თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2021, 13:30
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 37
ოლე თამაშს შემდეგ
ვარის ოთახში მყოფ ბიჭს ეტყობა კარგად არ ეძინა.
ოლე თამაშს შემდეგ
ხარისხის ნაკლებობა

როგორ შევაფასო ჩვენი თამაში? როგორც სამი ქულის უღირსი. ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ ამ მატჩის მოგებისთვის, პრემიერ ლიგაში სამი ქულის მოსაპოვებლად ბევრია საჭირო - ხარისხი, ტემპი, დამოკიდებულება. მე არ ვიტყვი, რომ პრობლემები შეგვექმნა დამოკიდებულების მხრივ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საკმარისი ხარისხი ბოლო მომენტებში. მაგალითად, ზუსტი გადაცემის გაკეთება და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.

არბიტრების და VAR– ის მუშაობის შესახებ

როდესაც მაგუაეირს გოლი გაუქმდა "ბარნლისთან" მატჩში, ეს ვერ შეედრება ვიქტორის მომენტს. პირადად მე, როგორც ყოფილ თავდამსხმელს, არ მსურს გოლი გაუქმდეს, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრულობა გვჭირდება. ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ჩემი გადასწყვეტი რომ ყოფილიყო, ორივე გოლს ჩავთვლიდი, მაგრამ თუ თქვენ არ თვლით მაგუაიერის გოლს, არც აქ უნდა ჩათვალოთ ასეთი გოლი. VAR სადაო გადაწყვეტილება? მაგუაიერზე ნამდვილად იყო წესის დარღვევა, მაგრამ ასევე იყო თამაშგარე. როგორც ჩანს, VAR ოთახში მყოფ ბიჭს დღეს კარგად არ ეძინა, რადგან ის ვერც კი ხედავდა, რომ თამაშგარე იყო. თანმიმდევრულობა და სიცხადე არის ყველაფერი, რაც გვინდა.

ცუდი იღბლის შესახებ

სემმა საოცარი სეივი გააკეთა ბოლო წამებში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყოს პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ფაქტიურად 3 თავდამსხმელით პირისპირ გავდიოდით და მსაჯმა თამაში დაასრულა.

ბრუნოს ბრწყინვალე გოლი

ეს ფანტასტიკური გოლია! იმ მომენტში ჩვენც კარგად ვითამაშეთ - დავაჭირეთ ბურთი შეტევაზე გადავედით, გადავედით, გადავედით. ჩვენ ბურთი არ დავკარგეთ და ლუკ შოუმ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა. ბრუნუს ტექნიკაც შესანიშნავი იყო. მეტოქეები კარგად იცავდნენ თავს, პრაქტიკულად სხვაზე არ ფიქრობდნენ და სემმა ისინი გადაარჩინა გაუშვებული გოლს, მაგრამ თამაშს უფრო მეტი ხარისხის დამატება გვჭირდებოდა.

თამაშისადმი დამოკიდებულების პრობლემა არ არის

ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვაქვს მატჩის მიმართ. დავინახე კონცენტრაცია, ვხედავდი მწვრთნელების მუშაობას, ამიტომ ყველაფერი რიგზე იყო. ეს მხოლოდ ხარისხია. პრემიერ ლიგაში არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებთ მეხუთე გუნდთან, მეათე თუ მეთვრამეტე, თქვენ უნდა უზრუნველყოთ თამაშის ხარისხი შესაბამის მომენტებში. ცოტა დაუნდობლობა და მოქმედების სიცხადე გვაკლდა.

წაუგებელი სერია გრძელდება

ამ დროისთვის ეს ეპიზოდი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ქულები. ჩვენ უნდა დავწინაურდეთ ცხრილსი და ეს ასე არ გამოვა, თუ სტუმრად ერთ ქულას ავიღებთ. რა თქმა უნდა, დღეს შედეგმა ყველას იმედი გაუცრუა. მეორეს მხრივ, ზოგიერთ სეგმენტში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და არის გარკვეული პოზიტივიც, მაგრამ ზოგადად, ძალიან ვწუხდებით, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ.

