თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2020, 14:41
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2298,
კომენტარები: 44
პრევიუ - "ევერტონი" VS "იუნაიტედი"
სიახლეები თამაშამდე.
პრევიუ -
მას შემდეგ რაც "ევერტონმა" ძალიან კარგი სტარტი მიიღო,ახლა უკვე "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ შეეცდებიან რომ ზედიზედ მესამე მატჩი არ წააგონ პრემიერ ლიგაში.

"იუნაიტედი" კი გასვლაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და დღეს შანსი აქვთ რომ 1993 წლის რეკორდი გაიმეორონ,რომელიც ზედიზედ 7 პრემიერ ლიგურ თამაშში გამარჯვებას მოიცავს.

გუნდების ფორმა


ხამეს როდრიგესი,კოულმენი და ჰოლგეითი უკვე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არიან და მატჩში მონაწილეობას მიიღებენ,თუმცა ლუკას დინი დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს.

ასევე ვერ ითამაშებს რიშარლისონი,რომელსაც ასევე დისკვალიფიკაცია აქვს,საეჭვოა ფაბიან დელფის თამაში.

სოლსკიაერს დაუბრუნდა ენტონი მარსიალი,თუმცა როგორც ოლემ თქვა გასული თამაშის შემდეგ,ვიქტორ ლინდელოფს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და არ ვიცით შეძლებს თუ არა მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ალექს ტელეშის პასუხი კოვიდ 19-ის ტესტზე უკვე უარყოფითია და გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო,რაც შეეხება ლინგარდს,ის კვლავ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე მუშაობს და გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება.

იცოდით თუ არა რომ


"ევერტონი" სოლსკაიერის ბიჭების წინააღმდეგ უკვე 3 მატჩია არ აგებს,შარშანდელ სეზონში გუნდებმა ორივე თამაში 1-1 ითამაშეს და ქულები გაიყვეს.

"კანფეტები" შეეცდებიან რომ 8 თამაშში პირველად შეინახონ კარი მშრალად,ისინი "გუდისონ პარკზე" მინიმუმ 2 გოლს უშვებენ ბოლო 4 მატჩია.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მოგება "გუდისონ პარკზე" აქვს 16,ასევე "ვილა პარკზე" იგივე მაჩვენებლით.

ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში,ბრუნო ფერნანდეშმა 12 გოლში მიიღო მონაწილეობა,8 გოლი და 4 ასისტი.მან უკვე დაამყარა რეკორდი რომლის მიხედვითაც, დებიუტიდან პირველ 10 თამაშში გოლს+ასისტის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.

