თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2019, 18:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4736,
კომენტარები: 65
სოლსკიაერი: "ზოგჯერ კამათელშიც გიმართლებს"
ნორვეგიელი წარმატებას იღბალსა და ფეხბურთელთა გამოჯანმრთელებას მიაწერს.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გუნდის ბოლო დროინდელი კარგი შედეგები გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებისა და გარკვეულწილად იღბლის დამსახურებაა.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება ყველა ტურნირის ეგიდით, მანამდე კი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მოპოვებული მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის შემდეგ სტუმრად არ უმარჯვია.

"ასეთია ფეხბურთი. კამათელში ზოგჯერ გიმართლებს, ზოგჯერ არა. ოთხშაბათის მატჩის ბედი მარკუსის დაუჯერებელმა გოლს გადაწყვიტა, რა თქმა უნდა. ბელგრადში თავს კარგად ვიცავდით, ამის კარგი ნიშნები იყო. "ნორვიჩთან" - ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.

გუნდის თავდაჯერებულობა იზრდება. ტრავმირებულ ფეხბურთელთა დაბრუნება ამაში გვეხმარება. ფეხბურთში წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა და პირიქით, ძალიან ხშირია".

როცა სოლსკიაერს სეზონის შეფასება სთხოვეს, ოპტიმისტურად უპასუხა, რომ გუნდს თავისთვის სასურველ მდგომარეობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებს.

"ძალიან რთულია ჩემპიონატში ჩატარებული 10 და რამდენიმე სათასო მატჩიდან გამომდინარე მსჯელობა. ტრავმები ხშირად გვაწუხებდა. იყო რამდენიმე სასიამოვნო შუალედიც, როცა კარგად ვთამაშობდით. გავაუმჯობესეთ გუნდური სული და ჩვენი ხასიათი, გუნდი უფრო აგრესიული ხდება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
65 კომენტარი
№31
ავტორი: Dato kutaisi
2 ნოემბერი 2019 22:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ლუკა გეთანხმები აბსოლუტურად.ამ გუნდის ხსნა მხოლოდ მართლა არაბების მიერ ყიდვაშია.რატო იცი?ჩემი აზრით ამ ძველ დამყაყებულ ფილოსოფიას და ამ ფერგის დროინდელ მიდგომებს მოაშორებენ გუნდს.აღარ არის ამის დრო აღარ ხალხნო.განვითარდა ფეხბურთი,აღარ თანაშობს ისეთ ფეხბურთს არავინ დაჟე მბორმუთიც კი,როგორსაც ფერგის დროს თანაშობდნენ.არცერთმა სამწვრთნელო კუთხით არ ივარგა ფერგის მოსწავკეებიდან იმიტომ რომ ისინიც იმ ეპოქაში არიან ჩარჩენილები.წარმოგიდგენიათ ახლა დავით აღმაშენებლის მეთოდებით მართო დღეს საქართველო?წარმოუდგენელია.ასევეა ჩვენი გუნდის საქმეც.თანამედროვეობა სწრაფად ზრდისა და ტრანსფორმაციის ეპოქაა,სადაც ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი.ზიდანმა რა შედეგები დადო და აჩვენა 2წელმა რომ თურმე რონალდო იყო ამ ყველაფრის შემოქმედი მსაჯებთან ერთად.ასე ძმებო და თვალის დაბრმავება არაა საჭირო.ვიძახით ამ ახალ პროექტზე რო იქნებ გაამართლოსო მაგრამ დასვათ კითხვა:რომ ვერ გაამართლოს?გაისადაც ლიგის გარეშე დარჩენილ გუნდში ვინმე მოვა?წარმოგიდგენიათ რა მოხდება თუ ჩვენ ისევ ოთხეულს მიღმა დავრჩით?აღმოჩნდება რომ ვერ გაამართლა ამ პროექტმა და მერე ახალი ტრენერი უნდა მოვიყვანოთ და რა ვუყოთ ამ გაცდენილ წლებს?მანჩესტერს ყველაზე მეტად არ აქვს იმის ფუფუნება რომ ექსპერიმენტები ატაროს.გუბდი არის უფსკრულის პირას და მხოლოდ ერთი ფეხის დაცდენა უნდა და ვერ ამოიყვანს მერე ვერავინ
0
№32
ავტორი: Lalana
2 ნოემბერი 2019 23:20
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi

სხვათაშორის გოალზე რამოდენიმე ხნის წინ ვნახე რომ ოლეს საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს.მესამე ადგილზეა თურმე პრემიერ ლიგაში,გვარდიოლასა და პოჩეტინოს შემდეგ.აი აქაც ჩანს ჩვენი ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმი.მოგყავს მწვრთნელი რომელიც საერთოდ არ არის ტოპ მწვრთნელი და ამხელა ხელფას უნიშნავ,ცოტათი ულოგიკოა.ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრჯერ გამოავლინა თავიანთი უაზრო გადაწყვეტილებები და ზუსტად პირველ რიგში მათი ბრალია რომ დღეს მანჩესტერი შეუფერებელ ადგილასაა,ამიტომ სრულიად მივესალმები არაბების მოსვლას.დარწმუნებული ვიქნები რომ სპორტული მხრივ ეცდებიან მანჩესტერის წინ წაწევას და რაც მთავარია მათვის შედეგები და სანახაობა იქნება პრიორიტეტული.ამიტომ ერთი სული მაქვს ეგ მოხდეს.
0
№33
ავტორი: Malboro463
3 ნოემბერი 2019 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იცით რატომ არ მიდიან ბრიტანელები სხვა ჩემპიონატში ? არავის უნდა და იმიტომ
ესპანეთს ახალგაზრდები ამათზე ნიჭიერი ყავს ყველა გუნდს ასევე საფრანგეთს და გერმანიას. + გაპიარებულია ყველა ახალგაზრდა ბრიტანელი თან ძვირად აფასებენ და ინტერესაც არავინ იჩენს ესპანეთის და იტალის გუნებს ფული არ აქ რომ გადაიხადოს და საშუალო დონის ფეხბურთელები ნ რაოდენობის ყავს.
ვინც ვარსკლავია 3-4 ისინი ინგლისის დიდ კლუბებში თამაშობენ თუ წავლენ რეალში ბარსას კიდე ბრიტანელები ნაკლებად აინტერესებს.
თორე წასვლით ვინ არ წასულა ოვენი, ბექემი, ლინკერი, მაკმანამანი, მარკ ჰიუჯი მანიუდან ბარსაში, ჯერარდსაც უნდოდა წასვლა არ გაუშვეს იგივე რუნი.
არ ჭირდება ვინმეს ბრიტანელი ფეხბურთელები უფასოდ თუ ჩაუვარდათ ეგა ან ძან იაფად.

მანიუს კიდე თუბრიტანელებით აპირებს დაკომპლექტებას სულ ჩამოიშლება გუნდი. მაკტომინი,ჯეიმსი,რაისი,ლონგსტაფი ვისითაც ინტერესდება ყველა ვესტ ჰემის დონეა. არც მაგუაერია გრანდისთვის შესაფერისი და ბისაკაც არ გამოირჩევა დიდი ნიჭით. გუნდს ჭირდება ესპანელი,ბრაზილიელი,გერმანელი ან ფრანგი მაღალი დონის ფეხბურთელები დარტყმა,პასი,ტექნიკა ყველაფერი ერთად რომ აქვთ და არა ცალკ ცალკე
ასეთს კიდე ბრიტანელს ვერ ნახავ ვინცა ის კიდე მიუწვდომელია და 1-2 ასეთის მოყვანა გუნდს არ აშენებს.

ინგლისელი ფეხბურთელები სანამ საზღვრებს არ გაცდებიან იქამდე ნაკრებს არაფერი ეშველება
ახალგაზრდება სხვა ჩემპიონატშიც უნდა დაიწყონ თაამში ინგლისურ კლუბში ფეხბურთელი ვერ ვითარდება ბრიტანელ მწვრთვნელთან თუ უწევს მუშაობა ხომ საერთოდ
0
№34
ავტორი: ALEXFERGUSON
3 ნოემბერი 2019 01:15
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რაო ბრიტანელებს არ ყავდათ ტოპ კლასის ფეხბურთელებიო? ლამპარდი,ჯერარდი,სქოულზი,ტერი,ფერდინანდი, რუნი,ოუენი,ბექემი და კიდევ უამრავი და უამრავი იყო,არიან და მომავალშიც იქნებიან. საერთოდ არაფერ შუაშია აქ ბრიტანელები.
0
№35
ავტორი: David_Beckham7
3 ნოემბერი 2019 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Lalana
ციტატა: David_Beckham7
გუნდს და დაიჭერ მათტან ერთად მაღალ დონეს როგორც რეალი იყო არავის რო წასვლა არ უნდოდა

