თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2020, 11:32
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1494,
კომენტარები: 80
დევიდ ბექემი: "მხარს ვუჭერ სოლსკიაერს"
ლეგენდამ "იუნაიტედზე" ისაუბრა
დევიდ ბექემი:
"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მხარს უჭერს ოლე გუნარ სოლსკიაერს და ასევე აღნიშნავს, რომ კლუბში ცვლილებები მოსალოდნელია და ამას თავისი შედეგი ექნება.

ვფიქრობ, ოლე კარგ საქმეს აკეთებს, - თქვა ბექსმა "Sky Sports– თან" ინტერვიუში. - ის კლუბში მოვიდა, ის პროგრესირებს და აფასებს თავის ფეხბურთელებს - ეს არის ის, რაც მან ბოსისგან (სერ ალექსისგან) ისწავლა. ფერგი არასდროს არავის აძლევდა უფლებას მისი ფეხბურთელები გაეკტირიკებინათ და ზუსტად ეს ხდება ახლაც.

ის ჯერ კიდევ სწავლობს, მაგრამ ის იცავს თავის ფეხბურთელებს და იცავს "მანჩესტერ იუნაიტედს”. მის უკან გულშემატკივართა არმია დგას, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია, ის მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა აქ და კლუბისთვის ბევრი რამ გაკეთა.

მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე გვაქვს ისეთი უზარმაზარ კლუბთან როგორიცაა "იუნაიტედი" და ის წარმოუდგენელი წარმატება,რომლესაც მათ მიაღწიეს, ცხადი ხდება, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა პერიოდი, როდესაც სხვა კლუბები მიაღწევდნენ გარკვეულ წარმატებებს. "ლივერპულის" და "სიტის" მიღწეულ მცირე წარმატებებზე უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ.

გასაგებია, რომ გარდამავალი პერიოდი უნდა დადმდგარიყო, განსაკუთრებით სერ ალექსის წასვლის შემდეგ. მას ასევე გაყვნენ დევიდ გილი, გიგსი, სქოულზი, ნევილი და აშკარა იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც კლუბი არ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორც ადრე.

ძნელია ახლა "იუნაიტედის" ყურება? საერთოდ არა! იმის გამო, რომ მე კლუბის ერთგული გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მაინც მომწონს მისი მატჩების ყურება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი კლუბი და არცერთ სხვა კლუბს არა აქვს ასეთი გამარჯვების მენტალიტეტი და ტრადიციები - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისლემა.

http://www.manutd.ru/
სიახლეები
80 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
27 თებერვალი 2020 11:41
  • სიახლეები: 133
  • კომენტარები: 964
ძნელია ახლა "იუნაიტედის" ყურება? საერთოდ არა! იმის გამო, რომ მე კლუბის ერთგული გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მაინც მომწონს მისი მატჩების ყურება

ახლა გამოვიდეს ვინმე და თქვას,რომ ამაზე მაგარი გულშემატკივრები ხართ. როცა ვერ ითმენთ და ყოველი თამაშის მერე აგინებთ გუნდს და სოლსკიაერს. ითხოვთ პოჩეტინოებს და ნაგელსმანებს,რომელმსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ თანამედროვე ფეხბურთში.

