თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2021, 13:30
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 37
ოლე თამაშს შემდეგ
ვარის ოთახში მყოფ ბიჭს ეტყობა კარგად არ ეძინა.
ოლე თამაშს შემდეგ
ხარისხის ნაკლებობა

როგორ შევაფასო ჩვენი თამაში? როგორც სამი ქულის უღირსი. ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ ამ მატჩის მოგებისთვის, პრემიერ ლიგაში სამი ქულის მოსაპოვებლად ბევრია საჭირო - ხარისხი, ტემპი, დამოკიდებულება. მე არ ვიტყვი, რომ პრობლემები შეგვექმნა დამოკიდებულების მხრივ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საკმარისი ხარისხი ბოლო მომენტებში. მაგალითად, ზუსტი გადაცემის გაკეთება და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.

არბიტრების და VAR– ის მუშაობის შესახებ

როდესაც მაგუაეირს გოლი გაუქმდა "ბარნლისთან" მატჩში, ეს ვერ შეედრება ვიქტორის მომენტს. პირადად მე, როგორც ყოფილ თავდამსხმელს, არ მსურს გოლი გაუქმდეს, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრულობა გვჭირდება. ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იყო. ჩემი გადასწყვეტი რომ ყოფილიყო, ორივე გოლს ჩავთვლიდი, მაგრამ თუ თქვენ არ თვლით მაგუაიერის გოლს, არც აქ უნდა ჩათვალოთ ასეთი გოლი. VAR სადაო გადაწყვეტილება? მაგუაიერზე ნამდვილად იყო წესის დარღვევა, მაგრამ ასევე იყო თამაშგარე. როგორც ჩანს, VAR ოთახში მყოფ ბიჭს დღეს კარგად არ ეძინა, რადგან ის ვერც კი ხედავდა, რომ თამაშგარე იყო. თანმიმდევრულობა და სიცხადე არის ყველაფერი, რაც გვინდა.

ცუდი იღბლის შესახებ

სემმა საოცარი სეივი გააკეთა ბოლო წამებში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყოს პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ფაქტიურად 3 თავდამსხმელით პირისპირ გავდიოდით და მსაჯმა თამაში დაასრულა.

ბრუნოს ბრწყინვალე გოლი

ეს ფანტასტიკური გოლია! იმ მომენტში ჩვენც კარგად ვითამაშეთ - დავაჭირეთ ბურთი შეტევაზე გადავედით, გადავედით, გადავედით. ჩვენ ბურთი არ დავკარგეთ და ლუკ შოუმ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა. ბრუნუს ტექნიკაც შესანიშნავი იყო. მეტოქეები კარგად იცავდნენ თავს, პრაქტიკულად სხვაზე არ ფიქრობდნენ და სემმა ისინი გადაარჩინა გაუშვებული გოლს, მაგრამ თამაშს უფრო მეტი ხარისხის დამატება გვჭირდებოდა.

თამაშისადმი დამოკიდებულების პრობლემა არ არის

ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვაქვს მატჩის მიმართ. დავინახე კონცენტრაცია, ვხედავდი მწვრთნელების მუშაობას, ამიტომ ყველაფერი რიგზე იყო. ეს მხოლოდ ხარისხია. პრემიერ ლიგაში არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებთ მეხუთე გუნდთან, მეათე თუ მეთვრამეტე, თქვენ უნდა უზრუნველყოთ თამაშის ხარისხი შესაბამის მომენტებში. ცოტა დაუნდობლობა და მოქმედების სიცხადე გვაკლდა.

