თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2021, 13:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 29
მატჩის წინა პრესკონფერენცია
ოლე გუნარმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მოუთმენლად ელის "ლესტერ სიტისთან" შაბათს გასამართ მატჩს.

კლუბის მედია ჯგუფის წარმომადგენელი სტიუარდ გარდნერი ოლე გუნარს მატჩის წინ გაესაუბრა, სადაც ნორვეგიელმა მარკუს რეშფორდის, ედინსონ კავანის, ამად დიალოსთან დაკავშირებული გეგმებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

პირველ რიგში, ოლე, გუნდის შესახებ - მარკუსი 1-2 კვირაა ვარჯიშობს, ხელმისაწვდომია?

"გუნდთან ერთად გაემგზავრება, ძალიან ბევრს შრომობს. დახურულ კარს მიღმა ითამაშა 11-გუნდიანი დაპირისპირება და უკვე მთელი კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ძალიან კარგია, რომ დაგვიბრუნდა, მისი ენერგია, ღიმილი და პიროვნულობა ახალ თავსატეხს მიჩენს."

"რა თქმა უნდა, არავის უნდა, ტრავმირებული იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი მატჩი ჩაატარა, ეს შესვენება მას დაეხმარებოდა პიროვნული და მენტალური განვითარების კუთხით?

"ეს ფეხბურთის ნაწილია. მხოლოდ აღმავლობა ვერ გექნება, ზოგჯერ დაღმასვლაც იქნება და ის, თუ როგორ უმკლავდები ამ მდგომარეობას, განაპირობებს შენს კარიერას. მარკუსი ძალიან, ძალიან კარგად ართმევდა თავს ამ ტრავმიანობის პერიოდს. ის დაშოშმინდა, ბევრი იშრომა და დიდი დროც ჰქონდა იმისათვის, რომ სწორად შეეფასებინა შედეგი, რომელსაც ასეთ მცირე დროში მიაღწია. როგორც უკვე ვთქვი, დიდებულია მისი დაბრუნება".

"და ჰარის შესახებ რა ისმის?"


"დღეს დილას პირველად გავიდა ბალახზე. საერთაშორისო სანაკრებო შესვენებისას ერიკ და ვიქტორმა ითამაშეს, ასე რომ, კარგად ვართ."

"სამწუხაროდ, ვარანიც დაკარგეთ, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაც არ უნდა იყოს..."

"დიახ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ეს არის ბედის ირონია, დაჭიმულობა აქვს. იმედია, რამდენიმე კვირაზე დიდხანს არ გასტანს მისი უქმობა"

"კავანიმ და ფრედმა 12 საათის წინ ითამაშეს, ასე რომ, ამის წინააღმდეგ ბევრს ვერაფერს გააწყობთ, არა?"

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ უკან, რადგან შაბათს მატჩი გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანმა მეტ-ნაკლებად სრული მატჩი ჩაატარა და ახლა დრო სჭირდებათ ძალების აღდგენისთვის."

"გუშინ ამადსაც ვესაუბრეთ და შევეხეთ მისი დაბრუნების საკითხსაც. მის თაობაზე რა გეგმები გაქვთ? მისთვის, ალბათ, ძალიან სამწუხარო უნდა იყოს, რადგან იჯარის წესით უნდა გაგენათხოვრებინათ მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით, მაგრამ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა ამის გაკეთება."

"ეს მისთვის კარგი დრო უნდა ყოფილიყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ტრავმა ფეხბურთის ნაწილია და მან ეს ტრავმა ძალიან ცუდ დროს მიიღო, დროის ფლანგვა გამოვიდა. არადა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. დღეს დილას ივარჯიშა და მას მატჩის რიტმის შესაგრძნებად სათამაშო დროს მივცემთ. იქნება ეს პირველი გუნდის რიგებში თუ 23-წლამდელებში... მოდით, იანვარში კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა იქნება მისთვის საუკეთესო ვარიანტი".

"სანაკრებო შესვენებისას რონალდუმ ისევ გაიტანა, მატჩის მიწურულს მოაგებინა თავის ნაკრებს მაკტომინეიმ, სანჩო კი ინგლისის რიგებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რამდენად ეხმარება სანაკრებო მატჩები ფეხბურთელს თავდაჯერებულობის მოპოვებაში?

