გუნდების მდგომარეობა
მოგეხსენებათ რამდენიმე საათში "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართება,სადაც გერმანელები ჩამოვლენ.
დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა დონი ვან დე ბეეკი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ,ხელმისაწვდომია ენტონი მარსიალიც.რაც შეეხება დანაკლისს,გუნდს ტრაციდიულად დააკლდება ერიკ ბაიი ტრავმის გამო,ჯესი ლინგარდი.რაც შეეხებათ სერხიო რომეროს,ფილ ჯონსს და მარკოს როხოს,ისინი 25 კაციან განაცხადში საერთოდ არ არიან შეყვანილები.
"ლაიფციგი" საკმაო დანაკლისით გაემგზავრა ინგლისში,გუნდს აკლია ნახევარმცველი ტაილერ ადამსი,მცველი ჰალსტენბერგი,მარჯვენა მცველი ლუკას კლოსტერმანი,ასევე ლაიმერი და ფორვარდი ჰარტმანი.
ნაგელსმანი ასევე არაა დარწმუნებული კიდევ ერთი მცველის,ნორდი მუკიელეს მზადყოფნაში.
საინტერესო ფაქტები
ეს ორი გუნდი ევრო ტურნირებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება,"წითელმა ეშმაკებმა" გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 4 შეხვედრაში 1 გამარჯვება მოიპოვეს,1 ფრე და 2 მარცხი.
ევროპულ ტურნირებზე "იუნაიტედი" ბოლო 10 საშინაო მატჩია გერმანელების წინააღმდეგ არ მარცხდება,7 მოგება და 3 ფრე.
მეორე მხარეს,"ლაიფციგი" 2 ჯერ ეთამაშა ინგლისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე,შარშანდელ სეზონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ნაგელსმანის შეგირდებმა ჟოზეს ბიჭები ორი მატჩის ჯამში 4-0 დაჯაბნეს.
"იუნაიტედმა" ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში 4 მარცხი იწვნია,1 მოგება,1 ფრე,ეს იგივე მაჩვენებელია რაც წინა 71 თამაშში ერთად აღებული ( 51 მოგება,16 ფრე,4 წაგება)
მაშასადამე,ჩვენ მატჩისთვის მზად ვართ
Come on you REDS