და ამ გუნდში თამაშობდა ძალიან ცოტა ესპანელი.თუ შენი გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა არამგონია რომელიმეს მოუნდეს გუნდიდან წასვლა.რეალის ფეხბურთელებს იმიტომ არ უნდებოდათ წასვლა რომ მაღალ დონეზე თამაშობდა ეს გუნდი და ყოველთვის უმაღლესი მიზნები ქონდა.აქედან გამომდინარე ნორმალურ ფეხბურთელს რატომ უნდა მოუნდეს წასვლა მაგ გუნდიდან?რა სიტი ინგლისელებით არის სავსე?მაგრამ რატომღაც ძაან იშვიათია შემთხვევა რომ რომელიმეს წასვლა სურდეს სიტიდან,რადგან სიტი უმაღლესი მიზნისკენ იღვწვის.ასევეა სხვა გუნდებშიც.მანჩესტერი დღეს რომ პირველობისთვის იბრძოდეს და ერთ-ერთი ფავორიტტი იყოს ევროპაში, თავისთავად მაღალი დონის ფეხბურთელებსაც მოუნდებათ აქ თამაში ტიტულების მოსაგებად.ასევე არ არსებობს იმის გარანტია რომ ინგლისელებით აწყობილი გუნდი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

რაც შეეხება შემდეგ ნათქვამს,ჩემთთვის პირადად არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მწვრთნელი ეს ოლე იქნება თუ სხვა,მთავარია გუნდი იყოს წარმატებული და მოგვიტანოს ბევრი სიხარული.თუ ათი წელი გავა,დავბერდებით და მერე მოვიდა რაღაც შედეგი ეს ხომ თითოეული გულშემატკივრისთვის მტკივნეული იქნება?კარგია აკადემიელები,მე ამის წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ ამ აკადემიელებს არ ჭირდებათ განვითარება?თუ ისინი თვითონვე განვითარდებიან?ამათ ხომ ჭირდებათ ძლიერი სპეციალისტი რომელიც შეძლებს და დაადებინებს უმაღლეს შედეგს?აგერ ლამპარდიც აძლევს დროს ჩელსის ახალგაზრდული გუნდიდან და მშვენიერ შედეგს დებენ, ესენი არიან ჰადსონ ოდოი,ბილ გილმოური,რის ჯეიმსი,ტემი აბრაჰამი,მეისონ მაუნტი და ტომორი.ახლა გადახედე რამდენი ახლაგარზდაა და რამდენს აძლევს შანს,მერე გადავხედოთ თუ როგორ გააზრებულად თამაშობს ჩელსი და როგორ თამაშობს მანჩესტერი,რროგორ ვითარდებიან ეს ახალგაზრდები და როგორ ვითარდებიან ჩვენები.
იმის და მიუხედავად რომ ორივეჯერ მოვიგეთ აშკარაა რომ ჩელსის თამაშების ყურება უფრო სასიამოვნოც არის და უფრო ხარისხიანიც,რაც მთავარია უკეთესი შედეგებიც აქვთ.

ციტატა: David_Beckham7
და კიდე ბოლოს დაიწერა ამ არაბებზე ფეისბიქზეც ვნახე ინსტალგრამზეც და დამატებით რამე ხომ.არ იცით ან ოფიციალირ საიტზე ხომ არ შეგხვედრიათ? ეს გლეიზერები იმენა ფულის ხალხია და ამ არაბებს სხვა კაიფი აქვთ. არ ენანებათ ფული იმენა სპორტული ინტერესისთვის ყიდულ9ბენ კლუბებს და ლიგა თუ არ მოუგიათ არც პსჟ და არც სიტის საკითარ ქვეყნებში ხო მაინც იგებენ ყველაფერა და მე ვფიქრობ მაგრად წაგვადგება მაგათი მოსვლა. პოგბა გვყავს ერთი ისეთი ვარკსვლავი ეგაც გაქცევქზეა და მერე გვეყოლება ერთად 3-4 და დავისვენებთ ყველა

