თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2022, 17:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2757,
კომენტარები: 25
ოფიციალურად: ერიკსენი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
მომდევნო ტრანსფერი შედგა.
ოფიციალურად: ერიკსენი
დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი "მანჩესტერ იუნაიტედს" ოფიციალურად შეუერთდა.

30 წლის ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
ერიქსენი "მანკუნიანელებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის პატივი არაერთხელ მქონია, საოცარი გრძნობა იქნება მოედანზე წითელი მაისურით გასვლა", - თქვა ერიქსენმა.

ასევე, ფეხბურთელი აღფრთოვანებულია ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელით, ერიკ ტენ ჰააგით, რომელიც მას ფანტასტიკურ სპეციალისტს უწოდებს.

გასული სეზონი ერიქსენმა "ბრენტფორდში" გაატარა, 11 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
სიახლეები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Old Red Devil
16 ივლისი 2022 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
არ მგონია რომ ეროკმა ჰარის გამო გარისკოს.დავიჯერო ჩვენს გარდა პლანეტაზე ვერავინ ხვდება რომ ჰარი ზარალოა?!არც მარტინესს დააყენებს დაცვაში მაგრამ….დე იონგზე ესე ჩაციკვლაც არ გამოვა.მაგ ტიპმა აჩვენა თავისი სახე,ჩვეულებრივი ფარჩაკია,კლუბი აგდებს და ეს ჯიუტი ბავშვივითაა,ბეილი 2…ნევეში ტილემანსი მშვენივრად ამოქოლავდა ცენტრს..
0
№22
ავტორი: bziki
16 ივლისი 2022 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მარტინესი აიაქსში თითონ იყიდა მცველად,მე რაც ვიცი არც იყენებდა ჩამშლელად და ეხლა არ დაიწტებს ექსპერიმენტებს შანსი არაა,მცველად მოყავს, მარცხენა ფეხი ცენტრში არ გვყავს.
ნახევარ დაცვას რაც შეეხება დაიმატებს უეჭველი დეიონგი თუ არ გამოვა ნევეში მაგ სტილისაა,ტილემანსიც შეილება.
მე შემტევზე უფრო ვფიქრობ დასამატებელია ერთი კაცი მინიმუმ და არაფერი ისმის

მარჯვენა მცველი კიდე ცალკე ამბავია უბრალოდ არაა ბაზარზე წესიერი,ვიგაც დუმფრისების ყიდვას ვაბშე აზრი არ აქ
0
№23
ავტორი: Malboro463
16 ივლისი 2022 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ბაილი არის ძან მაგრი მცველი. სხარტია
შეტევაშიც ძან კარგია და იმსახურებს ეგ კაცი ძირითადში ყოფნას.
ინგლისელი რომ ყოფილიყო ხომ წარმოგიდგენიათ რა ეღირებოდა ნევილიც კომპლიმენტებს არ დაიშურებდა და უფრო დაფასებდენ.
მარა ტენ ჰაგმა ისევ თუ მაგუაერი უნდა ამჯობინოს ჯობია წავიდე გუნდიდან მილანს გამოადგებოდა.

ისე ჯონსი გაუშვეს თუ პენსიას კიდე აძლევენ?
0
№24
ავტორი: shotkin
17 ივლისი 2022 09:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
ბაილი არის ძან მაგრი მცველი. სხარტია
შეტევაშიც ძან კარგია და იმსახურებს ეგ კაცი ძირითადში ყოფნას.
ინგლისელი რომ ყოფილიყო ხომ წარმოგიდგენიათ რა ეღირებოდა ნევილიც კომპლიმენტებს არ დაიშურებდა და უფრო დაფასებდენ.
მარა ტენ ჰაგმა ისევ თუ მაგუაერი უნდა ამჯობინოს ჯობია წავიდე გუნდიდან მილანს გამოადგებოდა.

ისე ჯონსი გაუშვეს თუ პენსიას კიდე აძლევენ?

მეგობარო ბაილი რო ძაან მაგარი მცველია მაგას არუნდა ლაპარაკი მე პირადად ვარანსაც მირჩევნია მაგრამ ყველამ იცოს ბაილის ამბავი , აი უეჭველი აიტრამვება ხოიცი არა ? ამიტო სამწუხაროდ აზრი არ აქვს ბაილიზე იმედების დამყარებას
0
№25
ავტორი: Gatika Gatikashvili
17 ივლისი 2022 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
გაკოტრებულმა ბარსამ რაგუნდი დაყენა ამის დედავატირე რა.. გაგიჟდები კაცი... წინა თამაში გოლი რცა გაგვიტანეს მგონი მანდ ყველამ დაინახა რაუაზროდ არა პროდუქტიულია მართლა მაგვაიერი... ვნახოთ ესეზონიც ექნება შანსი და მერე აღარავინ დაუწყებს ფერებას... წმენდა წინა კერ შემდეგ ზაფხულს ვაფშე დიაფერთხება გუნდი... ყველაზე მეტად რაც მინდა ამ წელსვე ევროპა ლიგა ან ინგლისის თასი უეჭველი უნდა დავდოთ... ადრე თას ზედაც როარ ვაფურთხებდით ეხლა დაფასდება ყველა ტურნირი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top