თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2019, 12:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2062,
კომენტარები: 22
ოლე: "ლუკაკუ სწორ დროს გავუშვით"
ნორვეგიელმა ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი აუცილებლად ეცდება თავდამსხმელის დამატებას.

"ლუკაკუმ სწორ დროს დატოვა გუნდი და მან ეს იცის. არ უნდოდა ჩვენთან დარჩენა. ისეთი ფეხბურთელების დატოვებას კი, რომელთაც აქ ყოფნა არ სურთ, რა აზრი აქვს?

ალექსისი და ლუკაკუ გავუშვით და საჭირო არ არის მეცნიერული განათლება იმისათვის, რომ მიხვდე, შემდეგში თავდამსხმელის შეძენას ვეცდებით. გუნდს კრეატივი და გოლები უნდა შევმატოთ, მაგრამ ჩვენი პოტენციური ახალწვეულები შესაბამისი ფეხბურთელები უნდა იყვნენ. ბაზარზე იყვნენ ხელმისაწვდომი თავდამსხმელები, მაგრამ არა ისინი, ვისი შეძენაც ჩვენ გვსურდა.

ზაფხულში სასურველი მოთამაშეები ვერ გადმოვიბირეთ. არც იმას აქვს აზრი, რომ მოიყვანო ფეხბურთელი, ვისშიც სრულად არ ხარ დარწმუნებული. როცა ვინმეს შეიძენ, უნდა დარწმუნდე, რომ დიდხანს დარჩება გუნდში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ"
- დაასრულა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მილანის "ინტერში" გადავიდა. იტალიელებს ლუკაკუს გადაბირება 75 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
1 ოქტომბერი 2019 05:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ატრაკებს და უხარია. ყველაზე მეტად წასვლა პოგბას უნდოდა მარა ვინ გაუშვა
ლუკაკუ კიდე სასტავიდან ამოაგდო და თუ წასვლა მოუნდა არც მიკვირს.
სულ ვამბობდი უტდს დონე არა ლუკაკუ და გასაშვებია მეთქი მარა ასე რეშფორდის იმედად თუ უნდა დაეტოვებინა მთელკ გუნდი ყოფილიყო ან სანჩესი დაეტოვებინა მაინც.
0
№22
ავტორი: Rooni
15 ოქტომბერი 2019 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ციტატა: Lalana
ციტატა: Rooni
ოლემ გააკეთა საჭირო ტრანსფერები გაუშვა ისინი ვინც გუნდისთვის არაფერს აკეთებდა მაგრამ სამაგიეროდ არავინ მოუყვანეს რააზრი ქომდა როდაეტივებინა ლუკაკუ ტიპი ართამაშობდა ან სანჩესი რომელიც სულ დამტვრეული იყო ოლემ ერთადერთი იმაში დაუშვა შეცდომა როარმიაწვა ხელმძვანელობას ახალ ტრანსფერებზე მეტი არაფერში

არ თამაშობდა თუ არ ათამაშებდნენ?ლუკაკუ რომ არ ყოფილიყო არც ოლე იქნებოდა დღეს მანჩესტერის მწვრთნელი,პარიზის საოცრებაში ყველაზე დიდი წვლილი ლუკაკუს მიუძღვის,თორემ არც იქ ყოფილა ნორმალური თამაში.რაც შეეხება სანჩესს,სანჩესი აქ იქნებოდა დამტვრეული თუ იქ რა მანივნელობა აქვს როდესაც ხელფასის მაინც დიდ ნაწილს მანჩესტერი იხდის?მაშინ მითხარით თუ ჯდება ლოგიკაში ის ქმედება როდესაც იცი რომ შემტევებს უშვებ,შემცვლლი არ გყავს და სანამ გაუშვებ მაქამდე არ ეძებ შემცვლელს და დღეს ნახევარდაცვა რომ ჩაქიმულია და არავინ მოიყვანეს ესეც არაა ჩვენი ბრალი.მე იმაზე ვბრაზდები რომ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს მანჩესტერს და ამას არ იყენებენ.ხო მართლა,ვაი და ინტერს არ გადაეხადა მოთხოვნილი თანხა როგორც პერესს,მაშინ ისიც ისევე არ შეგვრჩებოდა როგორც პოგბა?

Svani-ძალიან კარგად აღნიშნე.თუ გუნდში მყოფი ფეხბურთელები ოდნავ მაინც ვერ განვითარდნენ მაშინ გამოდის რომ მთელი გუნდის შეცვლაა საჭირო და თუ ასეა მაშინ კარგა ხანი ისევ ამ დონეზე დავრჩებით და აქედან გამომდინარე ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება,თუ გუნდში არსებული რესურსიდან ვერც ერთი ფეხბურთელი წესიერ პროგრეს ვერ აჩვენებს შენ გუნდში რა გარანტიაა იმისა რომ ახლად მოსული ფეხბურთელები გრძელვადიან პროექტში განვითრდებიან მის ხელში?

გლწიზერების ბრალია ისაც გუნდი მაგრად კიდია უკვე სანამ ეგენი არშეიცვლებიან არაფერი გამოვა და რაც შეეხება ახალ ხალხს უნდა მოიყბვანოს ახალგაზრდები და პერსპექტიული ხალხი ვიზეც შექმნის ახალ გუნდს მაგრამ მაგისთვის გლეიზერებმა ფული უნდა გამოუყონ ოლეს რასაც არაკე
ტებენ მაქსიმალურად უჯერენ ოლე იხვეწებოდა ბრუნოს მოყვანას მაგრამ ამათმა არგადაიხადეს საჩირო თანხა და ოლე ვერაფერს იზავდა ზამთარში ეცდება ოლე ხალხის მოყვანას და ხელი არუნდა შეუშალონ მითუმეტეს მაშინ როცა ოლეს ნდობა გამოუცხადეს ეგ იმას ნიშნავს ფულს ისცემენ და ოლეზეა უკვე ვის მოიყვანს გუნდში მე პირადად მჯერა ოლე ოხოდვს გუნდს მთავარია არაფერში არშეზგუდონ ოლემ ვინც მოიყვანა ვხედავტ როგორც თამაშობენ ზამთარში დადებს საჩირო ტრანსფერებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top