თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2019, 11:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2696,
კომენტარები: 21
მოურინიო: "პირველი 30 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაგვჯაბნეს"
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" მიიღო და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქის რანგში დაბრუნდა და "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მარცხი განიცადა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა: "მათ კარგად დაიწყეს, ჩვენ კი ცუდად. პირველი გოლი მათ გაიტანეს, მეორეს გატანაც შეეძლოთ და უბრალოდ უკეთესად კი არ თამაშობდნენ 30 წუთის განმავლობაში, არამედ მთლიანად დაგვჯაბნეს. ტაიმის ბოლო 15 წუთში კი განსხვავებული სიტუაცია იყო. მეგონა, რომ მეორე ტაიმში ნორმალურ ვითარებას დავუბრუნდებოდით და ნორმალურობა მატჩის კონტროლს ნიშნავს, მაგრამ როცა ასეთ გოლს უშვებ, საქმე რთულდება.

"იუნაიტედმა" უკან დაიხია და ტემპის დაგდება სცადა, ამასთან, ძალიან ჭკვიანურ ჯარიმებს იღებდნენ და დაშავებას თვალთმაქცობდნენ, პარალელურად კი სიტუაციას კარგად აკონტროლებდნენ და კონტრშეტევაზეც სახიფადოდ გვიტევდნენ. მეორე გოლის დროს ჩვენივე შეცდომის გამო დავისაჯეთ. მიზეზი, რის გამოც დარწმუნებით ვიტყვი, რომ "იუნაიტედმა" გამარჯვება დაიმსახურა, არის პირველი 30 წუთი, რომლის განმავლობაშიც უბრალოდ დაგვჯაბნეს"
.

მოურინიომ პენალტის ეპიზოდი შეაფასა: "არ ვიცი, იყო თუ არა პენალტი, ეპიზოდი არ მინახავს. მაგრამ რაც მოხდა საჯარიმოში, იყო შედეგი მანამდე მომხდარისა. როცა ეშლი იანგმა მიიღო ბურთი, დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოგვეხდინა, მაგრამ არ მოგვიხდენია, მარკუსს სივრცეები მივეცით და ბურთი მივაღებინეთ, ჩვენ კი სწორედ ამის შემდეგ გამოვფხიზლდით".
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
5 დეკემბერი 2019 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჟოზე გამოიღე! რეალურად 75 წუთი ვათრიეთ პოლის ტილოსავით lol wink
გაასწორა ამ მოგებამ, იმედი ჯერ კიდევ არის.
0
№12
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
დანარჩენი 60 წუთი ხო რას ამბობ:)))))
0
№13
ავტორი: 100%Red
5 დეკემბერი 2019 21:14
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ხო შეილება ეს დედანატირები 2 თამაში რო გადააბან ერთმანეთს სტაბილურად და ტრამვების გარეშე
იმედია მარსიალიც და პოგბაც იქნებიან სიტისთან, აი ერთხელ რო ამოვტენოთ რა ის მინდა ამდენი ხანია ვერ ვუგებთ მაგ დედა*** იმედია დუხს არ დაკარგავს კამანდა, დალშე კაი თამაში ჩაატარეს რა მეტს რას უნდა ელოდე ამ კამანდისგან, ისე კეინი საერთოდ თამაშობდა?))
0
№14
ავტორი: 100%Red
6 დეკემბერი 2019 14:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ვაიმეე რამხელა კუში აქ მანჩესტერს შევწუხდები ახლა 3d_10
ეეჰ ვუდვარდის დედას რო **** თუარა ის ცისფრები რავა უნდა ბლატაობდნენ
0
№15
ავტორი: Sancho66
6 დეკემბერი 2019 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ანუუ 3 ქულა 3 ქულა მაგრამ ??? ოლეს დარჩენა იგივეა რაც გუნდის დასაჭურისება ...
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
6 დეკემბერი 2019 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: 100%Red
ვაიმეე რამხელა კუში აქ მანჩესტერს შევწუხდები ახლა 3d_10
ეეჰ ვუდვარდის დედას რო **** თუარა ის ცისფრები რავა უნდა ბლატაობდნენ

ამხელა კუშს არ აძლევდნენ აუტსაიდერებს რო ეთამაშებოდა სიტი მაშინ რა უბედურებაა ეგ

ციტატა: giorgi_mg
ჟოზე გამოიღე! რეალურად 75 წუთი ვათრიეთ პოლის ტილოსავით lol wink
გაასწორა ამ მოგებამ, იმედი ჯერ კიდევ არის.