წაუგებელი სერია გრძელდება

ამ დროისთვის ეს ეპიზოდი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ქულები. ჩვენ უნდა დავწინაურდეთ ცხრილსი და ეს ასე არ გამოვა, თუ სტუმრად ერთ ქულას ავიღებთ. რა თქმა უნდა, დღეს შედეგმა ყველას იმედი გაუცრუა. მეორეს მხრივ, ზოგიერთ სეგმენტში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და არის გარკვეული პოზიტივიც, მაგრამ ზოგადად, ძალიან ვწუხდებით, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ.


https://www.manutd.com/
ინტერვიუები
37 კომენტარი
№21
ავტორი: Phil Jones
15 თებერვალი 2021 21:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აქ რა შუაშიადა ეს სიტი აქედანვე ჩათლახებად რო ზრდის აკადემიის ბავშვებს :))) ტიპებს ბურთი უნდა დაებრუნებინათ და აქეთ გაუტანეს გაჩერებულ გუნდს :))) მერე ეტყობა ინამუსა რომელიღაც ტრენერმა და გაატანინა აქეთაც მოკლედ ღადაობა იყო
0
№22
ავტორი: sergi070
15 თებერვალი 2021 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ოლეს რომ ვაბრალებთ ამა თუ იმ ფეხბურთელის ცუდ თამაშს, არაა სწორი. არც ისაა სწორი როცა ლუკაკუს გაშვება ოლეს ბრალი რომაა და ბრუნოს მოყვანა ვუდვორდის დამსახურება. არც ისაა სწორი როცა ვამბობთ რომ ხომ ხედავს ამდენი ხანია რისი მაქნისიცაა ესა თუ ის ფეხბურთელი აქამდე როგორ ვერ მიხვდა მწვრთნელიო. ჩვენზე კარგად მიხვდა ოლე ყველაფეს და იცის, ერთბაშად ვერ შეცვლი ყველაფერს ( აბრამოვიჩი არ გვყავს)

ლუკაკუს ეგონა რომ გემი იძირებოდა და გაიპარა
რა ეგრე არიყო? ოლემ არ გააჩერა და გაუშვა იმიტომ რომ მანჩესტერში დარჩენის და ძირითადისთბის ბრძოლის მოტივაცია არ ქონდა

არ ვიცი ლუკაკუ რას ფიქრობდა. ალბათ იფიქრა ჟოზ და ვან გაალმა თუ ვერ დააბრუნეს ეს გუნდი გრანდებში ოლე საერთოდ ჩაისვრისო და გაიპარა.

ახლაც იმ აზრზე ვრჩები რომ ლუკაკუს შეეძლო ოლეს მანჩესტერში გაქაჩვა, არ მოინდომა და წავიდა
0
№23
ავტორი: Karanadze
16 თებერვალი 2021 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Lukaku aris pogbaze uaresi trakis tamasha tipi. Pretenzia aq ro erterti sauketesoa msoflio mashtabit mis poziciaze da mere tlikinebs me pogbas da sanches gvtxovdnen bevrso. Iasna aba grinvuds vin motxovs?? Me pirdapir vityvi dzmao magari nervebic meshleba aset tamashs ro chaatarebs gundi magram oles vendobi erti sezoni kide tuver izams verafers mere daifaros qudi. Magram martla cvetshi vityvi ro gundi saocar tamashs chaatarebs da tipebi ert comentars ar weren waagebs da dedis glandebis ginebit ivseba statiebi comentarebit da icit risi bralia? Tavidan ro oles dajma daiwyet exla gitydebat sapirispiros tqma da chumat xart da rogorc ki chaisvrian sunze ichiteba sastavi gaxarebuli. (IASNA AREXEBA UMRAVLESOBAS, DA VISAC EXEBA SHEURAWYOFAS ARC IMAT VAYENEB FAQTEBIT VMSJELOB PROSTA) da bolos gushin wavikitxe vin werda arvici manchesteris chatexvebze vtamashobo dd sakmaot maq natamashebi magram arasdros ar damiweria manches inglisis da saqartvelos wageba. Tamashs ro chaujdebi sheni sayvareli gundis da wageba ro giweria ras unda uyuro ver vxvdebi

