თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2022, 17:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2757,
კომენტარები: 25
ოფიციალურად: ერიკსენი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
მომდევნო ტრანსფერი შედგა.
ოფიციალურად: ერიკსენი
დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი "მანჩესტერ იუნაიტედს" ოფიციალურად შეუერთდა.

30 წლის ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
ერიქსენი "მანკუნიანელებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის პატივი არაერთხელ მქონია, საოცარი გრძნობა იქნება მოედანზე წითელი მაისურით გასვლა", - თქვა ერიქსენმა.

ასევე, ფეხბურთელი აღფრთოვანებულია ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელით, ერიკ ტენ ჰააგით, რომელიც მას ფანტასტიკურ სპეციალისტს უწოდებს.

გასული სეზონი ერიქსენმა "ბრენტფორდში" გაატარა, 11 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
სიახლეები
25 კომენტარი
№11
ავტორი: ManchesterU
16 ივლისი 2022 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ვსოო ლისანდროც მანჩესტერში იმყოფება თვითონ დადო სურათი ინსტაგრამზე აგენტთან ერთად მაგის გაოფიციალურებაც საათების საკითხია, შემდეგი გზა დე იონგია. ანტონიზე წავიკითხე ლივერპული არის დაინტერესებულიო არ ვიცი არ ვიცი.
0
№12
ავტორი: Old Red Devil
16 ივლისი 2022 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ლივერპულმა თუ ანტინი დაითრია რავი რაა.მაგარ ტრანსფერებს აკეთებენ.1-2 იყიდიან ჯამში 150 ლიმონისას და ვსო
0
№13
ავტორი: bendzela
16 ივლისი 2022 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ლევანა ბარსაში ეგ უკვე იმის ნიშანია რო რონალდო ბავარიაში წავა
0
№14
ავტორი: Svanchester
16 ივლისი 2022 12:07
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ციტატა: bendzela
ლევანა ბარსაში ეგ უკვე იმის ნიშანია რო რონალდო ბავარიაში წავა

არამგონია. ოლივერ კანმა ღიად დააფიქსირა, მსგავსი სატრანსფერო პოლიტიკა არ გვიზიდავსო.
0
№15
ავტორი: ბრუნო18
16 ივლისი 2022 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 114
ციტატა: Old Red Devil
ლივერპულმა თუ ანტინი დაითრია რავი რაა.მაგარ ტრანსფერებს აკეთებენ.1-2 იყიდიან ჯამში 150 ლიმონისას და ვსო


სწორ ტრანფერებს აკეთებენ რაც კლოპი დაინიშნა და მაგიტომაა მასე.ფერგის დროსაც მასე იყო საათივით რომ იყო გუნდი 1-2 ტრანსფერი და გუნდი ეგრევე იკრებოდა.არაუშავს ყველაფერი დალაგდება.სწორად მიდის მგონია ჯერჯერობით ქეცბაია რომ არ ჩქარობს ტრანსფერებს და გუნდი არაა გადაჭედილი.გაეცნო გუნდს,ორი თამაშიც ჩაატარა,სადაც დაინახავს მინუსებს ამოავსებს ეგრევე.მჯერავს ამ კაცის რომ შედეგს დადებს თან მაგარსაც
0
№16
ავტორი: ManchesterU
16 ივლისი 2022 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
გერმანელმა ჟურნალისტმა დაწერა ძალიან სანდომ სხვათაშორის რომ კრისტიანოს გადასვლა ბაიერნში დროის ამბავიაო. ერთ მხრივ ძალიან კარგიც არის მეორე მხრივ ცუდი. იდეაში ამ გუნდში მემგონი რონალდოს ადგილი არ არის. არ ვიცი თუ არ გაყიდა ტენჰაააგმა სხვა საკითხია მაგრამ მგონია რო ჯობია წავიდეს.
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2022 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სად იყავი მერე აქამდე კრისტიან :)
0
№18
ავტორი: Old Red Devil
16 ივლისი 2022 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
წაიღონ კაცო რონალდო რა პრობლემაა.მგონი 20-25 მილიონად გაყიდიან.ამ დე იონგზე რაღა ხდება რა შეუკიკინეს ვერ გავიგე.დაილია ვინმე კაი ცენტრი სხვა რო ნახონ?არ უნდა მოსვლა.პლუს ვალი აქ მაგისი ბარსას 17 მილიონი.ეგეც მაგარი კვერცხი ჩანს რა
0
№19
ავტორი: ManchesterU
16 ივლისი 2022 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: Old Red Devil
წაიღონ კაცო რონალდო რა პრობლემაა.მგონი 20-25 მილიონად გაყიდიან.ამ დე იონგზე რაღა ხდება რა შეუკიკინეს ვერ გავიგე.დაილია ვინმე კაი ცენტრი სხვა რო ნახონ?არ უნდა მოსვლა.პლუს ვალი აქ მაგისი ბარსას 17 მილიონი.ეგეც მაგარი კვერცხი ჩანს რა

