თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2021, 14:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1972,
კომენტარები: 28
ოლე თამაშის წინ
მთავარია სად ვიქნებით სეზონის ბოლოს.
ოლე თამაშის წინ
საკვირაო თამაშის შესახებ

"თქვენ ყოველთვის მოუთმენლად ელით ამ ხარისხის და კალიბრის გუნდებთან თამაშს. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში ხართ, როდესაც "ენფილდში" მიდიხართ, ეს ყოველთვის შესანიშნავი თამაშია მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. მე ნამდვილად ველოდები ამ მატჩს."

ცხრილში პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა

"სეზონის ამ მონაკვეთში ცხრილის სათავეში ყოფნით ვერაფერს მიიღებთ, ახლა ცხრილს არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი მნიშვნელოვანია ის, თუ სად აღმოვჩნდებით სეზონის ბოლოს."

ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი

"ამ გუნდს დიდი სული აქვს. ჩვენ გვყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე მნიშვნელოვანი გამოცდილებით. გარდა ამისა, ბოლო დროს გუნდი გავაძლიერეთ. აარონი, დენი, ჰარი - ისინი აქ საკმაოდ დიდხანს იყვნენ იმისთვის, რომ გააცნობიერონ ჩვენი კლუბის სტანდარტები და იგრძნონ ის წნეხი, რომელსაც აქ განიცდის ყველა მოთამაშე. ჩვენ ნამდვილად გავძლიერდით."

ეს არის ყველაზე დიდი მატჩი თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის?

"ჩემი ყველაზე დიდი მატჩი არის ყოველი შემდეგი. რა თქმა უნდა, იქ სადაც ცხრილში ვართ, თავდაჯერებულობას გვძენს. "ენფილდში" შესანიშნავი სტატისტიკის მქონე ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა ჩვენთვის."

პოტენციური ჩემპიონატის შესახებ

"ვეთანხმები რაშფორდს, რომელმაც თქვა, რომ გუნდის პირველ ადგილზე ყოფნის შემდეგ, სეზონის ბოლოს რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფნა წარუმატებელი იქნება. ახლა არ ვფიქრობ იმაზე, სად დავასრულებთ სეზონს. ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიგოთ ყველა მატჩი და მოთამაშეებიც ასე ფიქრობენ. ასე რომ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ სწორად. მომავალი მატჩი არის შანსი, რომ სერიოზული გამოცდა გავიაროთ, ნამდვილად ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს ადგილს."

კლოპის საქციელის შესახებ

"არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმეა რჩევების მიცემა. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე დიდ პატივს ვცემ იურგენს და თამაშის დროს არანაირი პრობლემა არ მქონია მის ქცევასთან დაკავშირებით."

გუნდის მდგომარეობა

"არა მგონია, ახლა შესაფერისი დრო იყოს "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშისთვის, რადგან მათ ტრავმები აქვთ. მათი და ჩვენი დაზიანებები ერთნაირია. ეს არის ფეხბურთი - ფეხბურთელები ტრამვებს იღებენ, ამის გარეშე არ ხდება. ხვალ ყველა ჩვენი მოთამაშე გაივლის ტესტებს იმის საჩვენებლად, მზად არიან თუ არა ასეთი მატჩისთვის. "ბარნლისთან" მატჩში ბიჭებმა რამდენიმე დარტყმა მიიღეს, ასე რომ ზოგიერთ მათგანში არ ვარ დარწმუნებული."

"ისევ და ისევ, ასეთ მატჩებში, ამჟამინდელი ფორმა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. ჩვენ ტიტულის პრეტენდენტები ვართ, ისინი ჩემპიონები. ჩვენი ამოცანაა, არ ვიფრინოთ ღრუბლებში და ვიმუშაოთ. შემდეგ ვნახავთ, რისი მიღება შეგვიძლია ამ მატჩისგან."

ტიტულის დაცვის სირთულეებზე

"როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი, ნებისმიერი მეტოქისთვის სეზონის მთავარი თამაში იყო ჩვენთან მატჩი. ყოველთვის ასე ხდება, ყველას სურს ჩემპიონის დამარცხება. "ლივერპული" იმსახურებს იმგვარ მოპყრობას. ჩვენ იქ მივდივართ რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი."

უახლოვდებით ლივერპულის დონეს?