მე ერთადერთი ექსპრესზე ვნახე სიახლე სადაც ეწერა გაყიდვაზე,რიჩარდ არნოლდის ფოტოც იყო დადებული სადაც არაბებთან ერთად იყო გადაღებული და არაფერია გამორიცხული.ძალიან კარგი იქნება თუ იყიდიან ამ გუნდს.ბოლოს და ბოლოს ის მაინც გვეცოდინება რომ ყოველ წლიურად დაიხარჯება ფული გუნდის გასაძლიერებლად და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ისეთი მწვრთნელი ეყოლება გუნდს,რომელიც შედეგებთან ერთად სანახაობასაც დადგამს.ასევე ასი პროცენტით გვეყოლება სპორტული დირექტორი რაც აუცილებელია დღევანდელ ფეხბურთში განვითარებისთვის.

არა სწორად ვერ გამიგე პირველი ნათქვამი ძმა. შეიძლება უფრო გავრცობილად უნდა დამეწერა მაგრამ კაი ეხლა დავწერ. აი ტექნიკირი ფეხბურთელების უმეტესობა მოდის სამხრეთ ამერიკიდან ხო ეს უდავოა. ამ ფეხბურთელებს ძაან ბევრს ვიცი რო თავის სამშობლოში რო არიან მიჩვეული თბილ ჰავას ბევრი მარტო იმიტო არჩევს ესპანეთში იტალიაში თამაშს რო მსგავსი კლიმატია იქაც თბილი. ხოდა აი დავუშვათ აღმოვაჩინეთ ვინმე 18 წლის ბრაზილოელი ან არგენტინელი ბიჭი ვათამაშეთ ჩვენთან 3 წელო და წყვიტავს ვარსკვლავებს. დაუძახებს რეალი ბარსა ან პსჟ და რავი თუ სქოულზივით ერთგული არ იყო რაც დღეს იშვიათობაა დაკრავს ფეხს წავა. სულ რო.იმ დროს ჩვენ უფრო მაღლა ვიდგეთ ამ გუნდებზე. მე ესე მგონია და ეს გათვლაც აქვთ. იმიტო აწვებიან ამ ბრირანელებს თორე რა საფრანგეთს ნაკლები ახალგაზრდები ყავს ან იტალიას ან იგოვე სამხრეთ ამერიკელები? უბრალოდ როცა გუნდს ააწყობ 1 და 2 წამყვან ფეხბირთელზე და ის გეცლება მერე ძნელია ჯერ იმ პოზიციის შევსება მერე კიდე როდის ის გაივლის ადაბტაციას. რონალდოს წასვლა ავიღოთ მარტო. წავიდა რონალდო მოიყვანეს რამდენიმე ფეხბურთელი და მაინც ძაან სუსტას არიან ჯერ სანამ ჰაზარზე და წხვებზე ააწყობენ თამაშს. ეს გეგმაა და ეს მომწონს უბრალოდ თორე მე რო მკითხო ვინ გინდა დღესვეო კი ვიცი სახელებით ისეთ გუნდს დავაყენებდი მაგრამ იმათაც დრო უნდათ შესათამაშებლად სულ რო ყველა პოზიციაზე ტოპ ვარსკვლავი გეგენოს. აგე ბარსასაც აყკაპეს კიდე....
0
№36
ავტორი: shotkin
3 ნოემბერი 2019 02:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რატო გიკვირთ რაც ხდება და ისიც რო წავაგეთ? ჩელსის მოგების მერეც ვთქვი რო ცაში არ უნდა ავფრინდეთ რეალლობა ესაა ზუსტად ამ მომენტში რაც გვქვს ,რეალობა ისაა რო თამაშიდან გოლის გატანა გვიჭირს,ჩელსისთანაც რეალურად რასფორდის პენალი და ჯარიმა რო არა იქაც დიდი არაფერი მომენტები არ ქონიათ(ცალი ტვალით ვუყურებდი მაგ იგრას მარა რასაც ვუყურე ეგე იყო) დღეს ჯეიმსმა ჯერ პერეირას მისცა საგოლე კაი გადაცემა და იმან ფეხი ააცილა მერე თვითონ ჯეიმსს არ გაუმართლა და კაი მომენტი ვერ გამოიყენა,ცაკლე კიდე სხვა მომენტების გახსენებაც შეიძლება როცა მარსიალი დასარტყმელზე გავიდა და დარტყმის მაგივრად ტიპმა დაუგორა მეკარეს(მაღალი დონე თუ ხარ არ ხდება ეგე რა ტიპებს წიგნის კითხვას ხო არ სთხოვენ 24 საათი ბურთთან აქვთ ურთიერთობა და კარისკენ ზუსტად ძლიერად ვერ ურტავენ, ტეხავს) ფრედიც საერთოდ სად ურტყავს ხოლმე არავინ იცის, ყველაფერ რობლემას ემატება სათადარიგო სკამის არ ყოლა,ხუან მაა 100% ით გაიყიდება ზაფხულში,აშკარად ვერ იყენებს ეს კაცი მატას და უკვე მერამდენედ როცა აგებს სულ ახალგაზრდბი სემოყავს და არა მატა ეს კიდე პირდაპირი სიგნალია რო მატა მიდის , რაც სეეხება ლინგარდს ძაან მიხარია რო ძირითადში არ იწყენს როგორც იქნა დავიდა რომელიღაცა მწვრთნელის ჭკუამდე რო არ არის ამ გუნდის კაცი ლინგარდი და ზამენებიდანაც რო