Sky Sports- ის თანახმად, აიაქსის ახალგაზტდა ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი არ მოხვდა გუნდის განაცხადში ფრანკფურტის აინტრახტთან ამხანაგური მატჩისთვის, რადგან ფეხბურთელმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა. რადგან ის შესაძლოა ოლდ ტრაფორდზე ჩავიდეს.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე იტყობინება, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები ვან დე ბეკის აგენტთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე კი ინგლისის 20-ჯერ ჩემპიონის სკაუტები 23 წლის ჰოლანდიელის თამაშს ხშირ თვალყურს ადევნებდნენ.
ამასთან ერთად რომანოს თქმით, აიაქსს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება ვან დე ბეკის ტრანსფერზე, მაგრამ თავად ფეხბურთელს ძალიან მოსწონს პრემიერ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობა. ამსტერდამული კლუბი მზად არის შეელიოს მათ ნახევარმცველს დაახლოებით 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ.
"აიაქსს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და მათ იციან, რომ "წითელ ეშმაკებს" ვან დე ბეკის შეძენის ძალიან დიდი სურვილი აქვთ.
ამავე დროს, რომანო ირწმუნება, რომ თუ გარიგება შედგა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება: ”ვფიქრობ, 30 დღიანი ლოდინი არ დაგვჭირდება, სანამ ეს გადასვლა მოხდება, რადგან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია".