თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2021, 14:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1974,
კომენტარები: 28
ოლე თამაშის წინ
მთავარია სად ვიქნებით სეზონის ბოლოს.
ოლე თამაშის წინ
საკვირაო თამაშის შესახებ

"თქვენ ყოველთვის მოუთმენლად ელით ამ ხარისხის და კალიბრის გუნდებთან თამაშს. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში ხართ, როდესაც "ენფილდში" მიდიხართ, ეს ყოველთვის შესანიშნავი თამაშია მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. მე ნამდვილად ველოდები ამ მატჩს."

ცხრილში პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა

"სეზონის ამ მონაკვეთში ცხრილის სათავეში ყოფნით ვერაფერს მიიღებთ, ახლა ცხრილს არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი მნიშვნელოვანია ის, თუ სად აღმოვჩნდებით სეზონის ბოლოს."

ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი

"ამ გუნდს დიდი სული აქვს. ჩვენ გვყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე მნიშვნელოვანი გამოცდილებით. გარდა ამისა, ბოლო დროს გუნდი გავაძლიერეთ. აარონი, დენი, ჰარი - ისინი აქ საკმაოდ დიდხანს იყვნენ იმისთვის, რომ გააცნობიერონ ჩვენი კლუბის სტანდარტები და იგრძნონ ის წნეხი, რომელსაც აქ განიცდის ყველა მოთამაშე. ჩვენ ნამდვილად გავძლიერდით."

ეს არის ყველაზე დიდი მატჩი თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის?

"ჩემი ყველაზე დიდი მატჩი არის ყოველი შემდეგი. რა თქმა უნდა, იქ სადაც ცხრილში ვართ, თავდაჯერებულობას გვძენს. "ენფილდში" შესანიშნავი სტატისტიკის მქონე ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა ჩვენთვის."

პოტენციური ჩემპიონატის შესახებ

"ვეთანხმები რაშფორდს, რომელმაც თქვა, რომ გუნდის პირველ ადგილზე ყოფნის შემდეგ, სეზონის ბოლოს რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფნა წარუმატებელი იქნება. ახლა არ ვფიქრობ იმაზე, სად დავასრულებთ სეზონს. ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიგოთ ყველა მატჩი და მოთამაშეებიც ასე ფიქრობენ. ასე რომ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ სწორად. მომავალი მატჩი არის შანსი, რომ სერიოზული გამოცდა გავიაროთ, ნამდვილად ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს ადგილს."

კლოპის საქციელის შესახებ

"არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმეა რჩევების მიცემა. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე დიდ პატივს ვცემ იურგენს და თამაშის დროს არანაირი პრობლემა არ მქონია მის ქცევასთან დაკავშირებით."

გუნდის მდგომარეობა

"არა მგონია, ახლა შესაფერისი დრო იყოს "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშისთვის, რადგან მათ ტრავმები აქვთ. მათი და ჩვენი დაზიანებები ერთნაირია. ეს არის ფეხბურთი - ფეხბურთელები ტრამვებს იღებენ, ამის გარეშე არ ხდება. ხვალ ყველა ჩვენი მოთამაშე გაივლის ტესტებს იმის საჩვენებლად, მზად არიან თუ არა ასეთი მატჩისთვის. "ბარნლისთან" მატჩში ბიჭებმა რამდენიმე დარტყმა მიიღეს, ასე რომ ზოგიერთ მათგანში არ ვარ დარწმუნებული."

"ისევ და ისევ, ასეთ მატჩებში, ამჟამინდელი ფორმა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. ჩვენ ტიტულის პრეტენდენტები ვართ, ისინი ჩემპიონები. ჩვენი ამოცანაა, არ ვიფრინოთ ღრუბლებში და ვიმუშაოთ. შემდეგ ვნახავთ, რისი მიღება შეგვიძლია ამ მატჩისგან."