თრევა გაზვიადებულია.უბრალოდ მთელი თამაში პრესინგი მთელი გუნდით ვეთამაშეთ და არ ვაცალეთ თამაში თორე "თრევა" რომ ყოფილიყო ანგარიშიც სხვა იქნებოდა
0
№17
ავტორი: Selassie
6 დეკემბერი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ოლე : მანიუში 1996 წელს გადავედი მაგრამ პირველი დერბი 2001 წელს ვითამაშე, რა შეიცვალა მას შემდეგ? ახლა ყოველ წელს ვთამაშობთ

ხო კიდე, ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რომ გავაანალიზებ, ხანდახან მგონია მანიუს წაგრბა უხარია ხალხს, შეიძლება არ უნდა მარა მაინც, და რომ მოიგებს არც კი იცით რა თქვან და ისევ ოლეში ეძებენ მინუსს, თითქოს ის რომ არა მე ან თქვენ ვიქნებოდით ახლა მის ადგილას

" ახლა რომ დავაკვირდი, არაფერი შეცვლილა..." რა უნდა შეცვლილიყო ერთ მატჩში? მაკტომინეი დაბრუნდა და დაეტყო გუნდს,
"ეს თამაში ინდივიდუალურად მოვიგეთ" ეს არა, ყველა, ყველა თამაში მასე "იგება" ზოგადად,
"ოლეს დარჩენა უფსკრულია" ( თუ რაღა ჯოჯოხეთი)







ეს კაცი არაა ქა მოსული ერთი თვით, არც ერთი ეპლ ს გამო, დაიმახსოვრეთ ახლა ეს კომენტარი, "დასქრინეთ," და მერე შემახსენეთ
0
№18
ავტორი: Spens
6 დეკემბერი 2019 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Как пишет The Times, перед матчем с «Тоттенхэмом» игроки «Манчестер Юнайтед» попросили руководство клуба не увольнять Оле Гуннара Сульшера.

Опасения по поводу возможной отставки Сульшера появились после того, как он добился всего четырех побед в 14 стартовых матчах чемпионата Англии, однако игроки клуба уверены в том, что Оле идет правильным путем. Команда написала обращение и передала его руководству «Юнайтед» перед матчем со «шпорами».

В частных беседах члены правления клуба также подтвердили, что руководство продолжает поддерживать Сульшера. В клубе понимают, что в ближайшее время команду может ждать ещё несколько неудач на футбольном поле, но подход Оле к работе убедил их, что он может исправить общую ситуацию в клубе.

Действия Сульшера в «Юнайтед» называют «культурной перезагрузкой» - Оле сосредоточен на усилении командой дисциплины и предоставлении шансов молодым и голодным до побед игрокам, в том числе из из Академии клуба. При этом руководство понимает, что для перестройки команды понадобятся серьезные средства и готово предоставить их Сульшеру уже в январе.

wink
0
№19
ავტორი: Lalana
6 დეკემბერი 2019 22:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Selassie
ხო კიდე, ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რომ გავაანალიზებ, ხანდახან მგონია მანიუს წაგრბა უხარია ხალხს,

