თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2019, 11:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2696,
კომენტარები: 21
მოურინიო: "პირველი 30 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაგვჯაბნეს"
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" მიიღო და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქის რანგში დაბრუნდა და "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მარცხი განიცადა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა: "მათ კარგად დაიწყეს, ჩვენ კი ცუდად. პირველი გოლი მათ გაიტანეს, მეორეს გატანაც შეეძლოთ და უბრალოდ უკეთესად კი არ თამაშობდნენ 30 წუთის განმავლობაში, არამედ მთლიანად დაგვჯაბნეს. ტაიმის ბოლო 15 წუთში კი განსხვავებული სიტუაცია იყო. მეგონა, რომ მეორე ტაიმში ნორმალურ ვითარებას დავუბრუნდებოდით და ნორმალურობა მატჩის კონტროლს ნიშნავს, მაგრამ როცა ასეთ გოლს უშვებ, საქმე რთულდება.

"იუნაიტედმა" უკან დაიხია და ტემპის დაგდება სცადა, ამასთან, ძალიან ჭკვიანურ ჯარიმებს იღებდნენ და დაშავებას თვალთმაქცობდნენ, პარალელურად კი სიტუაციას კარგად აკონტროლებდნენ და კონტრშეტევაზეც სახიფადოდ გვიტევდნენ. მეორე გოლის დროს ჩვენივე შეცდომის გამო დავისაჯეთ. მიზეზი, რის გამოც დარწმუნებით ვიტყვი, რომ "იუნაიტედმა" გამარჯვება დაიმსახურა, არის პირველი 30 წუთი, რომლის განმავლობაშიც უბრალოდ დაგვჯაბნეს"
.

მოურინიომ პენალტის ეპიზოდი შეაფასა: "არ ვიცი, იყო თუ არა პენალტი, ეპიზოდი არ მინახავს. მაგრამ რაც მოხდა საჯარიმოში, იყო შედეგი მანამდე მომხდარისა. როცა ეშლი იანგმა მიიღო ბურთი, დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოგვეხდინა, მაგრამ არ მოგვიხდენია, მარკუსს სივრცეები მივეცით და ბურთი მივაღებინეთ, ჩვენ კი სწორედ ამის შემდეგ გამოვფხიზლდით".
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
6 დეკემბერი 2019 23:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi

გეთანხმები დავით.აღტაცებაში ვეღარ მოვდივარ ასეთი თამაშებით,რადგან წინა წელსაც იყო გამონათებები როგორც ამ წელს.თავიდან რომ დაინიშნა ოლე,მქონდა მისი იმედი და სეუძლია ყველას ჩემი პირვანდელი კომენტარები გადაათვალიეროს მასზე,მაგრამ რაც ამ კაცმა ხელი მოაწერა სრულუფლებიან მწვრთნელობაზე მას შემდეგ მანჩესტერის საქმე ნამდვილად უკან-უაკნ წავიდა.ბოლო წერტილი კი ევერტონთან განადგურება იყო,სადაც გუნდმა საერთოდ ვერაფერი მოახერხა,შემდეგ ზაფხულში მქონდა ისევ რაღაც იმედები,როდესაც ინტერს შევხვდით და ნამდვილად კარგად ვითამაშეთ,მაგრამ მას შემდეგ ხან როგორ ვთამაშობთ და ხან როგორ,ვერაფერს გაუგებ ამ გუნდს,თითქოს რაღაც არ არის ჩამოყალიბებული რისკენაც გუნდი უნდა განვითარდეს,აგერ ოლე ამბობს რომ ვუმატებთ და ვითარდებითო,მაჰგრამ ეს განვითარება თამაშის ხარისხზე ხომ უნდა აისახებოდეს?ხარისხს კიდევ ადამიანი ფეხებეზე დაიკიდებს,როდესაც შედეგი არის,მაგრამ თუ არც ერთია რანაირად უნდა გქონდეს იმედი?იმედი შეიძლება მოგცეს გუნდის ლარმა თამაშმა,ან ლაღმა თამაშმა არა და პირიქით შედეგმა,მაგრამ აქ არც ერთი იკვეთება და ესაა დიდი პრობლემა.ღმერთმა ქნას გაამართლოს ამ კაცმა და მოხდეს რაღაც გარდატეხა,მაგრამ მე იმის არ მესმის საიდან მოდის იმის იმედი რომ აუცილებლად ეს გუნდი 2-3 წელიწადში პრემიერ ლიგისთვის იბრძოლებს.როდესაც ვუყურებ რომ გუნდი უკან მიექანება ვერ ვიქნები ოლეთი კმაყოფილი,ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება მოუს მიმართ,რაღაცნაირად ეს მწვრთნელი და ტიპაჟი იმის შემდეგ მომწონს რაც ჩელსიში მივიდა და იმ სიტყვების შემდეგ რაც მანჩესტერ იუნაიტედისა და ფერგის მისამართით გააჟღერა,ამიტომ მის წარმატებას თავის დროზე ვგულშემატკივრობდი აქ,მაგრამ როდესაც ვხედავდი რომ ვერაფერს გახდებოდა ეს კაცი მერჩივნა გუნდი დაეტოვებინა ვიდრე ამ გუნდის ინტერესები მას შესწირვოდა.არის გუნდში უკლასო ფეხბურთელები და ამ მხირვ დიდი ფუფუნება არ გვაქვს,მაგრამ ხარისხს ნამდვილად არ ჭირდება საოცარი ფეხბურთელები,აი შედეგს კი ნამდვილად ჭირდება.დღეს კი გულშემატკივარი მანჩესტერისგან პირველ რიგში ხარისხ ველით,თორემ ეს გუნდი,რომ პრემიერ ლიგას ვერ დადებს პატყარა ბავშვიც კი მიხვდება.მესმის იმ ხალხისაც ვინც ოლეს იცავს,რადგან მის მიმართ სიმპატიები გააჩნიათ,მაგრამ ჩემი აზრით პირველ რიგში გუნდის ინტერესები უნდა იდგეს და არა რომელიმე პერსონის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top