ტიტულის დაცვის სირთულეებზე

"როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი, ნებისმიერი მეტოქისთვის სეზონის მთავარი თამაში იყო ჩვენთან მატჩი. ყოველთვის ასე ხდება, ყველას სურს ჩემპიონის დამარცხება. "ლივერპული" იმსახურებს იმგვარ მოპყრობას. ჩვენ იქ მივდივართ რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი."

უახლოვდებით ლივერპულის დონეს?

"ახლა ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. ჩვენ მატჩი წააგეთ ვან დიიკის თავური დარტყმისა და უკანასკნელი დარტყმის შემდეგ კონტრშეტევის გამო, ასე რომ, მაშინ გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. ეს დამახინჯებული აღქმაა. ცხრილში მოცემული პოზიცია გვიჩვენებს, რომ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მაგრამ წელს სეზონი გაცილებით რთულია, რადგან გუნდები ქულების ძალიან მცირე რაოდენობას იღებენ. ადრე ოქტომბრისთვის ორი გუნდი გამოიკვეთა, ახლა ჩვენ სეზონის ეკვატორზე ვართ და ჯერჯერობით ეს არ მომხდარა."

ნიშნავს თუ არა გამარჯვება ფავორიტის შეცვლას?

"მე ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი ყველა თამაშამდე ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება. მატჩზე გასვლა იმის შეგრძნებით, რომ სათანადო გულმოდგინებით ყოველთვის შეგვიძლია მოვიგოთ, კარგი გრძნობაა. ახლა ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა ჩვენთვის."

მოთამაშეებს აღარ აქვთ აღნიშვნის უფლება

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის არსებული ვითარება და უნდა დავიცვათ წესები. ვერაფერს დავპირდები, მაგრამ თუ მოთამაშეებმა შეძლეს საკუთარი თავის კონტროლი, ეს მშვენიერი იქნება. ისევ ფეხბურთი არის ფეხბურთი, ეს არის ვნება და წამიერი იმპულსები. მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა, ვინც თავის ყოფილ კლუბთან გაიტანა გოლი, შეეძლო ემოციების შეკავება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზნის მიღწევისას ემოციების შეკავებას შევძლებთ."

მარსიალის მდგომარეობის შესახებ

"მე ყველას მივცემ შესაძლებლობას, ჩააბარონ ტესტები, მათ შორის ენტონიც. მხოლოდ ფილ ჯონსი და ბრენდონ უილიამსი ნამდვილად ვერ შეძლებენ თამაშს."

გულშემატკივრების არ ყოფნა დაგეხმარებათ?

"ვფიქრობ, ფეხბურთმა უკვე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივარი. ახლა ნამდვილად არ არის დიდი სხვაობა - იქნება ეს საშინაო თამაში თუ გასვლითი. მათი კედლები არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სჭირდებათ კლუბებს თავიანთი გულშემატკივრები. "

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
28 კომენტარი
№21
ავტორი: Roberto
17 იანვარი 2021 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ციტატა: Lalana
ციტატა: Roberto
მერედა იქ ადგილზე არ არიან ფანობა რომ მიაწვენ ამ პერესს და რო გამოაფხიზლონ,მასეთი რაღაცეები ინგლისში რო გააკეთონ ფანობა ძმაო დედას უტირებს,სტადიონს გადაწვავენ

