თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2019, 11:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2698,
კომენტარები: 21
მოურინიო: "პირველი 30 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაგვჯაბნეს"
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" მიიღო და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქის რანგში დაბრუნდა და "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მარცხი განიცადა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა: "მათ კარგად დაიწყეს, ჩვენ კი ცუდად. პირველი გოლი მათ გაიტანეს, მეორეს გატანაც შეეძლოთ და უბრალოდ უკეთესად კი არ თამაშობდნენ 30 წუთის განმავლობაში, არამედ მთლიანად დაგვჯაბნეს. ტაიმის ბოლო 15 წუთში კი განსხვავებული სიტუაცია იყო. მეგონა, რომ მეორე ტაიმში ნორმალურ ვითარებას დავუბრუნდებოდით და ნორმალურობა მატჩის კონტროლს ნიშნავს, მაგრამ როცა ასეთ გოლს უშვებ, საქმე რთულდება.

"იუნაიტედმა" უკან დაიხია და ტემპის დაგდება სცადა, ამასთან, ძალიან ჭკვიანურ ჯარიმებს იღებდნენ და დაშავებას თვალთმაქცობდნენ, პარალელურად კი სიტუაციას კარგად აკონტროლებდნენ და კონტრშეტევაზეც სახიფადოდ გვიტევდნენ. მეორე გოლის დროს ჩვენივე შეცდომის გამო დავისაჯეთ. მიზეზი, რის გამოც დარწმუნებით ვიტყვი, რომ "იუნაიტედმა" გამარჯვება დაიმსახურა, არის პირველი 30 წუთი, რომლის განმავლობაშიც უბრალოდ დაგვჯაბნეს"
.

მოურინიომ პენალტის ეპიზოდი შეაფასა: "არ ვიცი, იყო თუ არა პენალტი, ეპიზოდი არ მინახავს. მაგრამ რაც მოხდა საჯარიმოში, იყო შედეგი მანამდე მომხდარისა. როცა ეშლი იანგმა მიიღო ბურთი, დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოგვეხდინა, მაგრამ არ მოგვიხდენია, მარკუსს სივრცეები მივეცით და ბურთი მივაღებინეთ, ჩვენ კი სწორედ ამის შემდეგ გამოვფხიზლდით".
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Chesterman
5 დეკემბერი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
როგორი მოტივირებული იქნებოდა ჟოზეფინა გუშინ და მთელი გუნდი მოგებების სერია დაწყებული ქონდათ აგერ პრონციპული თამაშინქონდათ მარა მაინც ჩავკარგეთ მთელი ტოტენჰემი ბოლოს ჩადგა გუნდი და დაიწია უკან დ დავუთმეთ თორე იგივენაირად რო გაეგრძელებიათ ვაბშე გაფარჩაკდებოდნენ
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 დეკემბერი 2019 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თანაბრად კარგად ვერ თამაშობენ ორივე ტაიმს და ესაა ყველაზე ცუდი, ტიპური არასტაბილური გუნდი ვართ. ძლიერი გუნდის მთავარი თვისება კიდე სტაბილურობაა, შესაბამისად ძლიერი გუნდიც არ ვართ, შეიძლება ითქვას საშუალო დონის გუნდიც არ ვართ რიგ მატჩებში.

