თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2019, 19:40
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3005,
კომენტარები: 21
სანჩო "ბორუსიას" დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯეიდონ სანჩოს შეძენნის საშუალება ექნება.
სანჩო
Daily Mail-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩო მომავალ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს. ინგლისელი ტალანტით მანჩესტერული კლუბები, "სიტი" და "იუნაიტედი" ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ სანჩო გერმანულ კლუბს სწორედ "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა, "ბორუსიას" ინგლისელის დამატება 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

"იუნაიტედის" მწვრთნელს გუნდში საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების გადაბირება სურს და თანაც მარჯვენა ხაზის გაძლიერებას გეგმავს. სანჩო სწორედ ამ პროფილს ერგება, რის გამოც ინგლისური გრანდი მზად იყო სანჩოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა, ასეთი სარფიანი შეთავაზებაც კი არ იყო "ბორუსიასთვის" იმდენად მიმზიდველი წინადადება, რომ ინგლისელის გაყიდვა დაეპირებინა. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ჯეიდონი მათ რიგებში პროგრესირებს და კლუბისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ნორვეგიელმა დენიელ ჯეიმსი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას მარტივად შეუძლია ორივე ფლანგიდან შეტევა.

სოლსკიაერმა თავისი ყურადღება ჯეიმსს მხოლოდ მას შემდეგ მიაპყრო, რაც ცნობილი გახდა, რომ უმთავრესი სამიზნე ჯეიდონ სანჩო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იქნებოდა. როგორც ჩანს, მანჩესტერულ კლუბს ინგლისელი ვარსკვლავის შეძენა მომავალ ზაფხულს შეეძლება.

სანჩოს სატრანსფერო თანხად 100 მილიონი ფუნტი სახელდება. 19 წლის ფეხბურთელს "ბორუსიასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ჭორები
21 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
17 აგვისტო 2019 19:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნახევრად აწყობილია გუნდი ეხლა მარჯვენა ფლანგი გვინდა 1 მაგარი გამთამაშბელი ცენტრში და 1 ც კარგი თავდამსხმელი და ძაან მაგარი გუნდი ვიქნებით
3
№2
ავტორი: ikeoni
17 აგვისტო 2019 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aucileblad mosayvani bichia
2
№3
ავტორი: giorgisamnidze99
17 აგვისტო 2019 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ისე რა მაფიქრებს იცით სეზონის ესე ძალიან მაგრათ დაწყება კარგია თან ჩელსისთან მოგებით ლივეპულამდე თამაშები რო მოვიგოთ რა იცით იქნებ რწმენა ბიჭებს შეემატონ და გაიწიონ წელსვე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რათქმაუნდა პრეტენდენტი ლივერპული და სიტი იქნება მარა არც ჩვენ არ უნდა ჩამოვიწეროთ თავი და კიდე არსენალიც

0
№4
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2019 21:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgisamnidze99

ისე რა მაფიქრებს იცით სეზონის ესე ძალიან მაგრათ დაწყება კარგია თან ჩელსისთან მოგებით ლივეპულამდე თამაშები რო მოვიგოთ რა იცით იქნებ რწმენა ბიჭებს შეემატონ და გაიწიონ წელსვე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რათქმაუნდა პრეტენდენტი ლივერპული და სიტი იქნება მარა არც ჩვენ არ უნდა ჩამოვიწეროთ თავი და კიდე არსენალიც