https://www.manutd.com/
ინტერვიუები
37 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2021 17:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მარსიალს რაც ჭირს ოლეს ბრალი არაა ეგ, კარგად გადახედეთ ფრანგის ყველა სეზონს მანჩესტერში და მერე დასვით კითხვა აწ უკვე 25 წლის მარსიალი გიტოვებტ იმის რეალურ იმედს რო სამომავლოდ ეგ გუნდში გყავდეთ? მე პირადად ამ სეზონამდეც მარსიალზე იმედებს არ ვამყარებდი და მაგიტო ვწერდი ყოველწამს რო სანჩო ჰაერივით გვინდათქო, მარსიალმა საკმაოდ დიდხანს ითამაშა ამ კლუბში ცხიანზეც მარჯვენა ვინგერადაც და მარცხენა ვინგერადაც , ცრუ ცხრიანადაც და ჯამში თამამად ვიტყვი რო საშინელი ვინგერია და რაც შეეხება მის ცენტრფორვარდობას აშკარად აკლია ის აგრესია და საჯარიმოში მოქმედების ჟინი და აქტიურობა და უფრო მარტივი სიტყვებით რო ვთქვა მარსიალი არც ერთ შემტევ პოზიციაზე არ აკმაყოფილებს ამ კლუბის დონეს ესე იყო ოლემდეც და ესე არის ეხლაც და არანაირად ოლეს ბრალი არ მგონია ის რო ასეთი უჯმური ფეხბურთელი ვერ მოხოდა, ოლეს ხელში ფრედი ისე მოიხოდა და ბევრი სხვაც რო მგონი მარსიალის ცუდი ფორმის გამო ოლეს გაკიცხვა სასაცილოა
0
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
15 თებერვალი 2021 17:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
დავით კომენტარის წერა რო დავიწყე თავიდანვე დავწერე, რომ ყველამ ვიცით, რომ ოლე ტოპ კლასის მწვრთნელი არ არის თქო და გუნდთან ერთად იზრდება თქო. შემიდარებია კი არა, ფერგისთან ახლოსაც კი არ მომიხსენიებია. რათქმაუნდა ვიტყვი საღოლ რეშს და მარსოს, რაკაი გოლი შეაგდო ან რაკაი პასი გააკეთა თქო,მაგაზე კი არა ჯეიმსზეც ვიტყვი, თუ რამე კარგს იზავს :) ფაქტი ხოა, რომ რეშიც და მარსიალიც, იგივე გრინვუდიც ვერაფრით ვერ წავიდნენ წინ, აი რა განვითარების დონეც აკრიფეს და თითქოს რაღაც მწვერვალამდე მივიდნენ და გაჩერდნენ. გასაგებია არის არასტაბილურობა დ აკიბატონო ჩავარდნებიც და ეგ კარგად ჩანს,მარა ხო ფაქტია რომ გუნდი ძალიან ხშირად საკმაოდ გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ავტობუსი ხომ არ აყენია არა? მაქსიმალურად უტევს და ახლა გუნდი რო შეტევაშია და ერთხელ მოგცეს კაი პასი, მეორედ მოგცეს კაი პასი, მესამედ, 3,4,5 - ჯერ მეკარესთან პირიპირ დაგტოვეს, დაგიღეჭეს ისეთი პასი მოგცეს და უბრალოდ ვერ იყენებ და მერე იმ თამაშს იასნად ვერ მოიგებ და გამოდის მწვრთნელია დამნაშავე. კითხვა მაქ დავით შენთან. პესეჟესთან კაცურად ვინ წააგო თამაში? მწვრთნელმა და უნიჭო ფორვარდებმა? რაც ჩვენ იმათ უტიეთ და მომენტები შევუქმენით და რაც მარსიალმა იკადრა ნუ არვიცი. დაცვაა პრობლემაო გავიძახით, დაცვა კი არაა პრობლემა, გამტანი