ძალიან მაგარი სიტყვები სა საღოლ ბექემს. მე პირადად მჯერა სოლსკიერის და მგონია,რომ ეს სეზონი იქნება გარდამავალი. "და ფენიქსივით აღსდგა გუნდი ფერფლიდან"
6
№2
ავტორი: BARAATTT
27 თებერვალი 2020 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
sheudzverit trakshi aba maurinios yvela landzgavda amaze uaresi shedegebi qonda ? :) magram raxan legendaa yvela ulokavs fu
0
№3
ავტორი: Karanadze
27 თებერვალი 2020 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Მოურინიო არ აკეთებდა იგივეს რასაც ოლე აკეთებს. Წმენდა და გუნდის აწყობა მოურინიომ ვარსკვლავებით დახუნძვლა დაიწყო და უზარმაზარი თანხა გაისროლა და შედეგი უარესი იყო ესგაა განსხვავება
1
№4
ავტორი: giorgi_mg
27 თებერვალი 2020 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
იმედი არის იმის ფონზე რომ კარგი ტრანსფერებია, გუნდი იწმინდება ნაგვისგან და ტოპ 6 ებთან საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, ანუ თუ ადამიანი გაანალიზებს მიხვდება რომ ასეთი მიზან მიმართული გეგმით შესაძლებელია კარგი გუნდის დაყენება, სულ რომ ოლემ ვერ გაქაჩოს კარგი კადრი მაინც იქნება გუნდში, შესაბამისად ახალ მწვრთნელს გაუადვილდება შედეგების დადება.
0
№5
ავტორი: Lalana
27 თებერვალი 2020 12:58
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1821
ციტატა: ALEXFERGUSON
ძნელია ახლა "იუნაიტედის" ყურება? საერთოდ არა! იმის გამო, რომ მე კლუბის ერთგული გულშემატკივარი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მაინც მომწონს მისი მატჩების ყურება

ახლა გამოვიდეს ვინმე და თქვას,რომ ამაზე მაგარი გულშემატკივრები ხართ. როცა ვერ ითმენთ და ყოველი თამაშის მერე აგინებთ გუნდს და სოლსკიაერს. ითხოვთ პოჩეტინოებს და ნაგელსმანებს,რომელმსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ თანამედროვე ფეხბურთში.

ძალიან მაგარი სიტყვები სა საღოლ ბექემს. მე პირადად მჯერა სოლსკიერის და მგონია,რომ ეს სეზონი იქნება გარდამავალი. "და ფენიქსივით აღსდგა გუნდი ფერფლიდან"

და აქედან გამომდინარე თუ სხვაგვარი შეხედულება აქვს ადამიანს ესე იგი ნაკლები გულშემატკივარია?აუცილებელია რომ ბექემის მსგავსი შეხედულება ჰქონდეს ყველას?რომ გამოვიდე და ვთქვა რომ უკეთესად მიყვარს მანჩესტერი-თქო ვინმე შეძლებს და გაზომავს სიყვარულის სტანდარტებს?
ღმერთმა ხელი მოუმართოს სოლკაიერს და იქნებ მართლა დააყენოს გუნდი იმ გზაზე რომელზეც საჭიროა,მაგრამ მე,ან სხვა თუ ბექემის მსგავსად არ ვფიქრობთ ეს ნამდვილად არ ნიშნავს ნაკლებ სიყვარულს გუნდის მიმართ.რატომ გგონიათ ასე ვერ ვხდები.გახსოვს ერთი შენი კომენტარი,როდესაც შენც ყელში ამოგივიდა ის თამაში რასაც მანჩესტერი თამაშობდა და თქვი ერთადერთი გამოსავალი ფერგიუსონის დაბრუნებააო?ზუსტად მასეა ზოგ-ზოგიერთი,ბევრი რამ ყელში აქვთ ამოსული.
მე ისიც მახსოვს აქ ხალხისგან რომლებიც მეორე ადგილზე გასვლისას ამბობდნენ ეს რა შედეგია მანჩესტერი პრემიერ ლიგას უნდა იგებდესო და როგორ უნდა დავკმაყოფილდეთ მეორე ადგილითო,მაშინ კარგად მახსოვს ვინც წერდა ამას და არავის უთქვამს რომ დრო სჭირდებოდა მწვრთნელს გუნდის ასაშენებლად,ახლა კი სოლსკაიერზე სხვაგვარად მიდის საუბარი და აქედან გამომდინარე მგონია რომ ბევრი რამ სუბიექტურ მიმართებაში გადადის.ზოგიერთი სოლსკაიერის გამო შეურაწყოფაზე გადადის,ზოგიერთი დამცინავად წერს რაღაცეებს,ზოგიერთი ქილიკობს და ასე შემდეგ და რატომ უნდა ვიფიქრო რომ ისინი ჩემზე მეტად გულშემატკივრობენ მანჩესტერს?მაქედან გამომდინარე მეც იგივე შემიძლია ვთქვა რომ გუნდზე მეტად აქ სოლსკაიერს უფრო გულშემატკივრობს ხალხი.