მატჩის მთავარი არბიტრი : პოლ ტირნი
VAR : მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
44 კომენტარი
№31
ავტორი: GOGAruud
7 ნოემბერი 2020 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
პირველი ვარ ვისაც არ უნდა ოლეს გაშვება, ამ გუნდში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზებია, დღეს გამოვყოფდი თავდასხმას, ძაან ბევრი მომენტები ვერ გამოიყენეს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯერა თუ დროს მისცემენ ოლეგას შეძლებს დაალაგოს ეს ამდენი წლის ხან ერთი მწვრთნელის ხან მეორე მწვრთნელის ნათრევი გუნდი და ფეხბურთელები. დროა საჭირო ბალანსის საპოვნელად, ყველაზე ძნელი ესაა მწვრთნელისთვის რომ მიაღწიოს ბალანსი... დღეს გამოვყოფდი ფრედს და სკოტს, როცა ეს ბიჭები თამაშობენ თავიანთი ჟილკით გამოდის საქმე მიუხედავად იმისა რომ მათაც აქვთ ხარვეზები ხარისხში მაგრამ გამოსწორებადია ეს, ყოველ შემთხვევაში არ დასეირნობენ სტადიონზე. დღეს კიდე მარსიალმა დამაწყვიტა ნერვები, ამ კაცს არ ვიცი ალბათ ერთი კაი წკეპლა უნდა რო აეწვას ერთი ადგილი და დაიხარჯოს ბოლომდე რომ გამოავლინოს თავისი პოტენციალი. ბრავო ბიჭებს, ოლეს და გილოცავთ მოგებას!!!
0
№32
ავტორი: Chesterman
7 ნოემბერი 2020 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 703
კავანიის გოლიი ძალიან გამიხარდა...საღოლ ბრუნოს ძმაო საუკეთესო იყო დღეს უდაოდ შოუც))გილოცავთ ძალიანნ მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო პაუზის წინ...მაკტომინეი.და.ფრედინგამო
მრჩაა :დ
0
№33
ავტორი: Dato kutaisi
7 ნოემბერი 2020 18:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3228
პირველ რიგში გილოცავთ უმნიშვნელოვანეს მოგებას.როდესაც ფრედი და სკოტი ერთად არიან მოედანზე დაცვაში კარგად ვართ.რაც შეეხება შეტევას მაინც სხვის შეცდომაზე ვართ დამოკიდებული.გოლები ორივე იდენტური გავიტანეთ და პროვეში კინი იყო დამნაშავე და კიდევ რომ დავწოლოდით კიდევ გავიტანდით ძაან სუსტი რგოლი იყო.
გამიხარდა კავანის გოლი ძაან სჭირდებოდა.რეშს რომ მოხვედროდა მაინც ის ბურთი ძაან მინდოდა რომ გაეტეხა ნავსი ევერტონთან.
მოკლედ ვიტყვი სიმართლეს და ვერ ვარ ბედნიერი მეორე ნომრად მოთამაშე გუნდის ყურებით მაგრამ ასეთი შედეგი მაინც გვქონდეს სტაბილურად
0
№34
ავტორი: Karanadze
7 ნოემბერი 2020 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 473
Ai ert rames vakvirdebi roca chven gviteven sul xifati iqmneba 4 2 ze rom vart mashinac da sapirispirod ucebve vshoshmindebit d kutxuri tu aviget egaa. Es tviton fexburtelebmac unda iwamon tavianti tavis da swori gdawyvetileba swrafatve unda miigon
0
№35
ავტორი: ozymandias
7 ნოემბერი 2020 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
პროჭზე სანამ არ მოუჭერს გუნდს მანამდე არ წევენ ტ რ ა კ ს.გაორბებული გრძნობა მაქვს რა გუნდთან მიამრთებაში ვერ გავიგე საერთოდ რა ხდება :DDDD
0
№36
ავტორი: Methadon
7 ნოემბერი 2020 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Მოკლედ დღეს რაც სასტავი იყო ის უნდა დარჩეს ძირითად ბირთვად, ბევრი ექსპერიმენტების გარეშე...
0
№37
ავტორი: 100%Red
7 ნოემბერი 2020 20:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: Dato kutaisi
პირველ რიგში გილოცავთ უმნიშვნელოვანეს მოგებას.როდესაც ფრედი და სკოტი ერთად არიან მოედანზე დაცვაში კარგად ვართ.რაც შეეხება შეტევას მაინც სხვის შეცდომაზე ვართ დამოკიდებული.გოლები ორივე იდენტური გავიტანეთ და პროვეში კინი იყო დამნაშავე და კიდევ რომ დავწოლოდით კიდევ გავიტანდით ძაან სუსტი რგოლი იყო.
გამიხარდა კავანის გოლი ძაან სჭირდებოდა.რეშს რომ მოხვედროდა მაინც ის ბურთი ძაან მინდოდა რომ გაეტეხა ნავსი ევერტონთან.
მოკლედ ვიტყვი სიმართლეს და ვერ ვარ ბედნიერი მეორე ნომრად მოთამაშე გუნდის ყურებით მაგრამ ასეთი შედეგი მაინც გვქონდეს სტაბილურად

100%
პოზოციურ შეტევას ვერ მოვესწრები ასე მგონია derpwhy
ბაშაქშეჰირთან გამოიწმინოდნ და ეგაა
0
№38
ავტორი: onlyred
7 ნოემბერი 2020 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: Lalana
დღეს ასევე ისიც მესიამოვნა რომ მთელი თამაშის განმავლობაში ფეხზე იდგა ოლე და თავის შეგირდებს მითითებებს აძლევდა.ასეთი მონდომებით რომ იყოს სხვა თამაშებშიც კარგი იქნება.ძალიან,ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ და ყველას გილოცავთ ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

ხო ზოგჯერ პოგბაზე უარეს ხასიათხეა თვითონ დ

ციტატა: Dato kutaisi
პირველ რიგში გილოცავთ უმნიშვნელოვანეს მოგებას.როდესაც ფრედი და სკოტი ერთად არიან მოედანზე დაცვაში კარგად ვართ.რაც შეეხება შეტევას მაინც სხვის შეცდომაზე ვართ დამოკიდებული.გოლები ორივე იდენტური გავიტანეთ და პროვეში კინი იყო დამნაშავე და კიდევ რომ დავწოლოდით კიდევ გავიტანდით ძაან სუსტი რგოლი იყო.
გამიხარდა კავანის გოლი ძაან სჭირდებოდა.რეშს რომ მოხვედროდა მაინც ის ბურთი ძაან მინდოდა რომ გაეტეხა ნავსი ევერტონთან.
მოკლედ ვიტყვი სიმართლეს და ვერ ვარ ბედნიერი მეორე ნომრად მოთამაშე გუნდის ყურებით მაგრამ ასეთი შედეგი მაინც გვქონდეს სტაბილურად

