თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2019, 12:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2061,
კომენტარები: 22
ოლე: "ლუკაკუ სწორ დროს გავუშვით"
ნორვეგიელმა ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი აუცილებლად ეცდება თავდამსხმელის დამატებას.

"ლუკაკუმ სწორ დროს დატოვა გუნდი და მან ეს იცის. არ უნდოდა ჩვენთან დარჩენა. ისეთი ფეხბურთელების დატოვებას კი, რომელთაც აქ ყოფნა არ სურთ, რა აზრი აქვს?

ალექსისი და ლუკაკუ გავუშვით და საჭირო არ არის მეცნიერული განათლება იმისათვის, რომ მიხვდე, შემდეგში თავდამსხმელის შეძენას ვეცდებით. გუნდს კრეატივი და გოლები უნდა შევმატოთ, მაგრამ ჩვენი პოტენციური ახალწვეულები შესაბამისი ფეხბურთელები უნდა იყვნენ. ბაზარზე იყვნენ ხელმისაწვდომი თავდამსხმელები, მაგრამ არა ისინი, ვისი შეძენაც ჩვენ გვსურდა.

ზაფხულში სასურველი მოთამაშეები ვერ გადმოვიბირეთ. არც იმას აქვს აზრი, რომ მოიყვანო ფეხბურთელი, ვისშიც სრულად არ ხარ დარწმუნებული. როცა ვინმეს შეიძენ, უნდა დარწმუნდე, რომ დიდხანს დარჩება გუნდში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ"
- დაასრულა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მილანის "ინტერში" გადავიდა. იტალიელებს ლუკაკუს გადაბირება 75 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2019 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
ციტატა: Dato kutaisi
დღეს თუ არსენალმა მიგვარჭო კიდეც ამოგეწერება პუტიოვკა ალბათ

ეგ კიდევ საკითხავია დავით,ემერიც ისეთი კუანაა,არ გამიკვირდება დღეს საერთოდ დიდი ანგარიშითაც მოვიგოთ.ხანდახან ძაან უყვარს ფანტაზიორობა,ცოტა ხანი სათვალეც კი გაიკეთა,უფრო ინტელექტუალს დავემსგავსებიო. wink

გეთანხმები.მაგრამ "თუ" მეწერა მაინც ყოველი შემთხვევისთვის
0
№12
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 16:54
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Lalana
ციტატა: Dato kutaisi
დღეს თუ არსენალმა მიგვარჭო კიდეც ამოგეწერება პუტიოვკა ალბათ

ეგ კიდევ საკითხავია დავით,ემერიც ისეთი კუანაა,არ გამიკვირდება დღეს საერთოდ დიდი ანგარიშითაც მოვიგოთ.ხანდახან ძაან უყვარს ფანტაზიორობა,ცოტა ხანი სათვალეც კი გაიკეთა,უფრო ინტელექტუალს დავემსგავსებიო. wink