"ნამდვილად. ზოგჯერ, როცა კლუბიდან გადიხარ, ისევ შენს მეგობრებს ხვდები, მათ, ვისტან ერთადაც მრავალი წელი თამაშობდი. კრიშტიანუმ ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა. ჯეიდონმა, ჯესიმ ინგლისის ნაკრებში ითამაშეს, ლუკი კვლავ ფორმაშია და მანაც ითამაშა. და რა თქმა უნდა, პოლმა, ენტომ და რაფაელმა ტიტული მოიგეს და ეს მათ თავდაჯერებულობაში დაეხმარება და თავს კარგად აგრძნობინებს."

"ახლა 10-მატჩიანი პერიოდი იწყება და თუ ნოემბერს გადავხედავთ, უმეტესი მათგანი სუპერ მატჩი გამოდგება. როგორც მე მეჩვენება, ნაცვლად იმისა, რომ უფრთხოდეთ ამ პერიოდს, მოუთმენლად ელით მას"

"დიახ. ცალკეულად მხოლოდ 1 მატჩს ატარებ. ძალიან შორეულზე ვერ იფიქრებ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ და აპრილ/მაისში ფინალიც გვქონდეს სათამაშო, ყოველ ცალკეულ მატჩს ცალკეულად უნდა მივუდგეთ და ვნახოთ, რა პრობლემებს გამოიწვევს "ლესტერი" ჩვენთვის და რა პრობლემებს შევუქმნით ჩვენს მას. თუ ძალიან შორეულზე იფიქრებ, შესაძლოა, გემმა გაგასწროს"

"ლესტერი" ახსენეთ და წინა სეზონში მართლაც დიდი პრობლემები გამოიწვიეს, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისი ისეთი არ აქვთ, როგორიც ენდომებოდათ. როგორ გგონიათ, ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ?"

"დიახ, მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინეს, ცოტა ფულიც დახარჯეს და შემადგენლობა გააფართოეს. ევროპა ლიგის ტურნირის ფონზე დიდი შემადგენლობაა საჭირო. თუმცა ჯერ მხოლოდ 7 მატჩი ჩავატარეთ ამ სეზონში, რამდენიმეჯერ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი და სხვადასხვა გუნდებს სხვადასხვა სახის პრობლემები შევუქმენით. ახლა ვერ გეტყვით, რა შემადგენლობას დააყენებს ბრენდანი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ის პრობლემებს შეგვიქმნის და ჩვენც ასე მოვიქცევით."

"ჯონი ევანსი კვლავ ძლიერად გამოიყურება, თუმცა არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ჩვენ წინააღმდეგ..."
"ჩვენი მატჩისთვის მზად იქნება, რა თქმა უნდა, მზად იქნება. "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში გინდა, ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელს უნდა "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. მას დიდებული კარიერა ჰქონდა და ძალიან ვაფასებ"

"ერთი ნაბიჯით უკან რომ გავიხედოთ, "ევერტონთან" გატანილი 1 გოლი საკმარისი რომ ყოფილიყო გამარჯვებისთვის, ახლა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციას გავიყოფდით. არის ეს ის პერსპექტივა, რომელსაც უნდა ველოდეთ?"


