თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2019, 12:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2058,
კომენტარები: 22
ოლე: "ლუკაკუ სწორ დროს გავუშვით"
ნორვეგიელმა ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი აუცილებლად ეცდება თავდამსხმელის დამატებას.

"ლუკაკუმ სწორ დროს დატოვა გუნდი და მან ეს იცის. არ უნდოდა ჩვენთან დარჩენა. ისეთი ფეხბურთელების დატოვებას კი, რომელთაც აქ ყოფნა არ სურთ, რა აზრი აქვს?

ალექსისი და ლუკაკუ გავუშვით და საჭირო არ არის მეცნიერული განათლება იმისათვის, რომ მიხვდე, შემდეგში თავდამსხმელის შეძენას ვეცდებით. გუნდს კრეატივი და გოლები უნდა შევმატოთ, მაგრამ ჩვენი პოტენციური ახალწვეულები შესაბამისი ფეხბურთელები უნდა იყვნენ. ბაზარზე იყვნენ ხელმისაწვდომი თავდამსხმელები, მაგრამ არა ისინი, ვისი შეძენაც ჩვენ გვსურდა.

ზაფხულში სასურველი მოთამაშეები ვერ გადმოვიბირეთ. არც იმას აქვს აზრი, რომ მოიყვანო ფეხბურთელი, ვისშიც სრულად არ ხარ დარწმუნებული. როცა ვინმეს შეიძენ, უნდა დარწმუნდე, რომ დიდხანს დარჩება გუნდში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ"
- დაასრულა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მილანის "ინტერში" გადავიდა. იტალიელებს ლუკაკუს გადაბირება 75 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 13:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ლუკაკუს დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ რა უცნაურია,როდესაც პოგბა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე აცხადებს რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და ცალკე რაიოლა ყვირის რომ პოგბას სხვა გუნდში გადაყვანას ეცდება ეს არ ნიშნავს იმას რომ მასაც წასვლა უნდოდა?თუ ეგ მხოლოდ ლუკაკუს მომენტშია გამართლებული?იდიოტები იმიტომ არიან,რომ ჯერ უშვებენ და მერე ფიქრობენ თუ ვითი შეავსონ ეს კადრი.ან ის იდიოტიზმი არ არის?როდესაც არავინ გყავს წესიერი,სანჩესს აძლევ სხვას და თან მისი ანაზღაურების საკმაოდ დიდ ნაწილს თვითონვე უხდი?გეგონება ბარსელონა ვიყოთ რომლსაც შეტევაში იმდენი ხალხი ყავს რომ კოუტინიო გაუშვეს იჯარით.ან როდესაც ამბობს ჩვენი პოტენციური ახალგაზრდები რომლებიც კრეატივს შემატებენ გუნდს შესაბამისი ახალგაზრდები უნდა იყოსო,შესაბამისი ახალგაზრდა ვითომ ვან დე ბეეკი და ფენანდეში არ იყვნენ?ან და ძაან იაფად შეეძლოთ ტილემანსის ყიდვა მაგრამ ესენი სულ სხვა ფეხბურთელებს დასდევდნენ,სამი ტრანსფერის გასაკეთებლად მთელი საუკუნე დასჭირდათ.ხო თან უკაცრავად,ფერნანდეში ხომ ჩვენი ძლიერი სკაუტების დაწუნებული ფეხბურთელია,ჩვენ ხომ უკეთესები გვყავს გუნდში.კიდევ კარგი ლონგსტაფს ფასი არ დააკლეს,თორემ კიდევ ერთი იდიოტი შეგვემატებოდა შემადგენლობაში.აქ საუბარია,რომ მისმა მოყვანილმა ფეხბურთელებმა გაამართლესო,ხო და მაშინ დანიშნონ სპორტულ დირექტორად,ან სკაუტად,ჩვენც დავისვენებთ და ისიც დაისვენებს.
0
№2
ავტორი: Rooni
30 სექტემბერი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ოლემ გააკეთა საჭირო ტრანსფერები გაუშვა ისინი ვინც გუნდისთვის არაფერს აკეთებდა მაგრამ სამაგიეროდ არავინ მოუყვანეს რააზრი ქომდა როდაეტივებინა ლუკაკუ ტიპი ართამაშობდა ან სანჩესი რომელიც სულ დამტვრეული იყო ოლემ ერთადერთი იმაში დაუშვა შეცდომა როარმიაწვა ხელმძვანელობას ახალ ტრანსფერებზე მეტი არაფერში
2
№3
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2019 13:26
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდგომ გაირკვევა რა მომავალი აქვს ოლეს იუნაიტედს ოლესთან ერთად. ჯერჯერობით ისევ მომავლის იმედით გვიწევს ყოფნა, აქ აშენებული და ისიც ბოლომდე ვერაშენებული დაცვის ხაზია თავისი ლინდელოფით მხოლოდ, იმედია მიაღწევს მაღალ დონეს. თავდამსხმელს რომ შეძენა უნდა ეს მეცნიერულად საფიქრალი ნაღდად არ არის, მაგრამ ნახევარდაცვას რომ სჭირდება ახალი კადრი ამაზეც არაა მდინარის პირას დაჯდომა და ფიქრი უცხო მოყმესავით საჭირო. ისე ოლე, თავად თუ არ ასწავლე ფეხბურთელებს რამე მიდი მიაწექით არ ჭრის ხო ხედავ. რეალურად მწვრთნელს უნდა შეეძლოს თამაშიდან თამაშამდე გაზარდოს ფეხბურთელი, ოლეს პლიუსი მხოლოდ მოტივირებაა როგორც ვხედავ. ტაქტიკას იქ ფელანები და კერიკები აგვარებენ ვატყობ.
0
№4
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 13:38
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Rooni
ოლემ გააკეთა საჭირო ტრანსფერები გაუშვა ისინი ვინც გუნდისთვის არაფერს აკეთებდა მაგრამ სამაგიეროდ არავინ მოუყვანეს რააზრი ქომდა როდაეტივებინა ლუკაკუ ტიპი ართამაშობდა ან სანჩესი რომელიც სულ დამტვრეული იყო ოლემ ერთადერთი იმაში დაუშვა შეცდომა როარმიაწვა ხელმძვანელობას ახალ ტრანსფერებზე მეტი არაფერში