არ ყავს გუნდს და ეგაა პრობლემა. კავანის არ ვეხები რათქმაუნდა ბებერი ლომია. ლუკაკუს გაშვება კი ვისთვის როგორ, მე არ გავუშვებდი მაგალითად, თუმცა ლუკაკუ კი არა აგერ ნეიმარი და რონალდო გაუშვეს :) მოკლედ მე პროგერსს ვხედავ და თან საკმაოდ აშკარად, ჯოზეს დროს თუ 15 კუთხურს გვიწვდინენ და 24 კარში გვირტყავდნენ, ახლა ეგრე აღარაა და მეორე ნომრად არ ვთამაშობთ და გოლს თუ ვუშვებთ ყურებს არ ვყრით და ვუტევთ და რავიცი. მგონია, რომ ამ ზაფხულს მინიმუმ 3 კარგ ტრანსფერს დადებს ოლე და ახალი სეზონიდან უკვე თავის გემოზე შეუბერავს, რადგან გუნდი უკვე თავიდან ბოლომდე თავისი დაკომპლექტებული იქნება!!!
0
№13
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2021 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ჰანდიკაპით რომ იგებდა თამაშებს და მარსიალი ფორმაში იყო ეგ ოლეს დამსახურება იყო მისი გადადგილებები პოზიციური თამაშები ოლეს მითითება იყო ეხლა არ ვარგა და დამნაშავე მარტო მან გამოდის მაშინ დაყენოს თავისი მოყვანილი 40 მილიონიანი ტრაორე სკამზე დასმაც რომ ვერ გაურისკია. 18 წლის ასაკში ხალხი ნაკრებს ლიდერობს სადაც გრინვიდს შეუძლია ამდენი თამაშის ჩატარება ეგ ვერ შეძლებს? 1 წელია სხვაობა მათ შორის თუ #ლე დარჩა ? მალე ვილიამს უფრო მეტ დროს გამოუყოფს ვიდრე ტელეშს... ცალკე რეში ტუხელს რომ უნდოდა პსჟში და მბაპეს ადარებდნენ მაშინ კარგი იყო არადა სალაჰი რომ მაზავს იმდენს ეგ ორი ერატად აღებული ვერ გამაზავს ხალხი რომ წერდა გრინვუდზე და რეშზე არ მჯერა მაგის ტალანტობისო დასცინოდა სასტავი ახლა მათ შეიცვალეს აზრი. ოლე გამოდის და ჯონსზე ამბობს ისეთი კაცია ვისზეც დაყრდნობა შეიძლებაო და ველოდებით მის გამოჯამრთელებასო თქვენ იძახით ხალხი არ ყავს და ჯონსის ბრალია დაცვა ასერომ თამაშობსო არადა კაცი კმაყოფილია ამ შემადგენლობით. ოლე თუ რამეს ვერ აკეთებს არაუშავს ისწავლის ვითარდება გუნდთან ერთად მოესი რომ იყო ეგრე ის თურმე #ლე ყოფილა. დაკარგული ქულები ლინდელოფის და ტუანზებს ბრალია მაგათზე მიდის დაჯმა არადა მაგუაერი უფრო უარესია კაპიტანი ეგ რომ არ უნდა იყოს მაგაზე არაფერს ამბობთ და საერთოდ სადაც ლინდელოფია შესაცვლელი იქ ესეც გასაჩერებელი რომ არა..
ჟოზეს მამჩესტერისგან განსხვავებით უფრო უკეთეს ფეხბურთს რომ თამაშობს გუნდი ამას არავინ უარყოფს
ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ გუნდში ახალგაზრდებმაც გაიზარდნენ და რა გასაკვირია სანჩო თუ მოვა 2-3 თამაშით მეტს ჩატარებენ მაღალ დონეზე მარა საბოლოდ სამსი გრძელი შერჩებათ ამ #ლე სამწვრთვნელო შტაბის ხელში.
0
№14
ავტორი: arxivi
15 თებერვალი 2021 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ციტატა: Malboro463

