თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2020, 14:41
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2234,
კომენტარები: 44
პრევიუ - "ევერტონი" VS "იუნაიტედი"
სიახლეები თამაშამდე.
პრევიუ -
მას შემდეგ რაც "ევერტონმა" ძალიან კარგი სტარტი მიიღო,ახლა უკვე "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ შეეცდებიან რომ ზედიზედ მესამე მატჩი არ წააგონ პრემიერ ლიგაში.

"იუნაიტედი" კი გასვლაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და დღეს შანსი აქვთ რომ 1993 წლის რეკორდი გაიმეორონ,რომელიც ზედიზედ 7 პრემიერ ლიგურ თამაშში გამარჯვებას მოიცავს.

გუნდების ფორმა


ხამეს როდრიგესი,კოულმენი და ჰოლგეითი უკვე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არიან და მატჩში მონაწილეობას მიიღებენ,თუმცა ლუკას დინი დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს.

ასევე ვერ ითამაშებს რიშარლისონი,რომელსაც ასევე დისკვალიფიკაცია აქვს,საეჭვოა ფაბიან დელფის თამაში.

სოლსკიაერს დაუბრუნდა ენტონი მარსიალი,თუმცა როგორც ოლემ თქვა გასული თამაშის შემდეგ,ვიქტორ ლინდელოფს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და არ ვიცით შეძლებს თუ არა მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ალექს ტელეშის პასუხი კოვიდ 19-ის ტესტზე უკვე უარყოფითია და გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო,რაც შეეხება ლინგარდს,ის კვლავ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე მუშაობს და გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება.

იცოდით თუ არა რომ


"ევერტონი" სოლსკაიერის ბიჭების წინააღმდეგ უკვე 3 მატჩია არ აგებს,შარშანდელ სეზონში გუნდებმა ორივე თამაში 1-1 ითამაშეს და ქულები გაიყვეს.

"კანფეტები" შეეცდებიან რომ 8 თამაშში პირველად შეინახონ კარი მშრალად,ისინი "გუდისონ პარკზე" მინიმუმ 2 გოლს უშვებენ ბოლო 4 მატჩია.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მოგება "გუდისონ პარკზე" აქვს 16,ასევე "ვილა პარკზე" იგივე მაჩვენებლით.

ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში,ბრუნო ფერნანდეშმა 12 გოლში მიიღო მონაწილეობა,8 გოლი და 4 ასისტი.მან უკვე დაამყარა რეკორდი რომლის მიხედვითაც, დებიუტიდან პირველ 10 თამაშში გოლს+ასისტის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.

მატჩის მთავარი არბიტრი : პოლ ტირნი
VAR : მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
44 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2020 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
საინტერესოა რას ვიზამთ დღეს და როგორ ითამაშებს გუნდი .. ისე ოლეს წასვლაზე რო იწყება ლაპარაკი იმ თამაშს ვიგებთ ხოლმე :))
1
№2
ავტორი: Lalana
7 ნოემბერი 2020 14:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
იმის და მიუხედავად რომ წინა ორი თამაში წავაგეთ დღეს რატომღაც მგონია რომ მოვიგებთ.არ გველოდება მარტივი მატჩი,მაგრამ არც ევერტონმა ჩაატარა ბოლო ორი მატჩი კარგად,საუთჰემტონთანაც საკმაოდ ცუდი იყო და ნიუკასლთანაც,ამიტომ არაა გამორიცხული სამი ქულა ავიღოთ.იმედია ასეც იქნება.მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას.
1
№3
ავტორი: Perth
7 ნოემბერი 2020 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: Lalana
საუთჰემტონთანაც

საუტჰემპტონთან კი მაგრამ ნიუკასლთან წაგების გამო ვერ დაძრახავ ევერტონს, ძირითადის ოთხი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე აკლდა ანჩელოტის: რიშარლისონი, ხამესი, ლუკა დინი და კოულმენი. ოთხივე ძირითადის უცვლელი წევრია ევერტონში და მაგათ გარეშე ნიუკასლთან გასვლაზე თამაში ძაან რთული ექნებოდა და არცაა გასაკვირი რო წააგეს კარლოს ბიჭებმა.