არ თამაშობდა თუ არ ათამაშებდნენ?ლუკაკუ რომ არ ყოფილიყო არც ოლე იქნებოდა დღეს მანჩესტერის მწვრთნელი,პარიზის საოცრებაში ყველაზე დიდი წვლილი ლუკაკუს მიუძღვის,თორემ არც იქ ყოფილა ნორმალური თამაში.რაც შეეხება სანჩესს,სანჩესი აქ იქნებოდა დამტვრეული თუ იქ რა მანივნელობა აქვს როდესაც ხელფასის მაინც დიდ ნაწილს მანჩესტერი იხდის?მაშინ მითხარით თუ ჯდება ლოგიკაში ის ქმედება როდესაც იცი რომ შემტევებს უშვებ,შემცვლლი არ გყავს და სანამ გაუშვებ მაქამდე არ ეძებ შემცვლელს და დღეს ნახევარდაცვა რომ ჩაქიმულია და არავინ მოიყვანეს ესეც არაა ჩვენი ბრალი.მე იმაზე ვბრაზდები რომ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს მანჩესტერს და ამას არ იყენებენ.ხო მართლა,ვაი და ინტერს არ გადაეხადა მოთხოვნილი თანხა როგორც პერესს,მაშინ ისიც ისევე არ შეგვრჩებოდა როგორც პოგბა?

Svani-ძალიან კარგად აღნიშნე.თუ გუნდში მყოფი ფეხბურთელები ოდნავ მაინც ვერ განვითარდნენ მაშინ გამოდის რომ მთელი გუნდის შეცვლაა საჭირო და თუ ასეა მაშინ კარგა ხანი ისევ ამ დონეზე დავრჩებით და აქედან გამომდინარე ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება,თუ გუნდში არსებული რესურსიდან ვერც ერთი ფეხბურთელი წესიერ პროგრეს ვერ აჩვენებს შენ გუნდში რა გარანტიაა იმისა რომ ახლად მოსული ფეხბურთელები გრძელვადიან პროექტში განვითრდებიან მის ხელში?
0
№5
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Am shemtxvevashi vetanxmebii
0
№6
ავტორი: Chesterman
30 სექტემბერი 2019 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ჩემპიონშიფის ან რომელიმე დაბალი დონის გუნიდს ღლაპ ფორვარდს ეძებს ალბათ თორე გულშემატკივრებს რომ გვინდა იმ დონის ფორვარდი ასეთ გუნდში 10 წელი არ გაჩერდება საუბედუროდ ))ლონგსტაფს კიდე მაკტომინაი მინიმუმ 2ჯერ ჯობია გადაჭარბების გარეშე სუფთA დებილია გუშინ პირველ გოლზე პერეირას დებილი ბავშვივით მისდევდა
0
№7
ავტორი: kaja
30 სექტემბერი 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ნაღდი კაცია გუნარი <3 იმედი მაქვს დიდ შედეგებს დადებს !