მართალი ხარ ძმაო მარა ცვეტში ისეთი ნახევარმცველი რომელიც ტენჰააგს სჭირდება მართლა ჭირს და დეიონგი მართლა გამოჭრილია მაგისთვის თორე დეიონგის დედაც ვატირე ერთი, უბრალოდ ტაკტიკას სჭირდება ტენჰააგისას, ანუ ნახევარმცველი რომელიც დგება მცველებს შორის რასაც მატიჩი აკეთებდა ერთი პერიოდი და დაცვიდან ამოაქვს ბურთი მაღლა, პლუს მოძრავია ამას დამატებული პასის შესანიშნავი კულტურა აქვს და 2 3 ფებუხრთელის მოტყუებესაც არ ერიდება, ამასთან ერთად კონტრშეტევის დროს არის იდეალური ბურთის ამოსატანად ისე რო შეტევის ტემპი არ დაეცეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი ისეთი პასით რომელიც შეტევას წარმატებულად დაამთავრებს ამ თემაში ფრენკი დეიონგი იდეალურია, ამიტომაც მაასზე უკეთესი ფიზიკურად არავინ არის ბაზარზე.
0
№20
ავტორი: shotkin
16 ივლისი 2022 19:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დე იონგი რჩება აბრსაში , მანჩესტერმა კიდე ეს სეზონიც ჩამშლელის გარეშე და კარგი ცენტრალური დაცვის და ზოგადად კარგი დაცვის გარეშე თუ ითამაშა ახალი არაფერი მოხდება და ისევ ბრძოლა მოუწევს 5-6-7 ადგილისთვის !!! ლისანდრო მარტინესი თუ ჩამშლელად ათამაშა გამოდის რო მაგუაიერი იქნება ძირითადში და ეგეც ჩვეულებრივი ბომბია და უდიდესი რისკი , თუ ლისანდრო ამრტინესი დაცვაში ათამაშა და მაგუაიერი სკამზე გადასვა (რისიც არ მჯერა) მაშინ გამოვ რო გუნდი ჩამშლელის ( წესიერი ჩამშლელის) გარეშე თამაშობს და ეგეც ძაან მძიმედ დაგვარტყავს !!!

პ.ს რონალდო არც ჩელსის არუნდა არც ბავარიას ალბათ ისევ იტალიაში რომელიმე ლიგის ზონის კლუბი თუ წაიყვანს , არამგონია ესპანეთში რეალმა დაიბრუნოს ეგ, თან ძაან მაინტერესებს რო ვერ მონახოს კრიშტომ გუნდი და აქ დარჩენა მოუწიოს აი რა სფიჩი უნდა მოცხოს ხელოვნური ფრაზები რო ფანობას დაუბრმავოს თვალები , მერე ისიც მაინტერესებს ფანობა რამდენად გადაყლაპავს მაგის ბულშითს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top