ ბიჭებო ესეთი პროფესიონალი კაცის დამატება თან უფასოდ ძალიან მაგარი თემააა. ამ თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ დარვინ ნუნესის ჰაილაითები თუ ნახეთ wink მემგონი ფორვარდი მაგუაიერი დაიმატეს.
1
№4
ავტორი: Irakli_Kandelaki
15 ივლისი 2022 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ფორვარდი არ ყავს გუნდს ჩვენში რო დარჩეს, რონალდოს ფორვარდად არ ვთვლი.
3
№5
ავტორი: GIOMU
15 ივლისი 2022 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვარჯიშებზე რაც ჩანს ხოლმე კარგი ატმოსფეროა გუნდში, წავიდა სიტუაციის ამრევი პოგბა და ასევე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თუ არ დაბრუნდება რონალდო, არამგონია მაგას მოეწონოს გარემო სადაც მისი უდიდებულესობის გარეშეც წარმატებას აღწევენ და არ ჭირდებათ, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ, ბიჭები სახეს იხევენ ვარჯიშობენ ემზადებიან და ის კიდე არც გამოცხადა ვითომ რაღაც პრობლემების გამო, სინამდვილეში აღარ იცის ვის შეეტენოს.
0
№6
ავტორი: alkimikosi
16 ივლისი 2022 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ციტატა: GIOMU
ვარჯიშებზე რაც ჩანს ხოლმე კარგი ატმოსფეროა გუნდში, წავიდა სიტუაციის ამრევი პოგბა და ასევე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თუ არ დაბრუნდება რონალდო, არამგონია მაგას მოეწონოს გარემო სადაც მისი უდიდებულესობის გარეშეც წარმატებას აღწევენ და არ ჭირდებათ, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ, ბიჭები სახეს იხევენ ვარჯიშობენ ემზადებიან და ის კიდე არც გამოცხადა ვითომ რაღაც პრობლემების გამო, სინამდვილეში აღარ იცის ვის შეეტენოს.

თუ დარჩა რონალდო იმედია სანამ არ დაიმსახურებს არ იქნება ძირითადში
0
№7
ავტორი: Buk777
16 ივლისი 2022 07:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Martials rashfords ataamashebs naxavt rogorc sworet is fexburtelebia martiali da rashfordi rac den haags chirdeba

№8
ავტორი: Old Red Devil
16 ივლისი 2022 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
დე იონგიც მალე გაოფიციალურდება
0
№9
ავტორი: Roberto
16 ივლისი 2022 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
მომკალით ძმაო და მაგუაიერის,რონალდოს ადგილებს გუნდში ვერ ვხედავ.მარსიალისა და რეშფორდის ათამაშებას ველი
0
№10
ავტორი: Old Red Devil
16 ივლისი 2022 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: Roberto
მომკალით ძმაო და მაგუაიერის,რონალდოს ადგილებს გუნდში ვერ ვხედავ.მარსიალისა და რეშფორდის ათამაშებას ველი

ეგ ერიკმაც იცის.მაგრამ ალბათ არის ბევრი რამ რის გამოც ვინუჟდენია თორეე ბაილი,ვარანი და ლინდელი მშვენივრად ჩაანაცვლებენ ჰარის და რონალდოს კი მარსიალი,სანჩოც და ელანგაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top