თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2020, 16:38
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 24
მაგუაერი: "მე მჯერა ბერძნული სამართალის"
მაგუაერი მომხდარი ინციდენტის შესახებ...
მაგუაერი:
"იუნაიტედის" კაპიტანმა ჰარი მეგუერმა პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო იგი საბერძნეთის სასამართლოში წარდგენილი.

”პირველი მე რაც მომივიდა, ის იყო, რომ ჩვენ გაგვიტაცეს” - განუცხადა ჰარიმ BBC Sport– ს. ”ჩვენ დავიჩოქეთ, ხელები მაღლა ავწიეთ, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს ჩვენი ცემა.”

”მათ შეგნებულად გვცემეს ფეხებში და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა:” აღარ არსებობს ჩემთვის ფეხბურთი და ვერასდროს ვითამაშებ! ” მე იმ მომენტში ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ შეიძლება ან როგორ შეიძლება არსებობდეს ესეთი პოლიციელები, მე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს ხალხი და უბრალოდ ვცდილობდი გავთავილუფლებულიყავი მათგან და გავქცეყლიყავი. შიშმა დამიარა, პანიკაში ვიყავი ჩემი ცხოვრების და მომავლის შემეშინდა".

"ვცადე თუ არა მათი მოსყიდვა? რათქმაუნდა არა ! მე ყველა მსგავსი განცხადება ვნახე ამ თემაზე პრესაში, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სისულელე და ტყუილია! ”

”ეს საშინელება იყო, აღარასოდეს მსურს ამ ყველაფრის განმეორება და არავის ვისურვებ მსგავსი რამის გამოცდას. ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი გისოსებს მიღმა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო, ისინი ბოდიშს გიხდიან, როდესაც რაიმე ცუდს გააკეთებენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო. მე ვთამაშობ მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ვნანობ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი რადგან ამით მანჩესტერ იუნაიტედი და მათი გულშემატკივარი გავანაწყენე. კლუბმა მხარი დამიჭირა პირველი წუთიდან, როდესაც ცნობილი გახდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა, და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ! ისინი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. რა თქმა უნდა, ახლა მე კონცენტრირებული ვარ ოჯახის მოვლაზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ფეხბურთი. მეამაყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობ და ძალიან მადლობელი ვარ კლუბის მხარდაჭერისთვის. "

”ფიზიკურად და გონებრივად ახლა კარგად ვარ. ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის გადატანა შევძელი, რადგან საკმარისი ძალა მაქვს ამისთვის. მე სადარდებელი არაფერი მაქვს, ასევე სინდისიც სუფთა მაქვს, რადგან სიმართლე ვიცი".

”მე ვფიქრობ, რომ საბერძნეთს არაფერი აქვს საერთო ჩემთან, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას. მე მიყვარს ეს ქვეყანა, უბრალოდ ჩვენ ფეხბურთელები ზოგჯერ იმისთვის ვიხდით ფულს, რომ ვეცადოთ თავის განტვირთვას თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა”.

"მე დავრჩები თუ არა იუნაიტედის კაპიტანი?" ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი პატივია ასეთ კლუბში თამაში, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლაურით თუ მის გარეშე. ეს გადაწყვეტილება კი ჩემთვის არ არის ცნობილი".

”მე მჯერა და პატიცს ვცემ საბერძნეთს და მის კანონებს, ამიტომ მჯერა, რომ განმეორებით განხილვას უფრო მეტი დრო დაეთმობა მომზადებისთვის, მტკიცებულებების შეგროვებისთვის და მოწმეების მოძიებისთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ სიმართლეს ვერ დამალავენ და, საბოლოო ჯამში, იგი გაირკვევა".
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: DaTo_O
30 აგვისტო 2020 12:04
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: E.Cavani
ჩონგი რო ვერდერში გადავიდა ამის შესახებ ფლაშსკორიდან უნდა ვგებულობდე?გოლიც გაუტანია უკვე

სტატიები იდო მაგის შესახებ და არაერთი თან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№22
ავტორი: David_Beckham7
30 აგვისტო 2020 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Chesterman
ციტატა: ManchesterU
ვან დე ბეეეკი რაღათ გვინდა ვინმე ამიხსნის?

სკამი როარ გვყავს ძმა იმიტო ვერავინ რო ვერ შემოყავს გასაძლერებლად თანაც 4 4 2 თამაშიც შეიძლება გამოკვეთილი ვინგერების გარეშე და უკეთესიც იყოს შეიძლებაა ეგ ტაქტიკა უმაგრესი ცენტრი გვეყოლება

ეგ გავიფიქრე მეც ძმა. მაგრმა მარსიალს და რაშვორდს დატოვებს წინ და გრინვუდი მენანება. მთელი სეზონი მაგ წყობით არ ვიცი მაგრამ აი დიდ გუნდებთან რო 4-4-2 ით გავიდეთ მშვენიერი იქნებოდა ცენტრს კარგად დავიკავებდით. ბრუნო დადგებოდა თავდამსხმელების უკან 10 ნზე. მის უკან პოგბა და ბეეკი და ჩამშლელად მატიჩი. ცენტრს ბევრ გუნდს მოვუგებდით

ისე ეს ინგლისური კლუბებო ჩვენს გარდა ყველა ორმაგსნითხოვს თავიანთ ფეხბურთელებში. აგე გრილოში გვინდოდა ტრანსფერმარკეტზე 40M არის შეფასებული და 70-80 ითხოვენ. რაისი რომელიც მაგრად მომწონს 80 მილიონი მოთხოვეს ჩელსის და იმედია არ დავუთმობთ მომავალ წელს მაინც წელს არამგონია იყიდონ. და ვან დე ბეეკი და გრილოშში ამხელა სხვაობა ფაკტიურად ორმაგს ითხოვენ და არაფრით არ ჯობია კიდე ჩემი აზრით ბეეკს არაა ხელიდან გასაშვები ნამდვილად და მაგ დაზოგილი ფულით გრილიშში რო აპირებდნენ გადახდას მომავალ წელს უკვე მატიჩის ჩანაცვლება რო იქნება საჭირო აუცილებელია ჩელსის წავართვათ ეგ ბიჭი. ახალგაზრდაა ძლიერი. მატიჩისგან განსხვავებით ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს. ეგ და სანჩო 200M დაუჯდებათ მომავალ წელს, მაგრამ გუნდი რასაც ქვია შეიკვრება.
0
№23
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2020 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
სავარაუდოდ დარჩება კიდეც კაპიტნად
0
№24
1 სექტემბერი 2020 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ეჰ მამუკ

ეჰ მამუკ

ეჰ მამუკ

ეჰ მამუკ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top