"ახლა ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. ჩვენ მატჩი წააგეთ ვან დიიკის თავური დარტყმისა და უკანასკნელი დარტყმის შემდეგ კონტრშეტევის გამო, ასე რომ, მაშინ გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. ეს დამახინჯებული აღქმაა. ცხრილში მოცემული პოზიცია გვიჩვენებს, რომ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მაგრამ წელს სეზონი გაცილებით რთულია, რადგან გუნდები ქულების ძალიან მცირე რაოდენობას იღებენ. ადრე ოქტომბრისთვის ორი გუნდი გამოიკვეთა, ახლა ჩვენ სეზონის ეკვატორზე ვართ და ჯერჯერობით ეს არ მომხდარა."

ნიშნავს თუ არა გამარჯვება ფავორიტის შეცვლას?

"მე ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი ყველა თამაშამდე ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება. მატჩზე გასვლა იმის შეგრძნებით, რომ სათანადო გულმოდგინებით ყოველთვის შეგვიძლია მოვიგოთ, კარგი გრძნობაა. ახლა ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა ჩვენთვის."

მოთამაშეებს აღარ აქვთ აღნიშვნის უფლება

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის არსებული ვითარება და უნდა დავიცვათ წესები. ვერაფერს დავპირდები, მაგრამ თუ მოთამაშეებმა შეძლეს საკუთარი თავის კონტროლი, ეს მშვენიერი იქნება. ისევ ფეხბურთი არის ფეხბურთი, ეს არის ვნება და წამიერი იმპულსები. მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა, ვინც თავის ყოფილ კლუბთან გაიტანა გოლი, შეეძლო ემოციების შეკავება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზნის მიღწევისას ემოციების შეკავებას შევძლებთ."

მარსიალის მდგომარეობის შესახებ

"მე ყველას მივცემ შესაძლებლობას, ჩააბარონ ტესტები, მათ შორის ენტონიც. მხოლოდ ფილ ჯონსი და ბრენდონ უილიამსი ნამდვილად ვერ შეძლებენ თამაშს."

გულშემატკივრების არ ყოფნა დაგეხმარებათ?

"ვფიქრობ, ფეხბურთმა უკვე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივარი. ახლა ნამდვილად არ არის დიდი სხვაობა - იქნება ეს საშინაო თამაში თუ გასვლითი. მათი კედლები არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სჭირდებათ კლუბებს თავიანთი გულშემატკივრები. "

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: NikShali
16 იანვარი 2021 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
Liverpolis gulshematkivrebi raambavshi Arian komentarebs vkitxulob imena magrad blataoben da minda gavachumot yvela mowinaagmde imedia movigebt da vizeimebt
1
№2
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2021 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ხვალ უნდა მოვიგოთ და დავანახოთ ყველას რო შემთხვევით არ ვართ სათავეში❤️
0
№3
ავტორი: ozymandias
16 იანვარი 2021 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ოპტიმისტური დამოკიდებულება კარგია,მაგრამ მე მაგრად მეშIნია რა რავიცი ასეთ გუნდად ჩამოვყალიბდით!თან მგონია რო ზედმეტად დაცვით შემადგენლოაბს დააყენებს ოლე.ნუ რავიცი აზრზე არ ვარ
0
№4
ავტორი: T0nn1111
16 იანვარი 2021 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
მსოფლიო ამ მატჩის მოლოდინშია, უნდა მოვიგოთ !!!
0
№5
ავტორი: ozymandias
16 იანვარი 2021 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
კაროჩე ამ ლივერპულს ჩვენს მერე როგორი კალენდარი აქვს?
0
№6
ავტორი: Green street
16 იანვარი 2021 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ელ კლასიკოო და ინგლისური დერბიი მსოფლიოში საუკეთესოოო

აქ არაფერს შუაშიააა მაგრამ რომელ გუნდს უფროო პატივს სცემთ და რომელი უფრო დიდი გუნდიაა რეალი თუ ბარსა?

მაინტერესებს იუნაიტედის ფანების აზრიი,
0
№7
ავტორი: kashmara
16 იანვარი 2021 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
magari kacia sul wers da pasuxs aravin ar cems.. erts gkitxav chvengan wayvanili fexburtelebi da mravali sxva kide agar chamoyvebi Valencze cota dzlierri iqneboda reali... rac shexeba bar as chemi azrit ufro didi gundia videre real tavisi filosofit barca wina realze bevrad...
0
№8
ავტორი: Green street
16 იანვარი 2021 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: kashmara
magari kacia sul wers da pasuxs aravin ar cems.. erts gkitxav chvengan wayvanili fexburtelebi da mravali sxva kide agar chamoyvebi Valencze cota dzlierri iqneboda reali... rac shexeba bar as chemi azrit ufro didi gundia videre real tavisi filosofit barca wina realze bevrad...