"ყოველთვის არსებობს სინანულის მიზეზი, მაგრამ 38 ტურის შემდეგ ჩემპიონატს იმ ადგილზე დაასრულებ, რომელსაც დაიმსახურებ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელშიც უფრო მეტის მიღება შეგვეძლო და ისეთი მატჩიც იყო, რომელშიც არ გვეკუთვნოდა, მაგრამ მეტი ავიღეთ - "ვულვზთან" გასვლაზე მოგება, მაგალითად. ვფიქრობ, ქულების აღების მხრივ ახლა სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
29 კომენტარი
№21
ავტორი: Bruno18
16 ოქტომბერი 2021 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
არც ვიცი რა ვთქვა. მეორე ტაიმში გამოვიდნენ და ჩვეულებრივი ნორვიჩის დონეც ვერ დადეს. სამწუხაროდ არ მიკვირს არც ველოდები უკვე კარგ თამაშს. იმედია გაუშვებენ ბოლობოლო რას ფიქრობენ ვერ ვხვდები. ნუთუ მართლა გონიათ რომ ამ კაცს გუნდის გაჩემპიონება შეუძლია. თუ დატოვეს დარწმუნებული ვარ რომ ოთხეულში შესვლაც გაგვიჭირდება, რა ჩემპიონობა რის ჩემპიონობა ღადაობთ.
0
№22
ავტორი: Lev
16 ოქტომბერი 2021 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ამ კაცმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და უკვე დაგვანახა რომ მეტი არ შეუძლია, არ არის გრანდის მწვრთნელობა ამის საქმე და ნუ გაუტრაკებთ, ეხლა ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს შემცვლელზე თორემ წლის ბოლომდე თუ დატოვეს, გუნდი დაგვეშლება, ფაქტია რომ უკვე ფეხბურთელებმაც დაიკიდეს , კირიკიც და ის მეორე ფილნევილაც გასაშვებია, ასეთი გუნდით შემტევი ფეხბურთი თუ ვერ ითამაშა მწვრთნელმა, მაშინ უნდა წავიდეს ეგ ორჯერ ორი ოთხია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№23
ავტორი: Buk777
16 ოქტომბერი 2021 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ციტატა: Manumanu123
ციტატა: Buk777
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
მე მგონია შენ ბოლო5 თამაში არ გინახია

Yvela vnaxe da shen rom.naxe ra mere

ციტატა: Manumanu123
ციტატა: Buk777
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
მე მგონია შენ ბოლო5 თამაში არ გინახია

Shen tqvi aba rogor unda atamashos an vin unda daayenos meti
0
№24
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ციტატა: Buk777
ციტატა: Manumanu123
ციტატა: Buk777
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
მე მგონია შენ ბოლო5 თამაში არ გინახია

Yvela vnaxe da shen rom.naxe ra mere

ციტატა: Manumanu123
ციტატა: Buk777
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
მე მგონია შენ ბოლო5 თამაში არ გინახია

Shen tqvi aba rogor unda atamashos an vin unda daayenos meti
კი არ გეიაზვები ძმა საქმეც მაგაშია ესეთი კამანდა ყავს და ვერ ათამაშებს მეტი ვინღა უნდა დააყენოსო რო მეუბენბი ვინღა ჭირდება მიმართულრბას ვერ აძლევს ბანძი კუანა **** ტრენერია გამიგე
0
№25
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რამე უნდა შეიცვალოს
0
№26
ავტორი: giorgi_mg
19 ოქტომბერი 2021 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა სახეც აქვს და რა გამომეტყველებაც ისეთივე თამაში ათამაშა გუნდს
0
№27
ავტორი: Methadon
19 ოქტომბერი 2021 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ციტატა: makaveli
რაიყოოოთ ერთი ლინკი რო საგედოთ ვინმეს როგორ გთხოვეთ რო ვიკითხე სად ვუყუროთქო ტოო.. რამდენჯერ დამილინკავს აქ ხან ვისთვის ხან ვისთვის და ერთი წამი ვერ მოიცალეთ რო ერთი ლინკი ვინმეს სამადლოდ დაგედოთ ??? საღოლ ძმებო

https://7sry.yalla-shoot.today/?m=1
Აი ძმა ამ საიტზე უყურე ხოლმე, კარგ ხარისხში აქვთ, ოღონდ არაბულადაა და თუ გაუძლებ, მე მაგრად ვღადაობ...
Ან www.rojadireeecta.me მილიონი ლინკი აქვთ, ყველა ენაზე და და ყველა ხარისხში
0
№28
ავტორი: LASHQARA
20 ოქტომბერი 2021 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
რა ფრედი პოგბაა დააყენე რაა შენიი, მართლა გამაღიზიანებელია უკვე ამის უაზრო ექსპერიმენტები, ერთი სასტავი დააყენე რომ შეთამაშდნენ ეს დედა მ-ო-ტყნულიი
0
№29
ავტორი: Переговоры
21 ოქტომბერი 2021 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ოლე გასაშვები ხარ მახაჩყალის ანჟის დონე ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top