თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2013, 21:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1867,
კომენტარები: 25
ხმა მიეცით თვის საუკეთესოს
თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი...
ხმა მიეცით თვის საუკეთესოს
"იუნაიტედი" დაუმარცხებელია თებერვლის თვეში, ერთადერთი თამაში, რომელიც მათ ვერ მოიგეს იყო "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.

ხმის მისაცემად შეირჩა 6 ფეხბურთელი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ შესანიშნავ სერიაში:

დევიდ დე ჰეა უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია ამ ჩამონათვალში, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "ბერნაბეუზე" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ის ამ თვეში ოთხჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის იყო "ფულემის" წინააღმეგ.

რაფაელი ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ("ევერტონის" და"ქპრს" წინააღმდეგ), ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ შეცდომას უშვებდა პირველ ტაიმში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ, მან მოახერხა ძალების მოკრება და შესანიშნავი მეორე ტაიმი გვაჩვენა.

ამ სიაში მოხვდა ორი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი, მათ ერთად ითამაშეს "ლოფტუს როუდზე" და კარი მშრალად შეინახეს, ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან.

მაიკლ კერიკმა საბოლოოდ მიიღო დაფასება გულშემატკივრებისგან, ფანების მის სახელს სკანდირებდნენ შაბათის მატჩში. მისი სტაბილური თამაში გარანტიას იძლევა, რომ ის ნომინირებული იქნება "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე.

ყველანაირი სიტყვა ზედმეტია რაიან გიგზის აღსაწერად. მან "პრემიერ ლიგის" ორ მატჩში მოახერხა ორი გოლის გატანა, რითაც ძალიან დაეხმარა გუნდს სეზონის გადამწყვეტ პერიოდში.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ
სიახლეები
25 კომენტარი
№21
ავტორი: RVP (20)
26 თებერვალი 2013 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
რაფა love
0
№22
ავტორი: don_vini
27 თებერვალი 2013 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მე რაფას მივეცი ხმა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№23
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 06:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მოდი ცოტა ობიექტურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ამ თვეში დე ზეა შეუდარებელი იყო თავისი ლამაზი სეივებით, თან ბევრჯერ იხსნა კლუბი წაგებისგან....ჩემი ხმა დე ხეას love
0
№24
ავტორი: GGMU20
27 თებერვალი 2013 13:16
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
De Gea !!!!!!!!!!!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№25
ავტორი: MAN UTD FAN
27 თებერვალი 2013 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
რათკმაუნდა დე ხეა trolldad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top