თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2019, 22:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 61
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
სპეციალისტმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა დაუწუნა.
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" წარუმატებელ სვლას განაგრძობს. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდებმა ამჯერად პრემიერლიგურ დაპირისპირებაში, შინ მოთამაშე "ნიუკასლს" ვერ მოუხერხეს ვერაფერი და მეტიც მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ.

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. დღეს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა შემადგენლობაში, თუმცა ეს არ არის თავის გასასამართლებელი მიზეზი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიგ მომენტებში გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, გამომდინარე აქედან მათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელების დახმარება სჭირდებათ.

საბედნიეროდ წინ სანაკრებო პაუზა გველოდება. გვექნება დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად, ყველაფრის შესაფასებლად, განვლილი მატჩების გასაანალიზებლად, ამის შემდეგ შესაძლებელია რომ გუნდს ის ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ ვინც ამ ეტაპზე ლაზარეთში იმყოფებიან".
- განაცხადა დასასრულს სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
61 კომენტარი
№61
ავტორი: mishiko1
16 ოქტომბერი 2019 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მარტო მწვრთნელები კი არა ხელმძღვანელობაც შესაცვლელია. ფეხბურთის აზრზე არ არიან ღუპავენ გუნდს, უბრალოდ არ გააჩნიათ გუნდის განვითარების რეალური გეგმა. ვუდვორდი ძაან შორსაა ფეხბურთისგან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top