თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2019, 21:48
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2061,
კომენტარები: 35
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად. მოუგებელი სერია გრძელდება და ჯერ-ჯერობით პროგრესი არ ჩანს.

"ნიუკასლმა" 5-4-1 ფორმაცია თამაშების  62% ში გამოიყენა."ნიუკასლმა" 5-4-1 ფორმაცია თამაშების 62% ში გამოიყენა.

სტივ ბრიუსი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ვინაიდან მისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ეს ფორმაცია ყველაზე ღრმაწლოვანია. იგი 5-3-2 და 5-4-1 ძალიან ხშირად იყენებდა მის წინა გუნდებშიც, თუმცა "ნიუკასლში" ცოტა გადასხვაფერებული ვარიანტები შემოგვთავაზა. "მანჩესტერ იუნატედთან" სტივ ბრიუსმა, მძიმე დაცვის ცენტრი და ძალიან მოძრავი ფლანგები შემოგვთავაზა, ასევე მოძრავი ცენტრი, ძმები ლონგსტაფების სახით, წინ კი მძიმე ფორვარდი გაამწესა ჟოელინტონის სახით, დავალება ძალიან მარტივი იყო, "ნიუკასლი" მთელი გუნდით იცავდა თავს, ხოლო შეტევაში ძალიან დალაგებულად ადიოდნენ, სისწრაფეების და სწორი, კარგად დამუშავებული კონტრშეტევებით.

ოლე გუნარ სოლსკიაერი კი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, აარონ ვან-ბისაკას ტრავმა, ასევე პოლ პოგბასი საკმაოდ სერიოზული განსაცდელი აღმოჩნდა. მათ შემცვლელებათ მოედანზე, დიეგო დალოტი და ფრედი მოგვევლინა. ფორმაცია უცვლელი, ფურცელზე 4-2-3-1, რეალურად კი ჩანაფიქრი 4-3-1-2 თამაში იყო, საკმაოდ მძიმე დაცვით.

"ნიუკასლის" თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, იედლინის და შაარის წამოწყებული შეტევები."ნიუკასლის" თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, იედლინის და შაარის წამოწყებული შეტევები.


"ნიუკასლის" მოწოდება რა თქმა უნდა დაცვა იყო და სწრაფი კონტრშეტევები, თუმცა მოედნის ცენტრში სტივ ბრიუსის შეგირდები შესანიშნავად მოქმედბნენ, ძმებმა ლონგსტაფებმა ცენტრი ფაქტიურად მოკლეს, რითაც ხუან მატას და ანდრეს პერეირას ყველანაირი არეალი შეუზღუდეს. ასევე გრძელი პასები ჟოელინტონზე, რომელმაც 55% მოიგო ამ ორთაბრძოლების რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ძალიან საინტერესო იყო ალმირონის როლი მოედანზე, იგი ძალიან ავიწროებდა "იუნაიტედის" ფლანგის მცველს.

შეუჩერებელი იყო საინტ მაქსიმი, ფრანგმა მეტოქის წინააღმდეგ 9 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

მაგვაიერი და ტუანზებე ერთამანეთს თითქმის 32 ჯერ უპასესმაგვაიერი და ტუანზებე ერთამანეთს თითქმის 32 ჯერ უპასეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი მოკლე სიღრმისეულ პასებს გააკეთა, სრულიად უფანტაზიო მოკლე პასები, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა, ყველა შეტევა თითქმის ცენტრზე გადიოდა, ფრედი - სკოტის დუეტი აკეთებდა ამას, ასევე დაიტვირთა მარცხენა მხარე იანგის სახით. ჩანაფიქრი სწრაფი პასები იყო, თუმცა "ნიუკასლის" დაცვა სივრცეები მოკლა და პასებიც განელდა, რასაც მომავალი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო სათამაშო სტილის ცვლილება. "მანჩესტერი იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველები ბურთს 197 ჯერ შეეხნენ. მათი ეს მოკლე პასები და ასევე ფლანგიდან - ფლანგზე წარუმატებლად გადატანა ბურთის ძალიან კარგ შანსს აძლევდა მეტოქეს კონტრშეტევისთვის.

უფანტიზიო თამაში

"მანჩესტერის" შეტევის სტილი, ძალიან ნელი, უფანტაზიო და მარტივად აღსაქმელი, რომაა ამაში ორი აზრი არ არსებობს, ამას იეყებს ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი მწვრთნელი ჩვენს წინააღმდეგ.

აქსელ ტუანზებემ მატჩი 96% პასების სიზუსტით დატოვა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგიააქსელ ტუანზებემ მატჩი 96% პასების სიზუსტით დატოვა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგია

ასევე

ეშლი იანგი ბურთს შეეხო ყველა მეტჯერ - 109 .ეშლი იანგი ბურთს შეეხო ყველა მეტჯერ - 109 .