გუშინ ერთი ფაქტი არ მომეწონა კიდე ძაან, როცა უტევ, მეტოქეს ჯობდი და შეგიძლია მომენტების შექმნა და გოლის მერე აშკარად დუნდები, უკან დგები და მოწინააღმდეგის შეცდომას ელოდები, არაა სწორი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით. ოლემ ამ თამაშში კარგად დამუხდა და მოამზადა ბიჭები, როცა საქებარია ვაქებთ კიდევაც და ჩასაფრებული აქ არ მგონია ვინმე რო იყოს, კრიტიკა თუა ჯანსაღი და მისაღებია ეს კრიტიკა, ტყუილა უბრალოდ, ჰაერზე არაფერი ითქმება ხოლმე გულშემატკივრის მხრიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, კვლავ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ ეს თამაში და ეს უფრო ცუდია იმ მხრივ რო ტაქტიკა-მონახაზები ნაკლებადაა გადამწყვეტი, როცა პირველ რიგში ეგ უნდა იყოს მთავარი ფაქტორი, რეშმა ჩაატარა კარგი მატჩი, მაგით მოვიგეთ, ფრედმა იყოჩაღა და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა რო მთლიანად გუნდური მუხტი არ იგრძნობა, გუნდი არაა ეს მანჩესტერი, ესაა ფეხბურთელის ინდივიდუალურობაზე დამოკიდებული გუნდი. აქ რეშმა მოგვაგებინა, იქ პოგბა იგებდა, იქ მარსიალის წყალობით ვიგებდით და ასე... გუშინ ვაკვირდებოდი და პოციზიური შეტევა არა და არ გამოდიოდა, სულ იხლართებოდნენ ბოლო პასის დროს ან ბურთს ვერ ამუშავებდნენ და ან იცოდნენ გაგრძელება საით ენახათ, ეს მარტო ფეხბურთელის კლასის ნაკლებობის ბრალი არაა და ამიტოა ოლეს რო ვაკრიტიკებთ.

რაც შეეხება უშუალოდ თითოეულ მოთამაშეს, ვან ბისასაზე მინდა ერთი ორი სიტყვა რო დავწერო, თითქოს გაუფერულდა ეს ფეხბურთელიც, და რა მხრივ, გასაგებია რო დაცვაში საიმედოა ასე თუ ისე, გავიგეთ ეს ვარდნებიც, კი ბატონო მაგრამ შეტევაში ჩართულობა, ჩაწოდება, ხედვა ძალიან დასახვეწი აქვს, შევხედოთ ტოპ მარჯვენა მცველებს, არნოლდს, კარვახალს, კიმიხს, მუნიეს... იმდენად კარგები არიან წინ რო თავდამსხმელის როლსაც თამაშობენ და ასისტების რაოდენობაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ამიტო მთლად ისეც არაა რო ვან ბისაკამ არიქა მოაგვარა 10 წლით მარჯვნივ პრობლემაო, ძაან მევასება მარა ვალენსია უფრო კარგი იყო შეტევაში, ბევრად (სანამ ვინგერი იყო მითუმეტეს ლაპარაკი ზედმეტია :) ეს კიდე ერთ ორს გაიგდებს და იმასაც ვერ აწვდის, ასე რო ეს პრობლემა მაინც დგას ჩემი აზრით.