გცოდნიააა ფეხბურთიიი ყოჩაღ

რეალზე წინ რომ ბარსას დააყენებ ნამდვილად იცი ფეხბურთი, მითუმეტეს რა დონის ზიზღი აქვს ტიპს რეალის 2 თასი წაგართვავთ ბარსამ

და მაინც იმათ ირჩევ რეალზე ხარ დაბოღმილი შენთვითონვე თქვიი ვინც საუკეთესო ყავდა მანიუს ყველა ჩვენთან წამოვიდა

იმის მიუხედავად რომ არც მანჩესტერიაა რეალზე ნაკლები შემოსავლიანი კლუბი, ყველა ერთი მიზეზით გადმოვიდა ჩვენთან მანიუზე დიდი გუნდიააა და მსოფლიოს ყბელაზე ძლიერი კლუბია რეალი

ყველაზე დიდი გუნდი უწოდოო გუნდს ეს არის რეალი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ზოგ ზოგიერთისთვის☺!!!!

მაგრამ მანჩესტერის ბევრი ჰომაგი შენ აზრზე არ იქნება და ბარსა 15 წლის გუნდი ამხელა ისსტორიის მქონე გუნდს ნამდვილად არ ურჩევნიაა

ვინც ფეხბურთი იცის დაა არააა რეალზე დაბოღმილიი ვერანაირად ვერ იტყვის რომ ბარსელონა რეალზე დიდი გუნდიაა არაფრით აღემატებაა უბრალოდ სტატისტიკას გადახედეთ

ჩაიარაა ბარსელონას ოქროს ხანამ გადავიდა მოდოდან ტიკა ტაკა(*/ კასილასის სიტყვებს ვიტყვი ბარსელონა მოდაა რომელიც მალე გადავა მოდიდან

რეალი ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზნისთვის ოქროს ასოებით ჩაწეროს სახელი REAL Madrid (^/

საუკეთესოები ბევრს ძულს და რათქმაუნდა გარკვეული ნაწილი იუნაიტედის ფანებიცაა მაგრამ ასევე ბევრი ემიუს ქომაგი სცემს პატივს ამ გუნდს

თავისი ისტორიით დიდებით უამრავი რეკორდული ტიტულებით , პოპულარობით

ამიტომ ნუ მოიქცევიი სიტის ან პსჟ ქომაგივით და ეცი პატივი სამეფო კლუბს ისტორიულ და დიდებულ კლუბს, იმიტომ რომ შენც ისტორიული კლუბის ვითომ ფანი ხარ

ნამდვილმა წიტელმა ეშმაკებმა Stretfor end ტაში დაუკრა დელ ბოსკეს რეალს და განსაკუთრებით ერთ ლეგენდას ფენომენოს ოლდ ტრაფორდზე

მაშინ შენ ალბათ გოგლი მოგლს ჭამდი პატარა კოვზით/)

არც ის იცი რომ რეალი დაეხმარაა ყველაზე მეტად იუნაიტედს კატასტროფის შემდეგ, დი სტეფანო შესტავაზაა და თასი რომელიც მოიგო ევროპის თასი იგივე დღევანდელი ლიგა

ასეევეე ფულაადიი დახმარებაა გაუწიაა , ნამდვილ იუნაიტედის ფანებმა ეგ იციან შენ მოდას მიჰყვები მხოლოდ და გაგიგია ბარსა ბარსა მეტი არაფერი
0
№9
ავტორი: Karanadze
16 იანვარი 2021 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
Mismine megobaro saqartvelo patara da ususuria am etapze msoflios bumberaz qveynebtan shedarebit magram chemtvis N1 aris da iqneba yoveltvis. Ase rom reali sheidzleba msoflioshi yvelaze magari klubia magram chemtvis manchesteris mere dd
0
№10
ავტორი: Selassie
16 იანვარი 2021 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: Green street
ციტატა: kashmara
magari kacia sul wers da pasuxs aravin ar cems.. erts gkitxav chvengan wayvanili fexburtelebi da mravali sxva kide agar chamoyvebi Valencze cota dzlierri iqneboda reali... rac shexeba bar as chemi azrit ufro didi gundia videre real tavisi filosofit barca wina realze bevrad...

