თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2019, 18:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4733,
კომენტარები: 65
სოლსკიაერი: "ზოგჯერ კამათელშიც გიმართლებს"
ნორვეგიელი წარმატებას იღბალსა და ფეხბურთელთა გამოჯანმრთელებას მიაწერს.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გუნდის ბოლო დროინდელი კარგი შედეგები გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებისა და გარკვეულწილად იღბლის დამსახურებაა.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება ყველა ტურნირის ეგიდით, მანამდე კი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მოპოვებული მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის შემდეგ სტუმრად არ უმარჯვია.

"ასეთია ფეხბურთი. კამათელში ზოგჯერ გიმართლებს, ზოგჯერ არა. ოთხშაბათის მატჩის ბედი მარკუსის დაუჯერებელმა გოლს გადაწყვიტა, რა თქმა უნდა. ბელგრადში თავს კარგად ვიცავდით, ამის კარგი ნიშნები იყო. "ნორვიჩთან" - ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.

გუნდის თავდაჯერებულობა იზრდება. ტრავმირებულ ფეხბურთელთა დაბრუნება ამაში გვეხმარება. ფეხბურთში წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა და პირიქით, ძალიან ხშირია".


როცა სოლსკიაერს სეზონის შეფასება სთხოვეს, ოპტიმისტურად უპასუხა, რომ გუნდს თავისთვის სასურველ მდგომარეობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებს.

"ძალიან რთულია ჩემპიონატში ჩატარებული 10 და რამდენიმე სათასო მატჩიდან გამომდინარე მსჯელობა. ტრავმები ხშირად გვაწუხებდა. იყო რამდენიმე სასიამოვნო შუალედიც, როცა კარგად ვთამაშობდით. გავაუმჯობესეთ გუნდური სული და ჩვენი ხასიათი, გუნდი უფრო აგრესიული ხდება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
65 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რთული კიარა საკმარისია 10 მატჩიც იმის დასანახავად ვინ რისი გამკეთებელიცა. აგრესია მარტო ჩელსისთან დავინახე საად იყვნენ პარტიზანთან
გაუმჯობესე არა#ირი
0
№2
ავტორი: T0nn1111
1 ნოემბერი 2019 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
ზამთარში ტრანსფერები გვჭირდება და ფულს თუ იხდით ბარემ ბელოტი, კეინი ან ვინმე ახალგაზრდა პრაქტიკული ფეხბურთელი მოიყვანეთ, მაძუკიჩს რო გადაეკიდეთ სეზონის ბოლოს ისევ გასაყიდი იქნება :)))))))))))
0
№3
ავტორი: unaited 1993
1 ნოემბერი 2019 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ისე რათქმაუნდა ჩვენი გუნდი გვიყენიაა ყველაზე წინ, მაგრამ ობიქტურები ვიყოთ და ვთქვათ ვინაა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი?

არა ბოლო წლები ან შუაა დროის არამედ მთლიანად ფეხბურთის დაარსებიდან დღემდე

მე უპირობოთ რეალს ვფიქობ უდიდესი გუნდია) შემდეგ მილანი ალბათ და ჩვენ ბარსა თუა შეგვეცილება

