თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2020, 16:38
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 24
მაგუაერი: "მე მჯერა ბერძნული სამართალის"
მაგუაერი მომხდარი ინციდენტის შესახებ...
მაგუაერი:
"იუნაიტედის" კაპიტანმა ჰარი მეგუერმა პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო იგი საბერძნეთის სასამართლოში წარდგენილი.

”პირველი მე რაც მომივიდა, ის იყო, რომ ჩვენ გაგვიტაცეს” - განუცხადა ჰარიმ BBC Sport– ს. ”ჩვენ დავიჩოქეთ, ხელები მაღლა ავწიეთ, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს ჩვენი ცემა.”

”მათ შეგნებულად გვცემეს ფეხებში და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა:” აღარ არსებობს ჩემთვის ფეხბურთი და ვერასდროს ვითამაშებ! ” მე იმ მომენტში ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ შეიძლება ან როგორ შეიძლება არსებობდეს ესეთი პოლიციელები, მე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს ხალხი და უბრალოდ ვცდილობდი გავთავილუფლებულიყავი მათგან და გავქცეყლიყავი. შიშმა დამიარა, პანიკაში ვიყავი ჩემი ცხოვრების და მომავლის შემეშინდა".

"ვცადე თუ არა მათი მოსყიდვა? რათქმაუნდა არა ! მე ყველა მსგავსი განცხადება ვნახე ამ თემაზე პრესაში, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სისულელე და ტყუილია! ”

”ეს საშინელება იყო, აღარასოდეს მსურს ამ ყველაფრის განმეორება და არავის ვისურვებ მსგავსი რამის გამოცდას. ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი გისოსებს მიღმა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო, ისინი ბოდიშს გიხდიან, როდესაც რაიმე ცუდს გააკეთებენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო. მე ვთამაშობ მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ვნანობ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი რადგან ამით მანჩესტერ იუნაიტედი და მათი გულშემატკივარი გავანაწყენე. კლუბმა მხარი დამიჭირა პირველი წუთიდან, როდესაც ცნობილი გახდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა, და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ! ისინი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. რა თქმა უნდა, ახლა მე კონცენტრირებული ვარ ოჯახის მოვლაზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ფეხბურთი. მეამაყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობ და ძალიან მადლობელი ვარ კლუბის მხარდაჭერისთვის. "

”ფიზიკურად და გონებრივად ახლა კარგად ვარ. ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის გადატანა შევძელი, რადგან საკმარისი ძალა მაქვს ამისთვის. მე სადარდებელი არაფერი მაქვს, ასევე სინდისიც სუფთა მაქვს, რადგან სიმართლე ვიცი".

”მე ვფიქრობ, რომ საბერძნეთს არაფერი აქვს საერთო ჩემთან, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას. მე მიყვარს ეს ქვეყანა, უბრალოდ ჩვენ ფეხბურთელები ზოგჯერ იმისთვის ვიხდით ფულს, რომ ვეცადოთ თავის განტვირთვას თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა”.

"მე დავრჩები თუ არა იუნაიტედის კაპიტანი?" ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი პატივია ასეთ კლუბში თამაში, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლაურით თუ მის გარეშე. ეს გადაწყვეტილება კი ჩემთვის არ არის ცნობილი".

”მე მჯერა და პატიცს ვცემ საბერძნეთს და მის კანონებს, ამიტომ მჯერა, რომ განმეორებით განხილვას უფრო მეტი დრო დაეთმობა მომზადებისთვის, მტკიცებულებების შეგროვებისთვის და მოწმეების მოძიებისთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ სიმართლეს ვერ დამალავენ და, საბოლოო ჯამში, იგი გაირკვევა".
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
29 აგვისტო 2020 23:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Chesterman
არტეტამ 2 ტიტული დადო უკვე ამჟავებული არსენალით

არ თქვა პროსტა რა სასტავით
0
№12
ავტორი: 100%Red
29 აგვისტო 2020 23:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: bendzela
მემგონი ბიჭებო დონი ვან დე ბეეკი დავითრიეთ !! როგორც წერია ტრქნსფერის ბოლო დეტალებს აგვრებენო და რამდენად სიმართლეა არ ვიცი

გადმოვა და ეგრევე მაგის მაისურს დავითრევ, აი სანჩსო ტრანსფერზე მეტად გამისწორება აეგ
0
№13
ავტორი: kashmara
30 აგვისტო 2020 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მე მგონი მრათლა იყიდეს და რა მაგრად გასწორებს... ბრაცი მონაცოს მცველი როა მარცხენა ნანახი გაქ მაგის იგრა ბალდე რაგაცა ქვია ... აი იმენა რაკეტრა და მაგაზეც იწერება ეგ თუ იყიდეს ბადიშილიე ეგა დზმაო დაცვის პრობლემა მარცხნავაც და ცენტრში მოგვარდერბა პლიუს დონი და ზაფხულში სანჩო ეგ იქნება პიზდეცი იმედია ახდება ეს ყველაფერ და ისევ საპნის ოპერას არ დადგამენ
0
№14
ავტორი: ManchesterU
30 აგვისტო 2020 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ვან დე ბეეეკი რაღათ გვინდა ვინმე ამიხსნის?
0
№15
ავტორი: Chesterman
30 აგვისტო 2020 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
ციტატა: ManchesterU
ვან დე ბეეეკი რაღათ გვინდა ვინმე ამიხსნის?