Lukaku aris pogbaze uaresi trakis tamasha tipi. Pretenzia aq ro erterti sauketesoa msoflio mashtabit mis poziciaze da mere tlikinebs me pogbas da sanches gvtxovdnen bevrso. Iasna aba grinvuds vin motxovs?? Me pirdapir vityvi dzmao magari nervebic meshleba aset tamashs ro chaatarebs gundi magram oles vendobi erti sezoni kide tuver izams verafers mere daifaros qudi. Magram martla cvetshi vityvi ro gundi saocar tamashs chaatarebs da tipebi ert comentars ar weren waagebs da dedis glandebis ginebit ivseba statiebi comentarebit da icit risi bralia? Tavidan ro oles dajma daiwyet exla gitydebat sapirispiros tqma da chumat xart da rogorc ki chaisvrian sunze ichiteba sastavi gaxarebuli. (IASNA AREXEBA UMRAVLESOBAS, DA VISAC EXEBA SHEURAWYOFAS ARC IMAT VAYENEB FAQTEBIT VMSJELOB PROSTA) da bolos gushin wavikitxe vin werda arvici manchesteris chatexvebze vtamashobo dd sakmaot maq natamashebi magram arasdros ar damiweria manches inglisis da saqartvelos wageba. Tamashs ro chaujdebi sheni sayvareli gundis da wageba ro giweria ras unda uyuro ver vxvdebi
0
№24
ავტორი: Manchester2008
16 თებერვალი 2021 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ბიჭებო პესის პაჩების დაყენება ვინც იცით შემეზმიანეთ ძმურად რა ვინც დამეხმარება კაი პატივის ცემა ჩემზე იყოს და ნებისმიერ ტოტალიზატორის ანგაიშზე უჯიგრებ 20ლარს
0
№25
ავტორი: sancho6666
16 თებერვალი 2021 06:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 198
სად ხედავთ განვითარებას ვერვიგებ ....აი სააააააად ?? შედეგს სადხედავთ საააააად .... ბიჭოო სად დაინახეთ გუნდის განვუთარება რასეზონს უყურებთ მართლა ვერვუგებ პროსტა ვიღაცამ დაწერა გუბდი საოცარ თამაშს ჩაატარევს და ქრებიანო ანუ აზრი ? საოცაარ თამაშსო წერ და მთლიაააან სეზონში ეგ საოცარუ თამაში იყო რაცმახსენდება სულ მაქსიმუმ ხუთი აიი ხუთი მატჩი ....ლაიოციგთან მოგება 5-0 ... ვესტ ჰენთან .... სოტონთან 9 -0 ... ებეროტონთან პირვეკ წრეში ის 3 ით 1 ...და ლიდსიი 6 - 2 მაგარი თამაში იყო უი ბაშექშეჰირთანააც ... აი ვააააფშე ყვეკა მატჩს ვუყურე და აი 6 თამაში 6 თამაში 6 ივე დაბალი დონის გუნდთან ერთადერთი ლაიპციგი და ევერტონია საშუალო დონე 30 ზე მეტი მატჩი ჩავატარეთ ....აი ეხა აქ ხოხართ ფეხვურთის მცოდნეები ხო გესმით და ხოხედავთ გუბდის პროგრეს ამ 6 მატჩის გარდა აი სადდაინახეთ გუბდის პროგრესი ან რაში დაინახეთ .... ბრაიტონთან მოვიგეთ მარა გადაგვიაარეეეეეეეს აი გადაგვირბინეეს 5 ძელი 5 ასპროცენტიანი მომენტი ბოლო წამებზე პენალი და გადავრჩით 3 ქულა ავუღეთ ... ასტონ ვილა იყო და პირველი ტაიმის ბოლოს ცარიელ კარში რო წაიქცა თავდამსხმელი ფეხები რო აებლანდა და მაგის მერე 2 100 პროცენტიანი მომენტი რო ამაზა 3 წუთში თან ვაგებდიით პახოდუ მარა 3 ბურთიანი იქნებიდა სხვაობა პროსტაა აი სასწაუკით გადავრჩიტ კურიოზი იყო მერე მაანდააც ბოლოწამევზე გავუტანეთ მოვიგეთ ... ბარნლი იყო პირველ წრეში ბოლოს წამებზე მოვოგეთ ანუუ რავიარსენალს ჩელსის სიტის ლივერპულს ტოტწნჰემს მატჩი ვერმოვუგეთ ტოტენჰემმა გადაგვირბინა საერთოდ მატჩს ვინჩივის გოლიც ვერგავუტანეთ გოლი რო გოლია ეგ ვერგავყთანეთ 6 გუნდიდან ვერცერთს ააა ტოტენჰემს გავყტანეთ მარტო ისიც პენალით მარა ჯობდა არგაგვეტანა 6 - 1 სამარცხვინო იყო ლიგაზე ჯგუფში ჩავრჩით დდდდ მ ო ვ ტ ყ ან ესეთი ოროგრესი წინ და უკან .... საად ხედააავთ საააად აი ჩესნად ვთქვათ მანჩესტერს წელს გამოვაკლოთ მსაჯის მიერ დამატებული დრო და არავიიინ თქვას ეხა ოლეს ტაქტიკაა დამუშავებული და 83 წუთზე აქვს გეგმებუ გათვლილიო ... მსაჯის მიერ დამატებუკი დრო რო გამოვაკლოთ პრენიერ ლიგაში 14 ქულა უნდა გამოაკლო 14 ....ანუ ეს იცი რასნიშნავს ჩვენსა და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან მხოლოდ ისხვაობაა რო ჩცენ ბოლო წამებზე გავუტანეთ ბრაიტონთან ვილასთან 3 ჯერ კავანიმ გადაგვარჩინა ერთხელ რაშფორდმა ბოლო წამებზე .... კიდეევ ერთხელ მოგი***თ პროგრესი. ვუდოვრდ და ოლე გუნარ სულშერ ...წელს ავაკთ 70 ქულაზე ისე ? ანუ მიურინიოს 86 ქონდა ოლეს ბეევრად ნაკკები მოუ ცენზურაა ოლე გებიოსია რავი იყოს ეგ ვიზისგაგდებული პროსტა ვერააასდროს ვერააააასდროს ტიტულს ვერააასდროს ვერმოვიგებთ ოლეს მენტალიტეტით პირველივე სეზონში ოთხეულში გასვლა რო შეგვეძლო და ბოლო 4 მატჩიდან სამი წააგო და როამბობდით აქ შანსი რო გვქონდა ეგეც კაიაო მანდ შეეტყო შანსი ჩნდება თუარა ეგრევე ფართხალს იწყება ეგრევეეეე ეგრე ქნა ოთხეულზეც ეგრე ქნა სევილიასთანაც ჩელსის 3 მატჩი მოუგო სეზონში და ნახევარფინალში აი პირწმინდად უშანსოდ კარში დაურტყმელად წააგო ეგრე ქნა ლიგაზეც ლაიოციგთან ეგრე ქნა ეხაც შეფილდთან დდდდ ბიჭო მეცინება პროსტა მარა სატირალია ტიპი ძააააააან ცენზურაა და სასტავი აქ ვერხედავს და პროგრესი გვაქვსო სად რაპროგრესი რო არა იღბალი აი პირწმინდად ვამბობ რო არა ბოლოწამებზე გავარდნევი არაფრიიდან ეხა ვიქნებოდით 11 ადგილზე დდდდ სეზონში 6 მატჩი ჩაატარეს მაღალ დონეზე დალშე ფრჩხილები დაგვაჭმევინეს დდდდ რა პროგრესი დდდ ეხა ვაფშე ვიღაცამ გააძრო ტრანსფერები უნდაო დდდდ კავანი ყავს ბრუნო ყავს ჯეიმსი ყავს ვანდებეეკი ყავს მაგუაიერი ყავს ვანბისაკა ტავს ტელეში ყავს ტიპმა მარჯვენა მცველი მარცხენა მცველი ცენტრალური მცველი ორი ნახევარმცველი ბრუნო და ბეეკი ერთი ვინგერი ფორვარდი ყველააა გამოცვალა ვაფშე 11 კაციდან 7 კაცი იყიდა ტიპმა.და რავი დეხეას ბრალი ყოფილა და პოგბასი დდდ მთლად ისეთი გუნდი თუვიყავით რო 11 კაციდან არცერთი არვარგოდა არაფრად და ჯანდაბას იყიფოს ის 4 ფეხვურთელიც და ვარემ შეცვალოს 11 ივე დდდდ წელს იმედია ოთხეულში შევალთ ანუ მეორეზე რივერგავაკთ მაგაზე ორი აზრი არააა პროსტა იმედია შევალთ და აქ სასტავი პროგრესად ჩათვლის მომავალ წელს ისევ ოთხეული ისეევ ორ9გრესი ცენზურაა ეს ოლე და ვერგაიგო აქ ხალხმა