და კიდევ ერთს ვიტყვი.თუ ტრანსფრს ვერ ვაკეთებდით ეს ვუდვორდის ბრალი იყო და თუ მაგარ ტრანსფერს ვჩარხავდით ეს სრულიად ოლეს დამსახურება იყო.ცალმხრივი სტანდარტები მოქმედებს რატომღაც.
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2020 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8254
ციტატა: Lalana

გეთანხმები ლუკა ნამდვილად ეგრეა, ყველას თავის აზრი აქვს და ყველას თავისებურად უყვარს, ზოგადი სტანდარტი არაა დაწესებული ვინ როგორ აღიქვამს ყველაფერს, ამიტო ობიექტურად უნდა შევაფასოდ ესა თუ ის სიტუაცია, ზოგს მოწონს სულშერი, ზოგს არ მოწონს, არც ერთში და არც მეორეში გასაკვირი არაფერია მარა სუბიექტური დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს არცერთი პოზიციის მიმართ და არც დამცინავი ტონია კარგი და მისაღები, აქ ისეთი გულშემატკივარი არც ერთი არაა რო ჩასაფრებული იყოს რამეზე ან ვინმეზე და რადიკალურად არასწორად აფასებდეს რაიმეს, ამიტო ხელოვნურად ასეთი გარემოს შექმნა არ იქნება სწორი ჩემი აზრით.
0
№7
ავტორი: Lalana
27 თებერვალი 2020 13:59
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1821
ციტატა: SANDROGRIGA

რა თქმა უნდა,ამას ლაშას მიმართებაში არც ვამბობ და არც არასოდეს ვიტყვი,მე ზოგად დამოკიდებულებებს გავუსვი ხაზი თორემ ბიჭებს რომლებსაც სწამთ ამ პროექტის და ამით სხვის შეხედულებას არ ეხებიან თავისთავად ყველა მაგ ადამიანს გაუმარჯოს,მაგრამ სამწუხაროდ ყოფილა ასეთი დამოკიდებულებებიც,მასეთ რაღაცეებზე არც მიყვარს აყოლა და არც არასოდეს ავყვები,უბრალოდ გულსატკენია როდესაც მსგავსი რაღაც ამ საიტზე მხვდება.თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს,პატივს ვცემ და მუდამ ასე იქნება იმის და მიუხედავდ რომ სამწუხაროდ არც გიცნობთ.ჩემთვის ყოველთვის მისაღებია ჯანსაღი კამათი და ზუსტად ამ სიჯანსაღის ფარგლებში უნდა ვიყოთ თითოეული მათგანი.აგერ მე და ბზიკის უამრავჯერ გვიკამათია სხვადასხვა თემებზე,მაგრამ არც ერთი გადავსულვართ ჩარჩოებს მიღმა,რადგან დარწმუნებული ვარ როგორც მე ვცემ მის აზრს პატივს ისევე ცემს ისიც ჩემს აზრს პატივს.უნდა ვიკამათოთ,გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები,ზოგს ეს მოგვეწონება,ზოგს სხვა რამ.ერთი ოჯახის ნაწილები ვართ,რომელსაც მანჩესტერი ჰქვია და ზუსტად მაგიტომაც ვწერ ამდენს რომ თითოეული მათგანი მეგობრულ გარემოში ვუცვლიდეთ სხვადასხვა აზრებს ერთმანეთს.მიყვარხართ ყველანი და წარმატებები მანჩესტერს,რახან ოლესი იმდენად აღარ მჯერა რამდენადაც თავის დროზე,ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი და მანჩესტერის წარმატება არ გამიხარდება.პირიქით,მინდა რომ ვცდებოდე და თუ მე ვცდები ამაზე უკეთესი არაფერი იქნება,რადგან ეს დროც ტყუილ უბრალოდ ჩვენი გუნდისთვის არ დაიკარგება.
1
№8
ავტორი: shotkin
27 თებერვალი 2020 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2899
ციტატა: BARAATTT
sheudzverit trakshi aba maurinios yvela landzgavda amaze uaresi shedegebi qonda ? :) magram raxan legendaa yvela ulokavs fu