ღადაობ?მარსიალი და რეში ორივე ერთად აღებული სალაჰის ნახევარიც არაა,კაცი სამი წელია ზედიზედ ბომბარდირი ხდება პრემიერლიგის და რა რეში და რა მარსიალი

№15
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2021 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ციტატა: arxivi

ღადაობ?მარსიალი და რეში ორივე ერთად აღებული სალაჰის ნახევარიც არაა,კაცი სამი წელია ზედიზედ ბომბარდირი ხდება პრემიერლიგის და რა რეში და რა მარსიალი

მერედა ვინ თქვა რომ არის? თითო რომ დამატო კიდე მაინც არ ეყოფა
0
№16
ავტორი: Manumanu123
15 თებერვალი 2021 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ციტატა: ALEXFERGUSON
წინა სტატიაზე მინდოდა გამოვხმაურებოდი რამდენიმეს, მაგრამ აქ დავწერ რასაც ვფიქრობ.

მოდი დავიწყოთ ოლეს კრიტიკით - გასაგებია და ყველამ ვიცით, რომ ოლე არ არის ტოპ მწვრთნელი და რეალურად სწავლის პროცესია ისევ და იზრდება გუნდთან ერთად, მაგრამ მარსიალი, რეშფორდი, ხო არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები? წესით გამოცდილებაც აქვთ საკმაოდ დიდი, ადაპტირებულებიც არიან, მაგათი მოვალეობა ხომ არის მოედანზე გადაწყევტილებების მიღება? მაშინ ამიხსნას ვინმემ, რა უნდა ქნას მწვრთნელმა, როცა თავდამსხმელი,შემტევი უბრალოდ 99% იღებს არასწორ გადაწყვეტილებას? 10-დან 9 100% გოლს ვერ იტანს, რაუნდა ქნას მწვრთნელმა? დასვას უნდა სკამზე ხო? კიბატონი და მერე? მერე რაუნდა ქნას, ვინ უნდა დააყენოს? უკეთესი გვყავს ვინმე? რაქნას მწვრთნელმა, თუ გუნდში დახვდა ლინდელოფი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მოიყვანა ამ კაცმა 80 მილიონიანი მცველი და დახვდა გუნდში კასტილიანი ჯონსი, ტრამვიანი ბაილი და როხო და არცერთი მარჯვენა მცველი. ამ ყველაფერს აწყობა და დალაგება არ უნდოდა? ეგრე სადაა, მოხვიდე და ჰაიდა ააწყო გუნდი. რაც ოლემ ტრანსფერებში დახარჯა იმაზე 5-ჯერ მეტი გავრდიოლამ მარტო მცველებში გადაიხადა და რავქნათ ახლა შეიხი მფლობელები რო არ გყვავს? აქ ისმის,რომ აი ბრუნო მივიდა და აი კავანი იტანს და ა.შ. დიდ მზინებს დიდი ფეხბურთელები რო ჭირდება ვინმესთვის ახალია? მარტივი მაგალითი გაქვთ აგერ რეალი რას დაემსგავსა და ნეტა რატო? ზიდანია ბანძი მწვრთნელი? მთელი გუნი ფლანგიდან გაიქცა ბენზემაზე ჩააწოდას მეტს რო არაფერს აკეთებს და რატო? იმიტომ, რომ აღარ ყავს შესაბამისი კლასის ფეხბურთელები. მწვრთნელის მოვალეობაა სწორად შეარჩიოს ტაქტიკა და განაწყოს ფეხბურთელები, მოედანზე კდიე ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

მწვრთნელმა რა უბნა ქნას? მწვრთნელმა უბდა ასწავლოს ყველაფერი კლოპმა სალაჰი დახვეწა მანე ფირმინო და ბევრი გუარდიოლამ გამოგდებული ჟოზესგან დებრუინი საუკეთესოდ დახვეწა და აი მეზარება ჩამოთვლა მაგრამ მებისნიერი მაღალიდონის ხელდი დაცვით ტრენერს არ ვიძახი ჟოზე რო არ გამიხსენო ყველაფერს ასწავლიდა მწვრთნელი რისი მწვრთვნელია თუ დაცვა არ ასწავლა და შეტევა საერთოდ დარტყმა მიღება პასი მოტყუება და ყველაფერი უნდა ასწავლოს რასაც ვხედავ რომ არ ააქ ნასწავლი
0
№17
ავტორი: ALEXFERGUSON
15 თებერვალი 2021 20:30
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Manumanu123

