თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2021, 13:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1999,
კომენტარები: 29
მატჩის წინა პრესკონფერენცია
ოლე გუნარმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მოუთმენლად ელის "ლესტერ სიტისთან" შაბათს გასამართ მატჩს.

კლუბის მედია ჯგუფის წარმომადგენელი სტიუარდ გარდნერი ოლე გუნარს მატჩის წინ გაესაუბრა, სადაც ნორვეგიელმა მარკუს რეშფორდის, ედინსონ კავანის, ამად დიალოსთან დაკავშირებული გეგმებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

პირველ რიგში, ოლე, გუნდის შესახებ - მარკუსი 1-2 კვირაა ვარჯიშობს, ხელმისაწვდომია?

"გუნდთან ერთად გაემგზავრება, ძალიან ბევრს შრომობს. დახურულ კარს მიღმა ითამაშა 11-გუნდიანი დაპირისპირება და უკვე მთელი კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ძალიან კარგია, რომ დაგვიბრუნდა, მისი ენერგია, ღიმილი და პიროვნულობა ახალ თავსატეხს მიჩენს."

"რა თქმა უნდა, არავის უნდა, ტრავმირებული იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი მატჩი ჩაატარა, ეს შესვენება მას დაეხმარებოდა პიროვნული და მენტალური განვითარების კუთხით?

"ეს ფეხბურთის ნაწილია. მხოლოდ აღმავლობა ვერ გექნება, ზოგჯერ დაღმასვლაც იქნება და ის, თუ როგორ უმკლავდები ამ მდგომარეობას, განაპირობებს შენს კარიერას. მარკუსი ძალიან, ძალიან კარგად ართმევდა თავს ამ ტრავმიანობის პერიოდს. ის დაშოშმინდა, ბევრი იშრომა და დიდი დროც ჰქონდა იმისათვის, რომ სწორად შეეფასებინა შედეგი, რომელსაც ასეთ მცირე დროში მიაღწია. როგორც უკვე ვთქვი, დიდებულია მისი დაბრუნება".

"და ჰარის შესახებ რა ისმის?"


"დღეს დილას პირველად გავიდა ბალახზე. საერთაშორისო სანაკრებო შესვენებისას ერიკ და ვიქტორმა ითამაშეს, ასე რომ, კარგად ვართ."

"სამწუხაროდ, ვარანიც დაკარგეთ, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაც არ უნდა იყოს..."

"დიახ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ეს არის ბედის ირონია, დაჭიმულობა აქვს. იმედია, რამდენიმე კვირაზე დიდხანს არ გასტანს მისი უქმობა"

"კავანიმ და ფრედმა 12 საათის წინ ითამაშეს, ასე რომ, ამის წინააღმდეგ ბევრს ვერაფერს გააწყობთ, არა?"

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ უკან, რადგან შაბათს მატჩი გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანმა მეტ-ნაკლებად სრული მატჩი ჩაატარა და ახლა დრო სჭირდებათ ძალების აღდგენისთვის."

"გუშინ ამადსაც ვესაუბრეთ და შევეხეთ მისი დაბრუნების საკითხსაც. მის თაობაზე რა გეგმები გაქვთ? მისთვის, ალბათ, ძალიან სამწუხარო უნდა იყოს, რადგან იჯარის წესით უნდა გაგენათხოვრებინათ მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით, მაგრამ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა ამის გაკეთება."

"ეს მისთვის კარგი დრო უნდა ყოფილიყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ტრავმა ფეხბურთის ნაწილია და მან ეს ტრავმა ძალიან ცუდ დროს მიიღო, დროის ფლანგვა გამოვიდა. არადა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. დღეს დილას ივარჯიშა და მას მატჩის რიტმის შესაგრძნებად სათამაშო დროს მივცემთ. იქნება ეს პირველი გუნდის რიგებში თუ 23-წლამდელებში... მოდით, იანვარში კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა იქნება მისთვის საუკეთესო ვარიანტი".

"სანაკრებო შესვენებისას რონალდუმ ისევ გაიტანა, მატჩის მიწურულს მოაგებინა თავის ნაკრებს მაკტომინეიმ, სანჩო კი ინგლისის რიგებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რამდენად ეხმარება სანაკრებო მატჩები ფეხბურთელს თავდაჯერებულობის მოპოვებაში?

"ნამდვილად. ზოგჯერ, როცა კლუბიდან გადიხარ, ისევ შენს მეგობრებს ხვდები, მათ, ვისტან ერთადაც მრავალი წელი თამაშობდი. კრიშტიანუმ ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა. ჯეიდონმა, ჯესიმ ინგლისის ნაკრებში ითამაშეს, ლუკი კვლავ ფორმაშია და მანაც ითამაშა. და რა თქმა უნდა, პოლმა, ენტომ და რაფაელმა ტიტული მოიგეს და ეს მათ თავდაჯერებულობაში დაეხმარება და თავს კარგად აგრძნობინებს."

