თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2019, 18:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4719,
კომენტარები: 65
სოლსკიაერი: "ზოგჯერ კამათელშიც გიმართლებს"
ნორვეგიელი წარმატებას იღბალსა და ფეხბურთელთა გამოჯანმრთელებას მიაწერს.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გუნდის ბოლო დროინდელი კარგი შედეგები გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებისა და გარკვეულწილად იღბლის დამსახურებაა.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება ყველა ტურნირის ეგიდით, მანამდე კი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მოპოვებული მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის შემდეგ სტუმრად არ უმარჯვია.

"ასეთია ფეხბურთი. კამათელში ზოგჯერ გიმართლებს, ზოგჯერ არა. ოთხშაბათის მატჩის ბედი მარკუსის დაუჯერებელმა გოლს გადაწყვიტა, რა თქმა უნდა. ბელგრადში თავს კარგად ვიცავდით, ამის კარგი ნიშნები იყო. "ნორვიჩთან" - ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.

გუნდის თავდაჯერებულობა იზრდება. ტრავმირებულ ფეხბურთელთა დაბრუნება ამაში გვეხმარება. ფეხბურთში წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა და პირიქით, ძალიან ხშირია".


როცა სოლსკიაერს სეზონის შეფასება სთხოვეს, ოპტიმისტურად უპასუხა, რომ გუნდს თავისთვის სასურველ მდგომარეობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებს.

"ძალიან რთულია ჩემპიონატში ჩატარებული 10 და რამდენიმე სათასო მატჩიდან გამომდინარე მსჯელობა. ტრავმები ხშირად გვაწუხებდა. იყო რამდენიმე სასიამოვნო შუალედიც, როცა კარგად ვთამაშობდით. გავაუმჯობესეთ გუნდური სული და ჩვენი ხასიათი, გუნდი უფრო აგრესიული ხდება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
65 კომენტარი
№61
ავტორი: Malboro463
4 ნოემბერი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ნებისმიერ ხელფასზე დათანხმდება აბა რას იზამს მანიუ რო გადაუხდის იმაზე მეტს ეს სად აიღებს რომელ კლუბში? გრანდში ამას არ აიყვანენ და მიოლდეში კაპიკებზემოუწევს მუშაობა. მანჩესტერმა 1 მილიონიც რომ შესთავაზოს იმასაც დათანხმდება სხვა რა გზა აქ.
რაც შეება ტრანსფერებს ასეთი ტრანსფერები კიდე 25 რო გაკეყო არცერთი არ მოიტანს სარგებელს. დიდ გუნდს ჭირდება დიდი ფეხბურთელები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდი ამბიციებით ასეთი სი რები კიარა. და ეს პროექტია თუ რაღაც ლესტერის,სოსიედადის,ბილბაოს,შალკეს,ატალანტას დონის გუნდებს შეფერება
0
№62
ავტორი: bziki
4 ნოემბერი 2019 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
xelfasi mexute xarisxovani ambavia am konkretul situaciashi, ramdensac micemdnen ar daiwuwunebda, ndoba da pativiscema daudastures ubralot mag xelfasit, umushevari nagdat ar darcheba ar gamoekideba xelfass.
Manchesteris Elchad, skai sportsze, Nakrebis trenerobasac andoben awi, norvegia fulze ar awuwunebs.
Saqme gleizerebshia sanam Egeni aq iqnebian azri arafers ar aq, sheileba martla gamouvides rame oles 2 wlis mere magra maxsimum top mwvrtnelistvis moamzados situacia ro mis shemdeg treners ar gauchirdes.
Sanam gleizerebi da vudvordi iqnebian top treneri moyvanas azri ar aq, arc movlen
0
№63
ავტორი: Lalana
4 ნოემბერი 2019 16:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
Ole aris droebiti ambavi tavidanve egre iyo, jozes ro adlevdnen did xelfass mere oleze kapikebis micemda ar gamodioda damcireba da sheuracyofa iqneboda eseigi treneread arc tvlidnen, Veravinn damajerebs ro oles xelfasi ainteresebs, Manchestershi nebismier dros imushavebs bevr poziciaze xelfasis problema araa, imdoneze uyvars es klubi da imdonezea shida samzareuloshi gatqvefili pirad ambiciebs ar daayenebs arasdros klubze zemot, jera tavisi tavis, aq Sam wliani kontraqti da gegma, ver gaqachavs dakargavs bolomde sadaveebs wava zedmeti kitxvebis gareshe.
Merea saqme tore oles gadayeneba aranairi problema araa.
Fergis wasvli mere da tundac Fergis bolo 2 sezoni seriozuli qaqi grovdeboda gundshi, is ori weli piradi avtoritetit da inerciit atara gundi bolomde gawura.
Sezonshi 3-4 transferi ras ushvelida gunds,im otxidanac 2 ver amartlebda.
Araswori seleqcia, Araswori menejmenti, aranairi wlebze gatvlili proeqti
qaosurad, nachqarevad, mxolod reklamaze da piarze gatvlili gadawyvetilebebis.
Bevri ramis tqma shemidlia kide, esec kmara.
Am yvelafershi Veravin gamoaswores ert welshi.
Gasagebia ro ufro gaazrebuli gundi unda viyot tundac mag yvelafris gatvaliswinebit, mara realuri kandidati vinc sheileba shecvalos ole maro Pochetinoa, (me vengeris kandidaturac magra mowons).