მოურინიო წუწუნა კაცი იყო და სულ სხვისკენ იშვერდა წარმუმატებლობისას თითს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაგაში ვან გაალს გავს, ოლე რასაც აკეთებს ვაფშე განსხვავდება მოურინიოს ქმედებებისგან, ჯერ მარტო პრესკონფერენციების ყურებისას და მოსმენისას იგრძნობა განსხვავება და მიდგომა მედიასთან მაგაშიც არ უქნია ღმერთს მოურინიო, ჟოზე დაბერდა და დაუბერდა ხედვაც და მისი სტილიც დაბერდა აგერ ტოტენჰემში რა შემადგენლობა დავდა და მაინც ბოლო დონის დაცვის ფეხბურთს თამაშობს და აღარაა 2007 წელი განვითარდა ფეხბურთი. ოლეს ვინც აკრიტიკებთ კიდე ცოტა ობიექტურად მაინც მიუდექით საკითხს არ ვამბობ რო ამ ეტაპზე გუნდი ბრწყინავს მარა ყველაფრის მაგაზე დაბრალება ძაან უგუნურებაა, და კიდე ის ხალხი სულ მაინტერესებდა ჰაბიტუსზე მენახა აი ევროპალიგაზე ლინგარდები და პერეირების დაყენების გამო რო გადაუარეს ოლეს , აი ელემენტარულად ხო უნდა მიხვდე რო საბრძოლო 11 ეული(რომელიც მართლა კარგი გვყავს რო დაალაგო კარგი 11 კაცი გყვავს ისეთი ვინც ძლიერ გუნდს ქმნის) ყველა თამაშს ზედიზედ ვერ ითამაშებს და გადაიწვებიან და როტაციის თვის ზამენა გინდა და რა ქნას ეხლა ამ ოლემ 1 სატრანსფეროზე 16 კაცს ვერ მოიყვანს უნდა აცალოთ ხო. ვინც მოიყვანა ყველა კარგია, წლები რო შემორჩა გნდში ნაგავი მაგისგან ფაქტიურად გაწმინდა გუნდი დარჩა ლინგარდი და რამოდენიმე და ეგ საქმეც მოგვარებული იქნება და აცალეთ რა ეს ზაფხული ან ოლეს ტაქტიკას რო აკრიტიკებთ და ვერ გაგიგიათ რა ტაქტიკა აქვსოო აი რომელი მწვრთნელი მოარგებს ლინგარდს და მისნაირებს რაიმე ტაქტიკას? ოლეს ტაქტიკა იმიტო არ ცანს რო შესაბამისი ფეხბურთელები არ ყავს თავისი ტაქტიკისთვის, წადით წაიკითხეთ რას წერენ მაგ კაცზე მოლდეს მწვრთნელობისას გინახავთ? ლაღი გახსნილი შემტევი ფეხბურთი ევასება და ასე ათამაშებდა მოლდეს და მწვრთნელებს აქვთ თავიანთი 1 ფილისოფია და ხედვა რასაც არ ღალატობენ და ასე იყო რო მოვიდა პივრველი თამაშები მანიუში მარა რა ლაღი ფეხბურთი უნდა ათამაშო გუნდს როცა დაცვის რობლემები გაქ ასევე არ გყავს ზამენა და წამყვანი ფეხბურთელები ალეწილი გყავს თვეობით? განვითარების ამ ეტაპზე ოლდზე არის ხოლმე თამაშები სადაც გესიამოვნება ყურება და ნელ ნელა დალაგდება ყველაფერი ამის წინა პირობა კიდე სწორი მენტალიტეტი და სწორი ტრანსფეებია რაც ოლემ მოიტანა და არც ერთმა სხვა მწვრთნელმა მანამდე (საუბარი მაქ იმ მენტალიტეტზე რაც მანიუს უნდა ქონდეს)

