თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2020, 20:37
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2218,
კომენტარები: 37
პრევიუ - "იუნაიტედი" VS "ლაიფციგი
სიახლეები თამაშამდე
პრევიუ -
გუნდების მდგომარეობა

მოგეხსენებათ რამდენიმე საათში "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართება,სადაც გერმანელები ჩამოვლენ.

დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა დონი ვან დე ბეეკი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ,ხელმისაწვდომია ენტონი მარსიალიც.რაც შეეხება დანაკლისს,გუნდს ტრაციდიულად დააკლდება ერიკ ბაიი ტრავმის გამო,ჯესი ლინგარდი.რაც შეეხებათ სერხიო რომეროს,ფილ ჯონსს და მარკოს როხოს,ისინი 25 კაციან განაცხადში საერთოდ არ არიან შეყვანილები.

"ლაიფციგი" საკმაო დანაკლისით გაემგზავრა ინგლისში,გუნდს აკლია ნახევარმცველი ტაილერ ადამსი,მცველი ჰალსტენბერგი,მარჯვენა მცველი ლუკას კლოსტერმანი,ასევე ლაიმერი და ფორვარდი ჰარტმანი.

ნაგელსმანი ასევე არაა დარწმუნებული კიდევ ერთი მცველის,ნორდი მუკიელეს მზადყოფნაში.

საინტერესო ფაქტები


ეს ორი გუნდი ევრო ტურნირებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება,"წითელმა ეშმაკებმა" გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 4 შეხვედრაში 1 გამარჯვება მოიპოვეს,1 ფრე და 2 მარცხი.

ევროპულ ტურნირებზე "იუნაიტედი" ბოლო 10 საშინაო მატჩია გერმანელების წინააღმდეგ არ მარცხდება,7 მოგება და 3 ფრე.

მეორე მხარეს,"ლაიფციგი" 2 ჯერ ეთამაშა ინგლისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე,შარშანდელ სეზონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ნაგელსმანის შეგირდებმა ჟოზეს ბიჭები ორი მატჩის ჯამში 4-0 დაჯაბნეს.

"იუნაიტედმა" ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში 4 მარცხი იწვნია,1 მოგება,1 ფრე,ეს იგივე მაჩვენებელია რაც წინა 71 თამაშში ერთად აღებული ( 51 მოგება,16 ფრე,4 წაგება)