იმაში გეთანხმები რომ გუნდი უყვარს,შეუძლებელია ამ კაცს მანჩესტერი არ უყვარდეს,ამაზე საუბარიც არაა,მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები რომ შეურაწყოფა იქნებოდა მისთვის დაბალი ხელფასის მიცემა.ოლე თავიდანვ მხოლოდ იმ მიზნით იყო მოსული რომ სეზონი ჩაემთავრებინა,არავინ მოიაზრებდა მთავარ მწვრთნელად,ამიტომ იმის მიზეზსაც ვერ ვხდები რატომ უნდა დაენიშნათ ახმელა ხელფასი.ეს მენეჯმენტის პრობლემაა უკვე და არა თვითონ ოლესი,მათ შესთავაზეს ეს კონტრაქტი.ამაში მისი დადანაშაულება უაზრობა იქნებოდა.იმაშიც უნდა დაგეთნახმო რომ ფერგიუსონის ბოლო წლებშიც საკმაოდ ბევრი უაზრო ფეხბურთელი დაგროვდა გუნდში,მანჩესტერის შესაფერისი რომ არ იყო ისეთი.ასევე იმაშიც გეთანხმები რომ ამ გუნდის ფეხზე დაყენებას დრო უნდა და მარტივი არ არის უცბად პრემიერ ლიგისთვის იბრძოლო,მაგრამ აქ მაგაზე არაა საუბარი.მგონი ყველა თვთანხმდებით რომ ამას არც ერთი მოველით ამ გუნდისგან,უბრალოდ თუ ვამბობთ რომ ოლე შესაფერისი მწვრთნელია მანჩესტერისთვის მაშინ თუნდაც ამ რესურსით რომელიც ვფიქრობ რომ არც თუ ისე კატასტროფულია უნდა ვთამაშობდეთ ნორმალურ ფეხბურთს,10 თვის განმავლობაში რაღაც მონახაზი ხომ უნდა იყოს ისეთი რომ ფეხბურთელებმა გაიაზრონ და ერთმანეთს მოედანზე უგებდნენ?მაგრამ ამას ვერ ვხედავთ,ისევ ისეთივე ქაოსური შეტევებია და დაულაგებელი როგორც უწინ.ერთადერთ უპირატესობა ისეთ გუნდებთან გვაქვს რომლებიც ბურთს ფლობენ,ჩვენს ნახევარზე დიდი ძალით გადმოდიან და კონტრშეტევაზე შეუძლიათ გაქცევა,მითუმეტეს როდესაც ჯეიმსი და რეშფორდი გყავს წინ.ამ უპირატესობას კი იყენებენ ასეთ გუნდებთან,მაგრამ როდესაც გვიკეტავენ სივრცეს და როდესაც ინიციატივა ჩვენზეა,მაშინ აღარ იციან როგორ შეაღწიონ მოწინააღმდეგის საჯარიმოში.საკმაო რაოდენობის გუნდების ჩამოთვლა შეიძლება რომლებსაც არც თუ ისე დიდი რესურსი აქვთ მაგრამ გუნდები უფრო გააზრებულად მოქმედებენ.ასევე ისიც საგულისხმოა,რომ დაცვაში გავაკეთეთ შენაძენები,ინდივიდუალურად ასე თუ ისე ცუდები არც ერთნი არიან,მაგრამ მაინც ყოველ თამაში თითქმის ვუშვებთ გოლს,ეს კი უკვე გუნდური თავდაცვის ბრალია,რომელიც მწვრთნელმა უნდა გამოასწოროს.
პოჩეტინოს იდეა მეც ძალიან მომწონს,მაგრამ სულელი იქნება ლევი თუ მას გაუშვებს.ჯერ ისედაც ვერ გაუშვებს რადგან ძალიან დიდი ტანხის გადახდა მოუწევს მისთვის და ვფიქრობ ისედაც აცდის,ზამთარში კი ტრანსფერებსაც დაუდებს,ის ფეხბურთელები კი რომლებიც გარემოს აფუჩებენ გააპანღურებს პოჩეტინო.ამიტომ ვფიქრობ თუ ძაან კატასტროფული შედეგი არ ქონდა არგენტინელს ნამდვილად არ გაუშვებენ მასს.აი ვენგერის დროებითი ვარიანტი კი ნამდვილად მომწონს,იმის მიუხედავად რომ ვფიქრობ ეგეც დაბერდა და წავიდა მისი დრო,მაინც კარგი იქნება ცოტა ხნით მისი მოყვანა,სანამ ნორმალურ დიდხნიან პროექტიან მწვრთნელს არ იპოვნიდა მენეჯმენტი.