№9
ავტორი: ALEXFERGUSON
27 თებერვალი 2020 15:11
  • სიახლეები: 133
  • კომენტარები: 964
ციტატა: Lalana
ციტატა: SANDROGRIGA
გეთანხმები ლუკა ნამდვილად ეგრეა, ყველას თავის აზრი აქვს და ყველას თავისებურად უყვარს, ზოგადი სტანდარტი არაა დაწესებული ვინ როგორ აღიქვამს ყველაფერს, ამიტო ობიექტურად უნდა შევაფასოდ ესა თუ ის სიტუაცია, ზოგს მოწონს სულშერი, ზოგს არ მოწონს, არც ერთში და არც მეორეში გასაკვირი არაფერია მარა სუბიექტური დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს არცერთი პოზიციის მიმართ და არც დამცინავი ტონია კარგი და მისაღები, აქ ისეთი გულშემატკივარი არც ერთი არაა რო ჩასაფრებული იყოს რამეზე ან ვინმეზე და რადიკალურად არასწორად აფასებდეს რაიმეს, ამიტო ხელოვნურად ასეთი გარემოს შექმნა არ იქნება სწორი ჩემი აზრით.

რა თქმა უნდა,ამას ლაშას მიმართებაში არც ვამბობ და არც არასოდეს ვიტყვი,მე ზოგად დამოკიდებულებებს გავუსვი ხაზი თორემ ბიჭებს რომლებსაც სწამთ ამ პროექტის და ამით სხვის შეხედულებას არ ეხებიან თავისთავად ყველა მაგ ადამიანს გაუმარჯოს,მაგრამ სამწუხაროდ ყოფილა ასეთი დამოკიდებულებებიც,მასეთ რაღაცეებზე არც მიყვარს აყოლა და არც არასოდეს ავყვები,უბრალოდ გულსატკენია როდესაც მსგავსი რაღაც ამ საიტზე მხვდება.თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს,პატივს ვცემ და მუდამ ასე იქნება იმის და მიუხედავდ რომ სამწუხაროდ არც გიცნობთ.ჩემთვის ყოველთვის მისაღებია ჯანსაღი კამათი და ზუსტად ამ სიჯანსაღის ფარგლებში უნდა ვიყოთ თითოეული მათგანი.აგერ მე და ბზიკის უამრავჯერ გვიკამათია სხვადასხვა თემებზე,მაგრამ არც ერთი გადავსულვართ ჩარჩოებს მიღმა,რადგან დარწმუნებული ვარ როგორც მე ვცემ მის აზრს პატივს ისევე ცემს ისიც ჩემს აზრს პატივს.უნდა ვიკამათოთ,გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები,ზოგს ეს მოგვეწონება,ზოგს სხვა რამ.ერთი ოჯახის ნაწილები ვართ,რომელსაც მანჩესტერი ჰქვია და ზუსტად მაგიტომაც ვწერ ამდენს რომ თითოეული მათგანი მეგობრულ გარემოში ვუცვლიდეთ სხვადასხვა აზრებს ერთმანეთს.მიყვარხართ ყველანი და წარმატებები მანჩესტერს,რახან ოლესი იმდენად აღარ მჯერა რამდენადაც თავის დროზე,ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი და მანჩესტერის წარმატება არ გამიხარდება.პირიქით,მინდა რომ ვცდებოდე და თუ მე ვცდები ამაზე უკეთესი არაფერი იქნება,რადგან ეს დროც ტყუილ უბრალოდ ჩვენი გუნდისთვის არ დაიკარგება.

მიმაჩნია,რომ გინება კრიტიკა არ არის. რათქმაუნდა ყველას არ ეხება. არ მიმაჩნია სწორად,რომ მწვრთნელს აგინებდე ერთნაირად,როცა მაგ: კრისტალ პალასთან წააგებს და ჩელსის,სიტის და ტოტენჰემს მოუგებს. კი რათქმაუნდა მეც გავბრაზებულვარ,შეიძლება დამიწერია კიდეც ოლეს წასვლაზე კომენტარი(მართალი გითხრა არ მახსოვს), მაგრამ როგორ შეიძლება არ დაინახო ცვლილებები. არავინ ამბობს,რომ იდეალურია ყველაფერი,მაგრამ პროგრესი აშკარად სახეზეა. ჯერ მარტო ის,რომ იანგი და სმოლინგი გაუშვა გუნდიდან და სრულიად სამართლიანად მიაყოლა სანჩესი და ლუკაკუ. გააკეთა უსერიოზულესი და საჭირო ტრანსფერები. ლინგარდი დასვა სკამზე,რაც არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია. ამის არ დანახვა ნუ რავიცი. გარდა ამისა პოჩეტინოზე ამდენს ლაპარაკობდე,რომელსაც მთელ კარიერაში ქომუნი შილდის თასიც არ მოუგია და ამბობდე რო ძაან მაგარიაო,ჩემი აზრით უფრო ოლეს გაშვების სურვილია ვიდრე პოჩეტინოს დანიშვნის.