მე კი იმ კომენტარების არ მესმის მეგობარო,რომელშიც მხოლოდ ფეხბურთელების უკლასობას ბრალდება წაგება და მოგებას კი მწვრთნელს აწერენ.მე კი იმის არ მესმის,როდესაც მანჩესტერი უკან-უკან მიდის და 30 წლის მანძილზე ასეთი ცუდი შედეგი არ ქონია გუნდს,მაინც ხერხდება მიზეზების გამოძებნა რომ ოლე გამართდლეს.ყველანაირი რადიკალიზმი ცუდია,ისევე როგორც ეს ერთი მხარე და ისევე როგორც მეორე მხარე,რადგან პერსონებს კი არა წესით გუნდს უნდა ვგულშემატკივრობდეთ.დღეს რომ ოლეს ნაცვლად ნებისმიერი სხვა ყოფილიყო მთელი საიტი აფეთქებული იქნებოდა ამაში მილიარდი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
6 დეკემბერი 2019 23:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
ციტატა: Selassie
ხო კიდე, ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რომ გავაანალიზებ, ხანდახან მგონია მანიუს წაგრბა უხარია ხალხს,

მე კი იმ კომენტარების არ მესმის მეგობარო,რომელშიც მხოლოდ ფეხბურთელების უკლასობას ბრალდება წაგება და მოგებას კი მწვრთნელს აწერენ.მე კი იმის არ მესმის,როდესაც მანჩესტერი უკან-უკან მიდის და 30 წლის მანძილზე ასეთი ცუდი შედეგი არ ქონია გუნდს,მაინც ხერხდება მიზეზების გამოძებნა რომ ოლე გამართდლეს.ყველანაირი რადიკალიზმი ცუდია,ისევე როგორც ეს ერთი მხარე და ისევე როგორც მეორე მხარე,რადგან პერსონებს კი არა წესით გუნდს უნდა ვგულშემატკივრობდეთ.დღეს რომ ოლეს ნაცვლად ნებისმიერი სხვა ყოფილიყო მთელი საიტი აფეთქებული იქნებოდა ამაში მილიარდი პროცენტით ვარ დარწმუნებული.

ღმერთმა ნუ ქნას და ****მ გადაგვიაროს,მაშინვე გაჩნდება ფრაზა:მასე ფერგიმაც წააგო 1:6.აი ეს არ მესმის ზოგადად.მწვრთნელს რომ გაპრავება სჭირდება,იქ კარგად რომ არ არის საქმე ეგ არის ჭეშმარიტება.
აგერ ვართ ყველა.არც ჩვენი პრეტენზიების გამო შეცვლის ვინმე ოლეს და არც არავინ დატოვებს.შესაბამისად ყველამ უნდა ვიფიქროთ გუნდის გადასახედიდან რას ვიღებთ შედეგად და არა ის რომ ვინაა მართალი.უკვე მერამდენედ დადგა ოლეს კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ და კიდევ ბევრჯერ დადგება,ამასობაში კი გუნდი ჩადის იმ ნიშნულზე საიდანაც ამოსვლა უკვე ყველა მწვრთნელს გაუჭირდება და მერე იმ ახალსაც ასე მიაყრიან და ვიტრიალებთ ასე წრეზე.
არ იცის ვუდვორდმა მწვრთნელების შერჩევა და შეეცით თუ გინდათ.ყოველ ჯერზე ისეთებზე გააკეთა აქცენტი და მერე არ აცალა,მხარი არ დაუჭირა და ასეთი უაზრო მოქმედებები აკეთა რომ კი ვართ ამ დღეში.
რაც შეეხება ამ ბოლო თამაშს და აღტაცებას რაც ამ თამაშმა გამოიწვია.მე არ ვთვლი რომ ეს თამაში რამეზე მეტყველებდეს გარდა ერთისა:ამ ფეხბურთელებს თამაში შეუძლიათ,ოღონდ ამჯერად ითამაშეს ყველამ ოლეს გადასარჩენად და მოუს წინააღმდეგ.შემდეგ თამაშებში სანამ ოკეს გაგდებაზე არ მიდგება საქმე ვინ მისცემს მოტივაციას ფეხბურთელებს?არ თქვათ ახლა ოლეო.მაშინ სად იყო 14 ტური?ან რატომ იყო გუნდი ასე მოტივირებული კონკრეტულად ამ თამაშში?
ასე რომ ვისაც გჯერათ ოლესი გჯეროდეთ.ოღონდ ოლეს გუნდზე მაღლა ნუ დააყენებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top