გარდა ამისა ძალიან წარუმატებელი წადობების სერია :

მხოლოდ წითლად მონიშნული დასრულდა წარმატებულადმხოლოდ წითლად მონიშნული დასრულდა წარმატებულად

ეს შეტევის სტილი, როდესაც მძიმე ფორვარდი არ გყავს გუნდში და მოედანზე მყოფი ფორვარდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ ეხება ბურთს, მგონი რაიმის ახსნა უკვე ზედმეტი ხდება.

მარკუს რაშფორდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ შეეხო ბურთს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ მოედანზემარკუს რაშფორდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ შეეხო ბურთს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ მოედანზე

იხილეთ ყველა ჩაწოდება, სადაც მარკუს რაშფორდი არ გაიხსნა სწორად :

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.


დუბლი 2

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.
სტატიები
35 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
8 ოქტომბერი 2019 21:54
  • სიახლეები: 49
  • კომენტარები: 100
სუბიექტურობისთივ ძალიან დიდი ბოდიშით ხალხო, როგორც ყოველთვის ობიექტურად ვწერ ხოლმე, მაგრამ ახლა ეს რომ დარ დამეწერა არ გამოდიოდა.
1
№2
ავტორი: Lalana
8 ოქტომბერი 2019 22:24
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 1442
ციტატა: Ole__boss
სუბიექტურობისთივ ძალიან დიდი ბოდიშით ხალხო, როგორც ყოველთვის ობიექტურად ვწერ ხოლმე, მაგრამ ახლა ეს რომ დარ დამეწერა არ გამოდიოდა.

მადლობა ავტორს ასეთი სტატიისთვის.
ბოლოს ძაან საინტერესო იყო,მარკუს რაშფორდი არასწორად იყენებდა სივრცეს და გარკვეულ მომენტებში არასწორ ადგილას იყო,ეს ყველაფერი კი დაუმუშავებელი სქემის ბრალია,ეს თვითონ ოლემაც თქვა,რომ შეტევაში სრულ თავისუფლებას აძლევს ბიჭებს რის გამოც ზუსტად ასეთი მოქმედებები ხდება.მათ არ აქვთ მონახაზი თუ როგორ იმოქმედონ შეტევაში,არავინ არ იცის კონკრეტულ მომენტში სად უნდა იყვნენ,ამიტომაც იქმნება ამხელა გაუგებრობა და ამიტომაც გვიჭირს ჩაკეტილ გუნდებთან საერთოდ მომენტის შექმნა და გვიწევს ფებურთელების ინდივიდუალიზმზე დაყრდნობა.როდესაც არსებობს შეტევის გეგმა და სქემა თუ როგორ უნდა იმოქმედონ ფებურთელებმა შემდეგ ასეთი შემთხვევები ნაკლებად ხდება და უფრო მარტივი ხდება დაცვითი გუნდის წინააღმდეგ სივრცეების გახსნა.ასევე კარგადაა მოცემული ჩაწოდებების სქემა,სადაც მხოლოდ ერთი გამოდგა სწორი,ეს იქიდან გამომდინარეობს რომ ბრმად და უმისამართოდ აწვდიან,ანუ არ იციან რა გააკეთონ,ვის ჩაუწოდონ,უბრალოდ აწვდიან და თუ ვინმე გამოეხმაურება ეგ იქნება და ეგ.
ყველაზე მარტივს მოვიყვან ახლა მაგალითად,ავიღოთ სტერლინგი,გვარდიოლამ მას ასწავლა სწორად გადაადგილება,იმ სივრცეების მოძიება რომლის შდეგადაც შეძლებდა მოწინააღმდეგის კარის აღებას,დააკვირდით თუნდაც მათ ეპიზოდებს,პასებს შორის როგორ მოქმედებს სტერლინგი და შემდეგ როგორ ჩნდება განსაზღვრულ ადგილას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე.ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია და მონახაზი შემდგარია.დღესაც ძალიან ბევრს აფუჭებს ეგ ბიჭი,მაგრამ სამაგიეროდ ბევრჯერ ხვდება ზუსტად სწორ პოზიციაზე და ამ ბევრი მომენტიდან იყენებს მომენტებს.ჩვენ არ გაგვაჩნია ეს,არ გაგვაჩნია ფილოსოფია და ასეთ უფანტაზიო ფეხბურთელებს რომ კიდევ თავისუფლებას აძლევ მოედანზე თავისთავად ვერ იმოქმედებენ სწორად,ერთადერთი გახსნილ გუნდებთან გვიადვილდება საქმე,რადგან მათ დიდი სივრცეები რჩებათ და ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია მოქმედება,ზუსტად ასე მოხდა პირველ თამაში ჩელსისთან.
0
№3
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2019 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7799
შავ დღეში ვართ:((( მიყვარს ეს გუნდი სიგიჟემდე და ცუდათ ვარ ესეთ მდგომარეობაში რო ვუყურებ
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
9 ოქტომბერი 2019 07:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2250
მადლობა ავტორს.ამ მოკლე მიმოხილვითაც ჩანს ყველაფერი.ლალანამ ძალიან სწორი პარალელები გაავლო.
არ გვეშველება არაფერი
0
№5
ავტორი: giorgi_mg
9 ოქტომბერი 2019 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1413
მადლობა
0
№6
ავტორი: krekera
9 ოქტომბერი 2019 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 264
ციტატა: Dato kutaisi
მადლობა ავტორს.ამ მოკლე მიმოხილვითაც ჩანს ყველაფერი.ლალანამ ძალიან სწორი პარალელები გაავლო.
არ გვეშველება არაფერი