"ახლა 10-მატჩიანი პერიოდი იწყება და თუ ნოემბერს გადავხედავთ, უმეტესი მათგანი სუპერ მატჩი გამოდგება. როგორც მე მეჩვენება, ნაცვლად იმისა, რომ უფრთხოდეთ ამ პერიოდს, მოუთმენლად ელით მას"

"დიახ. ცალკეულად მხოლოდ 1 მატჩს ატარებ. ძალიან შორეულზე ვერ იფიქრებ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ და აპრილ/მაისში ფინალიც გვქონდეს სათამაშო, ყოველ ცალკეულ მატჩს ცალკეულად უნდა მივუდგეთ და ვნახოთ, რა პრობლემებს გამოიწვევს "ლესტერი" ჩვენთვის და რა პრობლემებს შევუქმნით ჩვენს მას. თუ ძალიან შორეულზე იფიქრებ, შესაძლოა, გემმა გაგასწროს"

"ლესტერი" ახსენეთ და წინა სეზონში მართლაც დიდი პრობლემები გამოიწვიეს, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისი ისეთი არ აქვთ, როგორიც ენდომებოდათ. როგორ გგონიათ, ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ?"

"დიახ, მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინეს, ცოტა ფულიც დახარჯეს და შემადგენლობა გააფართოეს. ევროპა ლიგის ტურნირის ფონზე დიდი შემადგენლობაა საჭირო. თუმცა ჯერ მხოლოდ 7 მატჩი ჩავატარეთ ამ სეზონში, რამდენიმეჯერ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი და სხვადასხვა გუნდებს სხვადასხვა სახის პრობლემები შევუქმენით. ახლა ვერ გეტყვით, რა შემადგენლობას დააყენებს ბრენდანი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ის პრობლემებს შეგვიქმნის და ჩვენც ასე მოვიქცევით."

"ჯონი ევანსი კვლავ ძლიერად გამოიყურება, თუმცა არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ჩვენ წინააღმდეგ..."
"ჩვენი მატჩისთვის მზად იქნება, რა თქმა უნდა, მზად იქნება. "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში გინდა, ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელს უნდა "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. მას დიდებული კარიერა ჰქონდა და ძალიან ვაფასებ"

"ერთი ნაბიჯით უკან რომ გავიხედოთ, "ევერტონთან" გატანილი 1 გოლი საკმარისი რომ ყოფილიყო გამარჯვებისთვის, ახლა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციას გავიყოფდით. არის ეს ის პერსპექტივა, რომელსაც უნდა ველოდეთ?"


"ყოველთვის არსებობს სინანულის მიზეზი, მაგრამ 38 ტურის შემდეგ ჩემპიონატს იმ ადგილზე დაასრულებ, რომელსაც დაიმსახურებ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელშიც უფრო მეტის მიღება შეგვეძლო და ისეთი მატჩიც იყო, რომელშიც არ გვეკუთვნოდა, მაგრამ მეტი ავიღეთ - "ვულვზთან" გასვლაზე მოგება, მაგალითად. ვფიქრობ, ქულების აღების მხრივ ახლა სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
29 კომენტარი
№1
ავტორი: Rashford10
16 ოქტომბერი 2021 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
Imedia rashfordi kargi pormit dabrundeba didi dzalaa gundistvis
0
№2
ავტორი: ikeoni
16 ოქტომბერი 2021 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
რეშის დაბრუნება ძალიან მაგარი ამბავია ❤️იმედია ჰარი და რაფაც მალე დაბრუნდება ❤️
0
№3
ავტორი: Buk777
16 ოქტომბერი 2021 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Mogeba mxolod mogeba ole
0
№4
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
წარმატებები აუცილებლად მოსაგებია მაგრამ ერთხელ ანდე ბეეკს ძირითადში თამაში პრემიერ ლიგაში ესე ეჭვი როგორ გეპარება სმ კაცშიიი რა დროს მატიჩიაა ყველას ყავს ჩამშლელი რომელიც სწრაფია და ტემპს არ ანელებს და აღარ უნდა თ ეს ნელი ხალხი და ეს იმენააა ვინააა რა ბეეკი ესეთი ცუდია დავიჯეროო?! ზიდანი მოიყვანეთ და მანიუ მოიგებს დიდ ტიტულს ამ მშიშარას მაქსიმუმი მეორე ადგილი და მეოთხედფინალია არ იცის ამ კაცმა დიდი გუნდით თამაში როგორც უნაი ემერმა და შეადარეთ უნაი ემერი ამას იმენა იმან ევროპალიგა მაინც მოიგოო ეს იმენა მშიშარაააა კუანაააა
0
№5
ავტორი: Irakli_Kandelaki
16 ოქტომბერი 2021 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
დალინკეთ კაცურად რა ?
0
№6
ავტორი: makaveli
16 ოქტომბერი 2021 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ძმებოოოოო goooool.org -ზეც არარი ლინკებიიჯ და სად ვუყუროოოოთ

თქვიიიით რაა ძმურად ვინმემ

ან ლინკი დაგვიდეთ
0
№7
ავტორი: Svanchester
16 ოქტომბერი 2021 18:04
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
იგრიალე ოქრო ბიჭიიიი
0
№8
ავტორი: Irakli_Kandelaki
16 ოქტომბერი 2021 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ბიჭო მოიშორეთ ეს ბურთი თუ რამე ხო შეიძლება! ყველა თამაშში ერთ ბურთს იმენა ვჩუქნით და მეორე ბურთის გატანა რაღაც მეეჭვება

პროსტა რაფრიდან ვაჩუქეთ
0
№9
ავტორი: NikShali
16 ოქტომბერი 2021 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
sazizgari tamashi fuuu
0
№10
ავტორი: Svanchester
16 ოქტომბერი 2021 19:01
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
დღეს ჯერჯერობით ყველაზე კარგი მატიჩია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top