სკამი როარ გვყავს ძმა იმიტო ვერავინ რო ვერ შემოყავს გასაძლერებლად თანაც 4 4 2 თამაშიც შეიძლება გამოკვეთილი ვინგერების გარეშე და უკეთესიც იყოს შეიძლებაა ეგ ტაქტიკა უმაგრესი ცენტრი გვეყოლება
0
№16
ავტორი: ozymandias
30 აგვისტო 2020 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ვან დე ბეეკი გასაშვები კაცი ნამდვილად არ არის.ძაან კლასნია.მაგრად მინდოდა რომ მოსულიყო და იმედია ამიხდება ეგ ოცნება.მარტივად ჩაჯდება ძირითადში ბრუნოსთანაც და პოგბასთან ერთადაც.შეუძლია ჩამშლელის ფუნქციებიც შეითავსოს პარალელურად და შეტევაშიც უფრო მაგარია ვიდრე მატიჩი-სკოტი ერთად აღებული.ყველაფერი აქვს ამ ბიჭს.
ამ ტრანსფერს თუ გააკეთებენ ეგ ბიჭი მონაკოდან უნდა მოაყოლონ და სანჩოც ბარემ ერთი გასროლა უნდა ქნან და გრილიშზეც თუ გაიწიეს მერე მართლა შეიძლება 2 წელში საჩემპიონო გუნდი დადგეს!თორემ ამ მონაცემებით ნამდვილად შორს ვართ ყველაფრისგან...
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2020 10:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ნახევარმცველი როგორ არ გვჭირდება, კარგად გამოჩნდა წინა სეზონში პოგბა-ბრუნოს არ ყოფნის დროს ბურთვს ვერ იჭერდნენ საერთოდ, ან ერთ-ერთი რო გადიოდა, მაშინაც პრობლემა იყო ბურთის მოპოვება და კონტროლი, პლუს ამას მაღალი მიზნებისთვის ღრმა შემადგენლობაა საჭირო და მე მივესალმები დონის ტრანსფერს, მთავარია თავი მოაბან ამათმა, ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება აიქსიო და 40 მილიონზეა დაახლოებით საუბარი, ფასიც ადეკვატურია. იმედია სიმართლეა ყველაფერი და მალე მოიყვანენ და როგორც ჩვევიათ სერიალს არ დადგამენ. რომანოც წერს, საიმონ პიჩმაც დაწერა და რამდენიმე გავლენიანი გამოცემამაც და ვნახოთ აბა.
0
№18
ავტორი: E.Cavani
30 აგვისტო 2020 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ჩონგი რო ვერდერში გადავიდა ამის შესახებ ფლაშსკორიდან უნდა ვგებულობდე?გოლიც გაუტანია უკვე
0
№19
ავტორი: bziki
30 აგვისტო 2020 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Fasidan, asakidan da fexburtelis donidan gamomdinare mshvenieri transferi gamova.
Skami Rac gvyavs su gasayrelia minimum 6-7 kaci.
Sancho, grilishi, raisi naxet ra fasebzea lapraki beeki nachuqari gamodis, daje chelsis 50 milioni sasacilod ar eyo vesthems tipebi kantes sarpianad gayidvas chalichoben da raisins datrevas.
Jer pogbasac ar gauxangrdlivebia ise mainc.
0
№20
ავტორი: ozymandias
30 აგვისტო 2020 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
პოგბას კონტრაქტი გვინდა.ვან დე ბეეკი უეჭველად მოსაყვანია!სანჩო მოსაყვანია!გრილიში მოსაყვანია!და მცელი ეგ ბიჭი მონაკოდან ჯობია პოტენციალი ძალიან დიდი აქვს და ასაკითაც პატარაა და კიდევ ამას დამატებული ფასიც არაფერი ისეთი არ ექნება,მომავალ წელს ფორვარდზე თუ დაჩალიჩდებიან კიდევ კარგი იქნება ჰალანდი მაგალითად.
გასაყრელია ოხრად ხალხი:დალო,ფრედი,პერეირა,მატა,ლინგარდი,სმოლინგი,როხო,ბაილი,ჯონსი,მატიჩი(მომავალ წელს უკეთესი იქნება) და ჯეიმსიც გასასაღებელია მაგ ბიჭში ვერაფერს ვერ ვხედავ!!!11 კაცი ფაქტიურად მატიჩის და ჯანდაბას მატას გარდა 9 კაცი არაფერში გვარგია,ფრედი კარგი იყო მაგრამ უკვე ფაქტია რო სტაბილური ვეღარ იქნება.ექნება კარგი თამაშები,მაგრამ გამონათებებივით რა.ხო რომეროც შეგვიძლია გავასაღოთ მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ბიზნესი ბიზნესია :DDD.მარჯვენა მცველიც მოსაყვანი იქნება ვილიამსის არც მჯერა და ჯობია გაყიდონ ან უკეთეს შემთხვევაში გაანათხოვრონ.

ისე ან ამხანაგური არ გვაქვს დაგეგმილი ან რა ხდება საერთოდ ეგეც არ ვიცით :D ხალხი უკვე თამაშობს და ჩვენ რას ვაპირებთ?ტურნეებს აზრი დაეკარგა თორემ ამრტო მაგ თემებში იმდენ ფულს აკეთებდნენ რომ სამი ტრანსფერი გამოვიდოდა :D მოკლედ ამხელა კლუბი ვართ და მაგარი დაულაგბელია მენეჯმენტი მეც რომ ვხვდები მანდ წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top