როგორ შევაფასო ჩვენი თამაში? როგორც სამი ქულის უღირსი. ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ ამ მატჩის მოგებისთვის, პრემიერ ლიგაში სამი ქულის მოსაპოვებლად ბევრია საჭირო - ხარისხი, ტემპი, დამოკიდებულება. მე არ ვიტყვი, რომ პრობლემები შეგვექმნა დამოკიდებულების მხრივ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საკმარისი ხარისხი ბოლო მომენტებში. მაგალითად, ზუსტი გადაცემის გაკეთება და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.
არბიტრების და VAR– ის მუშაობის შესახებ
როდესაც მაგუაეირს გოლი გაუქმდა "ბარნლისთან" მატჩში, ეს ვერ შეედრება ვიქტორის მომენტს. პირადად მე, როგორც ყოფილ თავდამსხმელს, არ მსურს გოლი გაუქმდეს, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრულობა გვჭირდება. ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ჩემი გადასწყვეტი რომ ყოფილიყო, ორივე გოლს ჩავთვლიდი, მაგრამ თუ თქვენ არ თვლით მაგუაიერის გოლს, არც აქ უნდა ჩათვალოთ ასეთი გოლი. VAR სადაო გადაწყვეტილება? მაგუაიერზე ნამდვილად იყო წესის დარღვევა, მაგრამ ასევე იყო თამაშგარე. როგორც ჩანს, VAR ოთახში მყოფ ბიჭს დღეს კარგად არ ეძინა, რადგან ის ვერც კი ხედავდა, რომ თამაშგარე იყო. თანმიმდევრულობა და სიცხადე არის ყველაფერი, რაც გვინდა.
ცუდი იღბლის შესახებ
სემმა საოცარი სეივი გააკეთა ბოლო წამებში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყოს პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ფაქტიურად 3 თავდამსხმელით პირისპირ გავდიოდით და მსაჯმა თამაში დაასრულა.
ბრუნოს ბრწყინვალე გოლი
ეს ფანტასტიკური გოლია! იმ მომენტში ჩვენც კარგად ვითამაშეთ - დავაჭირეთ ბურთი შეტევაზე გადავედით, გადავედით, გადავედით. ჩვენ ბურთი არ დავკარგეთ და ლუკ შოუმ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა. ბრუნუს ტექნიკაც შესანიშნავი იყო. მეტოქეები კარგად იცავდნენ თავს, პრაქტიკულად სხვაზე არ ფიქრობდნენ და სემმა ისინი გადაარჩინა გაუშვებული გოლს, მაგრამ თამაშს უფრო მეტი ხარისხის დამატება გვჭირდებოდა.
თამაშისადმი დამოკიდებულების პრობლემა არ არის
ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვაქვს მატჩის მიმართ. დავინახე კონცენტრაცია, ვხედავდი მწვრთნელების მუშაობას, ამიტომ ყველაფერი რიგზე იყო. ეს მხოლოდ ხარისხია. პრემიერ ლიგაში არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებთ მეხუთე გუნდთან, მეათე თუ მეთვრამეტე, თქვენ უნდა უზრუნველყოთ თამაშის ხარისხი შესაბამის მომენტებში. ცოტა დაუნდობლობა და მოქმედების სიცხადე გვაკლდა.
წაუგებელი სერია გრძელდება
ამ დროისთვის ეს ეპიზოდი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ქულები. ჩვენ უნდა დავწინაურდეთ ცხრილსი და ეს ასე არ გამოვა, თუ სტუმრად ერთ ქულას ავიღებთ. რა თქმა უნდა, დღეს შედეგმა ყველას იმედი გაუცრუა. მეორეს მხრივ, ზოგიერთ სეგმენტში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და არის გარკვეული პოზიტივიც, მაგრამ ზოგადად, ძალიან ვწუხდებით, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ.