თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2021, 13:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 29
მატჩის წინა პრესკონფერენცია
ოლე გუნარმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მოუთმენლად ელის "ლესტერ სიტისთან" შაბათს გასამართ მატჩს.

კლუბის მედია ჯგუფის წარმომადგენელი სტიუარდ გარდნერი ოლე გუნარს მატჩის წინ გაესაუბრა, სადაც ნორვეგიელმა მარკუს რეშფორდის, ედინსონ კავანის, ამად დიალოსთან დაკავშირებული გეგმებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

პირველ რიგში, ოლე, გუნდის შესახებ - მარკუსი 1-2 კვირაა ვარჯიშობს, ხელმისაწვდომია?

"გუნდთან ერთად გაემგზავრება, ძალიან ბევრს შრომობს. დახურულ კარს მიღმა ითამაშა 11-გუნდიანი დაპირისპირება და უკვე მთელი კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ძალიან კარგია, რომ დაგვიბრუნდა, მისი ენერგია, ღიმილი და პიროვნულობა ახალ თავსატეხს მიჩენს."

"რა თქმა უნდა, არავის უნდა, ტრავმირებული იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი მატჩი ჩაატარა, ეს შესვენება მას დაეხმარებოდა პიროვნული და მენტალური განვითარების კუთხით?

"ეს ფეხბურთის ნაწილია. მხოლოდ აღმავლობა ვერ გექნება, ზოგჯერ დაღმასვლაც იქნება და ის, თუ როგორ უმკლავდები ამ მდგომარეობას, განაპირობებს შენს კარიერას. მარკუსი ძალიან, ძალიან კარგად ართმევდა თავს ამ ტრავმიანობის პერიოდს. ის დაშოშმინდა, ბევრი იშრომა და დიდი დროც ჰქონდა იმისათვის, რომ სწორად შეეფასებინა შედეგი, რომელსაც ასეთ მცირე დროში მიაღწია. როგორც უკვე ვთქვი, დიდებულია მისი დაბრუნება".

"და ჰარის შესახებ რა ისმის?"


"დღეს დილას პირველად გავიდა ბალახზე. საერთაშორისო სანაკრებო შესვენებისას ერიკ და ვიქტორმა ითამაშეს, ასე რომ, კარგად ვართ."

"სამწუხაროდ, ვარანიც დაკარგეთ, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაც არ უნდა იყოს..."

"დიახ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ეს არის ბედის ირონია, დაჭიმულობა აქვს. იმედია, რამდენიმე კვირაზე დიდხანს არ გასტანს მისი უქმობა"

"კავანიმ და ფრედმა 12 საათის წინ ითამაშეს, ასე რომ, ამის წინააღმდეგ ბევრს ვერაფერს გააწყობთ, არა?"

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ უკან, რადგან შაბათს მატჩი გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანმა მეტ-ნაკლებად სრული მატჩი ჩაატარა და ახლა დრო სჭირდებათ ძალების აღდგენისთვის."

"გუშინ ამადსაც ვესაუბრეთ და შევეხეთ მისი დაბრუნების საკითხსაც. მის თაობაზე რა გეგმები გაქვთ? მისთვის, ალბათ, ძალიან სამწუხარო უნდა იყოს, რადგან იჯარის წესით უნდა გაგენათხოვრებინათ მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით, მაგრამ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა ამის გაკეთება."

"ეს მისთვის კარგი დრო უნდა ყოფილიყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ტრავმა ფეხბურთის ნაწილია და მან ეს ტრავმა ძალიან ცუდ დროს მიიღო, დროის ფლანგვა გამოვიდა. არადა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. დღეს დილას ივარჯიშა და მას მატჩის რიტმის შესაგრძნებად სათამაშო დროს მივცემთ. იქნება ეს პირველი გუნდის რიგებში თუ 23-წლამდელებში... მოდით, იანვარში კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა იქნება მისთვის საუკეთესო ვარიანტი".

"სანაკრებო შესვენებისას რონალდუმ ისევ გაიტანა, მატჩის მიწურულს მოაგებინა თავის ნაკრებს მაკტომინეიმ, სანჩო კი ინგლისის რიგებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რამდენად ეხმარება სანაკრებო მატჩები ფეხბურთელს თავდაჯერებულობის მოპოვებაში?

"ნამდვილად. ზოგჯერ, როცა კლუბიდან გადიხარ, ისევ შენს მეგობრებს ხვდები, მათ, ვისტან ერთადაც მრავალი წელი თამაშობდი. კრიშტიანუმ ოთხი ახალი რეკორდი დაამყარა. ჯეიდონმა, ჯესიმ ინგლისის ნაკრებში ითამაშეს, ლუკი კვლავ ფორმაშია და მანაც ითამაშა. და რა თქმა უნდა, პოლმა, ენტომ და რაფაელმა ტიტული მოიგეს და ეს მათ თავდაჯერებულობაში დაეხმარება და თავს კარგად აგრძნობინებს."

