თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2020, 16:38
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2241,
კომენტარები: 24
მაგუაერი: "მე მჯერა ბერძნული სამართალის"
მაგუაერი მომხდარი ინციდენტის შესახებ...
მაგუაერი:
"იუნაიტედის" კაპიტანმა ჰარი მეგუერმა პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო იგი საბერძნეთის სასამართლოში წარდგენილი.

”პირველი მე რაც მომივიდა, ის იყო, რომ ჩვენ გაგვიტაცეს” - განუცხადა ჰარიმ BBC Sport– ს. ”ჩვენ დავიჩოქეთ, ხელები მაღლა ავწიეთ, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს ჩვენი ცემა.”

”მათ შეგნებულად გვცემეს ფეხებში და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა:” აღარ არსებობს ჩემთვის ფეხბურთი და ვერასდროს ვითამაშებ! ” მე იმ მომენტში ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ შეიძლება ან როგორ შეიძლება არსებობდეს ესეთი პოლიციელები, მე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს ხალხი და უბრალოდ ვცდილობდი გავთავილუფლებულიყავი მათგან და გავქცეყლიყავი. შიშმა დამიარა, პანიკაში ვიყავი ჩემი ცხოვრების და მომავლის შემეშინდა".

"ვცადე თუ არა მათი მოსყიდვა? რათქმაუნდა არა ! მე ყველა მსგავსი განცხადება ვნახე ამ თემაზე პრესაში, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სისულელე და ტყუილია! ”

”ეს საშინელება იყო, აღარასოდეს მსურს ამ ყველაფრის განმეორება და არავის ვისურვებ მსგავსი რამის გამოცდას. ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი გისოსებს მიღმა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო, ისინი ბოდიშს გიხდიან, როდესაც რაიმე ცუდს გააკეთებენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო. მე ვთამაშობ მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ვნანობ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი რადგან ამით მანჩესტერ იუნაიტედი და მათი გულშემატკივარი გავანაწყენე. კლუბმა მხარი დამიჭირა პირველი წუთიდან, როდესაც ცნობილი გახდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა, და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ! ისინი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. რა თქმა უნდა, ახლა მე კონცენტრირებული ვარ ოჯახის მოვლაზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ფეხბურთი. მეამაყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობ და ძალიან მადლობელი ვარ კლუბის მხარდაჭერისთვის. "

”ფიზიკურად და გონებრივად ახლა კარგად ვარ. ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის გადატანა შევძელი, რადგან საკმარისი ძალა მაქვს ამისთვის. მე სადარდებელი არაფერი მაქვს, ასევე სინდისიც სუფთა მაქვს, რადგან სიმართლე ვიცი".

”მე ვფიქრობ, რომ საბერძნეთს არაფერი აქვს საერთო ჩემთან, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას. მე მიყვარს ეს ქვეყანა, უბრალოდ ჩვენ ფეხბურთელები ზოგჯერ იმისთვის ვიხდით ფულს, რომ ვეცადოთ თავის განტვირთვას თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა”.

"მე დავრჩები თუ არა იუნაიტედის კაპიტანი?" ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი პატივია ასეთ კლუბში თამაში, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლაურით თუ მის გარეშე. ეს გადაწყვეტილება კი ჩემთვის არ არის ცნობილი".