ვისაც არ უნდა მანჩესტერი, აბა ჰე...
0
№8
ავტორი: giorgi_mg
30 სექტემბერი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გასაშვები უნდა გაუშვა, მაგრამ თუ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოგყავს, მოკლევადიანი მაინც მოიყვანე მერე... რა ლოგიკაა ვერ ვხვდები, ის ვინც გვინდოდა არ არის ან მიუწვდომელიაო?! გვეღადავება?
უნდა მოძებნოს ან მოძებნონ, 30 სკაუტი რისთვის გვყავს?! კაი რა...
ამას ქვია ზეხერი ბაზარი...
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2019 16:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ჟოაო ფელიში, ბრუნო ფერნანდეში, პეპე, ვან დე ბეკი, ჯეიდონ სანჩო ისეთი ასაკიანებია რო რავიცი.კაი რა ოლე კაი რა მართლა.ლუკაკუს წასვლა რატომ მოუნდა იმაზე რატომ არ ლაპარაკობ ნეტა?ტიპი სასტავიდან ამოაგდო არ ათამაშებდა და თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ აქ გამჩერებლის ყველაფერიც მოვ*** ტიპმა და წავიდა უშველა თავს.ლალანამ სწორად თქვა ლუკაკუ რომ არ ყოფილიყო ოლე კაი ხნის წასული იქნებოდა ისეთ საჭირო დროს გაიტანა გოლები მაგრამ არა რეში მირჩევნიაო იმიტომ რომ ბრიტანელია.ხოდა ახლა შენ გაიტანე რეშის მაგივრად რომ გადაგიყოლებს მაგის გაცენტრფორვარდება ნახავ შედეგებსაც.
ვინ ვერ ნახა ამ ხისთავიანმა ნეტა ხალხი არ იყო ბაზარზე?ლონგსტაფი ვერ იყიდა ერთი და იძახის ვერ ვიყიდეთ ყველაო.რომელ ერთს დაეკონტაქტნენ ნეტა.
პოგბაში რომ ფული არ გადაიხადეს და მიტო დარჩა აქ ამას უნდა დაგვაბოლოს და გვითხრას რომ გუნდის სიყვარულით დარჩა თუ ოლესი?ტიპმა გამოვიდა და პირდაპირ თქვა მანჩესტერში მოვრჩი ახლა სხვაგან უნდა ვცადოო და არ გადაიხადა არავინ ფული და შეგვრჩა ხახვივით და ახლა თურმე ლუკაკუს ნდომია წასვლა.ისემც შენი ყველაფერი მანდამაინც ოლე.არ მიყვარს ადამიანი როცა თვალებში ნაცარს მაყრის და დღეიდან ოლე შენც ისეთივე აფერისტი ხარ როგორებიც ბლომად ყრია ამ დედამიწაზე.მალე გნახავ კუდამოძუებულს და რომელიმე ჭ კლასის გუნდის თავკაცი რო გახდები.ხო მართლა ფელანი კიერანი არ დაგავიწყდეს რო წახვალ წაიყოლო თორე ასეთ საოცარ ფეხბურთს იქ ვერ ათამაშებს შენ გუნდს.
დღეს თუ არსენალმა მიგვარჭო კიდეც ამოგეწერება პუტიოვკა ალბათ და მერე გრძელვადიან პერსპექტივებზე იფიქრე მაინც.სვანის არ იყოს წყლის პირას მჯდარი მოყმესავით.
ამ ჩოილარს გუნდის გასახდელში სტრიპტიზ კლუბი აქვს მოწყობილი,კაცი არ ეკითხება არაფერს და გამოდის და მაღალ იდეალებზე მელაპარაკება გრინვუდი ვერ დაუსჯია.ან შეიძლება არც უნდა დასჯა და იმ ორგიებში თვითონაც მონაწილეობს ან ტელეფონი უჭირავს და უღებს.ვაი სანამდე დაეცი მანჩესტერ იუნაიტედ რომ სრული დილეტანტები მომავალს გისაზღვრავენ და ქართველი პოლიტიკოსებივით თვალში ნაცარს გვაყრიან
0
№10
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 16:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
დღეს თუ არსენალმა მიგვარჭო კიდეც ამოგეწერება პუტიოვკა ალბათ

ეგ კიდევ საკითხავია დავით,ემერიც ისეთი კუანაა,არ გამიკვირდება დღეს საერთოდ დიდი ანგარიშითაც მოვიგოთ.ხანდახან ძაან უყვარს ფანტაზიორობა,ცოტა ხანი სათვალეც კი გაიკეთა,უფრო ინტელექტუალს დავემსგავსებიო. wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top