შემოდის და ვერაფერს აკეთებს იმედია ეხლა იმ დასკვნამდე მივლენ რო გაყიდონ და საშუალო დონის პრემიერლიგურ გუნდს მაგალითად ევერტონისნაირს მიყიდონ ნორმალურ ფასად, ბისაკასგან გამიტყდა რო ესე მარტივად გაატარა და გაატანინა გოლი,ყველა თამაშში გოლს ვუშვებთ, ამ თამაშში ლინდელოფს დიდად არ ვერჩი მარა ჩემი აზრით ლივეპულთან მანემ რა პოზიციიდანაც მოუგო და რაც გაუკეთა შვედს ეგ იყო უკვე პიკი და 100% ით მჯერა რო ლიდელოფისგან ვერასდროს მივიღებთ იმას რასაც ველოდით( არ შეუზლია რო იყოს აგრესიული და რა ქანას,მონაზო მატია რა ) მიუხედავად ყველაფრისა ეიფორიაში არ ვვარდები რაღაც დადებითებიც ხდება გუნდში,მართლა ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და იმედს მაძლევს ის რო მმწვრთნელმა 3 ტრანსფერიდან 3 ვე სწორად შეარჩია და გვადგება ეს 3 ვე ტრანსფერი ჯეიმსიც კაია ბისაკაც და მაგუაიერს ნუ არაუშავს რა ცუდს ინგლისელზე ვერ ვიტყოდი,თუ შემდეგი ტრანსფერების დროსაც სწორად შეირჩა ხალხი ჩემი აზრით კარგად გავძლიერდებით, უბრალოდ მინდა გავიგო და წარმოდგენა შემექმნას ოლეს ტაქიტკაზე რა ფერბურთს ვამაშობთ ვერ გავიგე, გამოვლენ 1 თამაშს ჩაატარებენ დუხით ჰაი ჰუი მოგვხოდავენ მერე მეორე თამაშში 1:0 საც რო აგებდნენ დიდად თავს არ იკლავენ ეს განვითარების ეტაპზე ხშირად ასე ხდება უბრალოდ 4 მწვრთნელის ხელში იგივე განვითარების ეტაპს ვერ გავცდით და დამღლელია, სხვებს როგორ უმართლებთ მაკვირვებს,ლამპარდი მივიდა ჩელსიში და ხედავთ რაც ხდება,არც იმის მჯერა რო სასწაული ტრნერია ლაპარდი და რამეთი ოლეს ჯობია მარა იქ როგორც ჩანს იმხელა პრობლემა არაა სიღრმისეულად როგორც აქ, შარშანდელი ინტერი ნეხვი იყო და 1 ლუკაკუ და კონტე მივიდა და სახეს იხევენ(ნუ იტალიის ჩემიონატი გააგებია და ა,შ მარა ხო ხდება ესე ფაქტია) აი ამ გუნდს ესე მარტივად ვერ ეშველება რა სხვანაირი კლუბი ვართ იმენა რთულად მოდის ყველაფერი, ფერგის დროსაც ასე იყო უბრალოდ ის კაცი იმდენად გენია იყო ყველაფერზე მაღლა იდგა
0
№37
ავტორი: Lalana
3 ნოემბერი 2019 02:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
David_Beckham7-კი მესმის მეგობარო რასაც შენ ამბობ,მაგრამ ჩემი აზრით ვინც მხოლოდ ჰავის გამო იწუნებს ინგლისში თამაშს ისინი დიდად პროფესინალები არ მგონია იყვნენ.აგერ მანე და სალაჰი თამაშობენ,აფრიკელი ფეხბურთელები არიან და ერთს არ წუწუნებენ მაგაზე,არც ერთი და არც მეორე მირბის ლივერპულიდან,რადგან კლოპთან მოწონთ მუშაობა და იმ გუნდში თამაშიც რომელსაც აქვს მაღალი მიზნები,აგერ აგუეროც სამხრეთ ამერიკელია მაგრამ თითქმის მთელი თავისი კარიერა ინგლისში აქვს გატარებული,ასევე რამდენი პორტუგალიელი თამაშობს ვულვზში,სიტიშიც უმეტესად სულ უცხოელები არიან,ასევე ტოტენჰეშიც.მთავარია გუნდში მაღალი დონის მწვრთნელი გყავდეს რომელთანაც მაღალი დონის ფეხბურთელს მოუნდება თამაში და სულ არ დააინტერესებს არც ინგლისი და არც მასში არსებული არც თუ ისე კარგი გარემო.ასევე გუნდი არასოდეს უნდა იყოს დამოკიდებული ერთ,ან ორ ფეხბურთელზე,როდესაც ფილოსოფიას ნერგავ გუნდში შენ თითოეული ფეხბურთელი უნდა მოარგო მას და ერთ მექანიზმად აქციო ის.როდესაც მექანიზმის პატარა ნაწილის შეცვლას დააპირებ არ უნდა ჩამოიშალოს,რადგან როდესაც გუნდი გამართულია და სწორ გზას მიუყვება იქ უკვე აღარაა მთავარი ვინ წავა,რადგან როგრც მანქანას ვუცვლით რაიმე დეტალს და ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ დადის ზუსტად ასეც უნდა იყოს გუნდიც,მთავარი მექანიზმია და ნაწილების გამოცვლა არასოდეს უნდა იყოს პრობლემა.

