თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2019, 22:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3725,
კომენტარები: 61
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
სპეციალისტმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა დაუწუნა.
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" წარუმატებელ სვლას განაგრძობს. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდებმა ამჯერად პრემიერლიგურ დაპირისპირებაში, შინ მოთამაშე "ნიუკასლს" ვერ მოუხერხეს ვერაფერი და მეტიც მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ.

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. დღეს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა შემადგენლობაში, თუმცა ეს არ არის თავის გასასამართლებელი მიზეზი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიგ მომენტებში გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, გამომდინარე აქედან მათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელების დახმარება სჭირდებათ.

საბედნიეროდ წინ სანაკრებო პაუზა გველოდება. გვექნება დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად, ყველაფრის შესაფასებლად, განვლილი მატჩების გასაანალიზებლად, ამის შემდეგ შესაძლებელია რომ გუნდს ის ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ ვინც ამ ეტაპზე ლაზარეთში იმყოფებიან".
- განაცხადა დასასრულს სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
61 კომენტარი
№51
ავტორი: Dato kutaisi
7 ოქტომბერი 2019 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი ნაღდად ვერ ვხვდები არ გინდათ დანახვა და მიტომ ამბობთ თუ უბრალოდ პრინციპის ამბავია ნაღდად ვერ ვხვდები.რას ქვია დრო მიეცეს კაცს რომელმაც გუნდს ელემენტალური კომბინაცია ვერ გააკეთებინა და საერთოდ ელემენტარული რაღაცაები ვერ შემატა გუნდს.ასე ძნელია დაინახო რომ გაცილებით უკლასო და გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები რომ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენ არა?ასე დიდი რამაა უბრალოდ დათვალოთ რა შედეგებამდე მიდის გუნდი ასე გაგრძელების შემთხვევაში?ვინ უნდა მოიყვანოს გუნდმა როცა მეთორმეტე ადგილზეა და კიდევ რამდენ ანტირეკორდს და სირცხვილს ჩაიდენს?ლივერმა რომ გაგვარღვიოს და დაგვაჯვას თავზე მერეც ასე იტყვის ვაცალოთ ამ კაცსო.ხალხნო გუნდი რომ თამაშობდეს და აი თუნდაც ვერ გაჰქონდეს გოლი ან არ უნართლებდეს ან ფინიშინგის პრობლემა იდგეს ხმას ვინ ამოიღებს,იტყვი ადამიანი ვიყიდით კარგებს და მერე გვეშველებაო.გუნდი ხალხნო ფეხბურთს არ თანაშობს ეს სპორტის სხვა სახეობაა უკვე.
თავად ოლეს ნალაპარაკების ხომ გჯერათ?ხოდა მისივე ნათქვამია ჩვენ დიდ სახელებს არ ვიყიდითო ჩვენ ახალგაზრდებით დავდებთ შედეგსო.ახლაც ილაპარაკა და თქვა გამოცდილებიანი ხალხი ჭირდება ამ ახალგაზრდებსო.ახლა ამიხსენით როდის იყო ოლე თანმიმდევრული როცა პირველ განცხადებას აკეთებდა თუ მეორეს?ამათ შორისაც ბევრი ცენზურაობა აქვს ნაბაზრი და იმათ აღარ მოვყვები.ამ ფერგის გაზრდილმა ხალხმა რომ ცენზურაა ყველა ასპარეზზე ამას მაინც ვერ ხედავთ?ან ბოლო ბოლო ფერგიმ რო ცენზურაა თანამედროვე ფეხბურთთან ორი წაგებული ფინალი გაიხსენეთ როდესაც ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ბარსას ვერც რონალდოთი და ვერც მის გარეშე.სხვა დროა ხალხნო სხვა.ჩვენზე არანაკლები ტრადიციები და სკოლა აქვს ლივერს მაგრამ თქვენს ამ სირბანჯო მიდგომაზე უარი და გათანამედროვდნენ და დაიდო შედეგი.ჩვენ მივტირივართ ისევ ფერგის რომლის საცეცები ვერ მოშორდა ამ გუნდს და სანამ მთლად დედას არ მოუ****ვს გუნდს ვერ დაისვენებს.ახლა რაც დავწერე თუ ვერ გაიგებთ არ მიპასუხოთ და ისტორიას და ფაქტებს გადახდდეთ ბევრი წერის თავი არ მაქვს

