თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2020, 20:37
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2223,
კომენტარები: 37
პრევიუ - "იუნაიტედი" VS "ლაიფციგი
სიახლეები თამაშამდე
პრევიუ -
გუნდების მდგომარეობა

მოგეხსენებათ რამდენიმე საათში "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართება,სადაც გერმანელები ჩამოვლენ.

დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა დონი ვან დე ბეეკი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ,ხელმისაწვდომია ენტონი მარსიალიც.რაც შეეხება დანაკლისს,გუნდს ტრაციდიულად დააკლდება ერიკ ბაიი ტრავმის გამო,ჯესი ლინგარდი.რაც შეეხებათ სერხიო რომეროს,ფილ ჯონსს და მარკოს როხოს,ისინი 25 კაციან განაცხადში საერთოდ არ არიან შეყვანილები.

"ლაიფციგი" საკმაო დანაკლისით გაემგზავრა ინგლისში,გუნდს აკლია ნახევარმცველი ტაილერ ადამსი,მცველი ჰალსტენბერგი,მარჯვენა მცველი ლუკას კლოსტერმანი,ასევე ლაიმერი და ფორვარდი ჰარტმანი.

ნაგელსმანი ასევე არაა დარწმუნებული კიდევ ერთი მცველის,ნორდი მუკიელეს მზადყოფნაში.

საინტერესო ფაქტები


ეს ორი გუნდი ევრო ტურნირებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება,"წითელმა ეშმაკებმა" გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 4 შეხვედრაში 1 გამარჯვება მოიპოვეს,1 ფრე და 2 მარცხი.

ევროპულ ტურნირებზე "იუნაიტედი" ბოლო 10 საშინაო მატჩია გერმანელების წინააღმდეგ არ მარცხდება,7 მოგება და 3 ფრე.

მეორე მხარეს,"ლაიფციგი" 2 ჯერ ეთამაშა ინგლისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე,შარშანდელ სეზონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ნაგელსმანის შეგირდებმა ჟოზეს ბიჭები ორი მატჩის ჯამში 4-0 დაჯაბნეს.

"იუნაიტედმა" ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში 4 მარცხი იწვნია,1 მოგება,1 ფრე,ეს იგივე მაჩვენებელია რაც წინა 71 თამაშში ერთად აღებული ( 51 მოგება,16 ფრე,4 წაგება)

მაშასადამე,ჩვენ მატჩისთვის მზად ვართ Come on you REDS
ახალი ამბები
37 კომენტარი
№11
ავტორი: dzia_David
28 ოქტომბერი 2020 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კავანის დებიუტს ველოდები დღეს :)))
0
№12
ავტორი: Malboro463
28 ოქტომბერი 2020 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბეკს ფლანგზე თუ არ წაუვიდა თამაში მაგას ძირითადში ალბათ კაი ხანს არ დაყენებს თან ბოლომდეც არ ათამაშებს.
0
№13
ავტორი: ikeoni
28 ოქტომბერი 2020 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
მიდი დონი დაამტკიცე რა ❤️
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
28 ოქტომბერი 2020 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო სასტარტოა, უნდა მოიგონ რა აუცილებლად
0
№15
ავტორი: dzia_David
28 ოქტომბერი 2020 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Lalana
ახლა ვნახე შემადგენლობა და როგორც ჩანს ნახევარდაცვაზე კეთდება აქცენტი და ნაგელსმანზე როგორც ვიფიქრე 3-4-3 დააყენა,აქედან გამომდინარე ნახევარდაცვაში უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა და უნდა ვისარგებლოთ ჩამშლელის არ არსებობით,უბრალოდ საინტერესოა ცენტრში რას აკეთებს საერთოდ ნკუნკუ,როგორც ჩანს ფურცელზე სხვა ტაქტიკა ხატია და ისე სულ სხვა იქნება.

ციტატა: dzia_David
სად აპირებთ ბიჭებო თამაშის ნახვას?

ციტატა: Smoke - N
გაუმარჯოს სასტავს გთხოვთ ლინკი რომ დადოთ რო ვუყუროთ ჩვენ ბიჭებს წინასწარ გიხდით მადლობას

My Webpage-მე სილკზე ვუყურებ ხოლმე ბიჭებო,მაგრამ აქედანაც შეგიძლიათ ნახოთ მატჩები ისე დარეგისტრირდით სილქის გვერდზე და უფასოდ უყურებთ არხებს დეკემბრამდე.


https://silktv.ge/ ? აქ უნდა დავრეგისტრირდე?
0
№16
ავტორი: f.c.mu
28 ოქტომბერი 2020 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 375
ციტატა: dzia_David
სად აპირებთ ბიჭებო თამაშის ნახვას?


http://livetv353.me/eventinfo/984117_manchester_utd_leipzig/#webplayer_alieztv|1
35857|984117|1473211|7|1|ru
0
№17
ავტორი: bziki
28 ოქტომბერი 2020 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მუსჰა ლინკი გგააქვტ?
0
№18
ავტორი: ikeoni
29 ოქტომბერი 2020 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ტელეში სადაა ხალხო??
0
№19
ავტორი: Human
29 ოქტომბერი 2020 00:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
აუ მუშა ლინკი ჩააგდეთ გთხოვთ რა
0
№20
ავტორი: Silver
29 ოქტომბერი 2020 00:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
https://sheva-giphy.com/all-rb-leipzig-matches-live-online-total-sportek/
ბანძი კომენტატორია მაგრამ არ ჭედავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top