მგონია, რომ ლივერპული წელს ბევრს ვერ გაქაჩავს, ჯერჯერობით ძაან არადამაჯერებლად გამოიყურება, შეტევა უჭირს, დაცვაში პრობლემები აქვს. ინდივიდუალურ ოსტატობაზე გადიან ჯერ ფონს.
ჩვენ ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს მეორე წრეში, თებერვლის შემდეგ რეალურად ძლიერი მეტოქე აღარ გვყავს და თავისუფლად შეგვიძლია ქულების მოგროვება, მთავარია სტაბილური თამაში ვაჩვენოთ და პოზიციური შეტევა დავამუღამოთ. მოკლედ 4-ეული ძალიან რეალურია და თუ 1-2 ადგილებზე გავიწევთ არც ეგაა ნამეტანი ფანტასტიკა.
0
№5
ავტორი: Lalana
17 აგვისტო 2019 22:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გვაწყობს სიტის ქულების დაკარგვაც.გვარდიოლას ტოტესთან მაგრად არ უმართლებს :დდ ამ ვარმა შეჭამა გვარდიი,ნევროზს დამართებს მალე :დ ორშაბათს უეჭველი უნდა მოვიგოთ,აქ არ შეიძლება ქულების დაკარგვა.ლივერპული კი აღარ ჩანს ისეთივე მძლავრი როგორც წინა წელს და ვნახოთ რა მოხდება მომავალში,რაღაც პრაგმატიზმით გადის ფონს და ვნახოთ რა,გადაულახავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან,უბრალოდ სტაბილურობაა მთავარი.
0
№6
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2019 22:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
გვაწყობს სიტის ქულების დაკარგვაც.გვარდიოლას ტოტესთან მაგრად არ უმართლებს :დდ ამ ვარმა შეჭამა გვარდიი,ნევროზს დამართებს მალე :დ ორშაბათს უეჭველი უნდა მოვიგოთ,აქ არ შეიძლება ქულების დაკარგვა.ლივერპული კი აღარ ჩანს ისეთივე მძლავრი როგორც წინა წელს და ვნახოთ რა მოხდება მომავალში,რაღაც პრაგმატიზმით გადის ფონს და ვნახოთ რა,გადაულახავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან,უბრალოდ სტაბილურობაა მთავარი.

აჭარასპორტის კომენტატორებს თუ დავუჯერებთ, ლივერპული ისეთ ფორმაშია, ეს ფრე შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს სიტის wink
რას ვიფიქრებდი სილქის კომენტატორები თუ მომენტარებოდნენ, რას ვიფიქრებდი.
0
№7
ავტორი: Lalana
17 აგვისტო 2019 23:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
გვაწყობს სიტის ქულების დაკარგვაც.გვარდიოლას ტოტესთან მაგრად არ უმართლებს :დდ ამ ვარმა შეჭამა გვარდიი,ნევროზს დამართებს მალე :დ ორშაბათს უეჭველი უნდა მოვიგოთ,აქ არ შეიძლება ქულების დაკარგვა.ლივერპული კი აღარ ჩანს ისეთივე მძლავრი როგორც წინა წელს და ვნახოთ რა მოხდება მომავალში,რაღაც პრაგმატიზმით გადის ფონს და ვნახოთ რა,გადაულახავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან,უბრალოდ სტაბილურობაა მთავარი.

აჭარასპორტის კომენტატორებს თუ დავუჯერებთ, ლივერპული ისეთ ფორმაშია, ეს ფრე შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს სიტის wink
რას ვიფიქრებდი სილქის კომენტატორები თუ მომენტარებოდნენ, რას ვიფიქრებდი.

ეგ უნდა აღმენიშნა და სულ დამავიწყდა :დ სილქის კომენტატორებიც ხომ მაგარ რაღაცას დაახეთქებდნენ ხოლმე,მაგრამ აი ესენი ცალკე განზომილებაა.თან ყველაზე მეტად ვერ ვიტან როდესაც ჟურნალისტი-წამყვანი წესიერად ვერ საუბრობს და ერთი იმათგან ისეთ "ლ"_იებს ურტყამს სმენის აპარატი დამიზიანა :დდ არ ვიცი მომავალში ვინ რა ფორმაში შევა მაგრამ საოცრად გადაულახავი მეტოქე არც ერთი ჩანს,მთავარია საშუალო დონის გუნდებთან არ გამოშტერდნენ და არ დათმონ ქულები.ოღონდ არც სიტიმ და არც ლივერპულმა წაიღოს თასი და თუ უნდათ მეათე ნომრად უთამაშიათ და ისე მოეგოთ ჩემპიონატი :დ ჩვენ რომ უკეთესი შევსება გქვონოდა სატრანსფერო ფანჯარაზე უკეთესი იქნებოდა,მაინც მაქვს რაღაც იმედები მაგრამ ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი :დ
0
№8
ავტორი: Chesterman
17 აგვისტო 2019 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
აუუ აბაა ლიორისი და ლიორისიო იძახაა :დდსიტის რაც შეეხება მანქანაა რაა ტოტენჰემი კოდე რაც ყოველთვის იყო ისაა "არც ცუდი მაგრამ არც კარგი"
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
18 აგვისტო 2019 00:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აბა ბიჭებო 2:0 და გადავალთ პირველზე.ეხ როგორ მომენატრა ეს გრძნობა ერთი კვორით მაინც რო ხარ სათავეში:)
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2019 00:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე ოზრდება ფასები გაისად 150 მილიონი რო დაადონ არაა გამოროცხული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top