მთლად მასეც არაა,რუნი მოიშორეს გუნდიდან,ასევე კაპიტანი ფერდინადიც,ევრაც,ვიდიჩიც,ბექჰემი რომელიც მანჩესტერის კაპიტანი იყო ის ფერგიმ აღარ დატოვა გუნდში და კიდევ ბევრია ასეთი ჩამოსათვლელად რომელიც ასე თუ ისე საკადრისად ვერ გაუშვა გუნდმა,მაგრამ ეგ არაფერ შუაშია,თუ გუნდის დონეს ვეღარ აკმაყოფილებ უნდა წახვიდე კიდეც.ვეღარც რუნი აკმაყოფილებდა მანჩესტერის დონეს და მაგიტომაც წავიდა,ასე შვრება ყველა გუნდი ვინც მაღალი დონისთვის იბრძვის და ვინც დროზე ადრე იცის წასვლა,ინიესტას,ზიდანსაც და ჩა ისაც შეეძლოთ კიდევ თამაში მაგრამ საკუთარი გუნდის დონეს რომ ვერ აკმაყოფილებდნენ მაგიტომაც წავიდნენ გუნდიდან.ვერც ჩვენ ვავაცილეთ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ისე როგორც საჭიროა,მაგრამ ზუსტად ესაა ფეხბურთი და არა მარტო ფეხბურთი,თუ გსურს წინსვლა ცივსისხლიანად უნდა იმოქმედო ყოველთვის.

რუნი არიყო ისეთ ასაკში რო მალევე კარიერა დაესრულებინა,რუნის კარიერას თავად ფერგიმ დაასვა დაღი,როგორ უნდა მოქცეულიყვნენ 31 წლის მოთამაშესთან რომელზე უკეთ 38 წლის სქოულზი თამაშობდა,39 წლის გიგზი,ამათ ბევრად მეტი სარგებელი მოჰქონდათ,თუნდაც დღევანდელი იბრაჰიმოვიჩი რო ავიღოთ 40 წლისაა და ლამისაა მილანი ფეხზე დააყენა.რუნიმაც თვითონ ისურვა მასე თორე რამეფრად დატოვებდნენ,ფერდინანდმაც და ვიდიჩმაც წასვლის შემდეგ თითო წელი ითამაშეს და მორჩა,მაგათაც იგივე გააკეთეს,რო არ მოესურვებინად თვითონაც არამგონია მთლად მასე ადვილად გაეშვათ.რაული და კასილასი კი რეალისთვის სულ სხვა თემაა,ორივეს შეეხლო გუნდში დარჩენა და სარგებლის მოტანა,მაგრამ იქ ხო სულ სხვა იდეოლოგია და აზროვნებაა,აგერ ზიდანმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა,ზედიზედ ხო დაანგრია ჩემპიონთა ლიგა,თუმცა პატარა შეცდომას და წაბორძიკებას არ აპატიებენ,დროსაც არავინ მისცემს,იქ ხო ყველა და ყველაფერი კიდიათ ოღონდ თავიანთი გაისწორონ და
0
№22
ავტორი: ALEXFERGUSON
17 იანვარი 2021 02:25
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
უი უი აქ რეები ხდება თურე :)

დიდ გუნდს რაც ეძახით თქვენ ზოგადად გააჩნია - თუ გულისხმობთ სამეფო კლუბ რეალს, სხვადასხვა დროს ნაყიდი თასებით, მსაჯების მოსყიდვით კიბატონო უდადოდ დიდი გუნდია. რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ - ხავი მარტინესის გაგდება და განმეორებით თამაში ვიდალის გაგდება სრულიად არაადეკვატურად და სხვათაშორის მაშინ ვერცერთმა არბიტრმა, თვითით პერლუიჯი კოლინამაც კი ვერ ამოხსნა ეგ ფენომენი. აღარაფერს ვამბობ სალაჰის ეპიზოდზე, სადაც რამოსი შეგნებულად აყენებს დაზიანებას, აიკლო მომ ფლანგი და სხვანაირად აბა როგორ. სადაც გაუჭირდა, ყველგან მსაჯი გამოდგა დამხმარე, კარგი ახლა რეალს რო თასები ტენეს მაგაზე ნუ ვიდავებთ. თუნდაც ნანის გაგდება რად ღირს, გაუჭირდათ თუ არა,მაშინვე მსაჯი ჩაერთო. რეალის გასახდელში შესული მსაჯი და იქიდან საჩუქრით გამოსული ხელდამშვენებული. აღარაფერს ვამბობს მთავარ სპონსორზე bwin - ერთერთ ყველაზე დიდ კაზინოზე. მოკლედ ბევრი საუბარი შეიძლება. ფრანკოს დროს მიღებულ ტიტულებზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

