თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2013, 21:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1866,
კომენტარები: 25
ხმა მიეცით თვის საუკეთესოს
თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი...
ხმა მიეცით თვის საუკეთესოს
"იუნაიტედი" დაუმარცხებელია თებერვლის თვეში, ერთადერთი თამაში, რომელიც მათ ვერ მოიგეს იყო "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.

ხმის მისაცემად შეირჩა 6 ფეხბურთელი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ შესანიშნავ სერიაში:

დევიდ დე ჰეა უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია ამ ჩამონათვალში, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "ბერნაბეუზე" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ის ამ თვეში ოთხჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის იყო "ფულემის" წინააღმეგ.

რაფაელი ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ("ევერტონის" და"ქპრს" წინააღმდეგ), ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ შეცდომას უშვებდა პირველ ტაიმში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ, მან მოახერხა ძალების მოკრება და შესანიშნავი მეორე ტაიმი გვაჩვენა.

ამ სიაში მოხვდა ორი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი, მათ ერთად ითამაშეს "ლოფტუს როუდზე" და კარი მშრალად შეინახეს, ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან.

მაიკლ კერიკმა საბოლოოდ მიიღო დაფასება გულშემატკივრებისგან, ფანების მის სახელს სკანდირებდნენ შაბათის მატჩში. მისი სტაბილური თამაში გარანტიას იძლევა, რომ ის ნომინირებული იქნება "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე.

ყველანაირი სიტყვა ზედმეტია რაიან გიგზის აღსაწერად. მან "პრემიერ ლიგის" ორ მატჩში მოახერხა ორი გოლის გატანა, რითაც ძალიან დაეხმარა გუნდს სეზონის გადამწყვეტ პერიოდში.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ
სიახლეები
25 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2013 21:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემი ხმა რაფას! ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი, აი ძალიან love მაგარი ნიჭიერია და მანჩესტერ იუნაიტედის მომავალია
0
№2
ავტორი: UTD-Rule
26 თებერვალი 2013 21:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რაფაელს ჩემი ხმა gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Zizou
26 თებერვალი 2013 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ქერიქი...დაუფასებელია და მაგ პონტში
0
№4
ავტორი: ReCoVeR1
26 თებერვალი 2013 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
რაფიკას მივეცი ხმა love
0
№5
ავტორი: giorga-024
26 თებერვალი 2013 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
რაფა მაგარია
0
№6
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 21:44
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რაფა
0
№7
ავტორი: Amanda Seyfried
26 თებერვალი 2013 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რაიანს მივეცი
0
№8
ავტორი: BERDI
26 თებერვალი 2013 21:46
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გიგზს ჩემი ხმა love რაც გააკეთა რეალთან იმას ვერ ვივიწყებ და ისედაც კარგად თამაშობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: Mike
26 თებერვალი 2013 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მე რაფას მივეცი , რატომ იცით მიმაჩნია რომ დე ხეას და რაფას ყველაზე ძალიან ჭირდებათ ამ მომენტში გულშემატკივრების თანადგომა love
0
№10
ავტორი: Esi
26 თებერვალი 2013 21:48
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დავით ხო იცი მე ხმას შენ რომ მოგცემდი <3 სორრი რაფიკ პროსტა დე ხეას უფრო ჭირდება ეს გამარჯვება <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top