რაც შეეხება გუნდის სიყვარულს- აქ ნამდვილად შეგეკამათები. გამორიცხულია ალექს ფერგიუსონზე ან სოლსკიაერზე,მეტად უყვარდეს იუნაიტედი ლაშას,ლუკას ან შოთას.
ეს იგივეა, ერთმა რო მითხრა შენი შვილი მე უფრო მიყვარსო :):)

რათქმაუნდა მეც უდიდეს პატივს ვცემ თითიეულ თქვენგანს.
0
№10
ავტორი: Lalana
27 თებერვალი 2020 15:15
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1821
ციტატა: shotkin
ოლეს ტაქტიკა იმიტო არ ცანს რო შესაბამისი ფეხბურთელები არ ყავს თავისი ტაქტიკისთვის, წადით წაიკითხეთ რას წერენ მაგ კაცზე მოლდეს მწვრთნელობისას გინახავთ? ლაღი გახსნილი შემტევი ფეხბურთი ევასება და ასე ათამაშებდა მოლდეს და მწვრთნელებს აქვთ თავიანთი 1 ფილისოფია და ხედვა რასაც არ ღალატობენ და ასე იყო რო მოვიდა პივრველი თამაშები მანიუში მარა რა ლაღი ფეხბურთი უნდა ათამაშო გუნდს როცა დაცვის რობლემები გაქ ასევე არ გყავს ზამენა და წამყვანი ფეხბურთელები ალეწილი გყავს თვეობით?

დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ აი ამაში ნაკლებად დაგეთანხმებოდი.ანუ მიოლდეში შესაფერისი კადრი ყავდა იმისთვის რომ სანახაობრივი და კარგი თამაში შეეთავაზებინა მეტოქისთვის და მანჩესტერში ეს რესურსი ვერ მოიძებნა?
თუ მიოლდეს შემთხვევას გავიხსენებთ ოლეს წასვლის შემდეგ,როდესაც მიოლდე მეექვსე ადგილას გაიყვანა და მეორე ოლე მივიდა მწვრთნელად ბევრად მეტი გოლი გაიტანა მისმა გუნდმა და ბევრად დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი,აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ ისიც კარგი მწვრთნელი შეიძლება დადგეს?აგერ ოლეს გარეშე წელსაც მშვენივრად მოიგეს ჩემპიონატი,ისე რომ კითხვის ნიშანიც არ დაუტოვებიათ და ისე ჩაამთავრეს ჩემპიონატი თითქმის სულ პირველზე იყვნენ და ამ შემთხვევაშიც ამ მწვრთნელმა იმდენი გაატანინა მიოლდეს,რომ მაგდენი ოლეს მიოლდეს არც ერთ ჩემპიონობაში ქონდა გატანილი,მაშინ ამ მწვრთნელზეც შეგვიძლია იმავეს თქმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 მარტი 2020, 20:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
19 მარტი 2020, 21:55
იუნაიტედი
ლასკი
ევროპა ლიგა
21 მარტი 2020, 19:00
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი15 მარტი
ლასკი19 მარტი
შეფილდი21 მარტი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მარტი 2020, 21:55
ლასკი0
იუნაიტედი5
ევროპა ლიგა
8 მარტი 2020, 20:30
იუნაიტედი2
სიტი0
პრემიერ ლიგა
5 მარტი 2020, 23:45
დერბი0
იუნაიტედი3
ინგლისის თასი
ლასკი12 მარტი
სიტი8 მარტი
დერბი5 მარტი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top