მოდი ახლა ცოტა რო გაგანათლო - როცა რეალში დისტეფანო დაფრინავდა და კლუბი მყარად იდგა როგორც ფინანსურად ასევე ფეხბურთელების მხრივ, მაშინ მთელი მანჩესტერი მიუნხენის ტრაგედიას გლოვობდა- რეალის ნახევარი მაშინდელი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი რო გაწყვეტილიყო, ახლა რეალი რომელ დივიზიონში იქნებოდა კაცმა არ იცის. როცა აქ შემოდიხარ და ასე დამცინავად საუბრობ, ცოტა საფეხბურთო თვალსაზრისით განათლებაც რო მიიღო, ურიგო არ იქნება.

სხვა გუნდებიდან რეალში მოდიოდნენო, ეგ იმიტომ რო კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ 17 მილიონად ფეხბურთელს ვიყიდდით მერე თქვენ 100 გადაიხდიდით. ან ეგ რატო გიხარია, რომ გუნდი ვერასდროს ვერ აკეთებდა ვერაფერს, თუ ყველა პოზიციაზე ვარსკვლავი არ ეყენა. თქვენ რო რონალდო,ზიდანი,ფიგუ,რაული,კასილასი,კარლოსით და ა.შ. ესპანეთში ჩემპიონობისთვის იბრძოდით, ფერგი კვინტონ ფორჩუნით,ჯემბა-ჯემბათი,დარენ გიბსონით და ა.შ. პრემიერ ლიგას იგებდა :) დიდი განსხვავება იყო და არის ამ ორ კლუბს შორის, თქვენ ატირებულ კასილასს და რაულს გუნდიდან აგდებდით და გამოსამშიდობებელ თამაშაც კი არ უწყობდით, როცა ჩვენ პოლ სქოულზს სათამაშოდ ვაბრუნებდით. თქვენ რაული გეხვეწებოდათ სათადარიგოთა სკამზეც ვიჯდე ვარ თანახმა, ისე მინდა აქ კარიერის დასრულებაო და შალკეში გააგდეთ წიხლის კვრით, მაგ დროს იუნაიტედის ლეგენდეს ფეხზე დამდგარი 80000 გულშემატკივარი ტაშით ეგებებოდა. როცა თქვენ კასილასს მთელი სტადიონი უსტვენდით და საიტზე 95% დედის ორღანს უტრიალებიდით, დაბერდა და წავიდესო, ჩვენ აქ ერიკ კანტონაზე სიმღერებს ვწედით. აი ეს სხვაობაა მანჩესტერს და რეალს შორის, ძირეული და ფუნდამენტური სხვაობა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ნაჩოს 4 ჩ.ლ. - ხო ისე შემდეგში კიდე რო მოიგებთ ლიგას, ეგ თასი ნაჩოსსაც რო დააჭერინონ სურათის გადაღების პონტში,ეგეც მოთამაშის ელემენტარული დაფასება იქნება ;)
0
№23
ავტორი: David_Beckham7
17 იანვარი 2021 03:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: ALEXFERGUSON

აუ ეს რა ქენი ლაშ მოცელე კაცი :D მე მეტკინა :D ამდენოს წერა და ამდენი ცოდნაც არ მაწვს რაც შენ ვიფიქრე დავაკოპირებ ჩემ რეალის ბალერშიკ ძმაკაცს გადავუგზავნითქო მაგრამ დაჟე შემეცოდა თან ჯერ არათემატურია აი თუ გამაბრაზებს მივუბრუნდები ამ კომემტარს :D ისე რაც შეეხება რეალის აწი მოგებას კაი ხანი არ აუდგეთ გვერხები, VAR ია უკვე ასე თუ ისე იწაც უშვებენ შეცდომებს მაგრამ ადრეც ეგ რო ყოფილიყო ერთი 4-5 თასი სხვებს ერგებოდათ
0
№24
ავტორი: PaLoMo
17 იანვარი 2021 03:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: ALEXFERGUSON
უი უი აქ რეები ხდება თურე :)