ბაზარი არაა.
გუნდში პოგბა და ბრუნო გვყავს მაგრამ ცენტრში ბურთი მაინც ვერ გვიჭირავს.
რასაც ვუყურებ თავიდან როცა მოვიდა ბრუნო ხშირად უკან ამოდიოდა და ბურთს ანაწილებდა მარსიალი რეში გრინვუდზე რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ და კი გვახსოვს ის სერიებიც.
ახლა თითქოს ცოტა ზევითაა აწეული და ცენტრს ხშირად ვთმობთ, ვერ ვიჭერთ.
არადა ბეეკია, ბრუნოა და პოგბა, სამი კაცია ვისაც შეუძლია კომბინაციებზე თამაში, პლუს საჭირო დროს დრიბლინგიც.
ასე ძალიან ცენტრის დაჭერა არ უნდა გვიჭირდეს, ბევრი შეხება უნდა შეგვეძლოს ბურთთან და როცა 1 კაცს აქვს ბურთი ახლოს უნდა ყავდეს კიდე ხალხი.
ამდენი ხანი გავიდა და ჯერ ამ მხრივ შედეგი არ გვაქვს, ამიტომაც როცა ბურთი გვიჭირავს არ ვიცით რა ვქნათ თუ გასაქცევი არ გვაქვს, დაჭერა და მერე გათამაშების მონახაზები არაა გუნდში
0
№39
ავტორი: Dato kutaisi
7 ნოემბერი 2020 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3228
The red devi11 მე ჰომოსაპიენსების სახელით ვერ გიპასუხებ, მაგრამ საკუთარ აზრს გაგიზიარებ.ზედმეტად აჟიტირებული ხარ და მიზეზი რა გაქვს მე ვერ ვხვდები.თუ რამეზე შენი აზრი გაქვს დაწერე რა საჭიროა რომ ილანძღები და დღევანდელი პირველი არაა ძამიკო და არ გავარტყი ოლესაც და ყველას ვინც იქაა იმათ გამო აქ ხალს რატო ლანძღავ მე არ მესმის.შენი აზრი გავიგე რაც დაწერე მაგრამ შენს ნაწერში არაა პასუხი იმ პრეტენზიაზე რაზეც ყველას გვაქვს და ეგაა სათამაშო ხარისხი და ზოგადად აზრიანი ფეხბურთი.ოღონდ გთხოვ დღევანდელი თამაშით არ ილაპარაკო.ზოგადად არასტაბილურობა ეს რაღაც განყენებულ მცნებად გაჩნდა და მე ვერ ვხვდები ეს სტაბილურობა ჩემი ან შენი მოსატანია გუნდში?ან სათამაშო სტილი ხარისხი ეგ ჩვენ უნდა დავდოთ?100 წელი გაილანძღება როცა გასალანძღი იქნება და შექებას მიიღებს როცა შესაქები იქნება.მე ასე ვარ და ასე ვიქცევი.არც ილუზიებს ვიქმნი და მითუმეტეს ამის გამო აქ არავის არ ვლანძღავ.მე მეგობრულად გიწერ ამ კომენტარს რადგანაც ტექსტი შეიძლება სხვაგვარად იკითხებოდეს და პირადად რო გხედავდე სხვაგვარად მიხვდებოდი.უბრალოდ აქ არ ვართ ერთამენთის მტრები და შენ სულ იმას წერდი ხალხი აქ ჩასაფრებულია ოღონდ წააგოს ოლემ რო ლანძღოსო და ამ დროს იგივეს აკეთებ შენ.
0
№40
ავტორი: GOGAruud
7 ნოემბერი 2020 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ციტატა: The red devi11
წეღან ვკითხულობდი სტატიას ტრენერებზე და ერთ საგანმანათლებლო პოსტს დავდებ.