გეთანხმები.მაგრამ "თუ" მეწერა მაინც ყოველი შემთხვევისთვის

მართალია,შემთხვევით სხვაგვარად წავიკითხე,მაგრამ მართლაც არ გამიკვირდება დღეს მოიგონ,სულ მცირედი იმედი მაქვს,ეგეც ემერის ხათრით. no recourse
0
№13
ავტორი: shotkin
30 სექტემბერი 2019 16:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ლუკაკუს დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ რა უცნაურია,როდესაც პოგბა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე აცხადებს რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და ცალკე რაიოლა ყვირის რომ პოგბას სხვა გუნდში გადაყვანას ეცდება ეს არ ნიშნავს იმას რომ მასაც წასვლა უნდოდა?თუ ეგ მხოლოდ ლუკაკუს მომენტშია გამართლებული?იდიოტები იმიტომ არიან,რომ ჯერ უშვებენ და მერე ფიქრობენ თუ ვითი შეავსონ ეს კადრი.ან ის იდიოტიზმი არ არის?როდესაც არავინ გყავს წესიერი,სანჩესს აძლევ სხვას და თან მისი ანაზღაურების საკმაოდ დიდ ნაწილს თვითონვე უხდი?გეგონება ბარსელონა ვიყოთ რომლსაც შეტევაში იმდენი ხალხი ყავს რომ კოუტინიო გაუშვეს იჯარით.ან როდესაც ამბობს ჩვენი პოტენციური ახალგაზრდები რომლებიც კრეატივს შემატებენ გუნდს შესაბამისი ახალგაზრდები უნდა იყოსო,შესაბამისი ახალგაზრდა ვითომ ვან დე ბეეკი და ფენანდეში არ იყვნენ?ან და ძაან იაფად შეეძლოთ ტილემანსის ყიდვა მაგრამ ესენი სულ სხვა ფეხბურთელებს დასდევდნენ,სამი ტრანსფერის გასაკეთებლად მთელი საუკუნე დასჭირდათ.ხო თან უკაცრავად,ფერნანდეში ხომ ჩვენი ძლიერი სკაუტების დაწუნებული ფეხბურთელია,ჩვენ ხომ უკეთესები გვყავს გუნდში.კიდევ კარგი ლონგსტაფს ფასი არ დააკლეს,თორემ კიდევ ერთი იდიოტი შეგვემატებოდა შემადგენლობაში.აქ საუბარია,რომ მისმა მოყვანილმა ფეხბურთელებმა გაამართლესო,ხო და მაშინ დანიშნონ სპორტულ დირექტორად,ან სკაუტად,ჩვენც დავისვენებთ და ისიც დაისვენებს.

მე პოგბას ეს ჭყიპინი წმინდა რაიოლას ბაზარი მგონია მაგ ფეხბურთელმა ეგ აგენტი უნდა მოიცილოს თავიდან, ლოგიკურად როცა პოგბა აქ მოვიდა კარგი იუვენტუსიდან გადმოვიდა არეულ მანჩესტერში ეს ფაქტიც ბევრზე მეტყველებს,ისიც მართალია რომ მერე სეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო მაგრამ დიდწილად რაიოლას ბრალი მგონია მაინც და როგორც ოლემ თქვა ველაპარაკე და თავად პოლს აქ დარცენა უნდა მოკლედ რას გაიგებ მარა ლუკაკუს შემთხვევას არ ვნანობ და არც სანჩესისას უნდა წასულიყვნენ,სანჩესის არვიცი მარა ლუკაკუს მგონი პრობლემები აქვს მენტალურად და ძაან სუსტია მაშინ როცა რამე უნდა დაემტკიცებინა ხალხისთვის და ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვის ფარ ხმალი დყარა და გაიქცა ეს ადეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ რო დღევანდელ ფეხბურთში ეგ ახასიათებთ ფეხბურთელებს, კიდიატ რა პატარა პრობლემა და წინაარმდეგობა და გაქცევაზე აქვთ თვალი ჯერ მარტო ამ კუთხით შეიცვალა ფეხბურთი სხვა რო არაფერი.
0
№14
ავტორი: onlyred
30 სექტემბერი 2019 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
უნდა მოისწროს ვუდვორდი ვითომ?
მიდი ოლე, რას გააკეთებ არვიცი, მაგრამ შეიწირე ვუდვორდი და დანარჩენს ეშველება რამე.
მილანიზაციაო იდე წერენ გეგონება მილანზე მეტა ვაკეთებდეთ ეს ბოლო პერიოდი.
ერთი პოგბა გვყავს მოთხოვნადი და ეგ გვგონია უპორატესობა
0
№15
ავტორი: 100%Red
30 სექტემბერი 2019 17:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ახლა ვფიქრობ ვუყურო თუ არა დღევანდელ თამაშს aaaeee
ყოველ შემთხვევაში, თუ ყურებას გადავწყვეთ, იმედს ვიტოვებ რო არ მომიწევს შუა თამაშში გამორთვა what