0
№26
ავტორი: Roberto
16 თებერვალი 2021 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 484
რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ოლეს არავინ გაუშვებს კიდე კარგა ხანი,კარგი იქნება ეს თუ ცუდი არვიცი მაგრამ არ გაუშვებენ.ზოგადად არ მინდა ეხლა მასზე ვილაპარაკო,თავს შევიკავებ.აქ რო ვაკვირდები ზოგი აფანატებს ოლეზე და ზოგი კიდევ ზიზღის თვალით უყურებს,კი ბატონო შედეგი სახეზეა და რაღაცა გამოასწორა,მაგრამ ნურავის ეწყინება და ოლეს ეტყობა რომ ტაკტიკოსია დიდად და არც სამწვრთნელო ოსტატობით გამოირჩევა,გაიზრდება და განვითარდებაო რო ამბობენ ღმერთმა ქნას,მაგრამ მანამდე დაბერდნენ ყველანი და დავბერდებით ჩვენც,ჯანდაბას აღარ გავაგრძელებ,მე მაინც ვერაფერს შევცვლი და რაც არი არი,თვალყურს ვადევნებთ მილან-არსენალის გაერთიანებულ ვერსიას,რას ვიზამთ.მე უფრო მეტად ამ მომენტში მწყდება გული ორ რამეზე,ერთი იმაზე რო იუნაიტედს თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი უღირსი კაპიტანი არ ყოლია და მეორე გრინვუდზე,გრინვუდი არის დაბადებული ბომბარდირად(რუსულად რო იტყვიან ПРИРОЖДЕННЫЙ БОМБАРДИР),მაგრამ სამწუხაროდ თავიანთი უვიცობის გამო დროსაც აკარგვიებენ და განვითარებაშიც ხელს უშლიან,ამ მომენტისთვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებენ ამ ახალგაზრდა ტალანტისთვის,იმდენი არ ქნან რომ მთლად გააფუჭონ
0
№27
ავტორი: ALEXFERGUSON
16 თებერვალი 2021 11:53
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
sancho6666