ზოგადად ერტ კონკრეტულ ტრენერზე არ არის აქ. ზოგადად არც ამ შედეგებზეა საუბარი რაც დგას ციფრებში დავთვლი და მიხვდებიტ რომ ჰომოსაპიენსია აქ ზოგიერთი და მეტი ართია გიყვარდეს ფეხბურაფერი გიყვარდეს გუნდი და გინდოდეს ყველა ტამაში მოიგოს უკლებლივ და მეორეა ცოტა უფრო სიღრმისეულად იცოდე რა არის ფეხბურთი, ხოლო მესამე ტიპი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი გულშემატკივარი ჩემის აზრით შეიძლება ფეხბურთი სიღრმისეულად არ გესმოდეს, მმაგრამ იმ დონეზე როგორ უნდა დაეცე აზროვნებით რომ უბრალოდ ხესავით მე მოგება მინდა და ვოსოოო და ამა აზრის ტყვეობაში ვერაფერსარ ხედავდე აი ხესავით ვერ მოოგეს ცენზურაობაა მოიგეს კაია მაგრად მაღიზიანებს.


რაც შეეხება იმას, ვისაც ესმის ნაღდად და ვინც აზროვნებს დავიჯერო ვერ გაიაზრეტ საკუთარ თავთან რომ აღარ არის ეს ის მანჩესტერი წლებია რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლო. ფერგის წასვლი შემდეგ რომ დაიწყო ძალიან დიდი კრიზისი და ყოველი შემდეგი წელი უარესი დგებოდა. პოჩეტინოზეც და ნაგელსმანზეც ბევრად მაგარი ტრენერები მოვიდნენ მაგრამ რა? შედეგი უკუსვლა და საბოლოვოდ ერთი წლის წინ ეს მანჩესტერი არაფრით არ აღემატებოდა იმ ლივერპულს კლოპოს რომ ყავდა მისვილის პირველ წელს. ვაფშე არაფრით. შეიცვალა ორი უმაგრესი ტრენერი ორივე მეზიზღება მაგრამ ვაღიარებ ორივე თავის პლიუს მინუსებით და ვერ გაამართლა ვერცერთმა და მას ვერ მიხვდება ეს ჰომოსაპიენსი რატომ, იმიტომ რომ ორივეს მოყვანა იყო შეცდომა ამას მალევე მიხვდნენ თორემ ჩასვრილი გუნდიში + ტაობათა ცვლის პროცესი ვინმეს თუ ჯერა რომ 2 წელში საჩემპიონო გუნდი დგება ეს მხოლოდ ისევ ჰომოსაპიენსები იქნებიან ამ საიტის. უაღრესად რთული და წარმოუდგენელია ეს პროცესები გაიარო მარტივად გამოიყენო 2 სატრანსფერო ფანჯარა და მეორე წელს ჩემპიონობაზე გაიწიო თანაც პრემიერლიგაში ეს არაა კომპიუტერული თამაში. ერთია მიხვიდე დალაგებულ გნდში და იმავე წელს დადო შედეგი და მეორეა მიხვიდე გუნდში რომლის აშენებას სულ 0 იდან გთხოვენ და იქ ორ წელში ტიტულები დადო. ვინ დაუშვა ეს შეცდომები? პასუხი მარტივია. იმათ არ ესწავლებათ რომ გუნდის შენება კომპლექსურ პროცესია და ვისაც მიიყვან უნდა ენდო მინიმუმ ერთი კონტრაქტი, სხვა დეტალებიც იყო რამაც დააჩქაა ორივეს გაგდება უბრალოდ. და შემდეგ რა ხდება მოურინიოს არეულძე მოდის ჩვენიანი. ვისაც მანჩესტერი უყვარს სულშერი როგორ არ უნდა გიყვარდეს როგორც შენი კლუბის უდაოდ ერთერთი დიდი ფიგურა. და იწყებს გუნდის თავიდან შენებას და აქ არსებობენ ჰომოსაპიენსები რომლებისაც გონიათ რომ ისევ იმ ლეველზეა გუნდი და არიქა აბა უნდა იგებდნენ ყველაფერს. ეგენი ვერც გაიაზრებენ რომრეალურად გუნდი შენების პროცესშია. ეხლა ერთერთი ჰომოსაპიენსი მეუბნება ტიპმა 300 ლიმონი დახარჯა ეს ქნა ის ქნა და რატომ ვერ დებს შედეგებს. ჯერ ერთი პატონო ჰომოსაპიენსებო ის რაც ჩაიბარა და რაც ხდებოდა ბოლო 6 წელია მას მერე რაც მოხხდა შედეგი არაა? 100 თამაში 57 მოგება მეორე შედეგი. გუნდი დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგას. არასტაბილურობას თუ არ ჩავთვლით თამაშის ხარისხი გამოსწორდა იმასთან სედარებით რაც იყო. ტოპ 6ის გუნდებთან ანგარიშ გასაწევი ძალა გახდა. სწორი ტრანსფერები გაკეთდა და იმასთან შედარებით რაც იყო ეს არაა წინსვლა ბიჯოოოო გამოდი გამოქვაბულიდან. მერე დღეს. 6 ქულა სხვაობა ლიდერებთან ჯგუფში პირელი ადგილი და ეს იმ გუნდით რომელიც ვარანაირად ვერ გახდება 1 წელში ჩემპიონი და დედის წიოკი იმიტომ რომ შენების პროცესი ასე მალე არ მთავრდება ბიჯო. ისტორიაში არის რამდენიმე შემთხვევა რაც მე მახსოვს და ერთერთი არის რეალ მადრიდი 2009 წელი. საოცარი ტრანსფერები უმაღლესი დოის მწვრთნელი მაგრამ პირველ წლებში მაქსიმუმუ მერვედ ფინალი და ლალიგაში რომ არა სიმარტივე ამ ჩემპიონატის რა იქნებოდა არავინ იცის. ლივერპული და კლოპო. კლოპოს პირველი 100 თამაში. 50 მოგება. 100 თამასი არის რამის ორი სეზონი გაითვალისწინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ააშენა გუნდი და დადო შედეგები დორი 2 წელი +. ივენტუსი დაბრუნების შემდეგ უდიდესი შამუშაო გაიწია და დაჭირდა ასე 3 წელი რომ ლეველი აწეულიყო რამდენიმე დონით და ესეც მხოლოდ სერია აში რასაც კიდევ ხელი შეუწყო სხვა გუნდების დაღმასვლამ თორემ რა იქნებოდა ღმერთმა იცის. ესაა რაც მნე მახსენდება ამ ერიოდში. და თუ ვინმე ერთ მაგალითს მაინც მომიყვანს რომ გუნდ რომელსაც ქონდა კრიზისი ყავდა 114 კაცი გადაბერებული და მიდიოდა თაობათა ცვლა ასეთ გუნდში მივიდა ვინმე და 2-3 წელზე ნაკლებ დროში დააბრუნა მის ადგილას თუ იცით ხმასაღარ ვიღებ. მიზეზი იმის თუ რატომ არ მინდა ტრენერის ცვლიება არის ის რომ შემდეგ ტრენერს ანალოგიურად დაჭირდება დრო 2 წელი მინიმუმ რომ შედეგებოი დადოს ტიტული არა რაც ჩემთვის ძალიან დამღლელია და ყველა საღად მოაზროვნისთვის უნდა იყოს. მიზეზი ორი ტრენერის ცვლლება არ მგონია გამოსავალ და იქნება მხოლოდ დროებითი გამონათება როგოც ყველგან და ყოველტვის პირველლი მუხტი არსებობს ხოლმე. და მესამე ამ გუნდში ტუ ისევ ჩვენი გაიბრწყიბებს ეს იქნება ზუსტად მანჩესტერის ისტორიის გაგრძელება და ტრადიციების.

ოლე არქ არაფერ შუაშია აქ რომ იყოს გიგზი სქოულზი ან რუნი ან ნებისმიერი სხვა აბსოლუტურად ანალოგიურად დავუჭერდი მხარს.

შენ გაიხარე ძმაო, თითქოს ჩემ კომენტარს ვკითხულობდი ისეთი შეგრძნება მქონდა, ისე კი იმედი მქონდა გადაწურული ამ საიტზე დავიჯერო ნორმალურად აღარავინ აზროვნებს მეთქი... ყველა ერთ კალათში არ მინდა მოვაქციო და შეურაცხყოფა მოვაყენო მაგრამ ბევრია ვინც გაიძახის მწვრთნელის შეცვლაზე და მიკვირს, ასე მგონია მართლა მთელი ცხოვრება ფლეისთეიშენს თამაშობდნენ და ესე ადვილი გონიათ რომ გუნდი დააყენოს მწვრთნელმა ფეხზე. მაგრამ ამათ რა მოვთხოვო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობა მგონი ეხლა მიხვდა რო ნასკებივით არ უნდა ცვალოს მწვრთნელები. ოლეზე კაი კაცს კიდე ამ საქმისთვის მე პირადად დღესდღეისობით ვერ ვხედავ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top