https://www.manchestereveningnews.co.uk/sport/football/football-news/graeme-soun
ess-manchester-united-arsenal-17001237?fbclid=IwAR3_p2XT2bgRcFtoXbptuoXEaE3FKomO
68KzDZDAcwMVEIuGPWTtkDrqPIQ
აბატონო მიდფილდია ყორფელიო ამ პატიოსანმა კაცმა(რაც თავის მხრივ აქაც ბევრჯერ ითქვა)
0
№16
ავტორი: GEORGE22
30 სექტემბერი 2019 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ეს დავწერე წინა პოსტის კომენტარში ზუსტად და ზოგმა ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი,ახლაც ბევრი წერს რომ ჟოაო ფელიში და ვან დერ ბეკი არიან ხელმისაწვდომები,უბრალოდ ერთი კიხთვა მაქვს ასეთ ხალხთან,თვითონ ფეხბურთელს არ ეკითხებით უნდა თუ არა აქ გადმოსვლა და ამ გუნდისთვის მთელი ცხოვრება თამაში?ვან დერ ბეკიც და ფელიქსიც ჩემზე მეტად ბევრს არ ევასება აქ,მაგრამ არ უნდა ამ ხალხს მანჩესტერი და ძალით აგერ სანჩესიც იყო.
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2019 17:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: GEORGE22
ეს დავწერე წინა პოსტის კომენტარში ზუსტად და ზოგმა ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი,ახლაც ბევრი წერს რომ ჟოაო ფელიში და ვან დერ ბეკი არიან ხელმისაწვდომები,უბრალოდ ერთი კიხთვა მაქვს ასეთ ხალხთან,თვითონ ფეხბურთელს არ ეკითხებით უნდა თუ არა აქ გადმოსვლა და ამ გუნდისთვის მთელი ცხოვრება თამაში?ვან დერ ბეკიც და ფელიქსიც ჩემზე მეტად ბევრს არ ევასება აქ,მაგრამ არ უნდა ამ ხალხს მანჩესტერი და ძალით აგერ სანჩესიც იყო.

მიდგომას გააჩნია მეგობარო თორე დღევანდელ ფეხბურთში ყველა ხელფასის გამო თამაშობს.თუ დისციპლინა გაქვს მაშინ ვერავინ გაბედავს რო არ ითამაშოს.ამის დასტურად სანჩოს მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.ტიპმა ლიგაზე არ თანაშობს გუნდი და მიტომ არ მივდივარო ქორები რო დაიყარა.სისულელეა და რატომ იცი?იმიტომ რომ ლიგაზე 3-4 თამაში კარიერაში არც არაფერს უწყვეტს მე შენ გეტყვი ახლა დომინანტი არ იყო დორტმუნდი ამ თასის.უბრალოდ ფეხბურთელი თავს არიდებს ქაოსში წასვლას იმიტომ რომ იცის დაიკარგება.დისციპლინას ყველა სერიოზული და პროფესიონალი ფეხბურთელი აკვირდება.ხოდა იქ სადაც ლინგარდი რეში და პოგბა ღლაბუცობენ და ტრენერი იმას ამბობს მე არაფერს ვასწავლი ოღონდ არც ხელს შევუშლი მითითებებითო,აი ასეთ გუნდში არ წავა არავინ.ჰარი აქ მომავლის იმედით მოვიდა და არა ოლეს იმედით.მიტომაც გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი.ასეა ძმა ჯერ გასახდელში უნდა გეკავოს სიტუაცია და მერე მოედანზეც შეძლებ მაქსიმუმი აკეთებინო ამ სირებს.იმ გასახდელში სადაც ფერგიმ ბექჰემს ესროლა ბუცი ახლა სტრიპტიზ კლუბია და ამის გამო არც არავინ დასჯილა.რისი იმედი უნდა გქონდეს ამის მერე კაცს.და რა ამ ყველაფერს სხვა გუნდის ფეხბურთელები არ უყურებენ.უყურებენ და მიტომაცაა აქ არავის არ უნდა მოსვლა.ხოდა ხელფასის გამო მოყვანაში არაფერი არაა ცუდი უბრალოდ ეს ხალხი შენვე უნდა გამოიყენო და რაც მთავარია უნდა იცოდე ეს როგორ ქნა.მაგრამ მიოლდეს შემდეგ აქ მოსული ამას ვერ იზამს
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
30 სექტემბერი 2019 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაინტერესებს ვინები უნდოდა და ვერ იყოდა, ერთი ლონგსტაფი გასაგებია :/
0
№19
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 20:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
იუვენტუსიდან გადმოვიდა არეულ მანჩესტერში ეს ფაქტიც ბევრზე მეტყველებს