shotkin-ლამპარდი არაა გასაგიჟებელი მწვრთნელი მაგრამ მისი სტილი დერბიშიც კარგად ჩანდა,თუნდაც იმ თამაში როდესაც ჩვენ გვეთამაშნენ.აშკარად ეტყობოდა მის გუნდს რომ აგრესიული და შეტევითი ხასიათის იყო.დასაწყისში არც ლამპარდს ქონდა მთლად კარგად საქმე მაგრამ თანდათან გუნდი უკეთ თამაშობდა,ასევე ერთი ტრანსფერიც არ გაუკეთებია,გამოიყვანა მანაც ახალგაზრდები და ფეხბურთი ათამაშა.რომ უყურებ გესიამოვნება ადამინას,შეიძლება წელსვე საოცარი შედეგი ვერ დადოს,მაგრამ იმის იმედს ტოვებს რომ ვითარდება გუნდი და აშკარაა მანჩესტერზე სწრაფად.აიაქსთან გავიდნენ და მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს,ასევე ნიცასთანაც.ლივერპულთან წააგეს,მაგრამ მანდაც გაიხსნენ და საკმაოდ აგრესიულად ეთაამშნენ,წესით ლივრპულს მასე რ ეთამაშებიან ხოლმე.ასი წლის უთამაშებელი ზუმა უყენია დაცვაში და ახალგაზრდა ტომორი,რომელიც აკადემიიდან ამოიყვანა,თავდასხმაში კი ჟირუ დააჯინა სკამზე და აბრაჰამს ათამაშებს,ასევე მაუნტიც შესანიშნავად გამოიყურება და ოდოისაც არაუშავს,ესენიც ხომ მათი აკადემიელები არიან არა?მეც შენსავით ვარ და ვერ დავუმუღამე ოლეს,ხან არის რომ გუნდს საოცრად შემართებით ათამაშებს,ხან კი კარშიც ვერ ურტყამენ წესიერად.ხან დაბალი დონის გუნდთან ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობს.
რაც შეეხება კონტეს,მაღალი დონის მწვრთნელია,ეს იუვეშიც დაამტკიცა,ჩელსიშიც და რაც მთავარია ნაკრებშიც,იტალია ნახევარფინალამდე გაიყვანა,გერმანიასთან დამარცხდა,მანდაც ძაან გაუჭირდა გერმანიას,აი კონტეს წასვლის შემდეგ საერთოდ მოკვდა იტალიის ნაკრები,ახლა გამოცოცხლდნენ ცოტათი.კონტე შესაფერისი მწვრთნელი იყო ინტერისთვის,მის სტილს თავიდან ბოლომდე აჯდებოდა და კარგად მოარგო თავისი ხედვა მის გუნდს,გახსოვს ზაფხულში როგორ ჩაისვარეს ჩვენთან?ახლა კი შევხედოთ ბარსასთან როგორ გამოვიდნენ.აშკარაა პროგრესი.ჩვენ გუნდში კი ეს არ ჩანს,აი ზუსტად ის რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ,სადაც ხვდები რომ აი ეს გუნდი რაღაც პერიოდში უეჭველი მიაღწევს წარმატებას,პირიქით აქ საკითხი შემდეგნაირია,გუნდი გაუგებრად მოქმედებს და გაუგებრად ვითარდება,მაგრამ ამის და მიუხედავად რაც არ უნდა ვისაუბროთ ოლეს ზაფხულადე მაინც დატოვებენ და ზამთრის სატრანსფეროსაც მიცემენ,ვნახოთ რა იქნება,მაგრამ თუ ზამთრამდე ქულები ვერ ავაგროვეთ და ცხრილის შუაში აღმოვჩნდით ნამდვილად რთული იქნება რომელიმე კარგი ფეხბურთელის დაყოლიება.
0
№38
ავტორი: shotkin
3 ნოემბერი 2019 09:11

ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად 2 მაგალითი არსებობს როცა დაგცეულ გნდში მოდის გამოცდილი მწვრთნელი(კონტე) და სიტუაციას ალაგებს და როცა დაქცეულ გუნდში მოდის ახალგაზრდა მწვრთნელი(ლამპარდი) და სიტუაციას ალაგებს, ხოდა ჩვენც გვყავდა გამოცდილი(მოურინიო ვან გაალი) და ჩემი ყ ლე გვეშველა და გვყავს გამოუცდელი(ოლე) და მაინც ჩემი ყ ლე გვეშველა :)) ამაზე გავაკეთე ქცენტი ანუ სტრანნი გუნდი ვართ და რთულად არის აქ საქმე. შენი არ ვიცი მარა მე დარწმუნებული ვარ რო 4 ეული ფანტაზიის სფეროა იმისი მჯერა რო ზაფხულის მერეს ოლეს არ გაუშვებენ და შემდეგი სეზონიც აქ იქნება, არაბებმა თუ გუნდი იყიდეს სულ რო 16 ადგილზე გავიდეთ ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელს თუ მოუნდათ მაინც იყიდიან და ესეც რო იქით იყოს ოლე ისეთი ტიპია უკვე ვხდევით როგორ ტრანსფერებს დადებს,მოიყვანს ნაკლებად ცნობილებს მარა იმენა ვინც გვჭირდება ისეთებს ასე მგონია მე, ნუ 1-2 ცნოილი და გამოცდილი შეიძლება დაიმატოს მარა ძირითადად რანაირი ტრანსფერებიც გააკეთა მაგდაგვარებს მოყრის
0
№39
ავტორი: Dato kutaisi
3 ნოემბერი 2019 09:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
არაბებმა თუ იყოდეს გუნდი ისე დაახვევინებენ ოლესაც და ერთ 10 ფეხბურთელს აქედან როგორც დაგიბარებია.არაბებს ახასიათებთ მოუთმენლობა ამ საკითხში.დაჟე სარტანსფერო ბანს დაიდებენ ოღონდ უცებ დააყენონ გუნდი და ამის მაგალითები გვქონდა.თუ ვინმეს წარმოიდგენია რომ არაბები იყიდოან და ამ დამყაყებული აზროვნების შაიკას აქ ვინმე აგულავებს ძაან ცდება.ახალი მფლობელი ახალი მენეჯმენტი და 0 % გავლენები მანჩესტერის ძველი ეპოქის გვარდიისგან და დალაგდება გუნდი.აბა ისე მომსწრე ვართ მილანიზაციის და თან ტაშს ვუკრავთ ამ ყველაფერს
0
№40
ავტორი: lasha001
3 ნოემბერი 2019 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
arabebma iyideso manchesterio da simartlea neta? neta egre iyos
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top