”მე მჯერა და პატიცს ვცემ საბერძნეთს და მის კანონებს, ამიტომ მჯერა, რომ განმეორებით განხილვას უფრო მეტი დრო დაეთმობა მომზადებისთვის, მტკიცებულებების შეგროვებისთვის და მოწმეების მოძიებისთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ სიმართლეს ვერ დამალავენ და, საბოლოო ჯამში, იგი გაირკვევა".
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Buk777
29 აგვისტო 2020 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Darcheba imitom rom es fexburteli sul mcire ati rva weli mainc itamashebs umagles doneze da gunds unda yavdes girseuli kapitani
2
№2
ავტორი: Dato kutaisi
29 აგვისტო 2020 18:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
კაპიტნობის ჩამორთმევა ამ მოზეზით ჩემი აზრით არასწორია.აი რაც შეეხება უნდა იყოს თუ არა საერთოდ ჰარი კაპიტანი ეგ ცალკე თემაა.რაც შეეხება ამ ინციდენტს,საბერძნეთის პოლიცია რაცაა ყველამ იცის და მათი ბრალეულობა რომ გაცილებით დიდია ეგეც ფაქტია,მაგრამ ამას რომ მამა აბრამის ბატკნად გამოყავს თავი ეგეც არაა მართალი.
მოკლედ გამოსირებული მთავრობა რომ ყავს საბერძნეთს აქაც გამოჩნდა.მოეყომარებინათ ეგ უხმაუროდ არ ჯობდა ვიდრე ახლა მთელს ფულის მხარჯველ სასტავს რომ შიში გაუჩინეს დაუცველობის?რომელი ფეხბურთელი წავა იქ ფულის დასახარჯად?
4
№3
29 აგვისტო 2020 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ნუ ღელავ ჰარი, ბოლოს რო დაბერდებიან მერე მაინც სად წავლიან ეგ ბერძნები, ბოლოს მაინც ჩვენი მოსავლელები იქნებიან და მაშინ ავუღებთ აბაროტს შენს გამო. პ.ს. ფეხბურთს არ ეხება მაგრამ გუშინ chadwick boseman დაიღუპა, ძაან მაგარი მსახიობი, ჩემი შავი პანტერა. r.i.p. no derphappycry
3
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 აგვისტო 2020 18:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კაპიტნობის ჩამორთმევა ამ მიზეზით მეც არ მგონია სწორი, ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჰარის აგგილას ჩხუბის მონაწილე, ამიტო გასაგებია რო თავს ვერ აარიდებდა იქაურ არეულობას, იმედია სიმართლე გაირკვევა და ჰარი უდანაშაულო აღმოჩნდება.
2
№5
ავტორი: bendzela
29 აგვისტო 2020 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჩემი აზრით არ უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა !! ჭორის დონეზეც რო აღარ იწერება უკვე არაფერი რა ცუდ დღში ვართ ცენზურას განძრევბა აღარ უნდა და მგონი ამ ზაფხულს ტრანფერების გარეშე ჩავამთავრებთ !
1
№6
ავტორი: Takashi Fukunishi
29 აგვისტო 2020 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
არ ჩამოართმევს ოლე კაპიტნობას მეც ესე მგონია, მანჩესტერს სულ ყავდა ერთი ორი ცუდი ბიჭი, ერთი მიზეზი ეგეც იყო რატომაც მომწონდა ეს გუნდი, უხდება ესეთი ხალხი გუნდს, პროსტა ამან უნდა შეიფეროს ეხლა და გუნდში არავის უნდა აარევინოს პალაჟენია )
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№7
ავტორი: Rooni
29 აგვისტო 2020 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
***ი რა შე ცენზურაო ჩასვან ერთი 5წელი
1
№8
ავტორი: Chesterman
29 აგვისტო 2020 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
არტეტამ 2 ტიტული დადო უკვე ამჟავებული არსენალით
1
№9
ავტორი: Phil Jones
29 აგვისტო 2020 23:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Takashi Fukunishi
არ ჩამოართმევს ოლე კაპიტნობას მეც ესე მგონია, მანჩესტერს სულ ყავდა ერთი ორი ცუდი ბიჭი, ერთი მიზეზი ეგეც იყო რატომაც მომწონდა ეს გუნდი, უხდება ესეთი ხალხი გუნდს, პროსტა ამან უნდა შეიფეროს ეხლა და გუნდში არავის უნდა აარევინოს პალაჟენია )

ამ ისტორიის 50% მაინც რომ იყოს სიმართლე ცუდი ბიჭი სულაც არ გამოდის, ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოშ ასე მოიქცეოდა, არადა მართლა ცუდი ბიჭი რომ იყოს გაასწორებდა, მაგრამ აქ იმენნა შარშია გახვეული და მეცოება.
1
№10
ავტორი: bendzela
29 აგვისტო 2020 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მემგონი ბიჭებო დონი ვან დე ბეეკი დავითრიეთ !! როგორც წერია ტრქნსფერის ბოლო დეტალებს აგვრებენო და რამდენად სიმართლეა არ ვიცი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top