Liverpool fack;)
0
№4
ავტორი: ikeoni
1 ნოემბერი 2019 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
გამართლების გარეშე ცოტა ძნელია მაგრამ მთლად მაგის იმედზე ყოფნაც არ იქნება ცოტა მეტი სამუშაოა ჩასატარებელი და იმედია ესეც იქნება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2019 20:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ ბორნმუთთან როგორ ითამაშებენ
0
№6
ავტორი: Iunaitedi
1 ნოემბერი 2019 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ra kamateli ris kamateli. Valdebulixar 10 tamashi 1 kargi tamashi chaataro. Sheni nabij nabij tamashebi shemdeh turebshi unda gamochndes uket.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
2 ნოემბერი 2019 00:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ტიპები აბსტრაქტულ მცნებებზე ლაპარაკობენ ისეთ საქმეში რომელიც გაზომვადი და დათვლადია.მათემატიკაში ანდათ ფიზიკა ქიმიაში რომ კაცმა დაიწყოს კამათელზე საუბარი არ გაგვიმართლაო აი ეგეთი პონტია ეგ.
არ ვიცი მანჩესტერის მწვრთნელის სავარძელია ასეთი რომ მერე სტიქიას და ფორს მაჟორს რო იწყებ დააბრალო თუ რა ჯანდაბა ჭირთ.თავიდან ამის კომენტარები და პრესკონფერენციები მაინც არ მიშლიდა ნერვებს.ამბობდა სიმართლეს მაგრამ მერე ერთიანად დაიწყო მაღალფარდოვა ი სიტყვების რახა რუხი და გავიდა პარალელურ განზომილებაში.
რად უნდა კამათელზე ლაპარაკი შე ჩემა.ფეხბურთელი ერთი ან ორი როცა იტრამვება ეგ შემთხვევითობაა.როცა 10 გიგროვდება ფიზიოთერაპევტის ფსიქოლოგის და მწვრთნელის ბრალია ეგ.არასწორი სავარჯიშო გეგმის ბრალია ტრამვიანობა.ეს კიდევ ოლიმპოს ღმერთებს აბრალებს ამ ყველაფერს:)ან კიდევ როცა ამბობ დაღმართო აღმართი ხშირიაო ფეხბურთშიო.კი სწორია ხშირია მ,მაგრამ როგორი გუნდისთვისაა ხშირი იცი ოლე?არასტაბილური გუნდებისთვის ბატონო.ლესტერი არსენალი ვალენსია სევილია ლევერკუზენი მილანი... რომელი ერთი გუნდის კატეგორიას მიაკუთვნებს ნეტა თავს?დიდ გუნდებს ამხელა ჩავარდნები არ აქვს.დიდ გუნდებში მარტო წარსულს არ ვგულისხმობ.დიდი გუნდი არის მანჩესტერი ისტორიითა და ფინანსებით.ფინანსების არ ქონის შემთხვევაში რომ ჩავარდე ეგ ლოგიკურია.მაგრამ შემოსავლებით პირველზე და ისე თამაშით ლამის ყველამ გვათრია,ეგ უკვე არაა კამათელი.
ოლე რაც უფრო ადრე აღიარებ შეცდომებს დაშვებულ,მით მეტად შანსი გექნება აქ დარჩენის
0
№8
ავტორი: shotkin
2 ნოემბერი 2019 00:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვსო მანცესტერი არაბებმა იყიდეს
0
№9
ავტორი: bero123
2 ნოემბერი 2019 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: shotkin
ვსო მანცესტერი არაბებმა იყიდეს

sad waikitxe dzma?
0
№10
ავტორი: David_Beckham7
2 ნოემბერი 2019 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
კი მეც წავიკითხე თუმცა ამას წინ ისაც წავიკითხე რო ვუდვორდი ამბობდა გრძელვადიანი გეგმები აქვთ გლეიზერებსო და ვნახოთ რა იქნება. ეგენი მქინც მარტო ბიზნესის კუთხით უყურებდნნე ამ კლუბს და მიხწევები დიდად არ აღელვებდათ და შესაძლოა ისეთი თანხა შესთავაზეს რო დაიყოლიეს. მე ყოველ შემთხვევაში დადებითს უფრო ვხედავ ამაში. შეხედეთ სიტის და პსჟს. ეხლა ვიღაც3ები გამოხტებიან და დაიეყებენ არაბების ფულით გაქაჩული და რამე. თუმცა არც მანამდე აკლდა მანჩესტერს ფული უბრალოდ ისე ხელგაშლილად არ ხარჯავდნენ ტრანსფერებში როგორც სხვები და სიტი და პსჟ სგან განსხვავევით ისტორია აქვს ისეთი ორივე ერთად აღებული ვერ შეედრება. ასე რომ.თუ დადასტურდება შეიძლება მართლაც ისეთი ტრანსფერები გაიჩარხოს 2-3 წელში რო ლიგებს ჩვენ მოვიგებთ ზედიზედ

რო ვწერ ჩემ ნაწერს ხან მე ვერ ვგებულობ ამ კოტიტა თითებით მეშლება ბევრი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top