თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2020, 16:41
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 24
Sky sports: შესაძლოა ვან დე ბეეკი იუნაიტედში გადავიდეს"
Sky sports: შესაძლოა ვან დე ბეეკი იუნაიტედში გადავიდეს
Sky Sports- ის თანახმად, აიაქსის ახალგაზტდა ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი არ მოხვდა გუნდის განაცხადში ფრანკფურტის აინტრახტთან ამხანაგური მატჩისთვის, რადგან ფეხბურთელმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა. რადგან ის შესაძლოა ოლდ ტრაფორდზე ჩავიდეს.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე იტყობინება, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები ვან დე ბეკის აგენტთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე კი ინგლისის 20-ჯერ ჩემპიონის სკაუტები 23 წლის ჰოლანდიელის თამაშს ხშირ თვალყურს ადევნებდნენ.

ამასთან ერთად რომანოს თქმით, აიაქსს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება ვან დე ბეკის ტრანსფერზე, მაგრამ თავად ფეხბურთელს ძალიან მოსწონს პრემიერ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობა. ამსტერდამული კლუბი მზად არის შეელიოს მათ ნახევარმცველს დაახლოებით 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ.

"აიაქსს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და მათ იციან, რომ "წითელ ეშმაკებს" ვან დე ბეკის შეძენის ძალიან დიდი სურვილი აქვთ.

ამავე დროს, რომანო ირწმუნება, რომ თუ გარიგება შედგა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება: ”ვფიქრობ, 30 დღიანი ლოდინი არ დაგვჭირდება, სანამ ეს გადასვლა მოხდება, რადგან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია".
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Old Red Devil
31 აგვისტო 2020 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მოკლედ არ ვიცი განზრახ თუ უნებლიეს მაგრამ თითქმის ყველა კონკურენტი დაკომპლექტდა ან ასრულებენ ბოლო ტრანსფერს და ამის ფონზე მანჩე თითქმის ერთადერთია რომელსაც არაფერი გაუკეთებია.და რა ხდება,ჰოლანდიელი გაიფორმეს თითქმის და როგორც გავიგე ტოტენჰემს ააცალეს.აქ 1-2 წერდა უპამეკანო მაინც იყიდონო და როგორც იწერება მაგის დათრევაზეც დაიწყეს დვიჟუხები.რეალურად ვინც არ და ვერ იყიდეს სხვებმა იმათ ყიდულობს იუნაიტედი.რაღაც ძაან მახსენებს ნავთლუხში შუა დღის ბაზარზე წასვლას იმ გათვლით რო იაფად იყიდი პროდუქტებს.

Espn, Daily Mail ეს ორი იწერება რო უპამეკანოს 42მლნ ევროდ დადებენ.იმენა ის დრო გამახსენდა მამაჩემი სამწვადეს 4-5 ლარად რო ყიდულობდა
0
№22
31 აგვისტო 2020 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დონიიიიიიიიიიიიიიიიიიი
0
№23
ავტორი: David_Beckham7
31 აგვისტო 2020 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
უპამ3კანო თუ დავითრიეთ ნაღდად ყველა პონტში დონოზე ძვირი დაგვიჯდება. თავის ასაკში სხვა მითხარით მაგაზე უკეთესი დღეს ვინც ჩანს
0
№24
1 სექტემბერი 2020 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
დონეა დონი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top