სად ვხედავ და იქ ვხედავ, რომ ლივერპული თავზე ბურთს არ გვახევს რაც მოურინიოს დროს ხდებოდა. ფელაინის შემთხვევით გავარდნილი გილის მერე, რო 11 კაცი კარში არ დგას აი მანდ ვხედავ პროგრესს. 0 სახიფათო დარტყმა არ გვიწერია გრაფაში და იქ ვხედავ შედეგეს. და 2 გაშვებული გოლის შემდეგ რო 3-ს ვუტნათ იქ ვხედავ შედეგს. ვარჯიშებზე რო ფეხბურთელები იციანიან და თავისუფლად რო არიან აი მანდ ვხედავ შედეგს. სწორი ტრანსფერები რო კეთდება და არა გუნდში ფულის გამო მოყრილი დიმარიები და ფალკაოები, აი მანდ ვხედავ შედეგს. რაც შეეხება, ბრაიტონმა აი ძელს გაგვირტყა და იქ ვიღაცამ ბურთს ფეხი ააცილა და იქ პენალი დაგვიდეს და ა.შ. აბა როგორ გინდა შენ? ცალკარა ვეთამაშოთ? ხან შტანგას გაგირტყავენ, ხან მეკარე აიღებს და ხან პენალს დაგვიდებენ, ბოლო წამზე მოიგებ და ხან პირველ ტაიმში. აბა სხვანაირი ფეხბურთი მე არვიცი. ეს სეზონი ასე იქნება, არასტაბილურობა, ხან ზედმეტად კარგი თამაში ხან საშუალო და ხანაც ცუდი. ვერცერთი სხვა მწვრთნელი ვერ დადებდა შედეგს პირველივე სოზნში, ამ გაფარჩაკებული გუნდით. წარმოიდგინე აბა მოხვედი გუნდში და გხვდება ორად გაყოფილი გასახდელი და მართლა კლანებად დაყოფილი. ამას გარდა გხვდება: ბაილი,ჯონსი,როხო,სმოლინგი,ლიდელოფი,იანგი,ლინგარდი, ფელაინი პოგბა, (რომელიც გაქცევაზეა და წასვალზე განცხადებას განცხადებაზე აკეთებს) გომესი,ჩონგი. და შენ სოლსკიაერისგან ითხოვ, რომ აი რაც ჩამოვთვალე ამ გუნდით შედეგი დაედო თუნდაც ოთხეული? რეალურად ხო ეს გუნდი დაახვედრეს რო მოვიდა. აგერ რონალდო წავიდა და მთელი რეალი ჩაწვა, აგერ ვანდეიკი დაემტვრა და თამაშს თამაშზე აგებს, წაგებას ვინ ჩივის ბარნლის 90 წუთში ერთხელ ვერ ურტყავს კარში და გააგდონ მაშინ კლოპიც შენი ლოგიკით. ბარნლის რო ენფილდზე კარის მიმართულებით ვერ დაურტყავ, გასაგდები ყოფილა იურგენა.

არვიცი, ან თქვენ უყურებთ სხვა თვალით ფეხბურთს ან მე. გუნდი რო 0-0 ზე არ თამაშობს და მენტალურად ფრეც მისაღები რო არაა და 1 ქულაზე ლივერპულთან რო მთელი გუნდი უკმაყოფილოა და იმედგაცრუებულია, აი მანდ ვხედავ თუნდაც წინსვლას.
0
№28
ავტორი: BARAATTT
16 თებერვალი 2021 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ლაშა მაგ გუნდით შენ რაც ჩამოთვალე მოუმ 81 ქულა დადო და მეორე ადგილი, 38 თამაშში 28 გოლი გაუშვა მხოლოდ, არაა შედეგი? ჩვენ კიდე დავიმატეთ ბისაკა პლიუს მაგუაიერი ჯამში ხოა დაახლოებით 130 მილიონი? და 24 თამაშში 31 გოლი გავუშვით,, ამას რატომ არ ამბობთ? ხო გააკეთა საჭირო ტრანსფერები წმინდა ოლემ, დადოს 81 ქულა მინიმუმ ამ სეზონში მეორე ადგილი და დანარჩენზე.მერე ვილაპაკორთ, ზუსტად ამას ვგულისხმობ როცა მიკერძოებულად საუბრობთ :)
0
№29
ავტორი: Roberto
16 თებერვალი 2021 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 484
ზოგჯერ მგონია გრანდები ფორმაში რომ იყვნენ ოთხეულშიც არ ვიქნებოდით,ან შეიძლება დამთხვევა იყოს,ლივერპული და ჩელსი რო ვერ არიან მაგიტომაა მეორეზე რო ვართ,ყველაზე მეტად საინტერესოა ერთი ჩვენი მწვრთნელი რო ჩაუდგეს სათავეში ვესტჰემს ან ევერტონს,სოტონს,ნეტა რას იზამდა,ყველაზე მეტად ეგ მაინტერესბს,მანდ გამოჩნდებოდა ყველაფერი,მოიესი და ტუხელი კი ხედავთ რა დღეში არიან
0
№30
ავტორი: arxivi
16 თებერვალი 2021 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ციტატა: Malboro463
ციტატა: arxivi

ღადაობ?მარსიალი და რეში ორივე ერთად აღებული სალაჰის ნახევარიც არაა,კაცი სამი წელია ზედიზედ ბომბარდირი ხდება პრემიერლიგის და რა რეში და რა მარსიალი

მერედა ვინ თქვა რომ არის? თითო რომ დამატო კიდე მაინც არ ეყოფა

ნეტა იყოს მართლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top