თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2020, 16:41
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 24
Sky sports: შესაძლოა ვან დე ბეეკი იუნაიტედში გადავიდეს"
Sky sports: შესაძლოა ვან დე ბეეკი იუნაიტედში გადავიდეს
Sky Sports- ის თანახმად, აიაქსის ახალგაზტდა ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი არ მოხვდა გუნდის განაცხადში ფრანკფურტის აინტრახტთან ამხანაგური მატჩისთვის, რადგან ფეხბურთელმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა. რადგან ის შესაძლოა ოლდ ტრაფორდზე ჩავიდეს.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე იტყობინება, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები ვან დე ბეკის აგენტთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე კი ინგლისის 20-ჯერ ჩემპიონის სკაუტები 23 წლის ჰოლანდიელის თამაშს ხშირ თვალყურს ადევნებდნენ.

ამასთან ერთად რომანოს თქმით, აიაქსს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება ვან დე ბეკის ტრანსფერზე, მაგრამ თავად ფეხბურთელს ძალიან მოსწონს პრემიერ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობა. ამსტერდამული კლუბი მზად არის შეელიოს მათ ნახევარმცველს დაახლოებით 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ.

"აიაქსს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და მათ იციან, რომ "წითელ ეშმაკებს" ვან დე ბეკის შეძენის ძალიან დიდი სურვილი აქვთ.

ამავე დროს, რომანო ირწმუნება, რომ თუ გარიგება შედგა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება: ”ვფიქრობ, 30 დღიანი ლოდინი არ დაგვჭირდება, სანამ ეს გადასვლა მოხდება, რადგან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია".
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2020 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია მალე დასრულდეს ეს ტრანსფერი და ,,48 საათში გაოფიციალურდება" და ,,აიაქსს ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია" - ფრაზები არ იქნება სამარადისოდ :)

ძაან საჭირო ფეხბურთელია დონი და ჩვენ ცენტრს აშკარად ჭირდება გაძლიერება, კარგად ჩანდა რა ემართებოდა ნახევარდაცვას, როცა ბრუნო და პოგბა არ თამაშობდა. ძირიტადისთვის იბრძოლებს თავისუფლად ვან დე ბეეკი, მე ძაან გამიხარდება ეს ტრანსფერი.
2
№2
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2020 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ეეე ბიჭო მოვაბათ თავი დროა უკვე ჩვენ გარდა ყველა გაძლიერდა
1
№3
ავტორი: bendzela
30 აგვისტო 2020 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
საჭირო კაცია მივესალმები ამის გადმოსვლას . გრელიში და ერთი კაი მცველი მარცხენა ფეხით მოთამაშე და მზად ვართ სეზონისთვის !!
1
№4
ავტორი: Lalana
30 აგვისტო 2020 17:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bendzela
საჭირო კაცია მივესალმები ამის გადმოსვლას . გრელიში და ერთი კაი მცველი მარცხენა ფეხით მოთამაშე და მზად ვართ სეზონისთვის !!

თუ ბეეკი მოვიდა მაშინ არამგონია გრილიშზეც იფიქრონ.მშვენიერი ტრანსფერი კი გამოვა მაგ ფასში.გრილისში 80ის გადახდას ამაში 40 მილიონის გადახდა ნამდვილად ჯობს.
2
№5
ავტორი: bendzela
30 აგვისტო 2020 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ციტატა: Lalana
ციტატა: bendzela
საჭირო კაცია მივესალმები ამის გადმოსვლას . გრელიში და ერთი კაი მცველი მარცხენა ფეხით მოთამაშე და მზად ვართ სეზონისთვის !!

თუ ბეეკი მოვიდა მაშინ არამგონია გრილიშზეც იფიქრონ.მშვენიერი ტრანსფერი კი გამოვა მაგ ფასში.გრილისში 80ის გადახდას ამაში 40 მილიონის გადახდა ნამდვილად ჯობს.

ისეთმა ცნობილმა გქზეთებმა დაწერეს რო დიდი ალბათობით ამ კვირაში გავიფორმებთ თან ვინგერის და მცველის დამატებასაც შეეცდება უნიტედიო ბეეკის ტრანსფერის დახურვის მეორეო და ვნახოთ აბა რა იქნება .. ცოტა ცენზურას განძრევა დაიწყეს და რაღაცის ნიშანია ეტყობა მამაზეციერი ჩაერია საქმეში
1
№6
ავტორი: Lalana
30 აგვისტო 2020 18:28

ეტყობა თორემ ესენი რის გამკეთებლები იყვნენ? :დ კი მეც ვნახე ბეეკთან დაკავშირებით სტატიები და თუ იყიდეს ნახევარდაცვაში მშვენიერი დანამატი იქნება.მარჯვენა ფლანგზეც საჭიროა ვინგერი,მხოლოდ გრინვუდი ვერ გაართმევს მთელი სეზონი თავს და ჯეიმსი კიდევ რამდენად შეიძლება იყოს გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა თქვენც კარგად მოგეხსენებათ.ისე კი დაცვის ცენტრშიც კარგი იქნებოდა ვინმეს დამატება.ამ სამ პოზიციაზე მაინც მოსაყვანია აუცილებლად ხალხი და დანარჩენი კიდევ ზამთარში გამოჩნდება კიდევ ვინმე დაგვჭირდება თუ არა.
3
№7
ავტორი: Old Red Devil
30 აგვისტო 2020 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
კაროჩე გარდიანმაც თქვა რომ დონის ებაზრებიანო და კაი შანსებიც აქვთო.ჭორიკანა გაზეთებმა კი უკვე მალე გააოფიციალურებებო.თან ამხანაგურზეც არაა დონი და მწვრთნელმაც თქვა საკუთარ მომავალს არკვევსო.რავიცი ძლივს ჰოლანდიელი და მართლა კაი იგროკი 40მლნ ევროდ მართლა გათვლილი და სწორი ტრანსფერი იქნება.მე ლიჩნად ეს პოგბას მიეჩევნია.ჰოლანდიას ყოველთვის კაი ცენტრები ყავს.
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
30 აგვისტო 2020 19:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ისე თუ არავის ყიდულობენ დათვის ხაფანგები მაინც იყიდონ და დავალაგოთ საყრდენ ზონაში:))მარა რად გინდა ესენი გაებმებიან პირველები :))
1
№9
ავტორი: zulte waregem
30 აგვისტო 2020 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ბიჭებო ფანჯარა ხვალ იკეტება?
0
№10
ავტორი: Old Red Devil
30 აგვისტო 2020 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: zulte waregem
ბიჭებო ფანჯარა ხვალ იკეტება?

როგორც ვიცი ინგლისში 4 კვირა კიდეა დრო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top