დენდონკერი-ნევესი-მოუტინიო
სენტ მაქსიმინი -ლონგსტაფი1 -ლონგსტაფი2
რაისი - ნობლი - ლანსინი
მაკ არტური - კუიატე - მაკარტი
ეს ცენტრი და მერე ჩვენი
მაკტომინეი - პოგბა - მატიჩი
აბა მითხარით რომელი შემადგენლობა ჯობია?იგივეს დავწერდი შეტევაზეც.ასარჩევად რომ გქონდეთ რომელ ცენტრს აირჩევდით როგორც მწვრთნელი ამათგან ერთს?
მერე იტყვიან შემადგენლობა არ ვარგა ოლე რა შუაშიაო.ყველა ამ ცენტრმა ბურთი დაგვახია თავზე.ხოდა განსჯა თქვენზე იყოს
0
№52
ავტორი: Malboro463
7 ოქტომბერი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლალანა რაღაცას ხომ უნდადაბრალდეს
ერთ დროს იანგს რუნის მერე გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი რო ქონდა 140K და რეშმა რო მოითხოვა გაზრდა მაშინ ვინმეს ხმა არ ამოუღია(ლეგენდებს ვგულისხმობ)
ამათ მარტო ლეგიონერების ხელფასი და ცუდი თამაში ხვდება თვალში...
მამენტ შეილება სანჩესი არ იმსახურებდა ამდენს მარა ვინმემ იცოდა რო ვერ გამართლებდა ან რო გაემართლებინა ვინმე მომკითხველი იყო მაგის ხელფასის?
ერთი ცუდი ჩვევა აქვთ ფერგის დროიდან მოყოლებული ფეხბურთელს იმაზე დიდხანს აჩერებენ გუნდში ვიდრე საჭიროა და შემცვლელზეც გვიან იწყებენ ფიქრს იმიტო ეწყება გუნდს ჩავარდნები. როცა ხედავ რო სარგებელი ვერ მოაქვს ფეხბურთელსს და ბაზარზე შემცვლელის კარგი ვარიანტია იყიდე ეს დე და აფეთქებული თუ არაა ორმაგად ზარალობს გუნდი კარგს კონკურენტს უტოვებ და უსარგებლო გვრჩება ხახვივით. ან ფეხბურთელი თუ ვერ ამარზთლებს რა საჭიროა წლებით ლოდინი სანამ ფასი აქვს უნდა გაუშვა უკან.ბარსას რეალის და ბაიერნის მაგალითზე ისწავლონ მაინც.
0
№53
ავტორი: Lalana
7 ოქტომბერი 2019 22:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Dato kutaisi-ყველაზე საოცარი იცი რა არის?არ ვიცი რამდენად სიმართლეა,უბრალოდ ექსპრესმა დაწერა,მაგრამ არ გამოვრიცხავ სიმართლე იყოს,ოლეს გათავისუფლების შემთხვევაში ფერგიუსონს როჯერსის ხილვა უნდაო მწვრთნელად.ახლა ვიტირო თუ ისტერიულად ვიცინო არ ვიცი.როგორც კარდიფი გადაიყოლა ჩემპიონშიპში მალე ჩვენც მაგ ბედს გავიზიარებთ.
0
№54
ავტორი: Dato kutaisi
7 ოქტომბერი 2019 22:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
Dato kutaisi-ყველაზე საოცარი იცი რა არის?არ ვიცი რამდენად სიმართლეა,უბრალოდ ექსპრესმა დაწერა,მაგრამ არ გამოვრიცხავ სიმართლე იყოს,ოლეს გათავისუფლების შემთხვევაში ფერგიუსონს როჯერსის ხილვა უნდაო მწვრთნელად.ახლა ვიტირო თუ ისტერიულად ვიცინო არ ვიცი.როგორც კარდიფი გადაიყოლა ჩემპიონშიპში მალე ჩვენც მაგ ბედს გავიზიარებთ.