დიდ გუნდს რაც ეძახით თქვენ ზოგადად გააჩნია - თუ გულისხმობთ სამეფო კლუბ რეალს, სხვადასხვა დროს ნაყიდი თასებით, მსაჯების მოსყიდვით კიბატონო უდადოდ დიდი გუნდია. რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ - ხავი მარტინესის გაგდება და განმეორებით თამაში ვიდალის გაგდება სრულიად არაადეკვატურად და სხვათაშორის მაშინ ვერცერთმა არბიტრმა, თვითით პერლუიჯი კოლინამაც კი ვერ ამოხსნა ეგ ფენომენი. აღარაფერს ვამბობ სალაჰის ეპიზოდზე, სადაც რამოსი შეგნებულად აყენებს დაზიანებას, აიკლო მომ ფლანგი და სხვანაირად აბა როგორ. სადაც გაუჭირდა, ყველგან მსაჯი გამოდგა დამხმარე, კარგი ახლა რეალს რო თასები ტენეს მაგაზე ნუ ვიდავებთ. თუნდაც ნანის გაგდება რად ღირს, გაუჭირდათ თუ არა,მაშინვე მსაჯი ჩაერთო. რეალის გასახდელში შესული მსაჯი და იქიდან საჩუქრით გამოსული ხელდამშვენებული. აღარაფერს ვამბობს მთავარ სპონსორზე bwin - ერთერთ ყველაზე დიდ კაზინოზე. მოკლედ ბევრი საუბარი შეიძლება. ფრანკოს დროს მიღებულ ტიტულებზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

მოდი ახლა ცოტა რო გაგანათლო - როცა რეალში დისტეფანო დაფრინავდა და კლუბი მყარად იდგა როგორც ფინანსურად ასევე ფეხბურთელების მხრივ, მაშინ მთელი მანჩესტერი მიუნხენის ტრაგედიას გლოვობდა- რეალის ნახევარი მაშინდელი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი რო გაწყვეტილიყო, ახლა რეალი რომელ დივიზიონში იქნებოდა კაცმა არ იცის. როცა აქ შემოდიხარ და ასე დამცინავად საუბრობ, ცოტა საფეხბურთო თვალსაზრისით განათლებაც რო მიიღო, ურიგო არ იქნება.

სხვა გუნდებიდან რეალში მოდიოდნენო, ეგ იმიტომ რო კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ 17 მილიონად ფეხბურთელს ვიყიდდით მერე თქვენ 100 გადაიხდიდით. ან ეგ რატო გიხარია, რომ გუნდი ვერასდროს ვერ აკეთებდა ვერაფერს, თუ ყველა პოზიციაზე ვარსკვლავი არ ეყენა. თქვენ რო რონალდო,ზიდანი,ფიგუ,რაული,კასილასი,კარლოსით და ა.შ. ესპანეთში ჩემპიონობისთვის იბრძოდით, ფერგი კვინტონ ფორჩუნით,ჯემბა-ჯემბათი,დარენ გიბსონით და ა.შ. პრემიერ ლიგას იგებდა :) დიდი განსხვავება იყო და არის ამ ორ კლუბს შორის, თქვენ ატირებულ კასილასს და რაულს გუნდიდან აგდებდით და გამოსამშიდობებელ თამაშაც კი არ უწყობდით, როცა ჩვენ პოლ სქოულზს სათამაშოდ ვაბრუნებდით. თქვენ რაული გეხვეწებოდათ სათადარიგოთა სკამზეც ვიჯდე ვარ თანახმა, ისე მინდა აქ კარიერის დასრულებაო და შალკეში გააგდეთ წიხლის კვრით, მაგ დროს იუნაიტედის ლეგენდეს ფეხზე დამდგარი 80000 გულშემატკივარი ტაშით ეგებებოდა. როცა თქვენ კასილასს მთელი სტადიონი უსტვენდით და საიტზე 95% დედის ორღანს უტრიალებიდით, დაბერდა და წავიდესო, ჩვენ აქ ერიკ კანტონაზე სიმღერებს ვწედით. აი ეს სხვაობაა მანჩესტერს და რეალს შორის, ძირეული და ფუნდამენტური სხვაობა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ნაჩოს 4 ჩ.ლ. - ხო ისე შემდეგში კიდე რო მოიგებთ ლიგას, ეგ თასი ნაჩოსსაც რო დააჭერინონ სურათის გადაღების პონტში,ეგეც მოთამაშის ელემენტარული დაფასება იქნება ;)

