თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2020, 14:41
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 44
პრევიუ - "ევერტონი" VS "იუნაიტედი"
სიახლეები თამაშამდე.
პრევიუ -
მას შემდეგ რაც "ევერტონმა" ძალიან კარგი სტარტი მიიღო,ახლა უკვე "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ შეეცდებიან რომ ზედიზედ მესამე მატჩი არ წააგონ პრემიერ ლიგაში.

"იუნაიტედი" კი გასვლაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და დღეს შანსი აქვთ რომ 1993 წლის რეკორდი გაიმეორონ,რომელიც ზედიზედ 7 პრემიერ ლიგურ თამაშში გამარჯვებას მოიცავს.

გუნდების ფორმა


ხამეს როდრიგესი,კოულმენი და ჰოლგეითი უკვე კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არიან და მატჩში მონაწილეობას მიიღებენ,თუმცა ლუკას დინი დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს.

ასევე ვერ ითამაშებს რიშარლისონი,რომელსაც ასევე დისკვალიფიკაცია აქვს,საეჭვოა ფაბიან დელფის თამაში.

სოლსკიაერს დაუბრუნდა ენტონი მარსიალი,თუმცა როგორც ოლემ თქვა გასული თამაშის შემდეგ,ვიქტორ ლინდელოფს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და არ ვიცით შეძლებს თუ არა მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ალექს ტელეშის პასუხი კოვიდ 19-ის ტესტზე უკვე უარყოფითია და გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო,რაც შეეხება ლინგარდს,ის კვლავ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე მუშაობს და გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება.

იცოდით თუ არა რომ


"ევერტონი" სოლსკაიერის ბიჭების წინააღმდეგ უკვე 3 მატჩია არ აგებს,შარშანდელ სეზონში გუნდებმა ორივე თამაში 1-1 ითამაშეს და ქულები გაიყვეს.

"კანფეტები" შეეცდებიან რომ 8 თამაშში პირველად შეინახონ კარი მშრალად,ისინი "გუდისონ პარკზე" მინიმუმ 2 გოლს უშვებენ ბოლო 4 მატჩია.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მოგება "გუდისონ პარკზე" აქვს 16,ასევე "ვილა პარკზე" იგივე მაჩვენებლით.

ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში,ბრუნო ფერნანდეშმა 12 გოლში მიიღო მონაწილეობა,8 გოლი და 4 ასისტი.მან უკვე დაამყარა რეკორდი რომლის მიხედვითაც, დებიუტიდან პირველ 10 თამაშში გოლს+ასისტის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.

მატჩის მთავარი არბიტრი : პოლ ტირნი
VAR : მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
44 კომენტარი
№41
ავტორი: GOGAruud
8 ნოემბერი 2020 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ციტატა: The red devi11
Gogaruud. გაიხარე ძმა. გამიხარდა შენი კომენტარი. ხანდახანისე მგონია რეალის ფანებში ვარ ხოლმე რომლებსაც უხარიათ ჩემი გუნდის წაგება გეფიცები თუ სხვა განცდა მქონდეს ამ საიტზე ძალიან ხშირად

სიმართლე დავწერე რასაც ვფიქრობდი, მეც მაწუხებს რო ზოგმა არ იციან რას ნიშნავს იყო გუნდის ერთგული გულშემატკივარი, მწვრთნელის პატივისცემა არ იციან და ასე შემდეგ... მითუმეტეს ამ საიტის წესებში გასაგებად წერია ეს ყველაფერი არ მესმის რატო რთავენ ნებას საიტის ადმინისტრაცია რო ასეთი რამე ხდება აქ... ვისურვებდი რო მეტად ეაქტიურათ ამ მხრივ!!!
0
№42
ავტორი: Lalana
8 ნოემბერი 2020 16:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: GOGAruud
ყველა ერთ კალათში არ მინდა მოვაქციო და შეურაცხყოფა მოვაყენო

და რა უფლებით უნდა მიაყენო შეურაწყოფა სხვა ადამიანს განსხვავებული აზრის და გამო?იმის და მიუხედავად რომ შეიძლება სრულიად რადიკალური აზრი ჰქონდეს ადამიანს პატივი უნდა სცე მის მოსაზრებას და თუ არ ეთანხმები და რაიმე არასასიამოვნო სურვილებს აღძრავს ვიღაცის მიერ დაწერილი ტექსტი შეგვიძლია ასეთი კომენტარი გავატაროთ.
0
№43
ავტორი: GOGAruud
8 ნოემბერი 2020 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ციტატა: Lalana
ციტატა: GOGAruud
ყველა ერთ კალათში არ მინდა მოვაქციო და შეურაცხყოფა მოვაყენო

და რა უფლებით უნდა მიაყენო შეურაწყოფა სხვა ადამიანს განსხვავებული აზრის და გამო?იმის და მიუხედავად რომ შეიძლება სრულიად რადიკალური აზრი ჰქონდეს ადამიანს პატივი უნდა სცე მის მოსაზრებას და თუ არ ეთანხმები და რაიმე არასასიამოვნო სურვილებს აღძრავს ვიღაცის მიერ დაწერილი ტექსტი შეგვიძლია ასეთი კომენტარი გავატაროთ.

ზუსტად მაგიტომ დავწერე ძმობილო რო ეგ არ გამომსვლოდა ჩემი კომენტარით. ისე მადლობა მორალის შეხსენებისთვის.
0
№44
ავტორი: Lalana
9 ნოემბერი 2020 13:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: The red devi11
არა ადამ განსხვავებული აზრის გამო როგორ შეიძლება ვინმე განსაკო აი პროჭობის და ბოზობის გამო უარესიც უნდა უყო რომ ხედავდე მამენტ

ვიცი მეგობარო რასაც გულისხმობ,მაგრამ მასეთები ფეხებზე უნდა დაიკიდო,ან ნერვებს რატომ იშლი მსგავსი რამის გამო?გაატარე და ეგაა,თორემ აქედან კი ვიცით ადამიანს ვერც გადააკეთებ და ვერც გადმოაკეთებ,ისევ ისეთები დარჩებიან როგორებიც იყვნენ.ერთადერთი დაზარალებული კი ისევ ის ადამიანი რჩება ვინც ამის გამო ნერვებს მოიშლის.
ციტატა: GOGAruud
ზუსტად მაგიტომ დავწერე ძმობილო რო ეგ არ გამომსვლოდა ჩემი კომენტარით. ისე მადლობა მორალის შეხსენებისთვის.

კი მეგობარო,ვიცი რაც იგულისხმე და მეც ეგ ავღნიშნე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top