ოლეც მაგის მოჩიჩქნილი იყო და საერთოდ არ გამიკვირდება აი ვაფშე.პირობას ვდებ ოლეს მერე როჯერსს ან რომელიმე ბრიტანელს მოიყვანენ და მე საერთოდ აღარ ვუყურებ ამათ თამაშს და ამ საიტზე ექაუნთს მივახურავ.ამათ ძაან შიგ აქვთ და რეალურად ჩრდილოვანი მმართველობა ხო ყველაფერს ანადგურებს ყველგან და ზუსტად ის გვჭირს.ფერგი არაფერ შუაშია და ამ დროს თავშია
0
№55
ავტორი: Lalana
7 ოქტომბერი 2019 22:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Malboro463-რა ვიცი,ესენი ჭკუას ვერ სწავლობენ როგორც ჩანს თორემ აქამდე რაღაცას გამოასწორბდნენ გუნდში.როგორც არ უნდა მეზიზღებოდეს კარაგერი ამ შემთხვევაში სიმართლე თქვა:"ახლახან ვიხილეთ, თუ როგორ იქცეოდა ვუდვორდი მანჩესტერის სუპერფანივით. იგი ხვდებოდა კლუბის ლეგენდებს, რომლებიც სპორტული დირექტორის პოსტზე განიხილებიან. თუმცა არცერთ ზემოხსენებულ კანდიდატს ამ მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს.
"პასუხისმგებლიანი მფლობელები კლუბის მართვის ასეთ უსუსურ სტილს არ მოითმენდნენ და ნაბიჯებს გადადგამდნენ. თუმცა გლეიზერებს არ ანაღვლებთ, რადგან შედეგების მიუხედავად, იუნაიტედი ფულს აკეთებს."
ისე კი,ევენინგზე დაიწერა რომ მანჩესტერის ღირებულება საკმაოდ დაეცა და აქციების ფასიც გაუფასურდა,ასე თუ გაგრძელდა მალე ნორმალურ თანხასაც აღარ დახარჯავენ ტრანსფერებში გლეიზერები.ყველას დასაცინი და გასაკრიტიკბელი გავხდით,ბოლო დონის გუნდი გვეთამაშება აუღელვებლად და თამამად,თამაშებს გვიგებენ და კარში ძლივს ვურტყამთ,ამ დროს კი არანაირი რეაგირება არ ყვება უფროსებისგან და ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს.

ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Lalana
Dato kutaisi-ყველაზე საოცარი იცი რა არის?არ ვიცი რამდენად სიმართლეა,უბრალოდ ექსპრესმა დაწერა,მაგრამ არ გამოვრიცხავ სიმართლე იყოს,ოლეს გათავისუფლების შემთხვევაში ფერგიუსონს როჯერსის ხილვა უნდაო მწვრთნელად.ახლა ვიტირო თუ ისტერიულად ვიცინო არ ვიცი.როგორც კარდიფი გადაიყოლა ჩემპიონშიპში მალე ჩვენც მაგ ბედს გავიზიარებთ.

ოლეც მაგის მოჩიჩქნილი იყო და საერთოდ არ გამიკვირდება აი ვაფშე.პირობას ვდებ ოლეს მერე როჯერსს ან რომელიმე ბრიტანელს მოიყვანენ და მე საერთოდ აღარ ვუყურებ ამათ თამაშს და ამ საიტზე ექაუნთს მივახურავ.ამათ ძაან შიგ აქვთ და რეალურად ჩრდილოვანი მმართველობა ხო ყველაფერს ანადგურებს ყველგან და ზუსტად ის გვჭირს.ფერგი არაფერ შუაშია და ამ დროს თავშია