მაშასადამე,ჩვენ მატჩისთვის მზად ვართ Come on you REDS
ახალი ამბები
37 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
28 ოქტომბერი 2020 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აქ ჩვენ გუნდს ბევრად ძლიერი შემადგენლობა ყავს, ვიდრე გერმანელებს, ველოდები შემტევ ლაღ ფეხბურთს და პირველ ნომრად რა თქმა უნდა. ვფიქრობ ცენტრი და თავდასხმა ჩვენია, ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ დაცვაშიც არ უნდა გვქონდეს პრობლემები, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს 3 ქულის აღება და პოზიციების გამყარება ჯგუფში, პოულსენი და ოლმო თუ ამოვკეტეთ ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, გერმანელებს უნდა ვანახოთ რა ძალას წარმოადგენენ წითელი ეშმაკები... love am
0
№2
ავტორი: Chesterman
28 ოქტომბერი 2020 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ეს თამაში არ უნდა წავაგოთ და გავალთ უპრობლემოდ თურქებთაან ორი მოგება ზედიზედ და ეგაა 10 ქულაა მინიმუმ
0
№3
ავტორი: Mishiko82
28 ოქტომბერი 2020 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
უნდა მოუგოთ უეჭველად თორემ მერე გაგვიჭირდება გასვლისთვის ბრძოლა თან პრემიერ ლიგაში რთული თამაშები გველის.
0
№4
ავტორი: Lalana
28 ოქტომბერი 2020 22:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგია,რომ მუკიელე არ ეყოლებათ,მის ნაცვლად მოუწევთ ჰენრიქსის დაყენება და რაშფორდს უფრო გაეხსნება ხელ-ფეხი,ან შეიძლება საერთიოდ სამი მცველით გამოიყვანოს გუნდი და 3-4-3 ათამაშოს,ეს თუ გააკეთა ჩვენ შემტევებს უფრო მეტი სივრცე ექნება ფლანგებზე.ჩვენ კი კარგი იქნება თუ მარჯვენა ფლანგზე ჯეიმს დავაყენებთ,ანხელინო უმეტესწილად შეტევაშია და სივრცეც უფრო მეტი დარჩება,სივრცის გამოყენებას კი ნამდვილად იცის,უბრალოდ მეორე ფაზაში უჭირს ძალიან.ასევე კარგია,რომ ლაიმერი არ ეყოლებათ,რადგან დაცვით სამუშაოს კარგად ასრულებს ნახევარდაცვაში და ამას დამატებული კარგია უკნიდან ბურთის წამოღებასა და გრძელ გადაცემებში,ახლა კი მოუწევთ კამპლის ან ადამსის დაყენება,რომლებიც ნამდვილად ვერ არიან ისეთები დაცვით ფაზაში როგორც ლაიმერი.ასევე ერთი უპირატესობა გვაქვს,ნაგელსმანი ჩამშლელი ნახევარმცველით არ თამაშობს ამიტომ შეგვიძლია ცენტრიდანაც ვცადოთ ბურთის გაგორება.იმედია კარგ თამაშს ვიხილავთ და სამ ქულასაც ავიღებთ.
0
№5
ავტორი: The Special One
28 ოქტომბერი 2020 22:45
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: Lalana
კარგია,რომ მუკიელე არ ეყოლებათ,მის ნაცვლად მოუწევთ ჰენრიქსის დაყენება და რაშფორდს უფრო გაეხსნება ხელ-ფეხი,ან შეიძლება საერთიოდ სამი მცველით გამოიყვანოს გუნდი და 3-4-3 ათამაშოს,ეს თუ გააკეთა ჩვენ შემტევებს უფრო მეტი სივრცე ექნება ფლანგებზე.ჩვენ კი კარგი იქნება თუ მარჯვენა ფლანგზე ჯეიმს დავაყენებთ,ანხელინო უმეტესწილად შეტევაშია და სივრცეც უფრო მეტი დარჩება,სივრცის გამოყენებას კი ნამდვილად იცის,უბრალოდ მეორე ფაზაში უჭირს ძალიან.ასევე კარგია,რომ ლაიმერი არ ეყოლებათ,რადგან დაცვით სამუშაოს კარგად ასრულებს ნახევარდაცვაში და ამას დამატებული კარგია უკნიდან ბურთის წამოღებასა და გრძელ გადაცემებში,ახლა კი მოუწევთ კამპლის ან ადამსის დაყენება,რომლებიც ნამდვილად ვერ არიან ისეთები დაცვით ფაზაში როგორც ლაიმერი.ასევე ერთი უპირატესობა გვაქვს,ნაგელსმანი ჩამშლელი ნახევარმცველით არ თამაშობს ამიტომ შეგვიძლია ცენტრიდანაც ვცადოთ ბურთის გაგორება.იმედია კარგ თამაშს ვიხილავთ და სამ ქულასაც ავიღებთ.