მთლად იმაზე ვერ დავდებ თავს თუ როგორ იყო სიტვაცია,მაგრამ რამოდენიმე ფაქტს ვიტყვი ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.ამ ტრანსფერის დროს საკმაოდ დიდი თანხა აიღო რაიოლამ,როგორც მისმა აგენტმა,ასევე გახდა იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი,თითოეულ გამოცემაში მასზე იწერებოდა და ეს თავისთავად მისი იმიჯის პოპულარიზაციასაც შეეხო,ასევე იუვენტუსისგან განსხვავებით მანჩესტერში საკმადო დიდ ანაზღაურებას სთავაზობდნენ თავისი ბონუსებით,თან მაშინ მანჩესტერში ჟოზე მოვიდა და თავისთავად ასეთმა მწვრთნელის დანიშვნამაც იქონია გავლენა.ამიტომ მთლად მანჩესტერის სიყვარულს არ ვიცი რამდენად დავაბრალო ეს.კი თქვა ოლემ დავარწმუნეთ დარჩენაშიო,მაგრამ ასევე სქაიც წერდა რომ პერესი მასში მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდიდა,ასევე მაქამდე მისმა აგენტმა განაცხადა აი ასეთი რამ :"ყველამ იცის პოგბას წასვლის სურვილის შესახებ. ჩვენ ამ პროცესში ვართ. ასევე კლუბში დაწყებული მწვრთნელიდან დამთავრებული მფლობელამდე ყველამ იცის თუ რა უნდა პოგბას." აქედან გამომდინარე შეიძლება იმის დასკვნა რომ უბრალოდ პოგბას ტრანსფერი ვერ განხორციელდა,თორემ რა ბერკეტი ჰქონდა მანჩესტერს ისეთი რომ ის უბრალოდ დარცენაში დაეყოლიებინა?

რაც შეეხება ლუკაკუს თემას,კი თავისთავად სანჩესიც გასაშვები იყო და ლუკაკუც და იმაშიც გეთანხმები რაც დღევანდელი ფეხბურთელების პრობლემაზე აღნიშნე,მაგრამ მათ გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიწონებდი თუ შემცვლელი მოვიდოდა,სხვაგვარად მათი წასვლის მიზეზს ვერ ვხედავდი,რადგან შეტევაში ისედაც უჭირდა გუნდს.კაი ლუკაკუ გავუშვით,მაგრამ როდესაც უკვე ტრანსფერის გაკეთება არ შეგვეძლო სანჩესს მაინც რაღატომ უშვებ?მესმის სრულიად გაეყიდათ,მაგრამ ის რაც მოხდა ნამდვილად არ იყო მთლად სწორი გუნდისთვის.
0
№20
ავტორი: psixi13
30 სექტემბერი 2019 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
პოგბა გააჰვავს მანჩედან და უფრო ძვირად ვიდრე რეალი სთავაზობდა.ვფიქრობ პოგბას გაშვებით ბევრი რამ შეიცვლება უკეტესობისკენ.მჯერა ამ კაცის 100% მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეების ყიდვით არაფერი წყდება.რომლებიც ფულის კეთებაზე არიან გადასულები.რომლრბსაც ხვალ მეტს შესთავაზებენ და უპრობლემოდ წავა მანჩედან.ჯობია ველოდო 2,3 წელი და ისეთ მანჩეს ვუყურო რომლისაც ეშინიათ ყველას.როგორც ეს ფერგიმ გააკეთა წლების წინ და რომელი გუნდიც ჩვენ შეგვიყვარდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top