თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2019, 22:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 61
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
სპეციალისტმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა დაუწუნა.
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" წარუმატებელ სვლას განაგრძობს. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდებმა ამჯერად პრემიერლიგურ დაპირისპირებაში, შინ მოთამაშე "ნიუკასლს" ვერ მოუხერხეს ვერაფერი და მეტიც მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ.

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. დღეს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა შემადგენლობაში, თუმცა ეს არ არის თავის გასასამართლებელი მიზეზი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიგ მომენტებში გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, გამომდინარე აქედან მათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელების დახმარება სჭირდებათ.

საბედნიეროდ წინ სანაკრებო პაუზა გველოდება. გვექნება დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად, ყველაფრის შესაფასებლად, განვლილი მატჩების გასაანალიზებლად, ამის შემდეგ შესაძლებელია რომ გუნდს ის ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ ვინც ამ ეტაპზე ლაზარეთში იმყოფებიან".
- განაცხადა დასასრულს სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
61 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2019 22:21
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ფელანი ურევს ამ კაცს ტვინს.
8
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2019 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოცდილები გაუშვა, ახალგაზრდებს ვენდობი და მაგათზე ავაწყობ თამაშსო და რას ელოდა აბა საინტერესოა, მე პირადა ძაან მეეჭვება ოლემ სიტუაცია გამოასწოროს, ისეთი მდგომარეობაა მწვრთნელი რო უნდა გაუშვა, მუხტი მაინც მიეცემათ რამე შემდეგ სეზონამდე და მერე კარგი სპეციალისტი მაინც მოიყვანონ.
1
№3
ავტორი: Lalana
6 ოქტომბერი 2019 22:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მადლობა სვანი სტატიისთვის.
არ ვიცი ეს სანაკრებო პაუზა გვიშველის თუ არა,მაგრამ შემდგომში ისეთი მეტოქე გვყავს ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის რომ ისევ საშინლად არ შერცხვნენ,მითუმეტეს ოლდტრაფორდზეა თამაში.
0
№4
ავტორი: zuranistelroy
6 ოქტომბერი 2019 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
აქ1 მწვრთნელზე არაა ლაპარაკი სირთა ჯოგია აქ და გასაწმენდია გუნდს ტოპ ჯკლასის ფეხბურთელები არ ყავს.

დააკვირდით ფეხბურთელებს ვინმეს ეტყობოდა თამაშის სურვილი??? პირველ რიგში ჟილკა აკლია გუნდს ცივსისხლიანობა
1
№5
ავტორი: ikeoni
6 ოქტომბერი 2019 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არამგონია ამ სიტვაციის გამოსწორებას ეს სანაკრებო პაუზა ეყოს:(((
0
№6
ავტორი: 100%Red
6 ოქტომბერი 2019 22:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
https://twitter.com/i/status/1180911596182413312 ეეჰ დავიდ, ძაან გულდასაწყვეტი ვიდეოა
0
№7
ავტორი: Lalana
6 ოქტომბერი 2019 22:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: 100%Red
https://twitter.com/i/status/1180911596182413312 ეეჰ დავიდ, ძაან გულდასაწყვეტი ვიდეოა

უკეთეს გუნდს იმსახურებს,მანდ პირველი კომენტარი ნახე,მაგ ლუზერების დასაცინიც რომ გავხდით ეგ ყვლაზე მტკივნეულია.
0
№8
6 ოქტომბერი 2019 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
გაუშვებენ ალბათ ამას.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
6 ოქტომბერი 2019 23:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
გუნდს რომ ჟილკა და სურვილი არ აქვს ეს თუ მწვრთნელის ბრალი არაა,გუნდი რომ გააზრებულ შეტევას ვერ აკეთებს,სტანდარტით ხოფათს ვერ ქმნის ეს თუ მწვრთნელის ბრალი არაა მაშინ არ ვიცი დავაბრალოთ ბიძინას ან მიშას(საკუთარი გემოვნებით). სვანი მუხბე ფელანი ურევს ტვინსო რომ ამბობ მეც ვფიქრობდი ეგრე მაგრამ მივხვდი თუ ეგ ასე პირველ რიგში მარტო ამიტომაა ოლე გასაგდები გასაშვები კი არა.მოკლედ ყველა ისარი მაინც ოლესთან მივა და თავის უცოდინრობას დააბრალოს.თავიდანვე ვწერდი ოლე გაუშვი გასაყრელები თორე მოგინელებენთქო და ასეც იქნება.კაპიტანი ტიპმა არასწორი დანიშნა გასახდელში ბორდელი აქვს და მოედანზე მითითებებს ფელანი იძლევა.რა გამოდის სახელად არის აქ და ასეთი მწვრთნელი ყველაზე ნაკლებად ჭირდება გუნდს
2
№10
ავტორი: PaLoMo
6 ოქტომბერი 2019 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
არვიცი რა ვთქვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top