ვერ დაგეთანხმები,ჯეიმსმა არ იცის სივრცის გამოყენება,მეტსაც გეტყვი,საერთოდ არაფერი აქვს მაგ ფეხბურთელის მაგვარს სისწრაფის გარდა,აი ლინგარდს ბევრად მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს ვიდრე მაგ გიგზის ბიძაშვილს და ეგ ფაქტი უკვე ძაან ტეხავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: Smoke - N
28 ოქტომბერი 2020 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
გაუმარჯოს სასტავს გთხოვთ ლინკი რომ დადოთ რო ვუყუროთ ჩვენ ბიჭებს წინასწარ გიხდით მადლობას
0
№7
ავტორი: Lalana
28 ოქტომბერი 2020 22:58
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The Special One
ვერ დაგეთანხმები,ჯეიმსმა არ იცის სივრცის გამოყენება,მეტსაც გეტყვი,საერთოდ არაფერი აქვს მაგ ფეხბურთელის მაგვარს სისწრაფის გარდა,აი ლინგარდს ბევრად მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს ვიდრე მაგ გიგზის ბიძაშვილს და ეგ ფაქტი უკვე ძაან ტეხავს.

სივრცის გამოყენება კი იცის,მაგრამ არ იცის თუ როგორ გააგრძელოს შემდეგ თამაში,ანუ მეორე ფაზაში ძალიან მოიკოჭლებს.თუ კარგად გახსოვთ მანჩესტერში თავიდან როდესაც გადმოვიდა კარგი თამაშები ჩაატარა და ეს იმიტომ რომ მოწინააღმდეგე გუნდი არ უთმობდა სათანადო ყურადღებას,ამის და გამო სივრცე მეტი რჩებოდა და უკეთესადაც გამოიყურებოდა,მაგრამ როდესაც შეხედეს რომ უყურადღებობით საკმაოდ ბევრ შანს იღბდა ჯეიმსი ამის და გამო უფრო მეტად ამოუკეტეს სივრცე,რის შემდეგადაც მისი პლიუსები ვერარ ჩანდა ისე როგორც უწინ.ვიცი,რომ უნიტელექტო ბიჭია,მაგრამ ამ თამაში შეიძლება მარჯვენა ფლანგზე მისი გამოყენება,პრესინგს თამაშობს ლაიფციგი და ამ დროს უკანა ნაწილში უფრო მეტად რჩება სივრცე.მატას დაყენება შეიძლება მის ადგილას,მაგრამ ამ შემთხვევაში ის სისწრაფეები აღარ გვექნება კონტრშეტევებზე და მაშინ მაგ შემთხვევაში ჯობს ცენტრი დაიტვირთოს და მეტი კრეატიული ნახევარმცველი იდგეს,თუ რა თქმა უნდა,კონტრშეტევაზე არ გვექნება გათვლა.
0
№8
ავტორი: dzia_David
28 ოქტომბერი 2020 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
სად აპირებთ ბიჭებო თამაშის ნახვას?
0
№9
ავტორი: Lalana
28 ოქტომბერი 2020 23:03
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლა ვნახე შემადგენლობა და როგორც ჩანს ნახევარდაცვაზე კეთდება აქცენტი და ნაგელსმანზე როგორც ვიფიქრე 3-4-3 დააყენა,აქედან გამომდინარე ნახევარდაცვაში უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა და უნდა ვისარგებლოთ ჩამშლელის არ არსებობით,უბრალოდ საინტერესოა ცენტრში რას აკეთებს საერთოდ ნკუნკუ,როგორც ჩანს ფურცელზე სხვა ტაქტიკა ხატია და ისე სულ სხვა იქნება.

ციტატა: dzia_David
სად აპირებთ ბიჭებო თამაშის ნახვას?

ციტატა: Smoke - N
გაუმარჯოს სასტავს გთხოვთ ლინკი რომ დადოთ რო ვუყუროთ ჩვენ ბიჭებს წინასწარ გიხდით მადლობას

My Webpage-მე სილკზე ვუყურებ ხოლმე ბიჭებო,მაგრამ აქედანაც შეგიძლიათ ნახოთ მატჩები ისე დარეგისტრირდით სილქის გვერდზე და უფასოდ უყურებთ არხებს დეკემბრამდე.
0
№10
ავტორი: Markus18
28 ოქტომბერი 2020 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ეს რა სასტავია ვინმემ ლოგიკურად ახსნას :((( სანიჩიო სასტავია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top