მართლა რთულია დავით ოლეს იმედი გქონდეს, როცა არანაირი ტაქტიკური მონახაზი არ აქვს ტიპს, ვერც ფსიქოლოგიურად ვერ განაწყობს, დასაწყისი 10 თამაშის მერე ტიპები ერთიანად დაკარგეს მოტივაცია, თამაშის მუღამი და ბევრი რამე კიდეე..
როგორ დავიჯერო რომ ეს ჭ-კლასის გუნდები რომლებსაც ვერ ვუგებთ იმათზე კარგი ფეხბუთელები არ გვყავს ეს ხო სისულელეა??? არიან დაბალი დონე შეიძლება სიტის, ლივერპულის და ტოტენჰემის კვალობაზე მაგრამ ამათზეე? ვისაც ელემენტარულ შეტევას ვერ უკეთებ, ვერ ამწვავებ და საერთოდ არანაირი ერთ გააზრებული შეტევას ვერ აკეთებ, რა შუაშია აქ ფეხბურთელები?!! არაფერში...
კონტრაქტის გაფორმება და აჟიტირება იყო კიდევ ერთ ძალიან დიდი შეცდომა ამ უუნარო ხელმძღვანელობის...
0
№7
ავტორი: JuanMata
9 ოქტომბერი 2019 11:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2020
ამ რეშფორდს სულ წინ უწოდებენ და სულ უკან იხსნება. იდეაში სწორად აწვდიან, ძალიან სწრაფია და დასწრებაზე თამაშში უპირატესობა უნდა ჰქონდეს და თვითონაც ერჩივნოს, ვიდრე პოზიციური ბრძოლაში შევიდეს მცველთან.

ჰოდა ამაზე მარტივი რა არის, ეს მომენტი რომ დაამუშავონ, ნეტა ვარჯიშებზე მაინც თუ იტანენ ასე გოლს?

დეილი მეილმა დაწერა ნაგელსმანთან მიდის მოლაპარაკებებიო. მაგ გამოცემას კი არაფერი დაეჯერება, მაგრამ რაღაც სასიამოვნო სიახლეა.

სპორტულ დირექტორზე არაფერი ისმის, სამაგიერო ახალი შეფმზარეული მოიყვანეს.
0
№8
ავტორი: Jashi96
9 ოქტომბერი 2019 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
Marcusrashfordi ariskle

is vintkva amaze bentekes tvini aqvso zustadutkvia))
0
№9
ავტორი: MANUTD1878
9 ოქტომბერი 2019 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
აქ მარტო ოლეში არ არის პრობლემა, უკვე მეოთხე მწვრთნელია და იგივე მეორდება რაც წინა შემთხვევებში. ყველაზე დიდი პრობლემაა კლუბის მენეჯმენტი და ვუდვორდი, ეგ თუ არ მოშორდა და სწორი მიმართულებით არ წავიდა მართვა აზრი არ აქვს მწვრთნელების ცვლას, ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდის მართველობიდან თუ არ ექნება მხარდაჭერა არაფერი გამოვა.
0
№10
ავტორი: Nika_Jorbe
9 ოქტომბერი 2019 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
იუნაიტედის ხელმძღვანელობა სანამ არ მივა იმ დასკვნამდე რომ ფეხბურთელის ყიდვის გარეშე შედეგი არ მოდის, რთულია რამე შედეგზე ფიქრი. რატომ რთულდება ყოველთვის ჩვენთვის ტრანსფერები ? პრობლემა მწვრთნელში არაა, პრობლემა ხელმძღვანელობაშია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
29 ოქტომბერი 2019, -
ჩელსი
იუნაიტედი
ლიგის თასი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
ჩელსი29 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლივერპული1
პრემიერ ლიგა
6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top