100%

რეალის ფანი,რომ ლალიგის მოგებაზე იტყვის ტიტულიაო მაშინ გაქვთ საქმე ცუდად,გადახედონ ლა ლიგაში რამდენი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის (3) მერე გადახედონ პრემიერ ლიგას და მიხვდებიან თუ ჭკუა სუსტები არ არინ რა დონეა დვენთან და რა დონეა მათთან.
4ლიგა მოვიგეთო იძახიან და აქედან 2 მსაჯმა მოაგებია და 1ის ფინალში არც უნდა ყოფილიყვნენ.მანჩესტერ იუნაიტედს 3 ლიგა აქვსო იძახიან და,რომ არა ბარსას ის სასწაული პერიოდი უფრო მეტი ლიგაც გვექნებოდა მოგებული,მაგრამ რატომღაც იმ წლებს ივიწყებენ რეალის ფანები,როცა ბარსელონა წინ და უკან ხმარობდა 0:4 და 2:5 საკუთარ მოედანზე(თუმცა მაგ პერიოდში რონალდუს გამო მეც ვბალეშიკობდი რეალს"რონალდუს გამო"და მეცოდებოდა კიდეც სულ რო აგებდა გუნდი.აი როცა ბარსადან გვარდიოლა წავიდა და 1-2 მატჩი მოიგო რეალმა მერე რეალის ფანებმა შემაზიზღეს ეგ გუნდი ხუსტად ისე იქცეოდნენ როგორც ბარსას ბავშვი ფანები და თქვენ რო ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგებს ფანობას გვასწავლით რა ნამუსით აკეთებთ მაგას მე ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: kashmara
17 იანვარი 2021 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
erti kruifi Mirchvnia mtel reals... xavi iniesta busi mesi piolze agar vambob arafers amdeni academiam gagizardos r eals fexburtelobi da mere elaparake mag *** gundze.... da rd shexeba manchesters magis naxevaric ara arc manchesters 1999 wlis s3zoni tqven 120 wlis historias haershi gyavs
0
№26
ავტორი: Chesterman
17 იანვარი 2021 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
იმენაა გააბოროტეთ ადამიანი :დ

რეალი უფრო დიდი ბრენდია ვიდრე ბარსა ჩემი აზრით,სუფთა სპორტული კუთხით და ზოგადად ფეხბურთით ბარსა გაცილებით მაღლა დგას დანარჩენი რეალი ))
0
№27
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2021 17:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოიგეთ რა
0
№28
ავტორი: Chesterman
17 იანვარი 2021 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ციტატა: The red devi11
ციტატა: Chesterman
იმენაა გააბოროტეთ ადამიანი :დ

რეალი უფრო დიდი ბრენდია ვიდრე ბარსა ჩემი აზრით,სუფთა სპორტული კუთხით და ზოგადად ფეხბურთით ბარსა გაცილებით მაღლა დგას დანარჩენი რეალი ))

მე პირადად ზუსტად მანდ ვარ ფეხბურთი არაა სპორტი დიდიხანია აღარაა სპორტზე მეტია. ეს რომ უბრალოდ სპორტი იყოს ბაზარი არაა. ვიდავებდი მაგ საკითხზე მაგრამ რეალი ყველაზე ცუდი მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი გრანდი.

კიი ძმაა ეგრეაა გეთანხმებიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top