გცოდნიააა ფეხბურთიიი ყოჩაღ

რეალზე წინ რომ ბარსას დააყენებ ნამდვილად იცი ფეხბურთი, მითუმეტეს რა დონის ზიზღი აქვს ტიპს რეალის 2 თასი წაგართვავთ ბარსამ

და მაინც იმათ ირჩევ რეალზე ხარ დაბოღმილი შენთვითონვე თქვიი ვინც საუკეთესო ყავდა მანიუს ყველა ჩვენთან წამოვიდა

იმის მიუხედავად რომ არც მანჩესტერიაა რეალზე ნაკლები შემოსავლიანი კლუბი, ყველა ერთი მიზეზით გადმოვიდა ჩვენთან მანიუზე დიდი გუნდიააა და მსოფლიოს ყბელაზე ძლიერი კლუბია რეალი

ყველაზე დიდი გუნდი უწოდოო გუნდს ეს არის რეალი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ზოგ ზოგიერთისთვის☺!!!!

მაგრამ მანჩესტერის ბევრი ჰომაგი შენ აზრზე არ იქნება და ბარსა 15 წლის გუნდი ამხელა ისსტორიის მქონე გუნდს ნამდვილად არ ურჩევნიაა

ვინც ფეხბურთი იცის დაა არააა რეალზე დაბოღმილიი ვერანაირად ვერ იტყვის რომ ბარსელონა რეალზე დიდი გუნდიაა არაფრით აღემატებაა უბრალოდ სტატისტიკას გადახედეთ

ჩაიარაა ბარსელონას ოქროს ხანამ გადავიდა მოდოდან ტიკა ტაკა(*/ კასილასის სიტყვებს ვიტყვი ბარსელონა მოდაა რომელიც მალე გადავა მოდიდან

რეალი ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზნისთვის ოქროს ასოებით ჩაწეროს სახელი REAL Madrid (^/

საუკეთესოები ბევრს ძულს და რათქმაუნდა გარკვეული ნაწილი იუნაიტედის ფანებიცაა მაგრამ ასევე ბევრი ემიუს ქომაგი სცემს პატივს ამ გუნდს

თავისი ისტორიით დიდებით უამრავი რეკორდული ტიტულებით , პოპულარობით

ამიტომ ნუ მოიქცევიი სიტის ან პსჟ ქომაგივით და ეცი პატივი სამეფო კლუბს ისტორიულ და დიდებულ კლუბს, იმიტომ რომ შენც ისტორიული კლუბის ვითომ ფანი ხარ

ნამდვილმა წიტელმა ეშმაკებმა Stretfor end ტაში დაუკრა დელ ბოსკეს რეალს და განსაკუთრებით ერთ ლეგენდას ფენომენოს ოლდ ტრაფორდზე

მაშინ შენ ალბათ გოგლი მოგლს ჭამდი პატარა კოვზით/)

არც ის იცი რომ რეალი დაეხმარაა ყველაზე მეტად იუნაიტედს კატასტროფის შემდეგ, დი სტეფანო შესტავაზაა და თასი რომელიც მოიგო ევროპის თასი იგივე დღევანდელი ლიგა

ასეევეე ფულაადიი დახმარებაა გაუწიაა , ნამდვილ იუნაიტედის ფანებმა ეგ იციან შენ მოდას მიჰყვები მხოლოდ და გაგიგია ბარსა ბარსა მეტი არაფერი

რამდენი ხანი არ შემოვედი და გულმა აღარ გამიძლო, რა რელი, ღადაოოოოობ? მისამართი შეგეშალა ძმა, და ყველაზე მეტი აგრესია შენ კომენტარში დავინახე, ერთი კომენტარის მერე და ვის ასწავლი გულშრმატკივრობას? თუ მართლა რამე იცი ბასბის ბიჭებზე, ნამდვილ იუნაიტედზე, ასე არ უნდა ლაპარაკობდე აქ, არ აქვს ახლ მნიშვნელობა როგორ დაეხმარა რეალი, ეს მანჩესტერია, ეს ისტორიაა, ესენი ბასბის ბიჭების მომავალია და აქ რაღაცეებს მკითხაობ რეალზე და ბარსაზე, თუ გიმდა შენ გუნდს პატივი სცენ, ჯერ შენ უნდა გააკეთო ეგ და შენს ბოლო კომენტარში ეგ არ მიგრძვნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top