"ახლა 10-მატჩიანი პერიოდი იწყება და თუ ნოემბერს გადავხედავთ, უმეტესი მათგანი სუპერ მატჩი გამოდგება. როგორც მე მეჩვენება, ნაცვლად იმისა, რომ უფრთხოდეთ ამ პერიოდს, მოუთმენლად ელით მას"

"დიახ. ცალკეულად მხოლოდ 1 მატჩს ატარებ. ძალიან შორეულზე ვერ იფიქრებ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ და აპრილ/მაისში ფინალიც გვქონდეს სათამაშო, ყოველ ცალკეულ მატჩს ცალკეულად უნდა მივუდგეთ და ვნახოთ, რა პრობლემებს გამოიწვევს "ლესტერი" ჩვენთვის და რა პრობლემებს შევუქმნით ჩვენს მას. თუ ძალიან შორეულზე იფიქრებ, შესაძლოა, გემმა გაგასწროს"

"ლესტერი" ახსენეთ და წინა სეზონში მართლაც დიდი პრობლემები გამოიწვიეს, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისი ისეთი არ აქვთ, როგორიც ენდომებოდათ. როგორ გგონიათ, ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ?"

"დიახ, მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინეს, ცოტა ფულიც დახარჯეს და შემადგენლობა გააფართოეს. ევროპა ლიგის ტურნირის ფონზე დიდი შემადგენლობაა საჭირო. თუმცა ჯერ მხოლოდ 7 მატჩი ჩავატარეთ ამ სეზონში, რამდენიმეჯერ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი და სხვადასხვა გუნდებს სხვადასხვა სახის პრობლემები შევუქმენით. ახლა ვერ გეტყვით, რა შემადგენლობას დააყენებს ბრენდანი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ის პრობლემებს შეგვიქმნის და ჩვენც ასე მოვიქცევით."

"ჯონი ევანსი კვლავ ძლიერად გამოიყურება, თუმცა არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ჩვენ წინააღმდეგ..."
"ჩვენი მატჩისთვის მზად იქნება, რა თქმა უნდა, მზად იქნება. "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში გინდა, ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელს უნდა "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. მას დიდებული კარიერა ჰქონდა და ძალიან ვაფასებ"

"ერთი ნაბიჯით უკან რომ გავიხედოთ, "ევერტონთან" გატანილი 1 გოლი საკმარისი რომ ყოფილიყო გამარჯვებისთვის, ახლა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციას გავიყოფდით. არის ეს ის პერსპექტივა, რომელსაც უნდა ველოდეთ?"


"ყოველთვის არსებობს სინანულის მიზეზი, მაგრამ 38 ტურის შემდეგ ჩემპიონატს იმ ადგილზე დაასრულებ, რომელსაც დაიმსახურებ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელშიც უფრო მეტის მიღება შეგვეძლო და ისეთი მატჩიც იყო, რომელშიც არ გვეკუთვნოდა, მაგრამ მეტი ავიღეთ - "ვულვზთან" გასვლაზე მოგება, მაგალითად. ვფიქრობ, ქულების აღების მხრივ ახლა სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
29 კომენტარი
№11
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
გუნდი აგებს მატიჩი გავიდა მაკტომინეო შემოვიდა
0
№12
ავტორი: Manutd.ge
16 ოქტომბერი 2021 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ოლე შენი ფარჩაკი ც.ო.ლი მ.ო.ვ.ტ.ყან. გაააააგდონ ეს ცენზურაეეეეეეეეეეე ამოვიდა ყელში ეს ბანძი. ფუუუუ რააა ნაგავი გუნდია აწი სულ რომ ლიგაც მოიგონ მაგრად მკიდია უკვე. ყველა ფარჩაკია მთელი გუნდი
0
№13
ავტორი: makaveli
16 ოქტომბერი 2021 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რაიყოოოთ ერთი ლინკი რო საგედოთ ვინმეს როგორ გთხოვეთ რო ვიკითხე სად ვუყუროთქო ტოო.. რამდენჯერ დამილინკავს აქ ხან ვისთვის ხან ვისთვის და ერთი წამი ვერ მოიცალეთ რო ერთი ლინკი ვინმეს სამადლოდ დაგედოთ ??? საღოლ ძმებო
0
№14
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
არ ინერვიულოთ წაგებები კაია ამ კაცს გააგდებენ მთავარი ახლა ეგაა ამის გაგდება გუნდიდა და ქერიქიც მიაყოლონ ზიდანი გვინდა და ჩემპიონები ვართ
0
№15
ავტორი: Shreki30
16 ოქტომბერი 2021 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
ვერც მე ვუყურებ და რა ხდება აშკარად ჩაისვარეს (((
0
№16
ავტორი: Buk777
16 ოქტომბერი 2021 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
0
№17
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ციტატა: Buk777
Aq treneri arafel shuashia gaiget vin unda daayenos an ra taktikit itamashos meti fexburtelebi ver tamashobs da raz gizamt es treneris shecvla
მე მგონია შენ ბოლო5 თამაში არ გინახია
0
№18
ავტორი: Buk777
16 ოქტომბერი 2021 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Netav martla wavides da movides sxva da mere vis dabraldeba xo shevxedav ra qnas am dalocvilma sulsherma itamashos tu ra unda qnas meti iyida sancho ver tamashobs jerjerobit matichi ki xedavt rac aris ra qnas vin sheiyvanos meti
0
№19
ავტორი: Manumanu123
16 ოქტომბერი 2021 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ოლეს ფანებისგან აი მართლა მინდა გავიგო რა მოგწონთ ამ კაცში რას ხედავთ მაგარს ის არ მითხრათ რო ამდენი თამაშია არ წაუგია გასვლაზეო და ნაყომარებიაო ეგ წინა თამაში იყოო რატომ უნდა დარჩეს ეს კაცი აქ გუნდი არ ყავსს ?
0
№20
ავტორი: sandroo
16 ოქტომბერი 2021 19:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ვერ თამაშობს გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top