ციტატა: Lalana
საუთჰემტონთანაც

საუტჰემპტონთან კი მაგრამ ნიუკასლთან წაგების გამო ვერ დაძრახავ ევერტონს, ძირითადის ოთხი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე აკლდა ანჩელოტის: რიშარლისონი, ხამესი, ლუკა დინი და კოულმენი. ოთხივე ძირითადის უცვლელი წევრია ევერტონში და მაგათ გარეშე ნიუკასლთან გასვლაზე თამაში ძაან რთული ექნებოდა და არცაა გასაკვირი რო წააგეს კარლოს ბიჭებმა.
1
№4
ავტორი: Vaskaa
7 ნოემბერი 2020 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
უბრალოდ სირცხვილია. რა დღეში ვართ. ვფიქრობთ და ვბჭობთ მოვუგებთ თუ არა ევერტონს. სადამდე დავეცით. ჯერ სად ვართ.
1
№5
ავტორი: manutd kutaisi
7 ნოემბერი 2020 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
კავანი დააყენოს ერთხელ ძირითადში და მარსიალი რეში და კავანი მაგრად შეუტევენ... რა გადააჯინდა ამ დაცვიდან თამაშს... ერთადერთი სტილი აქვს მარტო ვერ განვითარდა ეს მწვრთნელი...დარჩა ერთ დონეზე .... პოჩეტინო გვჭირდება სასწრაფოდ თორე ექვსეულში შესვლაც სანატრელი იქნება
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 ნოემბერი 2020 16:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვნახოთ აბა რა ხასიათზე არიან, ესენი ხო ხასიათის მოთამშეები არიან ზოგადად
1
№7
ავტორი: bendzela
7 ნოემბერი 2020 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
საძმო ლინკი ჩაააგდეთ რა კაცურად
1
№8
ავტორი: Karanadze
7 ნოემბერი 2020 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Ai prosta golebi gagvdis arc vicit rogor
1
№9
ავტორი: Dato kutaisi
7 ნოემბერი 2020 16:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
გოოოოოოოოოოლ

კი თამაში უნდა წავიდეს ახლაა.ბრუნოს თავზე არავინ ელოდა:)))
1
№10
ავტორი: Indonesia
7 ნოემბერი 2020 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ციტატა: bendzela
საძმო ლინკი ჩაააგდეთ რა კაცურად

Adjarasport.tv აკრიბე ძმა ამ საიტზეა. ფუუ აი ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს რომ ნახევარდაცვა არ გვივარგა, ევერტონის ნახევარდაცვამ დაგვიჭირა ბურთი და გვათრევს. ეს ბრუნო ცარიელი პენალტია, ეგეც პატენტი გამოდგება ვატყობ ფრედივით. ტოპ ექვსეულის ყველა გუნდს ჩვენზე კარგი ნახევარდაცვა ყავს. არსენალმა პარტეი დაიმატა და მკვლელს ცენტრს კრავს, ტოტენჰემია და ნდომბელე სისოკოს ტანდები მაგრად მოხოდა ჟოზემ და ოლდ ტრაფორდზე ჩაგვიტარა კიდეც, ჩელსიმ აირჩიე იყიდა პლიუს პულიშიჩი კანტე და მთელი სატრანსფერო ფანჯარა დაიმატა მოკლედ და ცენტრიც გააძლიერა ლამპარდმა, ლივერპულის და სიტის ნახევარდაცვაზე აღარც ვსაუბრობ მარტო დე ბრუინი რად ღირს, მოკლედ ყველა გუნდის ნახევარდაცვა ჩაისვავს ჩვენსას ჯიბეში.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top