რავი ძმაო მინახია მწვრთნელის დარიგებაც და მე იქ არ მიხნავს უებნებოდეს მწვრთნელი თავდამხსმელს, 1-1ზე რო გახვალ მეკარეს თვალში დაუმიზნე დ აისე დაარტყიო. მე ვიცი მწვრთნელი თამაშის წინ აკეთებს მონახაზს, თავდამსხმელს აძლევს დავალებას განხილვის შედეგად რომელ მცველზე უნდა წავიდეს, მეკარეს სად აქვს სუსტი მხარე, მაღალ ბურთებს უფრო ადვილად იღებს თუ დაბლებს და ა.შ. მწვრთნელი ინფორმაციას აწვდის და უთითებს ფეხბურთელს მის ადგილს სად უნდა იმოქმდოს, ახლა თავდამსხმელს თუ ცეკვის ჩუსტები აცვია ბუცის მაგივრად, ან ორივე ფეხი მარჯვენა თუ აქვს, მწვრთნელმა რაუნდა ქნას? მინდორზე მოტამაშე იღებს აბსოლიტურად ყველა გადაწყვეტილებას, როდის პასი გააკეთოს, როდის დაარტყას და ა.შ. აქ ესენი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ვინ დამაჯერებს, რომ სოლსკიაერი ეუბნება რეშფორდს, კართან 3 მეტრში რომ ხარ, იფინტავე და კინტაურის ილეთები აკეთეო. ოფიციალურად არ ურტყავს და ჟონგლიორობს რაღაცეებს.
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2021 21:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
საკმარისია მგონი არასტაბილური პერიოდი, უნდა დაიწყონ მოგებები
0
№19
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2021 21:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ოლეს მოძულეებს მშვენიერი მიზეზი აქვთ მარსიალიტ აპელირება და ოლეს დაჯმა მარა რეალურად ვინც ჭურში არ ზის იმათთვის ნათელია და დიდი ხნის წინ მიხვდნენ რო მარსიალზე იმედების დამყარება არათუ სათუო არამედ უაზრობაა იმდენად არასტაბილურია ფრანგი სეზონის განმავლობაშივე, ეგრე იყო სხვა მწვრთნელების ხელში და ეგრეა ეხლაც ოლე თუ მაგ ლოგიკით დაბალი დონის მწვრთნელია დაბალი დონის ყოფილან მისი წინამორბედებიც.
0
№20
ავტორი: sergi070
15 თებერვალი 2021 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
გამარჯობათ ბიჭებო. აი ასეთი დებატები მომწონს ხოლმე ყველაზე მეტად, როცა აქ შემოვდივარ, ყველა ჩემი აქ დაწერილი კომენტარი რაც აქამდე დამიწერია უფრო მწვრთნელის დაცვა გამომდის ხოლმე, არც დღეს ვიქნები განსხვავებული აზრის. აქ ხართ მაქსიმალისტი გულშემატკივრები და აქ ხართ მომთმენი და მომავლისს მაცქირალი ხალხიც. ყველას პატივს გცემთ... ასე მგონია რომ ერთი ხელის მოსმით ვერაფერი შეიცვლება (არმინდა რომ ერთ სეზონიან ჩელსის დავემსგავსოთ

არც ის მინდა რომ მწვრთნელის ყველა კაპრიზი ასრულოს კლუბმა(სიტის ვგულისხმობ რაც არ უნდა მაგარი ათწლეული ქონდეთ მაინც ექნებათ მაყუთიანო შეიხების კანტორის იარლიყი)

ლივერპული( no coment)

მე მინდა ტრადიციული მანჩესტერი. თავისი დიდი ისტორიით. დაფასებული ლეგენდებით და მწვრთნელებით. აკადემიით. ლაღი ფეხბურთით. თავისი stretford end -ით და ასე შემდეგ....

მგონია რომ მომავალი სეზონიდან რადიკალურად განსხვავებულ მანჩესტერს ვიხილავთ. უფრო დაღვინებულს და დაკაცებულს. ამის კონტურები აშკარად ჩანს. იმიტომ ვიცავთ ოლეს ასე გამეტებით, ფეხბურთის ყურების ხალისი რომ დაგვიბრუნა. არის ჩაგდებული თამაშებიც. არც თუ ცოტა, მაგრამ ორი წლის წინანდელი მანჩესტერი და ახლანდელო ერთი და იგივეა განა?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top