სკოტი ძალიან კარგია მარა გუშინ 2-3 ჯერ ისე დაკარგა ბურთი ჩვენ საჯარიმოს სიახლოვეს რო სუფთა საგოლე მომენტი შეიქმნა და ასეთი შეცდომები ხშირი აქვს ხოლმე, სულ ვფიქრობ რო რა გაბარიტებიც აქვს იმის ნახევარსაც ვერ იყენებს, გაცილებით კარგად უნდა იმაგრებდეს ბურთს, სხვა მხრივ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში მარა ცუდი ისაა რო უკვე მისი დონე რო გვაკმაყოფილებს და ასე თუ ყველა ფეხბურთელის დონემ დაგვაკმაყოფილა მაშინ ვერ დავბურნდებით მწვერვალზე, იმიტორო სხვებს ამ პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელები ყავს როგორიცაა, კაზემირო, ფაბინიო, ბუსკეცი, ვერატი... აი სად იქმნება სხვაობა. მსგავსის დაწერა ბევრზე შეიძლება, პოგბას და დე ხეას გარდა ალბათ ყველაზე, ამიტოა რო გუნდის დონემ ისე იკლო, რო ამის ფონზე ფეხბურთელი ცოტა კარგად თუ თამაშობს გვგონია რო ის უკვე მყარად დგას მანჩესტერის შემადგენლობაში და კლასით შესაბამისია, არადა სამწუხაროდ ასე არაა.
0
№3
ავტორი: bziki
5 დეკემბერი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ოლეს აქ თავისი მინუსები, ტაქტიკურადაც წაუგია კონკრეტული თამაშები,მარა შემადგენლობა იმდენად სუსტია ვერავინ გაატარებს თავის იდეებს ამ გუნდში.
ბისაკას მაქსიმუმი საშვალო დონეზე თამაშია, მაგუაერის გარდა არც ერთ მცველს არ აქ საშვალო დონის გუნდის მონაცემებიც კი.შოუს აქ ყველაფერი მარა რა აზრი აქ ტრავმების გადამკიდე.
ნახევარდაცვას რაც შეხება არც ფრედია ჩამშლელი არც სტოკი, უკან უნდა ედგეთ ვინმე თორე ირევიან ერთმანეთში, ვერ გაუგიათ ვინ ბურთი აიტანოს ვინ დარჩეს უკან. სუფთა ჩამშლელი რო ყათდეთ ფრედიც და სტოკიც უკეთესად დაალაგებდნენ თამაშს. დალშე პერეირას, ლინგარდს ფეხბურთელებად არ ვთვლი. ფრედის მაქსიმუმიც სკამია.
შეტევაში არიან ნიჭიერები ვინ როგორ განვითარდება, ვერანაირი ტერნერი ვერ მოამატებინებს ბალოტელისნაირ ტიპებს თვითონ თუ არ უნდა, ბალოტელიზე ნიჭიერი მაგ თაობაში შეილება არავინ ყოფილიყო.
0
№4
ავტორი: Lalana
5 დეკემბერი 2019 14:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
შეიძლება მანჩესტერს არ ყავს მაღალი დონის ფეხბურთელები ინდივიდუალური თვალსაზრისით,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდურობაში თუნდაც ლინგარდის ნაირ ფეხბურთელს ვერ გამოიყენებ.მთავარია მან შესაფერისი დავალება მიიღოს და ასწავლოს მწვრთნელმა ფეხბურთელს როგორ უნდა იმოქმედოს მის დაკისრებულ ადგილას.მასე თუ მივუდგებით საქმეს და ვიძახით რომ ნახევარზე მეტი ფეხბურთელი გასაშვებია და ახალი ხალია მოსაყვანი,მაშინ ამას 2-3 წელი კი არა 4-5 წელიც დასჭირდება,რადგან მაგ გადმოსახედიდან მინიმუმ ჯერ ძირითადის ხალხია შესაცვლელი და მაქსიმუმ კიდევ სკამის ხალხიც,ეს კიდევ 2-3 წელიწადშიც ვერ განხორციელდება.კი შეიძლება მოვიდეს მედისონი დავუშვათ და მოვიდეს მისი მსგავსი ფეხბურთელი,მაგრამ თუ გუნდურ სქემაში ვერ ჩასვამ და ვერ მოარგებ გუნდს ისევე იჯახირებს ინდივიდუალურად როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე მანჩესტერში.მაღალი დონის ფეხბურთელები განსაზღვრავენ საკუთარ ინდივიდუალურ თამაშს,მაგრამ სრულიად განსხვავებულია როდესაც მისი ინდივიდუალური თვისებები გუნდის თამაშს მოარგო და მექანიზმის ნაწილი გახადო.ხვალ ცალკე აღებული ჯეიმსი ითამაშებს კარგად,ზეგ რაშფორდი,მაზეგ მარსიალი,მაგრამ ეს არ არის ჩოგბურთი ან მსგავსი სპორტი რომ ერთი კაცის ხარჯზე ხდებოდეს ჩემპიონატის მოგება.თუნდაც გუშინდელი ლივერპულის თამაში ავიღოთ,თითქმის სრულიად გადახალისებული იყო შემადგენლობა,მაგრამ ზუსტად ისე ითაშეს როგორც პირველმა შემადგენლობამ და ზუსტად ეს მიუთითებს მათ გუნდურობას და მექანიზმის სწორად წარმართვას.მანჩესტერში კიდევ ეს არ იგრძნობა,ამაზეა საუბარი,თორემ შეიძლება მართლაც მოვიდნენ საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელები და ჩავატაროთ მათ ინდივიდუალურ ხარჯზე კარგი თამაშები,მაგრამ როდესაც გრძელვადიან ჩემპიონატების მოგებაზეა საუბარი აქ სრულიად გამართული მექანიზმი და გუნდურობის ასპექტი გჭირდება.მე ვერ წარმოვიდგენ მაშინ როგორ შეიძლება აიაქსის ახალგაზრდა ბიჭებმა გადაუაროს რეალს საკუთარ მოედანზე რომლებსაც ვარკსვლავები ყავს გუნდში,ასევე ვერ წარმოვიდგენ როგორ შეიძლება იმავე ახალგაზრდა ბიჭებმა გადაუარონ ივენტუს რომლებსაც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ გუნდში და სერიოზული შემადგენლობაც ყავთ.მე არ მესმის თუნდაც მასეთმა ახალგაზრდებმა როგორ უნდა ითამაშონ ბაიერნის ტოლ-სწორად როგორც ეს მაშინ მოხდა.თავისთავად ეს ინდივიდუალობის ხარჯზე არ მოხდებოდა,ეს შეკრული გუნდი იყო,სადაც თიტოეულმა ფეხბურთელმა იცოდა რა უნდა ეკეთებინა და მონახაზიც შესაფერისი ჰქონდათ,როდესაც ჩვენგან დაწუნებული ფეხბურთელი ბლინდი უდგათ საჯარიმოში და გამოკვეთილი ცხრიანის გარეშე თამაშობენ.სხვა ასპეკტებს არარც ჩამოვთვლი.მერე კი იძახით რომ აუცილებელია სუპერ შემადგენლობა იყოს რომ რარაც ფეხბურთს ვთამაშობდეთ.გუნდური ფეხბურთის თამაშს სუპერ შემადგენლობა კი არა გამართული მენეჯმენტი სჭირდება როგორც მწვრთნელის,ასევე მისი შტაბისაც.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
5 დეკემბერი 2019 14:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დღეს რომ ცივი გონებით გადავხარშე რა მოხდა გუშინ მივხვდი რომ სათამაშო კუთხით არც არაფერი.გოლებზე არ ვლაპარაკობ საერთოდ.უბრალოდ მთელმა გუნდმა ითამაშა აგრესიული პრესინგი თითქმის მთელი თამაში.
კითხვა:სად იყო ეს პრესინგი მთელი 14 ტური?
პასუხი:ფეხბურთელები მოურინიოს წინააღმდეგ თამაშობდნენ და ამავდროულად ოლესთვის.
ანუ ის მდგომარეობა ზუსტად რაც იყო ოლეს მოსვლისას.ანალოგია ზუსტია რადგანაც მაშინაც პრესინგი და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ ყველა თამაში.
უბრალოდ ვერ ვხვდები ეს ენერგია საიდან გაჩნდა გუშინ.ან ამხელა დახარჯული ენერგიის შემდეგ სხვა თამაშებში რას ვაპირებთ?
0
№6
ავტორი: bziki
5 დეკემბერი 2019 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Monaxazi da safexburto xedvaa mtavari ki batono, oles xedvaa 4 2 3 1 egaa magis filosofia.
Mag wyobashi da meqanizmshi vambob tore vigac Lingards marjvena vingeard atamashebda vigac meore forvardata ole Saertod 10 ianad xedavs.
Aiaqsi Saertod sxva metodikaa, mand blindi ki ara sheileba kleverli aatamasho tu ese gamartuli iqneba magram indzagis,Drogbas da kidev uamrac 9ians ver sheiperebdnen.
chajmuli aiaqsic maxsovs blindi ki ara mand buskeci da makelelc zombebivit irbendnen.
Ole nagdat araa Im gaqanebis lingardebs da pereirebit aashenos sistema sadac magat gamoiyenebs, arc Lingards da pereiras aqvt imxela klasi ro pozicias tu sheucvlian im poziciaze dabrdgvnan.
Realurad sadac yvelaze komfortulad unda iyvnen iq daayena olem tavisufleba, sivrce mica mara shemdegi ki vnaxet.
0
№7
ავტორი: Spens
5 დეკემბერი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
შავტრაკა ბაბუინი სადა იცის ვინმემ ? :)
0
№8
ავტორი: Lalana
5 დეკემბერი 2019 15:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Aiaqsi Saertod sxva metodikaa, mand blindi ki ara sheileba kleverli aatamasho tu ese gamartuli iqneba magram indzagis,Drogbas da kidev uamrac 9ians ver sheiperebdnen.