აგერ ბაიერნი მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში,ოთხი ქულით ჩამორჩება გლადბახს,ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად გამოდის,მაგრამ მაინც არ აკმაყოფილებთ ეს და კოვაჩს უშვებენ,უკეთესი შედეგი სურთ და ამიტომაც აკეთებენ ამას,ამათმა კიდევ სად დაკარგეს ეს ამბიცია ვერ ვხდები.
0
№64
ავტორი: giorgi_mg
4 ნოემბერი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Sancho66
ვერ თამაშობენ თორე პრემიერ ლიგაში შეამადგენლობით მაქს 2-3 გუნდი გვჯობდეს ფეხბურთელი უნდა აათამაშო ... აგერ ლუკაკუ აიღეთ ევერტონში ჩვენთან და ინტერში რაშია პრობლემა ?? წითელი ფერი არმოსწონს ლუკაკუს ??? დეპაი აიღეთ.... დიმარია აიღეთ...ფალკაო აიღეთ... პოგბა აიღეთ იუვენტუსში და ჩვენთან .... მარსიალი აიღეთ.... რომელმა ტრანსფერმა გაამართლა ?? 30 ფეხბურთელი ვიყიდეთ 5 წელში ... ,ლინდელოფი ,ბაილი , ბისაკა , დარმიანი , როხო , ბლინდი , შოუ , მაგუაიერი , დალო ... 9 მცველიდან რომელმა გაამართლა ??? ეხა ნახევარდაცვა ... მატა , მატიჩი , ფრედი , პოგბა , შნეიდერლინი ,შვაინშტაიგერი , ფელაინი , ჯეიმსი , და გამომრჩა კიდე ვიღაცეები ამრვიდან რომელმა გაამართლა ?? ეხა შეტევა .. ფალკაო , ლუკაკუ , დიმარია , დეპაი , მარსიალი , იბრა , სანჩესი , აქაც გამომრჩა კიდე მაგრამ 25 ტრანსფერი ჩამოვთვალე ფერგის მერე მილიარდზე მეტი თანხა დახარჯული ყველა 20 მილიონად როგეყიდა 500 მილიონია და რაფასებში ვიყიდეთ ეგეც ვიცით 25 ტრანსფერი 25 .... 25 იდან ერთმა როგორ არგაამართლა ?? ყველა ცენზურაროგორააა კაიაკადემიიდან ავიღოთ ვინაა ნორმალური ? რაშფორდი ? ველბეკი ? თუ სხვები ??? ეხა ფერგიუსონს გადავხედოთ 30 წელში არდაუხარჯავსმილიარდი ანდერსონებით და ქლევერლებით იგებდა პრემიერ ლიგას .... ოლე რო ცენზურაა ორი აზრი არააამბობთ ტრანსფერებს არუკეთებენ მწრთვნელებსო 25 ტრანსფერიდან რო არცერთი არამართლებს კიდე რამდენი უნდა გააკეთო რო გაამართლოს ....

100% დასკვნა ერთია, არასწორად შერჩეული მწვრთნელები.
პოჩეტინო რო განთავისუფლდება მაგასაც ვერ აიყვანენ, მერე ნაგელსმანსაც ვიღაც სხვა წაიყვანს და ჩვენ შეგვრჩება ისევ ვიღაც ჩამოწერილი ან ჩამოსაწერი მწვრთნელი.
0
№65
ავტორი: Dato kutaisi
4 ნოემბერი 2019 20:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
არ ინერვიულოთ ბიჭებო ოლეს თუ გაუშვებენ მანჩესტერზე გულანთებულ ხალხს ვერ მოძებნიან?სქოულზი გიგზი რიო ვიდიჩი ბრაუნი რავი ძალიან ბევრია და არჩევანის პრობლემა მინიმუმ 30 წელი არ გვექნება.
ფერგის გავლენები და ნოსტალგია სანამ არ დამთავრდება ამ გუნდში,მანამ არ ეშველება არაფერს.როგორ შეიძლება რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყო მწვრთნელი 80 წლის კაცს შესციცონებდე და მის ყოველ ნათქვამზე ისე იქცეოდე.თან მაშინ როცა ყველა გუნდმა შეცვალა მიდგომა სტრატეგია და რაც მთავარია გადახედა წარსულთან მიმართებაში საკუთარ დამოკიდებულებას.წარსულს პატივი უნდა სცე და არა მისტიროდე მისით ცხოვრობდე.
დღეს როდესაც ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპებზე გადადის ლამის ყოველწლიურად ოლე მისტირის ფერგის მეთოდებს სტრატეგიებსა და სტილს.ეს ნორმალურიბაა?არაა ბატონებო და შესაბამისი ადექვატური შედეგებიცაა სახეზე.არაბები მარტო ამად მინდა რო მოვიდნენ რომ ეს სისულელეების კასკადი დასრულდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top