როჯერსი ან მისნაირი რომ მოიყვანონ,მერე ნამდვილად აღარ აცდება ამ გუნდს ჩამოშლა.როგორც მოიესის იდეა იყო ფენომენალური ისეთივე იდეები აქვთ ახლაც.
0
№56
ავტორი: Dato kutaisi
7 ოქტომბერი 2019 22:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მემგონი მანჩესტერის ისტორიაში მიუნხენის ტრაგედიის მერე ასეთი ცუდი პერიოდი არ ყოფილა საერთოდ.ახლა არის კრიტიკული წერტილი აი ბიზნესში უწოდებენ ბრეიქ ივენს და იმ ზღვარს ჩამოვცდით როცა უკვე ლიკვიდობას კარგავს ბიზნესი.ხოდა არ ვიცი მე ვისი ან რისი იმედი აქვს მაგრამ ფაქტი ერთია ორ კვირაში საოცრება თუ არ ჩაიდინეს კიდევ ერთი სირცხვილი გველის.თან ვისთან.არც მინდა წარმოვიდგინო რომ რეალური შესაძლებლობების მხრივ რო დაჯდეს შედეგი რა დაგვემართება.სიტის 6:1 არ იქნება ისეთი მწარე როგორც ეგ იქნება და არ მინდა ეს მოხდეს.
ისე ძაან ნიშანდობლივი კი იქნება - "ლივერპულიდან -ლივერპულამდე".
ზოგადად ხო ადვილია არა თვალი გადაავლო წმინდა სტატისტიკას მაინც და სუბიექტურად არ განსაჯო არაფერი და საკუთარი დამოკიდებულებები გამორიცხო მსჯელობიდან.ახლა ეპოქალური გარდატეხის დრო დგება და იმედი მაქვს ამას გადავიტანთ თორე მერე აქციებია ფასი კი არა სასწაულები დატრიალდება.ყველაზე მეტად დეხეა მეცოდება.აი პოგბა არა
0
№57
ავტორი: JuanMata
8 ოქტომბერი 2019 10:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საინტერესო ფოტოა, რა ხდება ნეტა აქ?

0
№58
ავტორი: bziki
8 ოქტომბერი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საქმე ისაა ოლეს რო ის ხალხი მიცე ვინც უნდა, მაინც ვერაფერს იზავს, რამე პაწაწინა უკეთესობა ხო მაინც უნდა იყოს ერთი წელი ხდება რაც აქაა, ჟოზე რო მიდიოდა ისეთ ნაგავში ვიყავით მეზარება გახსენება, ეხლა უარესია:d რამე კი არ გამოასწორა ან შეცვალა პირიქით რაც მუშაობდა ისიც გააფუჭა, ლუკაკუ-ფელინი თავს მაინ იგებდნენ:d
ეხლა რეშფორდს უწვდიან:d ჩაწოდება თუ უნდოდა ფელაინს რას უშვებდა უფასოდ, არადა პირველი რაც გააკეთა ფელინი გაუშვა "უფასოდ" :d
საერთოდ რატო აწვდიან? საიდანაც აწვდიან იქიდანვე დაარტყა იქნებ რიკოშეტით წავიდეს კარში:D:D
0
№59
ავტორი: PaLoMo
8 ოქტომბერი 2019 11:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ყველაზე დოდი შეცდომა დავუშვით მაშინ,როცა პოგბა დარჩა და მოურინი წავიდა რადგან თუ პოგბას არ მოეწონება რამე თუნდაც ვარჯიში მაშინ სულ ბუნტს ატეხს და ეს ყველაფერი გუნდს დაეტყობა უბრალოდ არ ითამაშებს და სვა მისნაირებს აიყოლისებს.მოსაშორებელი და ბუნტის თავი,რომელსაც არუნდა გუნდში უნდა გააგდო პანღურით,მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.
მოუს ნაცვლად,რომ პოგბა გაეყიდათ ყველა მოჯდებოდა თავის ადგილას და ზედმეტს ვერავინ გაატრაკებდა,მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქით ხდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№60
ავტორი: Dato kutaisi
8 ოქტომბერი 2019 12:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: JuanMata
საინტერესო ფოტოა, რა ხდება ნეტა აქ?


რა ხდება და ოლე ეუბნება ასე რატო არ აკეთებო, ამან უთხრა შე ჩემა ასე არ თქვი თავისუფლება გაქვთ და უბერეთო?:) ხოდა რო ვუბერავთ ასე გამოდისო:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top