ხო და მაგაშია საქმე რომ სრულიად სხვა მეთოდიკაა მათთან.დე იონგს ტენ ჰააგამდე უმეტესად საერთოდ ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ და მოუძებნა შესაფერისი და სწორი ადგილი რის შედეგადაც ახლა ბარსელონაშია.
ციტატა: bziki
Monaxazi da safexburto xedvaa mtavari ki batono, oles xedvaa 4 2 3 1 egaa magis filosofia.

მარტო მონახაზის შექმნა ხომ არ არის მთავარი?მთავარია ამ მონახაზში თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი ფუქნცია და დავალება ჰქონდეს,მაგრამამაზე თვითონვე აცხადებს ოლე რომ სრული თავისუფლება აქვთ ბიჭებს შეტევაში.ხო და ლინგარდისნაირ ფეხბურთელს რომ სრული თავისუფლება აქვს და არ აქვს მიცემული გეგმა,ის თავისთავად ვერ იმოქმედებს კარგად,რადგან ინდივიდუალური მონაცემები არ უწყობს ხელს.ასეთი ფეხბურთელებისთვის საჭიროა დავალების მიცემა და დატვირთვა თუნდაც იმით რომ შემტევებს სივრცე გაუნთავისუფლოს და მისი გადაადგილება უკვე მონახაზში უნდა იყოს შეტანილი,რომ იცოდეს ფეხბურთელმა როგორ იმოქმედოს კონკრეტულ ვითარებაში.


ციტატა: bziki
Realurad sadac yvelaze komfortulad unda iyvnen iq daayena olem tavisufleba, sivrce mica mara shemdegi ki vnaxet.

აი ზუსტად ეგ ვახსენე და მაგაშია შეცდომა თუ როგორ გამოიყენებ ფეხბურთელს,თორემ თუნდაც დებრუინი,სილვასა და ერნანდესის დონე ნამდვილად არ არიან და არც გამოცდილებით რიან უკეთესები ჟორჟინიო,კოვაჩიჩი კანტეს ტრიო,რომლებმაც ბურთი გადაუმალეს იმათ ვისაც ეს ყველაზე კარგად შეუძლიათ.ეგ ზმშემადგენლობა ყავდა სარისაც,მაგრამ კი მოუგო 6-0 სიტიმ.არც შეფილდის დონის გუნდი უნდა გიმალავდეს ბურთს.მიდგომებია მთავარი,აგერ პოჩეტინოს ტოტენჰემთან შეუძლებელი იყო ამმანჩესტერს ბურთი დაეჭირა,მაგრამ მოურინიოს ტოტენჰემთან ეს შეძლეს და ესეც მოწმობს რომმიდგომებსა და დავალებებს,თუნდაც ვარჯიშებს ყველანაირად დიდი გავლენა აქვს გუნდზე.ჩვენ კი ერთ ადგილას ვბუქსაობთ,ეგ კი არა ყველაზე ცუდ შედეგსაც ვამყარებთ.
0
№9
ავტორი: shotkin
5 დეკემბერი 2019 16:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვისაც გინდოდათ ოლე ს გაშვება ვიზიარებ მწუხარებას იმიტორო მგონი ჯერ ჯერობით არაფერი ემუქრება ამ მოგებამ საძირკველი აშკარად გაუმყარა და თუ სიტისთან არ წააგებენ ხო საერთოდ მარა რომც წაგონ იქ მგონი აპატიებენ აი ესეც და ისიც რო წაეგო კიდე ხო მარა 1 წაგებას გაუტარებენ გრანდთან
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
5 დეკემბერი 2019 17:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: shotkin
ვისაც გინდოდათ ოლე ს გაშვება ვიზიარებ მწუხარებას იმიტორო მგონი ჯერ ჯერობით არაფერი ემუქრება ამ მოგებამ საძირკველი აშკარად გაუმყარა და თუ სიტისთან არ წააგებენ ხო საერთოდ მარა რომც წაგონ იქ მგონი აპატიებენ აი ესეც და ისიც რო წაეგო კიდე ხო მარა 1 წაგებას გაუტარებენ გრანდთან

სანანებელი არ გაგვიხდეს ეს 3 ქულა თორე რას ვჩივი:)))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top